მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები თურქეთთან საშინაო დაპირისპირებით იწყებს - დღეს, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე. შეხვედრა პრინციპულია და ამავდროულად, ეს გუნდები მეორე ადგილისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებენ.

ვილი სანიოლის ბიჭებმა ბოლოს გასულ წელს, ჩეხეთში წააგეს. "ჯვაროსნებმა" ჯერ სომხეთის ნაკრები დამაჯერებლად (9:1 ორი მატჩის ჯამში) დაამარცხა, რასაც ამხანაგურ მატჩებში მოგება და ფრე მოჰყვა.

რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, მშვენიერი შემადგენლობა ჰყავთ და კიდევ ერთ დიდ ტურნირებზე გასვლას ისინიც ესწრაფვიან. თუკი ქართველებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს, თურქები A ლიგაში დაწინაურდნენ.

თუკი მონტელას გიულერი, ილდიზი და ჩალხანოღლუ ჰყავს, ხვიჩა კვარაცხელიას სახით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ამას ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე უნდა დავამატოთ და ის გუნდურობა, რამაც სანიოლის გუნდს წარმატება მოუტანა. ახლა ახალი მიზანია - მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში!

დებიუტანტმა საქართველომ და თურქეთმა ევრო 2024-ს დრამატული დაპირისპირება აჩუქეს, სადაც უამრავი საგოლე შანსის მიუხედავად, ქართველებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს, შეხვედრის ბოლოს კი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასული მეკარე მამარდაშვილი და მესამე გოლი საკუთარ კარში... მაშინ თურქებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაუტანეს, მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდება.

კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნა სანიოლის გეგმებს შეცვლის, მაგრამ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ატარებს, "დინამო არენაზე" დიდებული აურა იქნება და დაძაბულ, საინტერესო და ლამაზი ეპიზოდებით დატვირთულ დაპირისპირებას ველით.

გამარჯვება, საქართველო!

ვაჟა მასწავლებელი
მადლობა უფალს, რომ შენნაირი ქართველები ცოტაა. რამ გაგამწარა ფეხბურთის სტადიონზე ალბათ ბილეთი ვერ იშოვე და ვიღაცას ჩახდილი უჯექი კალთაში?
ედიკა
გუბი რამ გაგამწარა

ესეთ კომენტარებზე და მათ ავტორებზე გული მერევა

ნაკრებისთვის ასაკის ცნება არ არსებობს.თამაშობს ის,ვინც იმ წუთშია საუკეთესო!ძალიან მძიმე დანაკლისი გვაქვს და ისედაც ძალიან ძლიერ თურქეთის ნაკრებთან ძალიან გაგვიჭირდება.სრული მობილიზაცია გვჭირდება,ნაკრებისაც და გულშემატკივრებისაც.ვინც ბილეთები იშოვა,თქვენ მოგმართავთ:ძმებო და დებო,ძმისშვილებო და დისშვილებო,გადადეთ თავები და ბოლო ზღვრამდე უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს.სტადიონიდან ადამიანი არ უნდა გამოვიდეს,ვისაც ხმა კიდევ ექნება შერჩენილი.დავეხმაროთ ნაკრებს ჩვენი ემოციით და ისინიც სრული თავგანწირვით გვიპასუხებენ.მხოლოდ ასე,ერთიანობით მივაღწევთ,სასურველ შედეგს.უკვე გამოცდილი გვაქვს და ყველამ ვიცით,რომ როცა ერთად ვართ,შეუძლებლის გაკეთებაც შეგვიძლია.ჰოდა ვეცადოთ ყველამ ერთად!იღბალიც ყოველთვის თურქების მხარეს ვერ იქნება და იქნებ დღევანდელი დღე,ის დღე გახდეს,როცა საქართველოს ნაკრებმა ჩვენი მეორე დიდი ოცნების,მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ასრულების გზაზე,პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.ღმერთი ჩვენსკენ!ამავე დროს გამარჯვებას ჩვენ კალათბურთელებსაც ვუსურვებ.დღეს მათთვისაც ფინალის ტოლფასი მატჩია და ზუსტად ვიცით,რომ თავს არავინ დაზოგავს.მთელი გულით მათ გვერდით ვარ,დარწმუნებული ვარ,ყველა თქვენგანთან ერთად(გულის სიღრმეში მჯერა,რომ ისინიც კი,ვინც მიწაში ფლავენ ჩვენ ნაკრებებს,გულის სიღრმეში,ისინიც ჩვენ ნაკრებების გამარჯვებას გულშემატკივრობენ),ჰოდა ჩვენი ბიჭებიც,საკუთარი თავგანწრვით და ღმერთის წყალობით,გაიმარჯვებენ,ჩვენც გაგვახარებენ და თვითონაც გაიხარებენ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
დხეს ბოსნიას მოუგებთ და ეს ვითომ ფეხბურთელები ფრესაც ვერ ითამაშებენ საკუთარ გადაჭედილ მოედანზე. ბიჭო გააუქმეთ ეს ფეხბურთი აკრძალეთ ამის თამაში რო ვინც ითამაშებს სიკვდილით დასჯა იყოს. არაა ეს ჩვენი საქმე არა. ფეხბურთში სირბილია საჭირო და არა სიარული და ტრიპაჩობა. კიდე კალარბურთი იზამს რამეს თორე ამგენის იმედზე მტერი იყოს
მოცლილი
ძალიან მინდა რომ მოიგოს საქართველომ,აი თურქეთის წინააღმდეგ განსაკუთრებით,ჩემთვისაა ეს ძალიან მნიშვმნელოვანი.ჯერ მაგათი მოქცევის დაბლი დონე, ელემენტარული პატივსცემა უნდა ჰქონდეთ მოწინააღმდეგე გუნდისა და მათი ქომაგების მიმართ,მერე ბევრი თურქი ნაცნობი მყავს,თავი ძალიან მაგარი ტიპები რომ ჰგონიათ.
gel-100
იმედი მაქვს და მჯერა 4-სექტემბერი საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და თითოეული ჩვენგანი ფეხბურთელები, კალათბურთელები თუ ქომაგები საკუთარ ჩვენ წილ დიდგორს დავდგავთ და მოვიგებთ ორივე თამაშს,,მე ჩემი წილი ომისთვის მზად ვარ უკვე ერთი კვირაა თურქების და ბოსნიელების გინებაში ვარ,,ეს ხუმრობით რა თქმა უნდა თუმცა მართლა მთელი გულით იქ ვარ სადაც ჩვენს ბიჭებს და ქვეყანას დაჭირდება
Levani
ისე ესპანეთი და იამალიც შორს არიან ფორმიდან და თუ ჩვენ თურქეთი აქედან 0ქულით გავუშვით ესპანეთს ქულებს დააკარგვინებენ.ყველანაერად შეიძლება მოვლენები განვითარდეს
Levani
მერე არ დაწეროთ-ეს თურქეთი შეფასებისთვის არ გამოდგებაო :)
tngh
ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უდიდესი დანაკლისია ჩვენი ნაკრებისათვის... მათი სრულფასოვანი შეცვლა, თითქმის შეუძლებელია. ძნელი თამაშები გველის. მხილოდ სურვილი და მონდომება ფეხბურთს ვერ იგებს. ვიყოთ რეალისტები!!!
tngh
ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უდიდესი დანაკლისია ჩვენი ნაკრებისათვის... მათი სრულფასოვანი შეცვლა, თითქმის შეუძლებელია. ძნელი თამაშები გველის. მხილოდ სურვილი და მონდომება ფეხბურთს ვერ იგებს. ვიყოთ რეალისტები!!!
lasha
კარგი იქნებოდა რომ მოგეხერხებინათ თურქეთის შემადგენლობაზე რა გუნდებში თამაშობენ მიგეწერათ
კახა
კობი. ანგარიში თუ გავარტყი პივნოის ხო იკისრებ. თურქებთან 2-0 ვიგებთ. ბულგარეთთან 3-0 ს. თუ გავარტყი ფედერაციაში მოვდივარ. შენ და იაშკა დამხვდით 8 ში.
რეალისტი
ობიექტურები ვიყოთ და თურქეთს დღეს ჩვენზე ძლიერი და ფორმაში მყოფი შემადგენლობა ჰყავს. თუმცა ეს არ ნისნავს, რომ შანსი არ გვაქვს. ალბათ ჯობია კონტრშეტევებზე ვითამაშოთ, ვიდრე გავრისკოთ.თუ თურქები მთელი ძალით შემოგვიტევენ კვარას და ჟორჟს შანსები მიეცემათ და იმედია ახლა იღბალი ჩვენს მხარეს იქნება.
თემური
კალათბურთში: ჩვენ ჯგუფში მე-3 ზე გასული შეხვდება D - ჯგუფის მეორეს, მე-4 ზე გასული D - ჯგუფის პირველს! მოკლედ, ხვალ უნდა მოვიგოთ! უნდა მოვიგოთ კალათბურთშიც და ფეხბურთშიც! წარმატებები ჩვენ ყველას!
alexandre
რომელია ასაკოვანი, ჩაკვეტაძე თუ კიტეიშვილი?! ნაკრები კლუბი არ არის! იქ უნდა ითამაშოს იმან, ვინც საუკეთესოა იმ მომენტში. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? და მთავარი. ასეთ მნიშვნელოვან თამაშის წინ, რას გრუზავს ბიჭებს? გაამხნევე, გვერდში დაუდექი!
მწარე
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სანიოლი ეგეთ კრეტინობას არ გააკეთებს. ისედაც დასუსტებულ დაცვის ხაზს წინ არ ასწევს და თურქებს სივრცეებს არ გაუხსნის. ზოგს ჰგონია, რომ საკმარისია მწვრთნელმა უთხრას, არიქა დღეს პირველ ნომრად ვთამაშობთო და გუნდიც დაბრდღვნის ყველაფერს. ნუ, თუ სანიოლს თურქები მაყუთს გადაუხდიან და ესეც აიღებს, მაშინაც კი გუნდი უბრალოდ ამას ვერ შეძლებს. ესპანეთთან წაგებული 6-1 მოგენატრებათ. აი, იქ დაიწყეს პირველ ნომრად. ყოველ შემთხვევაში შემადგენლობა იყო სუპერ შემტევი. ჰოდა მივიღეთ სუპერ წაგება. პ.ს. ხალხო პრე რომ დამთავრდეს ცუდია? ამ 2 თამაშში 4 ქულა რომ ავიღოთ, ძალიან კარგია. ბოლომდე შენარჩუნდება ინტრიგა.
ხვიჩა მაგარია!
მთელი ევროპის ჩემპიონატი მეორე ნომრად არ ვითამაშეთ? და რა მივიღეთ? უთვალავი დარტყმა მამარდას კარში, ზოგჯერ ბურთი ცენტრამდეც ვერ მიგვქონდა და კინკილა მოგება პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. არ ჯობია ჩვენ ვურტყათ მოწინააღმდეგის კარში, ვიდრე იმათმა? როდისღა უნდა ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში, დაბერდნენ ბიჭები. არ არიან და ნუ არიან ჩაკვე და კიტე, სხვები ხომ გვყავს? მეტი სტიმულით ითამაშებენ უფრო, მე ასე მგონია. უბრალოდ უნდა ვენდოთ ახალგაზრდობას, ისინია ჩვენი ფეხბურთის მომავალი და არა ასაკოვნები.
alexandre
დიდი ხანია ასე დაძაბული არ დავლოდებივარ თამაშს. სულ თვალ წინ ესპანეთთან მატჩი მიდგას. კიტეიშვილიიიი!!!..... დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდი უფრო გაიზარდა შარშან ზაფხულის შემდეგ. უფრო გამოცდილია! და შედეგიც იქნება! უფალი მთქვენ მხარეს, ბიჭებო, მთელი საქართველო გვერდში გიდგათ!
Irakli Apkhaidze
ყველაფერს აქვს 2 მხარე. რა თქმა უნდა ძალიან დიდი დანაკლისია 2, შეტევის სულისჩამდგმელი, ნახევარმცველის არყოფნა. მათი ყოფნის შემთხვევაში დიდი ალბათობით თურქებს ბურთს არ მივცემდით და ალაბათ თანაბარი თამაში წავიდოდა, სადაც ორვივე გუნდს თანაბარი შანსი ექნებოდა. შესაძლოა მათმა არყოფნამ, ბოლომდე ჩაგვარაზინოს კარი და კონტრშეტევები გახდეს ჩვენი მთავარი იარაღი და ხსნაც. თუ თურქები გოლს ვერ გაგვიტანენ, რისი ალბათობაც უფრო მაღალია მეორე ნომრად თამაშისას, აუცილებლად აიჭრებიან და ამ დროს უნდა ჩვენი ჩხვლეტა... რა ვიცი, მაგარი ინტრიგა და ნერვებია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივარს, მჯერა ჩვენი იქნება მოგება!
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება „პროტური ფოთი 2025“
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"მუდმივად ვითარდებიან, მათგან წამოსულ საფრთხეებს კარგად ვიცნობთ, რაგდან..." - ესპანელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
სამედიცინო შემოწმება გაიარა, ყავის დასალევად გავიდა და აღარ გამოჩენილა - ოჩოას უცნაური ტრანსფერის ამბავი
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
"თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება" - ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 - საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს - მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
კვარაცხელიას პირველი და ბოლო - თურქეთამდე ლეგიონერებზე დეტალურად...
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
"კვარა" ისევეა, როგორც მე, იდეალურად" - ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება და პსჟ როტაციით "ტულუზასთან"
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
"სიმართლე უნდა ვთქვათ... "მეცთან" ბოლო მატჩში მიქაუტაძეზე ეს მომეჩვენა" - "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელი ქართველის გაყიდვაზე
Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა
ნაკრებს კვერნაძე ემატება, მაგრამ კიტეიშვილი დააკლდა
[VIDEO] "ლიონს" დამძიმებული გულით ვტოვებ - მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია
[VIDEO] ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო