ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში თურქეთის ნაკრებმა თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში 85:79 დაამარცხა.

ცხადია, ფავორიტად ყველა თურქეთის ნაკრებს მიიჩნევდა, ათამანის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მათ შორის სერბეთის ნაკრებთანაც. რაც შეეხებათ შვედებს, მათ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, ისიც უპირობო აუტსაიდერ დიდ ბრიტანეთთან.

პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში შვედები წინ იყვნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედში თურქეთის ნაკრების ლიდერმა ალფერენ შენგუნმა მოუმატა, შვედეთის მხარეს კი დაღლილობამ თავისი ქნა და შეცდომებმა იმატა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე შენგუნი გახდა, ახალგაზრდა ცენტრმა 35 წუთში 24 ქულა, 16 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა, მას მხარი აუბა თურქეთის ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ, ჩედი ოსმანმაც, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.

შვედეთიდან ლუდ ჰაკანსონმა 29 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა.

ამრიგად, ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი თურქეთის ნაკრები გახდა.

შეგახსენებთ, ხვალ ტურნირის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები იასპარეზებს, ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.

ალექს,რას ყბედობ?ვითომ არ იცი რა ხდება კალათბურთის ფედერაციაში.საწილოდ და საშოვრად არის ქცეული ფედერაცია ფიბას ფულების.რომ არა ფაჩულიას სკოლა კალათბურთი,როგორც სპორტის სახეობის უმრავლესობა უკვე სანაგვეზე იქნებოდა.ფუნქციონერები ვერ დაძღნენ,ბავშვები მშობლებთან ერთად ემიგრაციაში გარბიან და სხვას რას მოველით?
nika
მტერიც ბევრია, მაგრამ უმეტესობა უმაქნისი ტროლია, ცხოვრებაში მეტი გასართობი არ აქვთ და სოცქსელი ენის გადმოგდების საშუალებას აძლევთ. ბევრს ვერ ასწავლეს ბავშვობაში, რომ ენაზე მომდგარი ყველაფერი არ უნდა თქვა – მაგრამ სოცქსელში პასუხს ვინ მოსთხოვს
ალექს
გეყოფათ რა ეს სამარცხვინო კომენტარები. რაც გვყავს ეს გვყავს და თუ უკეთესი იცით უთხარით სამწვრთნელო შტაბს. მართლა სირცხვილია საკუთარი ნაკრების ასე დაკნინება. ეს არაა გულშემატკივრობა და არც ადეკვატური კრიტიკა, მტრობა უფროა. მტრები თუ ხართ თქვით. ადეკვატური კრიტიკა ის იქნებოდა რომ უკეთესი მწვრთნელი მოგვეთხოვა, უკეთესი ლეგიონერი, ბავშვთა კალათბურთში სიტუაციის გამოსწორება და არა კონკრეტული კალათბურთელების დონით ქილიკი. ყველა ერთი დონის გრანდებს არ ყავთ ლამის და ჩვენ მითუმეტეს ვერ გვეყოლება.
ნინი-ს
ვერ დაგეთანხმები. მე მაინც ჯინჭარაძე მგონია რომ გახდება.
ნინი
შენგუნს შეუძლია ტურნირის MVP-იც გახდეს!
ირაკლი
ვაა,თურქეთს თამაში არ აქვს წაგებული ამ ევრობასკეტზე!
ანი
აი ნამდვილი მეომარი სკანდინავიელები,რა ებრძოლა თურქეთს?!
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
სუპერმატჩი ევრობასკეტზე - თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი - ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება