ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] - 41 საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება

[VIDEO] - 41 საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა ბითაძე დაასვენა და პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, ბოლდუინი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქე იანის ანტეტოკუმპოს და მიტოღლუს ლიდერობით დომინირებდა და პირველი მეოთხედი 22:13 მოგვიგო. მეორე პერიოდის დასაწყისში კორსანტიას ძალისხმევით  ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება მოვახერხეთ, მაგრამ შემდეგ ბერძნებმა უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 29:46 დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, სერბმა სპეციალისტმა შენგელიასაც დასვენების, სხვა კალათბურთელებს კი თავის გამოჩენის საშუალება მისცა და დიდი ანგარიშით მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო. სანაძემ და შერმადინმა (პლუს 7 მოხსნა) 11-11 ქულა ჩააგდეს, 8 კორსანტიამ (5 მოხსნა), 3 ბოლდუინმა, 2-2 ბურჯანაძემ, ჯინჭარაძემ და შენგელიამ.

იანისის ანგარიშზე 25 ქულაა (8 მოხსნა), მიტოღლუმ კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტილი მატჩი ელის - 2 სექტემბერს მასპინძელ კვიპროსთან, ხოლო 4 სექტემბერს ბოსნიასთან.

• დამკვირვებელი

კი, ბატონო, თანამედროვე სპორტი და წარმატება სპორტში უამრავი კომპონენტისგან შედგება, ნიჭის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ ნიჭს თუ სხვა კომპონენტებიც არ დაეატა (რაც თქვენ ჩამოთვალეთ) ასევე ძნელია შედეგზე გასვლა. ფულიანი მამიკოების თემაც ცოტა თავისი მოტყუებას ჰგავს - ეგეთები აქაურ აკადემიებს არ კადრულობენ პირდაპირ ევროპა-ამერიკაში უშვებენ შვილებს და ამაში ცუდი არაფერია. Აქ ჩამოდიან ეს მოთამაშეები და ზოგი ახერხერბს განვითარებას, ზოგი ვერა. Რაც შეეხება ამ ნიჭიერი ბავშვების დაჩაგვრის და ნაკრებში გამოძახება-არგამოძახების კიდევ ერთ ყბადაღებულ თემას - ეს ასაკობრივი ჩემპიონატები ხომ ტარდება და ხომ ჩანს წესით ამ ბავშვების შესაძლებლობები, მართლა მაინტერესებს. Სულ ამაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაცა არ წაიყვანეს, სხვა წაიყვანეს. შეიძლება 1-2 კაცი მართლა პროტექციით ხვდება მანდ ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა მართლა გამორჩეულ ნიჭის მოთამაშეს რანაირად დააიგნორებენ, რა ინტერესი აქვთ რაღაც ბუნდოვანია. გასაგებია, რომ ეკიპირება, სწავლის საფასური ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მთლად ფინანსებს ნუ დავაბრალებთ, რომ მასობრიობა (აქედან გამონდინარე, კონკურენცია) ზოგადად პრობლემაა ქართულ სპორტში. აგერ თბილისში ასაკობრივი ევრობასკეტი ჩატარდა და კადრებში ჩანდა, რომ ცარიელი იყო დარბაზი მარტო საქართველოს თამაშებზე დადიოდა ხალხი. Ან ეს აკადემიები სად იყვნენ, ან მწვრთნელები, ან კალათბურთელები, რა ვიცი, ეგ ხომ მაინც იყო უფასო. Ამიტომ იმის თამაში მინდა, რომ ინტერესი, ჩართულობა ნაკლებია და ნაკრები რომ მოიგებს ან წააგებს, მაშინ გვახსენდება რომ რაღაც ისე არ არის. არადა ენერგია თუ არ დახარჯე, დიდი შრომა თუ არ ჩადე, დღეს შედეგზე გასვლა შეუძლებელია (პრინციპში ხოველთვის ასე იყო ალბათ).

• დდდ

კახუჩელავ, ქვეყანას გაეშვი და თავად თუ იქამდე ვერ მიხვდი, დაღუპული რომ ხარ, მინიმუმ ამ საიტიდან მაინც რომ დაიღუპო, არა?!...

• ქართველი ქალი ემიგრაციიდან

მაინც რაზე ბჭობთ აქ ქართველი ვაჟკაცები? შეიძლება თუ არა ეროვნული ნაკრების მაისურით ნახევარი ძალით თამაში იმისთვის, რომ მეოცე ადგილის სანაცვლოდ მეთხუთმეტე დაიკავოთ? აბა, თორნიკე შენგელია გიჟია, რომ ყველა თამაშში თავს იკლავს და თქვენ ხართ მიზანმიმართულად ჭკვიანები? მაგან არც სატურნირო მდგომარეობა იცის, არც შემდეგ ეტაპზე გასვლის წესები და თქვენ ყველაფერი იცით? მაგ ბიჭმა თუ წინასწარ წაგებულ მატჩში მონაწილეობის მიღება არ ისურვა, სამშობლო არ უყვარს და თქვენ გიყვართ? თუ გოგა ბითაძემაც მაგ მიზეზით არ ითამაშა, უდიდესი პატივისცემა მას. და ნეტავი ჰიმნს რაღას უშვრებით, ისიც ნახევარი ძალით უნდა იმღეროთ ხოლმე, თუ "საქმეს" დასჭირდა? და რაღას გამოელით მაგ დემორალიზებული კალათბურთელებით ან ვის რას დაუმტკიცებთ მაგ საპატიო მერამდენეღაცა ადგილით, თუკი ყველაზე ბინძურ სამორინესაც კი აჯობებთ თეთრი ბაირაღების ფრიალით? გინახავთ, კუნძულელები რაგბიში როგორ ასრულებენ ეგრედ წოდებულ ჰაკას? უცხოელი მწვრთნელის "ღვთივგანბრძნობილი" რჩევების გამართლებას, იქნებ, ხორუმის ცეკვა გერჩიათ ჩვენი ბიჭებისთვის? ეჰ, მარტო სპორტში რომ იყოთ ასეთი ზედმიწევნით პრაგმატულები, ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შემიძლია და ვერც ბოდიშებს მოგიხდით იმისთვის, რასაც ახლა ვწერ - თქვენი მიღწეული შედეგები და თქვენი ნაპატრონები ქვეყანა არ გაიშვა, სათვალავი მაქვს არეული, მერამდენედ მრცხვენია თქვენს მაგივრად. ჩემზე კი ნუ იდარდებთ და დიდად ნურც გამომეპასუხებით, სხვა ყველაფერი დალაგებული მაქვს, ერთი ეგ არის, აქეთ უფრო გვიმძაფრდება ხოლმე აი ის, თქვენ რომ მანდ გიჩლუნგდებათ, თუმცა მის სახელს კი ვეღარ მოგახსენებთ, დაფარვა სჭირდებაო და მაგიტომ...

• კოკა

ბოლო ხანებში სულ ვხვდები კომენტარებს, რომლებშიც სულ ფულზე ლაპარაკი. ფულს აკეთებს ფედერაცია, ფულის გამო არ უნდა თამაში ჩაკვეს, კიტეს, ფულის გამო გადავიდა შენგელია. მოკლედ გაგიჟდები რა კაცი. ისე გამოჰყავს ზოგს ფული, თითქოს, თვითონ არ გააკეთებდნენ ფულს,ამ საიტზე გავიგე რომ თურმე ფული საშინელი რამ ყოფილა, სპიდიც და კიბოც არაფერია ფულთან შედარებით)) ბებიათქვენისამ თქვენ უარს იტყოდით ხომ იცით. საშუალება არ გაქვთ ამის და იმიტომ იპატიოსნებთ თავს. თქვენთვის სხვა რომ კარგად ცხოვრობს, ეგ გაღიზიანებთ, სხცა არაფერი

• Kaxa

და მეორე რჩევა, იქნებ ფსიქოლოგები დაიქირაონ რამოდენიმე ფსიხი კალათბურთელისთვის. არ შეიძლება შენი ემოციით ქვეყანა დაღუპო. ყველას ეხება.

• Kaxa

რა გვეშველება,,, ასეთი თამაშით ბოსნიასთან კი არა კვიპროსთანაც შეიძლება ვერ მოვიგოთ. იცით რაარი სიმართლე ესანქთმა არ დაგვაფასა და იფიქრა ოფლის დაღვრის გარეშე მოვუგებთო.

• დემნა

ბევრი კომენტარი წავიკითხე ამ პოსტზე ასევე სხვადასხვა აზრი , მიხარია რომ აზრს გამოთქვამს ხალხი , ასევე სასიხარულოა რომ ნაკლები გინებაა და მეტი აზრის გამოხატვა , თუმცა მე მხოლოდ ჩემ აზრს გავაზიარებ , რადგანაც ვერ გამოვდგები კალათბურთის ექსპერტად ან ვინმეს დამცველად უბრალოდ კომენტარების კითხვის შემდეგ დავწერ ჩემ აზრს ხალხის აზრზე. კალათბურთი ბავშვობიდან მიყვარს ერთ-ერთი დინამიური სპორტია , ალბათ ურთულესიც რადგანაც გადაწყვეტილების მიღების დრო ბევრად მცირეა ვიდრე სხვა სპორტში , ჩემთვის პირველი არგუმენტი აქ იწყება - ფაქტია რომ ჩვენი ბიჭები მონდომებით და სულისკვეთებით თამაშობენ მაგრამ თავს იჩენს (ალბათ ) საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონე რადგანაც ტემპი ბევრად დაბალია ვიდრე მოწინავე ჩემპიონატებში , ამიტომაც რთულია გაიზარდოს საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის კალათბურთელი რაც მეტწილად განსაზღვრას ნებისმიერი ტოპ ნაკრების თამაშს , რათქმა უნდა კალათბურთში არიან სუპერვარსკვლავები რომლწბიც იგებენ თამაშს მაგრამ კარგი დონის ან საშუალო დონის თანაგუნდელების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ ვერაფერს , ასევე 5 კალათბურთელი არ არის საკმარისი ხანგრძლივ ტურნირზე წარმატების მისაღწევად . რაც შეეხება ფულს და მამიკოს ფულით გატენილ აკადემიებს , მე ნამდვილად არ ვიცი კალათბურთის აკადემიებში რა ხდება მაგრამ ვიცი რა ხდება სხვა სპორტში რადგანაც ვმუშაობ 15 წელია სპორტში , ხშირად მსმენია მშობლის ან სხვა ადამიანის შეფასება წარუმატებლობაზე და ალბათ პირველ ან მეორე ადგილზე დგას მსგავსი ახსნა ფული და ნაცნობობა . ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას ნეტავ იყოს ვინმე ნიჭიერი და ფულის გამო დაიჩაგროს ან ვინმეს ახლობლობის გამო ჩემს სპორტში გამიხარდება გვერძე დაუდგე და სიმართლისკენ ვიბრძოლო მასთან ერთად , მეტიც ჩემი დახმარება არც დაჭირდება უამრავი ხალხია ჩართული ამ საქმეში და ბრძოლა მიდის ნიჭიერი ბავშვის ან მოზარდის აღმოსაჩენად არავინ დატოვებს ნიჭიერს დაჩაგრულს ამის მწმამს და სხვაგვარად უბრალოდ დილეტანტური აზრია მეტი არაფერი ჩემთვის . ასევე მნიშვნელოვანია ის არის რომ გავიგით სპორტის თანამედროვე სირთულე რაში მდგომარეობს . კომენტარი იყო რომ უფასო მხოლოდ 10 ბავშვია მაქსიმუმ აკადემიაშიო ან სკოლებში არავინ დადის რომ ნიჭიერი ბავშვები მოიზიდონო.ამ ორი ნაბიჯით მაგარ ნაკრებს კი ვერ ჩამუვაყალიბებთ არამედ გავზირდით მასიურ ჩართულობას სპორტში რაც მეტწილად გაზრდის ბავშვების რაოდენობას რაც უფრო მეტ სელექციას მოგცემს , თუმცა ტალანტების მოძიებაში სხვა რამეა საჭირო ჩემი აზრით . თანამედროვე სპორტი უკვე იმ საფეხურზეა რომელზეც ნიჭი მეტწილად საკმარისი არაა ( გამონაკლისი სუპერ ნიჭიერები რომელბიც ალბათ საუკუნეში 1-2 იბადება )ნიჭს ასევე ჭირდება პასუხისმგებლობა , ასევე მნიშვნელოვანია შრომის მოყვარეობა , ხასიათი , განათლება , ფიზიკურ - მენტალური მდგრადობა , სპეციალისტები , სამედიცინო გუნდი , სპორტის მეცნიერთა ჯგუფი და აშ , ჩვენი ქვეყანა კი არ არის იმ დონეზე რომ მსგავსი სისტემა გამართოს სპორტული კუთხით და გაზარდოს არა მარტო ნიჭიერი ( მხოლოდ ნიჭიერებზე დგას ჩვენი სპორტი) არამედ უფრო მნშივნელოვანი რაც არის საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ათლეტები . ვფიქრობ რომ არგუმენტები რომ ვიღაცის მშობელი ფულს იხდის ან და ფედერაცია ფულს იპარავს , ან მსგავსი კომეტარები უსაფუძვლოა ჩემთვის . არც ფედერქციას ვიცნობ და არც კალათბურთლებს უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ რაც გამაჩნია . პ.ს წარმატება ბიჭებს , მადლობა მათ ყველაფრისთვის , ჩემთვის როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის დასაფასებელია და საამაყოა როგორც თამაშობენ განვლილ 3 შეხვედრაში , მადლობა კიდევ ერთხელ

• ბს

არი შანსი რომ მეექვსე თამაში ისრაელთან მოგვიწიოს, თუ ასე იქნება, მერე მეშვიდე თამაშზეც გვექნება პრეტენზია

• თორნიკე

კიდევ ერთი: აკადემიები ცუდ ნაკადს უშვებენო. იცით მერე რატომ? ბუნებრივი სელექცია არ ხდება და იმიტომ. აკადემიაში ყველა ფულიანი მამიკოს შვილი მიჰყავთ. კითხეთ მოქმედ აკადემიებში ჯამში რამდენი კალათბურთელი ვარჯიშობს უფასოდ - 10 თუ იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯაროთ მოვიხდი ბოდიშს ფედერაციასთან, მაგრამ არ იქნება ამის ნახევარიც. ხოდა მდიდარი მშობლების გაზულუქებული შვილების თამაში არაა კალათბურთი - ასეთი შეიძლება იყოს ჩოგბურთი, გოლფი, ბილიარდი. ფულით რომ ბუნებრივი ნიჭი და შრომისმოყვარეობა იყიდებოდეს, აქამდე დანარჩენებს ნაღდად გადაგვაშენებდნენ. შექმენით ფედერაციის ეგიდით საჯარო აკადემიები, დაიარეთ სკოლა-სკოლა მთელი საქართველო და ბუნებრივად ნიჭიერები ჩარიცხეთ იქ და არა გადახდისუნარიანები. ასაკობრივ ნაკრებებს მშობლებისგან ჩამოსული "სტავკების" მიხედვით რო აკომპლექტებთ, შედეგიც შესაბამისი გაქვთ. რამდენი ნაკრებია A დივიზიონში? - 0. ნაკრების თადარიგის უმეტესობა ისეთი სიზუსტით ისვრის საჯარიმოებს, სკოლის მოსწავლეები რო აჯობებენ ხშირ შემთხვევაში, ესაა სამარცხვინო მეგობრებო, თორემ ჯიკიჩს რო ამოცანისთვის ცივსისხლიანად შეუძლია წაგებული თამაშის დათმობა, ვერაფერს ვხედავ მაგაში დასაძრახს.

• ვოოოტ-ს თორნიკესგან

ფედერაციას რო კიდია ჩემპიონატი, ნაკრებიც და ფულს აკეთებენ ვიცით, მაგრამ თქვენ კალათბურთი იმდენად გაგეგებათ, რამდენადაც მე კრიკეტი. სამი-ოთხი კაცის იმედყე ვართ და იმათი გადაწვა წინასწარ წაგებულ თამაშში ნამდვილად არ შეიძლებოდა ეს ერთი. ბერძნებს რო ედრებით - ორი გრანდი ყავს ევროლიგაში და კიდევ 4-5 ევროპულ ტურნირებზე თამაშობს, რა ნამუსით ამბობთ რამეს. ესპანეთთან რო მოვიგეთ სენსაციაზე მეტიცაა ასე მგონია. საბერძნეთთან ისეც 15 ქულით მაინც წავაგებდით სრულიად ოპტიმალურ პირობებშიც კი. ამ შემადგენლობით ჯიკიჩის პროგრამა მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა და მეტს ვინც ითხოვს რეალობასთან ახლოსაც არაა. კოლაბორაციას რაც შეეხება რუსეთთან, ცოლის და შვილის გაუპატიურებით რო დაგემუქრებიან, შეგიძლიათ ეკოლაბორაციოთ თქვენ, ნორმალური ქართველები სიკვდილამდე დავიცავთ მინიმუმ ჩვენ ოჯახებს, თუნდაც წაგებულ ბრძოლაში!

• გრიშა

ამ ჩემპიონატზე 6-ზე მეტ თამაშს მაინც ვერ ითამაშებენ, არ ჯობდა ეს ხუთი შეხვედრა ღირსეულად ჩაეტარებინათ?

• ჟორა გაბრიჭიძე

თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა აქ გადამწყვეტი ესპანეთ, იტალია-საბერძნეთთან გამარჯვება კი არა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გამარჯვებას აქვს, ანუ ევრობასკეტი ჩვენთვის ახლა იწყება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ესპანეთთან მოვიგეთ თუ არა, გასასვლელად ბოსნია-ჰერცოგოვინას დამარცხება საჭირო.

• Aleko

Kargi tamashi iyo

• დათო

ძალიან შემაშფოთებელია, რომ თავისუფალი სასროლი სიტუაციებიდან ვერ აგდებენ.

იანისა და კიდევ ყველა თითქმის იანისა იყო , ძაან მაგარი ნაკრები იყო . ვინც დღეს ნაკრებს გააკრიტიკებს წაგების გამო , ჩასაფრებულია.

• ვანო

ეს ჯარიმების ვერ ჩაგდება რაღა უბედურება?!.სირცხვილია ბოლო-ბოლო!

• გოჩა

ყოველ ერთ წუთში 1,3 ქულას აგროვებდნენ(საშუალოდ) და მეტი რა ექნათ?

• გივი

ბიჭები ვინც გვყავს რაც შეუძლიათ ეგ არის ...მეტს ნუ მოვთხოვთ მეტი არ შეუძლიათ.....თუ გასაკრიტიკებელია და საჩხუბარია ფედერაციასთან რატო არის ასეთი დაბალი დონის ჩემპიონატი...რატო არ იზრდებიან მაღალი დონის ბავშვევი...რატო ვბუქსაობთ ერთ ადგილზე...ფედერაციას უნდა მოვთხოვოთ პასუხი...ბიჭები რაც შეუძლია ეს არის....ავიღოთ ანდრონიკაშვილი ვერ ამართლებს რატო იმიტომ რომ ეგ გავზარდეთ სხვა არა .ამაზე უკეთესი დავიჯერო არავი იყო რომ გაეგზავნათ..კულტი შევქმენით და რა მივიღეთ ნული.ფედერაციას უნდა მოთხოვოთ პასუხი

• ადამიანი

2 ნომერი და 3 ნომერი არ გვყავს.მამუ და გოგა ვერ.დაგვეხმარებიან შენგელიას კონტრაქტი გამოჩნდება როგორ იქნება.დანარჩენებით მომდევნო ვერც მსოფლიოზე გავალთ და ვერც ევროპაზე. ჩვენი კალათბურთი ძალიან დაბალია.კლუბები პირველსავე ტურიდან ვარდებიან. მომავალი თაობაც არ ჩანს რომ მოდიოდნენ არადა ესენი დაბერდნენ უკვე გიო მიდის სანაძე იღლება ბექა რაც იყო ის არის....ძალიან დაბალი დინეა.ამ ჩემპიონატს დავანებოთ თავი ვთამაშობთ....შემდეგი.....

• კოზმა

დროა ბეჟანიშვილის პასპორტზე ფედერაციამ იმუშაოს. მერკვილაძე, გიგიბერია და მსგავსი თუ არის კოლეჯის კალათბურთიდან ვინმე, ვინც ამთავრებს იქ თამაშს წამოვიდნენ ევროპაში და ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ. არის რეალურად რაღაც სახის რესურსი რასაც ვერ ვიყენებთ მათი სახით. ზუსტად ნაღდად ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა გამოიცადნონ ეს კალათბურთელები. მერკვილაძე კაპიტანი იყო თავისი კოლეჯის, გიგიბერია 2.18 არის (მითუმეტეს, რომ შერმადინი მიდის) და ბეჟანიშვილს ცოტა აკლდა NBA-მდე და G ლიგაშიც კარგი იყო. მითუმეტეს ეს უკანასკნელი უკვე ევროპაში თამაშობს და მოქალაქეობაზეა მოსაგვარებელი საქმე, თუ კითხულობს ამას ვინც საჭიროა, გთხოვთ იმოქმედოთ! პირველ რიგში ეს სკამის სიგრძეს შეცვლის და ხარისხსა და კონკურენციას აამაღლებს, შედეგად ასეთ დიდ ტურნირებზე მეტი როტაცია გამოგვივა და ასეთი უსუსურები არ ვიქნებით ასეთ თამაშებში. მეორე მხრივ მოგვადგება მალე მსოფლიო საკვალიფიკაციოები, სადაც სანდრო და გოგა ვერ დაგვეხმარებიან, ევროლიგის ხალხიც საეჭვოა.

• ვოოტ

თუ არ იცი,ბერძნებმა გუშინ ჩვენზე გვიან ითამაშეს და დასასვენებლადაც ჩვენზე ნაკლები დრო ჰქონდათ... ალბათ, ლიდერების გარეშეც იოლად მოგვიგებდნენ, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და გულშემატკივარს არ აკადრეს ნახევარი ძალით თამაში... 1942-ში კიეველმა ფეხბურთელებმა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ფასად არ ისურვეს ნაცისტებთან დაწოლა და დატყვევებულმა, ნაშიმშილევმა და განაწამებმა პატრიოტებმა 5:3 ამოტენეს ნასუქი ნაცისტები... და შენ რის ფასად ამართლებ წინასწარ გამოცხადებულ კაპიტულაციას - ჯგუფიდან თუ გახვალ, ჩემპიონი გახდები, ქვეყანას ააყვავებ და ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენ?!... უთავმოყვარეო მაჩვების თავზე სახარებას არ კითხულობენ, ვინც ჯიკიჩისა და ფედერაციის მახვილგონივრულ პროსტიტუციას ამართლებთ, მოუსავლეთშიც გაჰყოლიხართ, თქვენი გამომტირებლის, ჩემთავად ოხერი დედაც ვატირე - როცა გეუბნებიან - რუსს კი არ უნდა ეომო, ჯობია მოელაპარაკო, თორემ ქვას ქვაზე არ დაგიტოვებსო, თავებს იკლავთ, კოლაბორაცია არ გვეკადრებაო და ბერძნები რაღა იყო, ატომურ ბომბს გესროდნენ თუ მედეას ამოგითხრიდნენ საფლავიდან, რატომ უნდა გაგორებულიყავი და თანაც წინასწარ გამოცხადებულად- თამაშის მერე ვერ იტყოდი, აზრი არ ჰქონდა და ძალები შევინახეთო?!...

• Товарищ ბატონო ირაკლი.

კომემტარები არ ვწეროთ თუ слава кпсс -ს ვწეროთ, რას გვირჩევთ, იქნებ ინსტრუქციაც დაგვიწეროთ?

• ჯუანშერი

ჯიკიჩმა რა ქნას ამ ახალგაზრდა კუანებმა უნდა ივარჯიშონ მეტი და კარგ გუნდებში ითამაშონ. სამი კაცის გარდა საერთოდ დაბალი დონეა თუ მაჰათ დონე ქვიათ. ივარჯიშეთ ბიჭო ახლებო !!

• ირაკლი აფხაიძე

კრიტიკა გასაგებია (თუმცა მეტწილად დილეტანტურია), მაგრამ უმეტესობა ჩასაფრებულის პოზიციიდან აკომენტარებს. გუშინ თორნიკეს საქციელი არ მოეწონათ, მოთმინება მართებდაო და 1000 დამრიგებლური საყვედურნარევი ნოტაციები, ზოგიც შეურაცხმყოფელი. დღეს ტაქტიკური ჩანაფიქრი და მეორე შემადგენლობით თამაში იყო შეცდომაო... შენ რომ კლავიატურასთან ზიხარ, როგორ არ ესმის მოდანზე მყოფ ნაკრებს შენი...

ვაიმე , რა სისულელეა და 16 კაცმა ლაიკი დაწერა.

• ტიმო

გული მტკივა მაგრამ მწვრთნელსაც უნდა გავუგოთ, არ არსებობს დედამიწაზე გუნდი, და მარტო გუნდი კი არა, ფიზიოლოგია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 6 დღეში 5 ფინალივით თამაში ითამაშო 5 კაცით, თან შედეგი მოითხოვო გასვლა ჯგუფიდან და მერე კიდევ გასვლა და ა.შ. კი ძაან მტკივნეულია მაგრამ მოდით ვენდოთ ჯიკიჩს, მაგათმა უფრო იციან ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა, დღეს რო შეგვეკლა თავი და შემდეგ დღეებში გამოფიტულები ყოფილიყვნენ ეგეც ხო არ გვინდოდა... ასე რომ ჩვენი ბიჭების მწამს ბოლომდე და გაგვახარებენ ისე რო არც მოველით

კარგიც აღვნიშნოთ. რომელი ქვეყნის რომელი ღვაწლმოსილი 36 წლის კალათბურთელი აიღებდა თავისთავზე ამხელა ტვირთს, რომ წაგებულ თამაშში მე-3 სასტავთან ერთად ეთამაშა მთელი თამაში ? არავინ , ალბათ. არავითარი პონტები, ძალიან მაგარი ქართველი კაცია შერმადინი. მამუკელაშვილს რესპექტი.თავს ზემოთ ძალა არ იყო. ბითაძეს ველოდებით მაგარ ხოდზე ზეგ.

• კარგით რა

საიტზე ფეხბურთის კომენტარებში ვიღაც წერდა, ჩვენ ქართველები მეომარი ერი ვართო, ჰო, მგონი კიტეს ტრავმის კომენტარებში. მეომრები დიდი ხნის წინ ვიყავით, ეხლა კურდღლები ვართ, ყურცქვიტა ბაჭიები. აბა, ასეთი სამარცხვინო წაგების შემდეგ, სხვა არაფერი მომდის თავში. ამხელა სხვაობით ალბათ არასდროს წაგვიგია/

• S.K.K.

ეს კორსანტია და ჯინჭარაძე რა "კოპი-პეისტივით" არიან, თუ მეჩვენება?

• ჰაიმე

მე მეგონა, ჯიკიჩი მწვრთნელად ჩამოიყვანეს და თურმე, ამ თხაწვერამ უნდა გადაგვიწყვიტოს, ვის გავუგორდეთ ქართველები მაკე ღორივით და ვის - თავი შევაკლათ კუთხეში მიმწყვდეული ნადირივით... დავიჯერო, თავად ვერ გადავწყვეტდით?!...

• სტალინი

მართალია ორი ძირითადი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ევრობასკეტზე ყველაზე დიდი ანგარიშით დავმარცხდით, რეკორდი მოიხსნა თვით საბერძნეთთან, აქამდე 31 გვქონდა წაგებული ათენში 1997 წლის ევროპის შესარჩევზე. და საერთოდ ამ მატჩმა გენადი კაპუსტინის დინამო გამახსენა, რომელიც ასევე წინასწარ წაგებულ თამაშებს ცსკა და ჟალგირისთან 50 ქულას აგებდა. გამომდინარე იქიდან რომ აქამდე ბანკეტზე ნაკრებს ორი თამაში ზედიზედ არ მოუგია, ღირდა კი ასეთი მსხვერპლის გაღება? იმედია ეს ნავსი წელს გატყდება

• იპოლიტე

არა უშავს, იანისა გოგას ბულკია, სადაც დაიჭერს ნბა-ში იქ გადაახევს ბურთს თავზე ჩვენი ციკლოპი.))

• დდდ

მაგრად გავაბითურეთ ბერძნები - რომ იფიქრეს, არიქა, ქართველების წინასამატჩო კომენტარები მხოლოდ ტაქტიკური ეშმაკობა იყო და ესენი დანებებას არ აპირებენო, ზუსტად მანდ გავგორდით ბოზი კურდღლებივით... თქვენი არ ვიცი და პირადად მე დღევანდელმა თამაშმა აგვისტოს ომი გამახსენა - უნიტაზიპარია რუსი სალდაფონები რომ შეცვივდნენ ჩვენი ლოფხვების ყაზარმებში და უხვი ალაფით დატვირთულები ერთმანეთს რომ უზიარებდნენ გაოცებას - ამ ცუანა ქართველებს ვერ უყურებ, რა შეიარაღება და რა პირობები ჰქონიათ ამ უნიფხვოებს და მაინც არ იომესო... ბოდიში გმირებთან და მათ ხსოვნასთან, მე მხოლოდ საკუთარ ემოციებს ვაზიარებ და პირველ დისლაიქსაც თავადვე დავუსვამ ჩემს სამარცხვინო კომენტარს...

თამაშის დამთავრებამდე 7.31 წუთი იყო დარჩენილი,საქართველოს ნაკრებმა 50-ე ქულა რომ აიღო და ამის შემდეგ,სულ სამი ქულა მოაგროვა,მამუკელაშვილის ენდვანით,თამაშის დამთავრებამდე,4.54 წუთით ადრე.ამის შემდეგ,ქულა აღარ აგვიღია!გუშინ ჭირვეულის მორჯულება გადიოდა,მგონი სილქ უნივერსალზე.ჰოდა ჩვენი ნაკრები,იმ მღვდლის მიერ მომზადებულ გუნდს ჰგავს,ფინალში რომ თამაშობენ,მაგრამ თამაშის გაგებაში არ არიან და ნულზე აგებენ,სანამ ადრიანო ჩელენტანო არ შემოვიდა მოედანზე.სტატისტიკა ჯერ არ დაუდიათ,მაგრამ ბერძნები სამქულიანებს ალბათ უფრო უკეთესი პროცენტით ისროდნენ,ვიდრე ჩვენ საჯარიმოებს.ამ გუნდს მომდევნო შესარჩევში ამერიკელები მოაკლდებიან,შერმადინი,ერთ ორ წელიწადში,ალბათ შენგელია და სანაძეც.კახა ჯინჭარაძეც უკვე 32 წლისაა,ბურჯანაძე-31-ს.ესენი რომ ასე თამაშობენ,უამათოდ რა იქნება,უკვე წარმოდგენაც აღარ მინდა.ჩვენი ვეტერანი ვარსკვლავები კალათბურთის აკადემიებს რომ ხსნიან და ასეთ მოუმზადებელ კადრებს უშვებენ,თანაც უხარისხო პროდუქციის გამოშვებაში სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებენ,მშობლებისაგან,ვფიქრობ ანაზღაურება კი არა, წუნდებული პროდუქციის გამოშვებისათვის,სოლიდური ჯარიმით უნდა დაისაჯონ,როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება.კარგია,რომ საკალათბურთო არენა აშენდა,მაგრამ იქ კალათბურთს უნდა თამაშობდნენ,სადაც კალათში ბურთი უნდა ჩააგდო.ამას რატომღაც არ ასწავლიან.

• ლაშა

კვიპროსს შევხვდებით დასვანებული მაგრამ მორალურად გატეხილი გუნდით. ამ განრიგზე რას წუწუნებთ სხვებიც ზუსტად იგივე განრიგში თამაშობენ. ხო ჯიკიჩი არ გაუშვათ ამბად დადის ტიტულები აქვს ადრე მოგებულიო. დაუშვათ და გავედით ჯგუფითან დღევანდელ და რა ხდება მერე ამ.სამარცხვინო დაწოლას რაც დღეს გავაკეთეთ რამე გადაფარავს? დარბაზი სავსე იყო ქართველებით და საქართველოს დროშებით ზოგმა ალბათ რამდენი კილომეტრი გამოიარა რომ მანდ მოსულიყო და რას ეუბნებით ჯიკიჩის სტრატეგია ასეთია დღეს საბერძნეთს უნდა დავუწვეთო? მარაზმია რაც ქართულ კალათბურთში ხდება თავისი პოლიტიკური ფედერაციით მერე ლელინივით რაღაც მედლების დაკიდებით ტრიბუნებზე პოლიტიკოსებით და ასე შემდეგ, გულშემატკივრობის ყიველგვარ მუღამს გიკარგავენ

• აბა კაცო, უყურე შენ რა უქნია ჯიკიჩს

ოჩხიკიძე, ფევაძე და ანდრინიკაშვილი ქუჩაში დაკარგული ბავშვებივით რატომ დარბიან, ვინმე გვიპასუხებს? ჯიკიჩს ახალი სქემა მოუფიქრებია, პერიმეტრზე ტიკი-ტაკა, მომირბენინე-მოგოცუნცულებ და მანამდე ერთ საპატიო წრესაც დავარტყამ. 24 კი არა ეგრე შვილო 48 წამიც არ გეყოფათ თქვენ. ფარზე კალათიც რო არის დამაგრებული, ეგ თუ იცით? ხანდახან იქნებ გაიხედოთ და ისროლოთ ხოლმე, რა იცი, იქნებ ჩავარდეს? აბა თუ არ ისროლეთ, თავისით ეგ არ ჩახტება კალათში. დათმობა გამიგია, ძალების დაზოგვაც, მაგრამ 41 ქულით წაგება? სირცხვილია ღმერთმანი.

• დაგაგვიანდა გენო

გოგა არ გვყავდა, თორემ აქეთ მოვუგებდით 41 ქულას. როგორი მაგიური ციფრით წააგეს ლომებმა, პირდაპირ მიულოცეს ფედერაციას))))))))))))))))))))))

• Gio

Samarcxvino shedegi,wageba ise ro drois dawva srolebis gareshe.tu winaswar ageb rato tamashob shishit?

• დააT

1) დიდი ანგარიში წაგებას გამართლება არ აქვს, არ გვჭირდებო და თუ გვჭირდებოდა არ არის საბაბი. 2) ჩვენ დავინახეთი ის გუნდი რომელიც ევრობასკეტზე ან მსოფლიობასკეტის შესარჩევებში ერთ თამაშსაც ვერ მოიგებს შენგელიას, მამუკელაშვილის და ბითაძის გარეშე . 3) ვხურავთ დიდ ისტორიას რასაც ჰქვია ევრობასკეტზე და მსოფლიობასკეტზე გასვლა. 4) გავიცნობ გინების მიზნით იმას ვინც საქართველოს ნაკრებში ოჩხიკიძის გამოძახება ურჩია. სად მოეწონათ, ვინ დაინახა მასში პერსპექტივა და როგორ მოხვდა ევრობასკეტზე მას შემდეგ, რაც შესარჩევებში ითამაშა.

• ალექსანდრე

დიდები არ შეიძლება ბავშვებს ან ეთამაშებოდნენ, არ არის სამართლიანი.. ბოდიში, სხვა როგორ უნდა შევაფასო -41?? 4 სამიანი 14ის წინააღმდეგ, ორიანების საშინელი პროცენტულობა.. სამაგიეროდ ჯარიმებზე უმუშავიათ.. ანდრონიკაშვილმა, სანაძემ, ბურჯანაძემ, შენგელიამ და ბოლდუინმა ჯამში 14 ორიანი ისროლეს და .. ვერცერთი ვერ ჩააგდეს..ვერცერთი!!! 14დან ვერცერთი!! მიიტანენ პერიმეტრთან ბურთს და ესტაფეტასავით დაათამაშებენ გასწვრივ, 0 კობინაცია, 0! დარწმუნებულები ვართ რომ გვინდა საფრანგეთთან მერვედფინალი??

• ნახევარი ძალით ვითამაშეთ.

კინაღამ მოუგეთ მე-2 შემადგენლობით სულ რაღაც 41 ქ დაგვაკლდა 😂😁

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა

"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს

"ლაიფციგი" ამ ზაფხულს შესაძლოა, კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" მარტინესის ვარიანტს მიუბრუნდა - არგენტინელი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

ჯეკსონის საინტერესო ტრანსფერი - მიუნხენში ჩავიდა, მაგრამ "ჩელსიმ" მისი დაბრუნება მოითხოვა

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

"ლიონმა" გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა

"დილა" და "გაგრა" სამ-სამი ქულით

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ქოჩორაშვილი სასტარტოში იყო - "სპორტინგმა" სახლში "პორტუსთან" წააგო

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა

[VIDEO] ნაკრების მატჩების წინ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენმა" "გრენობლს" ვერ მოუგო

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა

ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე - "ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა"

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

"წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი "ხულიგანს" ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს" - ესპანეთი გაოგნებულია

"შთაბეჭდილების ქვეშ ვარ" - ვიზიტი ევრობასკეტისთვის სასახლის მშენებლობის პროცესზე

დეტალური განხილვა - ქართველი კალათბურთელების შეფასება

იანისის ლიდერობით - საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს

საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტიდან მოხსნან

რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა