ესპანური Gola TV-ის ცნობით, მცველის საბა საზონოვის „ტორინოდან“ „ხეტაფეში“ იჯარით გაშვება 120 წამით დაგვიანების გამო ჩაიშალა.

გამოცემა იტყობინება, რომ დოკუმენტაცია მადრიდულმა კლუბმა 00:02 საათზე მიიღო, როდესაც ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. „ხეტაფე“ სახელფასო განაკვეთის გამო კარგა ხანი ვერ ახერხებდა საზონოვისთვის ადგილის გამოთავისუფლებას და როდესაც ეს ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა, ტრანსფერი მაინც ვერ განხორციელდა, რადგან „ტორინომ“ ფეხბურთელის მეილი არასწორად მიუთითა, რომლის მიხედვით ტრანსფერი უნდა დარეგისტრირებულიყო.

საბას ან „ტორინოში“ დარჩენა ან იმ ქვეყნის რომელიმე გუნდში გადასვლა მოუწევს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა დახურული არ არის - თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში, საუდის არაბეთში ან შვეიცარიაში.

უვიცი
საბა ნელია ესპანეთისთვის, წესით იტალიას უნდა მორჩებოდა, მაგრამ გაუჭირდა. სამწუხაროდ მიჭირს მისი პოტენციალის დანახვა.
Givi
ეს ბოლო დღეს და ბოლო წამს ტრანსფერი რა უბედურებაა?? ამას ქვია დაუდევრობა და ეხლა მინიმუმ 4 თვე უნდა იწვალოს ამისთვის, ჩემი აზრით ჯობს 1 წლით თურქეთში ან საბერძნეთში წავიდეს, ვიდრე უსაქმოდ იყოს ტორინოში.

მე რაც წავიკითხე,ბოლო ნახევარ საათში,მისმა კლუბმა,6 ტრანსფერი დააფიქსირა,საბაზე კი უბრალოდ დროში ვეღარ ჩაეტივნენ.მთავარია ჯანმრთელად იყოს და ვფიქრობ ტორინოშიც იმ დონეზე ივარჯიშებს,რომ ძირითადისკენ გაიკვალავს გზას.სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და იტალიის სხვა კლუბში ვეღარ გადავა.სავარაუდოდ ტორინოს დუბლებში ითამაშებს,ან კიდევ თურქეთში,ან სადმე სხვა ასეთივე ქვეყანაში გაუშვებენ,იჯარით,სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა.მთავარია ჯანმრთლად იყოს,ითამაშოს და ზამთრის ფანჯარას დაელოდოს.ტორინოს რომ მისი იმეილის გაგზავნაში შეგნებულად დაეშვა შეცდომა,არა მგონია,თუმცა იქნებ შარი ხეირად ექცეთ და ამ სეზონშივე ძირითადისკენ გაიკვალოს გზა.რაც ევროპის ჩემპიონატზე ვნახე,ტრავმიდან ახალი გამოსული საბა,სრული თავგანწირვით თამაშობდა,შეტევაშიც გააკეთა გასაკეთებელი და ასეთი ბიჭი,ტორინოსაც გამოადგება,სეზონის განმავლობაში.
ჯორჯო
ყველაზე კარგია,იქვე,იტალიაში ითამაშოს,თუნდაც სერია-B რომელიმე გუნდში
ჟორა გაბრიჭიძე
დასანანია, რომ ამ კაცს უიღბლობა დაებედა. იმედი მაქვს საბა გადალახავს ამ წინაღობებს და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ფეხბურთში.
წარმატება საბას
რა ღრუსეთი ძლივს თავი დააღწია ბიჭმა. ტორინოში დარჩენა სჯობია ამ ეტაპზე. ასეთი დაგვიანება ხელოვნურს გავს, ალბათ ისე არ უნდოდა ხეტაფეს, რომ სდომნოდათ 2 წ რა ჯანდაბაა მანამ ვერ მოიცალეს გუნდში ფოსტა ენახათ?
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
ალისონს ყველაფერი ეპატიება - "ტოტენჰემთანაც" მამარდაშვილი ითამაშებს?
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
რომეროს გრანდების რიგი უდგას - გავარდნის შემთხვევაში, "ტოტენჰემს" მისი გაყიდვა მოუწევს
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
[PHOTO] და ვინ იყო გმირი - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] მიქაუტაძის დიდოსტატური გოლი - "ვილიარეალი" "ხეტაფესთან" დამარცხდა
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ