ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ფავორიტი, უძლიერესი სერბეთის ნაკრები ყველასთვის მოულოდნელად, ფინეთთან 86:92 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით დათმო, მთელი მატჩის განმავლობაში სერბეთს კომფორტული ანგარიშით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ბოლო პერიოდში კი შესანიშნავი გუნდური თამაშისა და თავგანწირვის წყალობით, ფინელებმა ნიკოლა იოკიჩის სერბეთის ნაკრების დამარცხება მოახერხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, ფინეთის ნაკრების ლიდერი ლაური მარკანენი გახდა, "იუტა ჯაზის" კალათბურთელმა 34 წუთში 29 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

3-გზის NBA-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ნიკოლა იოკიჩმა 34 წუთში საკუთარ გუნდს 33 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა, მას მხარი ნიკოლა იოვიჩმაც აუბა, "მაიამი ჰიტის" კალათბურთელმა 20 ქულა დააგროვა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამრიგად, სენსაციურად ფინეთის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საქართველისა და საფრანგეთის ნაკრებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რათა კაცო,რათა!შენი ქვეყანა სადაც მონაწილეობს,იქ სხვისი გამარჯვება ძალიან რატომ უნდა გაგიხარდეს?ესე იგი ფინალის გზაზე საქართველოს რომ მოუგოს,მაგაზე გაიხარებ?10 სექტემბერს,საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ,ფინეთის გულშემატკივარი იქნები და ჩვენგან რას ელი,მოფერებას და ტაშის დაკვრას?კარგი რა მართლა და მართლა,ყველაფერს საზღვარი აქვს.
aburjga
გამომხმაურევ=ბელ კალათბურთის დილეტანტს გეკითხები დღეს რას იტყვი, ხომ ჩამოწერე შენგელია?!
Porto
კრეწინო ხომ გამოჩნდა და დაინახე რისი იმედიც გვქონია?!!!
Porto
კლარნეტიჩ ბრავო!!! ესე ზუსტად ორი თამაშის პროგნოზი იშვიათია!! ვინც ანლაიქები დაგიწერა ყველას მოკითხვა მიშა სააკიანისგან!!:))))))))
მერაბი 1960
მე სხვანაირად მესმის სენსაცია. როცა დაბალი კლასის გუნდი მოუგებს მაღალი კლასის გუნდს, უფრო იღბალის ხარჯზე, ესაა სენსაცია. ფეხბურთში ხდება ზოგჯერ, გუნდი 25 დარტყმას რომ განახორციელებს და ვერ გაიტანს და მეტოქე ერთს დაარტყამს და, გაიტანს და მოიგებს. აი, ესაა სენსაცია... გუშინ რასაც ვუყურე, ორი თანაბარი დონის გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს და მოიგო ფინეთმა. ესაა და ეს...
პეტუხი კრიშტიანუ
ნბზრ თურქებს უიოლესი გზა ერგოთ,ცალი ფეხით ნახევარფინალში არიან,ერთ თამაშში ყველაფერი ხდება ისეთი იღბალმისხმულები არიან შეიძლება ფინალშიც კი გაძვრნენ!
aburjgas
ჰოდა რამდენიც მოხსნეს და ბოსნიის გასწრების შანსი შექმნეს, იმდენჯერ მარტომ წაიღო ბურთი და უაზრო ფაფხურით დაკარგა. ამ ხნის კაცმა, თან ევრობასკეტზე გასული ნაკრების კაპიტანმა კი უნდა იცოდეს, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. მე ვფიქრობ, რომ ესპანეთს მოვუგეთ, რადგან შენგელია ისეთი ინტენსივობით იმ თამაშში ჩართული არ იყო და მამუს და გოგას უფრო ლაღად თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ. იმას კი არ ვამბობ, რომ შენგელიას დონის კალათბურთელზე უარი უნდა ვთქვათ. უბრალოდ მან უნდა თქვას უარი ამბიციაზე, რომ მთავარი ჯილაა გუნდში, ასეთი ამბიცია სლოვენიის და სერბეთის მეგავარსკვლავურ ლიდერებს არ აქვთ. კვიპროსთან ამართლებს ეს უაზრო თავაწყვეტილი მარტო თამაში, მაგრამ ნორმალურ გუნდთან უბრალოდ სასაცილო ხდები, იმდენი დაკარგვა გიგროვდება.
გვიდო კლარნეტიშვილი
დღეს ჩვენები საფრანგეთს გააფარჩაკებენ კალათბურში, აი ფეხბურთში კი როგორც სომხებს დაავიწყეს ბურთის ფორმა, ისე დაავიწყებენ ბულგარელებს ფეხბურთის თამაშს.
ლომერ ფასმინოშვილი
ძალიან გამიხარდება თუ ტურნირს ფინეთი მოიგებს!
თემო
ქვეყანაში სამნახევარი კალათბურთელია, და კიდევ იბრძვიან. ბარაქალა გოგა, სანდრო, ბალდუინ, თორნიკე. მადლობა ძმებო ქვეყნის სიყვარულისათვის. ჯიკიჩი ყველა მწვრთნელს სჯობია, რაც გვყავდა აქამდე, რა სქემები შექმნას სამნახევარი კალათბურთელით?
ბადრი
იმედია თამამად ესვრიან სამიანებსო. სამიანებს კი არა ჯარიმებს ვერ აგდებენ, როცა დგახარ მშვიდად და არავინ ხელს არ გიშლის. ნიჭი ძამიკო ნიჭი, როგორც დიდი გალაკტიონი იტყოდა. კლასი, კლასი ძამიკო.
aburjga
რას ქვია ლიდერობას არ ანებებს?! ლიდერობა ნებაყოფლობითი არ არის, ვინც მოინდომებს და შეძლებს ლიდერიც ის იქნება! მამუკელაშვილი და ბითაძე ლიდერები?! მერე და ვინ უშლით, ჩააგდონ ბურთები, გააკეთონ ჩაჭრები, პასები, დაფარებები და იქნებიან ლიდერები!
ჟორა
ამბობენ "ოცნებას კაცი არ მოუკლავსო", რა გვენაღვლება ჩვენც ვიოცნებოთ, სიურპრიზი ყველა გუნდს შეუძლია და ქართველებმა რა დავაშავეთ?
გოჩა
ისლანდია არასდროს ყოფილა საკალათბურთო ქვეყანა.უბრალოდ მიხვდნენ,რომ თუ გინდა წარმატებას მიაღწიო უნდა ისწავლო სროლა,რაზეც ბევრი წელია ვარჯიშობდნენ.20-მდე სამქულიანი ჩააგდეს.(ჩვენ რისი იმედი გვაქვს საფრანგეთთან?) უბრალოდ იმედს ვიტოვებ იმ დღეს ორივეში წავაგეთ,დღეს ორივეში მოვიგებთ.
თორნიკე
ხალხო მიზეზებს ვეძებოთ ჩვენივე სიჯიუტეში და სიბეცეში ,თუ არ გვყავს მწვეთნელები რომლებიც პერიმეტრის ან და საჯარომოებზე აცარჯიშებენ ჩვენს ვავშვებს და კალათბურთელებს ,ჩამოვიყვანოთ უცხოელები ..აბსოლიტურად ყველა ნაკრები გვჯობნის სამქულიანებში და საჯარიმოების ჩაგდებაში ..ბოსნიამ დაგვბომბა ნახევარ ქულებზე მეტი მათ სამქულიანებით მოიგეს ..საჯარიმოების სტატისტიკა კი ნულია..ხოლო რაც შეეხება ტურისტებს..ამ 7კაცს დავიჯერო არავინ სჯობნის საქართველოს ჩემპიონატში ან მაშინ სამი ,ოთხი კარგი სნაიპერი ,ბალკანელს მივცეთ მოქალაქეობა და ვათამაშოთ სანამ ვინმე არ გამოჩნდება ქართველი ..დაიხსომეთ ჩემი სიტყვა ეს ხუთეულიც წავა და ფაქტიურად ღრმა კრიზისში აღმოვჩნდებით მრავალი წელი ..
nodo
საქართველოს გამარჯვების იმედი რომ გაქვთ, რა დონის ოპტიმისტები ხართ! ამ თამაშ ვაგებთ მინიმუმ 15 ქულიანი სხვაობით. ვისაც რისკი უყვარს, ვურჩევ 20 ქულიან სხვაობაზეც ჩამოვიდეს ფსონს. ძალიან მაღალი კოეფიციენტია და ძალიან დიდია ალბათობა. ბითაძეს და მამუკელაშვილს მობერებული შენგელია ლიდერობას არ ანებებს და როგორც ბოსნიასთან, საფრანგეთთანაც ეგ იქნება მარცხის მთავარი მიზეზი. მწვრთნელი რომ ბუტაფორიაა, ეს ცალკე თემაა - ყველაზე არაორგანიზებული გუნდი ვართ ევრობასკეტების ისტორიაში.
მამუკა
საფრანგეთი თუ დავამარცხეთ ფინეთსაც ზედ მივაყუდებთ და შემდეგ უკვე გერმანიის წყვილში გამარჯვებულსაც.
მამუკა
სერბები ყველა გუნდურ სპორტის სახეობებში წარმატებით გამოდიან, სპორტული ერია.

გენიოს, ლოზუნგურ აზროვნებას თუ შეეშვებით და წაიკითხავთ , რომ სერბეთის კაპიტანმა და ძირითადმა გამთამაშებელმა ბოგდანოვიჩმა ტრავმა მიიღო და ამერიკაში გაფრინდა საოპერაციოდ , მიხვდებით რა იყო და რა არა.
ირაკლი
საქართველო - საფრანგეთის გამარჯვებულს შეხვდება ფინეთი
გიგო პაპა
მაგარი თამაში გველოდება, თუ დღეს საფრანგეთს მოვუგებთ. წარმატებები ბიჭებს! იმედია, თამამად ისვრიან სამიანებს.
პეტუხი კრიშტიანუ
სერბეთი როგორც ქვეყანაა ჩამორჩენილი და რუსეთის ორბიტაზე მოტრიალე,ისევეა ფეხბურთის ნაკრებიც და თითქმის იგივეა კალათბურთის ნაკრებიც,არაფერი უდიდესი სენსაცია ეგ არ იყო!!!
ლიზა
მარკანენი საოცარი კალათბურთელია,თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერი!!

ძაან კარგი,გამეხარდა👏
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
[VIDEO] ასე ერთობა ნიკოლა იოკიჩი ჩინეთში
[VIDEO] "დენვერის" დაუჯერებელი ქამბექი - "ოკლაჰომამ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
სუპერმატჩი ევრობასკეტზე - თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
სცენარი, რომელიც ჩიკაგო ბულსს ჭაობიდან ამოიყვანს
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?