„უოტფორდმა“ თბილისის „დინამოსგან“ 18 წლის გარემარბის ნიკოლოზ ჩიქოვანის შეძენა თავისი საიტით ოფიციალურად დაადასტურა.

აღნიშნულია, რომ კონტრაქტი შესანიშნავ ქართველ ფეხბურთელთან გააფორმეს და იმისათვის, რათა ჭაბუკს განვითარების საშუალება მისცენ, იჯარის საუკეთესო ვარიანტზე მუშაობენ.

ხელშეკრულების ვადა და სატრანსფერო თანხა დასახელებული არ არის.

კომენტარი კლუბის სპორტული დირექტორის მოადგილემ ვალონ ბეჰრამიმ გააკეთა: „ნიკოლოზი რეალური ტალანტის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელია. ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ხშირად ვნახეთ, მარცხენა ფრთიდან როგორ შეიწევს ცენტრში. გოლების გატანაც ეხერხება. მისი პროფილი იდეალურად ჯდება ჩვენს პროექტში, რაც ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენას და სწრაფად დამატებას ითვალისწინებს“.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტი ხუთწლიანია და სამუშაო ვიზის პრობლემის გამო, „უოტფორდი“ ჩიქოვანს „შარლერუაში“ გაანათხოვრებს.

თბილისის „დინამომ“ ნიკოლოზის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა: „დინამო თბილისსა“ და ინგლისურ „უოტფორდს“ შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ნიკოლოზ ჩიქოვანი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის მარტში „სამგურალის“ წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია, რომ ჩიქოვანმა 2024 წელს დარასელიას თასზე გამორჩეული მატჩები ჩაატარა - მათ შორის „უოტფორდის“ წინააღმდეგ, სადაც გატანილი გოლითაც გამოირჩა. მადლობას ვუხდით ნიკოლოზს „დინამოში“ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“.

მე ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის ყმა ვარ,შენ კი,მორიელთა საძმოს წევრი,ტვინი რომ არ აქვთ და მხოლოდ კბენის, შხამის ნთხევის ფუნქცია!
წერტილა-სურიკას
სურიკ, შენ რა გვარი ხარ? მარტიროსაშვილიძე?

ბელგია არ მიჯდება ჭკუაში,მაგრამ იჯარით იქნება და უოტფორდი ყურადღებას მიაქცევს.რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ.კარგი ბიჭია,კარგი გვარის შვილი და თავს არსად შეირცხვენს.
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
ჩიქოვანი "უოტფორდში" დაბრუნდა და ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა