საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიასთან 10-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 25 წუთში აღმოფხვრა და საერთაშორისო სერიის მესამე შეხვედრა ფრედ, 13:13 დაასრულა.

თამაში თითქმის ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც აპრილში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე. მაშინ საქართველომ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და ბოლოს გამარჯვების შანსსაც ინარჩუნებდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა (21:26). ამჯერად ანგარიში გავათანაბრეთ და ბოლოს მოგებისკენაც გავიწიეთ, თუმცა ირლანდიამ აღარ გარისკა და მატჩი ფრედ დაასრულა.

სამხრეთ აფრიკის ქალაქ პაარლიში გაწვიმდა და მან ხელი თამაშის მსვლელობასაც დაატყო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და უმეტესად ფორვარდები დაიტვირთნენ, თუმცა იყო ლამაზი ეპიზოდებიც.

საწყისი 10 წუთი საქართველომ მეტოქის ნახევარზე გაატარა და რამდენჯერმე 22-შიც შევიდა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა. მერე მეტოქემ ჩვენი შეცდომით ისარგებლა, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. მალე ირლანდიას მეორე ლელოს დადებაც შეეძლო, თუმცა იოსებ ღვინჯილიამ შემტევს ბურთი ბოჭვით დააგდებინა. 32-ე წუთზე მეორე ლელო მაინც მივიღეთ და ტაიმი 0:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი 9 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ირლანდია საქართველოს მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ დაჯარიმდა და ლევან ბუცხრიკიძე გასატანი პოზიციიდან ზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ირლანდიამ საპასუხო ჯარიმა გამოიმუშავა და უპირატესობა ისევ 10 ქულამდე გაზარდა. ამიტომ საქართველომ ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, დერეფნის შემდეგ მოლში მეტოქე მაგრად დაგვიხვდა, ამას რამდენიმე დარტყმა მოყვა, რის შემდეგაც დათა ახვლედიანმა ხაზი ორ მცველს შორის გაგლიჯა და საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ბუცხრიკიძემ გარდასახა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დავიდა.

ირლანდიის სახიფათო შეტევის მოგერიების შემდეგ, საქართველომ კარგი საპასუხო იერიში განახორციელა და მეტოქე საკუთარ 22-ში დაჯარიმდა, თანაც სინბინით დაისაჯა, თუმცა ლელოზე თამაშმა შედეგი ვერ გამოიღო. იყო ეპიზოდი, როდესაც ღვინჯილიამ თითქოს ლელოს უწია, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა. 68-ე წუთზე ბუცხრიკიძემ საშუალო დისტანციიდან გატანილი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.

მოედანზე მაგარი ბრძოლა გაჩაღდა, ბოლო შეტევისას ლუკა ტაბატაძე ჩვენი 22-იდან გამოიქცა და ცენტრთან ფეხით ითამაშა, მაგრამ ირლანდიელებმა წნეხის მიუხედავად შეძლეს ბურთის შენარჩუნება, მისი აუტში გადატანა და თამაშიც 13:13 დასრულდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისთვის ეს წელს ჩატარებული მეორე მაღალი დონის ტურნირი იყო. შემოდგომაზე მას ტრადიციულად ევროპის ჩემპიონატი და ტიტულის დაცვა ელის.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. პაარლი.

საქართველო - ირლანდია 13:13 (0:10)

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. გოგა ბერიძე (ბათუმი), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ტატო ტალახაძე (ლელო), 26. ზაზა ლეჟავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

პირველ ტაიმში,ჩვენი მორკინალები,თითქოს მთქნარებით თამაშობდნენ.პირველი 8 წუთი,მათ 22-ში გავატარეთ,მაგრამ ისე ნელა ვუტევდით,რომ ვერავითარ საფრთხეს ვერ ვუქმნიდით,ირლანდიელებს.უსაშველოდ ნელა გამოგვქონდა ბურთი რაქიდან და ჩვენი მორკინალები,ძალიან ნელა მიდიოდნენ დარტყმაზე.საკმაოდ ხშირად,როცა ირლანდიელებს ვჩეჩვქვავდით,ჩვენი 9,ან 10 ნომერი ბურთის გამოსატანად მზად იყო,მაგრამ მორკინალები,ნაბიჯით მიდიოდნენ ახალი დარტყმისათვის ბურთის მისაღებად საჭირო პოზიციისაკენ და გამთამაშბელი იძულებული იყო,მას დალოდებოდა.დაბალი სიჩქარის გამო,ვერც მოლს მოჰქონდა რაიმე ხიფათი და როგორც კი,ბურთს ირლანდიელები ეუფლებოდნენ,ცხადი ხდებოდა,რამდენად მეტად ეფექტური იყო მათი სწრაფი ბურთის გათამაშება და რაქიდან გამოტანა.ვერც მათ მოლს გავუწიეთ ღირსეული წინააღმდეგობა და ორივე ლელო,ძალიან მარტივად გაგვიტანეს.ტაიმის ბოლოს,ჩვენებიც თითქოს გამოფხიზლდნენ და ცალკეული მორაგბეების აფეთქებები,უკვე ირლანდიელებსაც უქმნიდნენ საფრთხეს.ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიყურებოდით კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ,თანდათან ჩვენი თამაშიც რაღაცას დაემსგავსა. ქულების აღებაც დავიწყეთ და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა,მით საგრძნობი ხდებოდა ჩვენი უპირატესობა.გამოჩნდა,რომ ჩვენ ამ თამაშში გამოცდილების მისაღებად კი არა,სასურველი შედეგის მისაღწევად იბრძოდა და მატჩის მიწურულს,როცა 10-13 ზე ჯარიმის უფლება მივიღეთ,თითქმის გატეხილ და კაცნაკლულ ირლანდიელებს,მოსაგებად,ლელოს დადებაზე კი არ ვეთამაშეთ,არამედ ჯარიმა დავარტყით და ანგარიში გავათანაბრეთ.თითქმის დარწმუნებული ვარ,ლელოზე რომ გვეთამაშა,გატანას შევძლებდით,ჩვენ ხომ საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ,მეტოქეზე.ირლანდიას ფრე ვეთამაშეთ და ფსიქოლოგიურად ეს ძალიან კარგია,მაგრამ ჯერ ერთი,წესით ეს თამაში უნდა მოგვეგო და თანაც,ამ ტურნირზე,ყველა მორაგბის თამაში და გამოცდილების დაგროვებაა,პირველი რიგის ამოცანა.აქ ხომ პრეზები არ თამაშდება,უბრალოდ ფესტივალია,ჩვენ კი,მთელი სათადარიგო შემადგენლობა არ გამოვიყენეთ და შედეგის დევნაში,რამდენიმე მორაგბე,თამაშში არ შემოვუშვით.ეს მართლა არ მომეწონა,თანაც შედეგის მიუხედავად,ბოლოს მაინც ლელოზე,გამარჯვებაზე უნდა წავსულიყავით.ასეა თუ ისე,ბიჭებისათვის ძალიან საჭირო ტურნირი გამოვიდა და დიდი გამოცდილებაც დააგროვეს,სახვალიოდ რომ გამოგვადგება.რამდენიმე ბიჭი,მართლაც ძალიან კარგად წარმოჩინდნენ და საგაისო მსოფლიოს თასზე,წლევანდელზე უკეთესი ნაკრები უნდა გვყავდეს.

აფრიკის ორი გუნდი თამაშობდა და ის ალბათ პირველი ნაკრები იყო.პირველ ტურში,ისინი საფრანგეთს შეხვდნენ და მოლში,ცხვრებივით მიერეკებოდნენ ფრანგებს.პირველ ტაიმში,31-0 იყო.მერე ფრანგებმაც ხელი გამოიღეს,მაგრამ რა თქმა უნდა ამ თამაშის გადარჩენა შეუძლებელი იყო.ა ნაკრებმა რა დღეში გაგვატარა,თვითონაც ნახე და რამხელა რეზერვი აქვს,სამხრეთ აფრიკულ რაგბის,მგონი ამითაც კარგად ჩანს.
ვაჟა
ვუყურე ამ თამაშს და მინდა შევაქო ჩვენი ბიჭები, ყოჩაღ კარგი იყო, ასე გააგრძელეთ მომავალშიც, წარმატებები
ზურა
მთლიანობაში მშვენიერი იყო დაკარშიდარყმაცსწორი იყო. ადრეც შეიძლებოდა. როდესაცდიდი ხანი მომენტუმი გიგრძელდება დაქულასვერაკეთებ,ეგ გტეხავს. კარგია , რომ ირლანდიამ მოიშორა ბურთიდა ფრესდაყაბულდა, ნიშანდობლივია! მაინტერესებს, ვინმემ გამანათლეთ, აფრიკას ა გუნდი ეწერა. ამხელა სხვაობაა აფრიკას და ევროპულ გრანდებს შორის, რომაგუნდით უგებს მაგრა? თუ რეალურადპირველი გუნდი ყავდა? ჩვენ აფრიკასთან მარქაფით ვითამაშეთ?
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
U18. სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] სეზონი გოლით გახსნა - მიქაუტაძემ "ლანსს" გაუტანა
უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს 6 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი აჩუქა
ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
კინგსლი კომანი კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი გახდა
სალაჰი კოულს გაუთანაბრდა - "ლივერპულის" ფორვარდი მალე მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდება
22 წლიანი ქორწინების შემდეგ პეტერ ჩეხი მეუღლეს გაშორდა
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის - ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
შეიცვლება თუ არა პსჟ-ში კაპიტანი - L'Équipe სიტუაციას განმარტავს
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
კაზემირო: წელს პრემიერლიგას "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიგებს
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება