ქართველების მორიგი მატჩების წინ "ლივერპულის" თამაშს განსაკუთრებით ველით, რადგან გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ისედაც დიდია მოლოდინი გიორგი მიქაუტაძის მიმართ და სანაკრებო პაუზამდე ბოლო კვირას ხვიჩა კვარაცხელია დაასრულებს.

დღეს, 20:30 საათზე, "ჩელსი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული, დაძაბული და საინტერესოა. ბოლო წლებზე ვერაფრით იტყვი, რომ ერთი მეორეს ჩაგრავს.

ბოლო ოთხიდან სამ მატჩში "ჩელსის" ფეხბურთელი გაუძევეს და მთავარ მწვრთნელ მარესკას ამაზე დაფიქრება და მუშაობა მოუწევს. საფიქრებელია ისიც, პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში ლონდონელებმა მხოლოდ ორი გაიტანეს და 5 გაუშვეს. მანამდე ფრე იყო, ასე რომ "არიატოკრატებს" 30 აგვისტოს შემდეგ ჩემპიონატში არ გაუმარჯვია.

შეხვედრას "ლივერპულიც" ორი წაგებით ხვდება, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. მანამდე ხშირად გამართლება და ბოლო წუთების ფაქტორი იყო.

ალისონს მამარდაშვილი საკმაო ხანს შეცვლის, ეკიტიკეს დაზიანება კი უფრო მსუბუქია.

"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსიმ" "ლივერპულთან" ბოლოს 2020 წელს (0:2) წააგო, შემდეგ ბევრი ფრე იყო, 4 მაისს კი მასპინძლებმა (3:1) იმარჯვეს.

ამ მატჩიდან საკმაოდ მალე, 23:00 საათზე, "ვილიარეალი" მადრიდის "რეალს" ესტუმრება. გიორგი მიქაუტაძეს კიდევ ერთი დიდი გამოცდა, ამჯერად "ბერნაბეუზე". ჩვენებური შემტევ გუნდს იდეალურად მოერგო.

2023 წელს "ვილიარეალმა" "სამეფო კლუბი" მისსავე მოედანზე დაამარცხა. ასეთი რამ მათ 2018 წელსაც შეძლეს. ასე რომ, ახლაც შესაძლებელია.

ხაბი ალონსოს გუნდმა მადრიდულ დერბიში წააგო და გაბრაზებული იქნება, კილიან მბაპე კი დიდებულ ფორმაშია. სავარაუდოდ, ბრაზილიელი მცველი მილიტაო დაბრუნდება და მიქაუტაძეს მასთან დიდი დაპირისპირება ელის.

კვირას, 22:45 საათზე, "ლილი" "პსჟ"-ს უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ლიგა 1-ის ახალი სეზონი ხშირი ტრავმიანობით დაიწყო. მთავარია, "კვარა" დროულად მომჯობინდეს და გოლებისა და საგოლე პასების დაგროვებას აპირებს, რაც ჩემპიონთა ლიგასა და საქართველოს ნაკრებში უკვე შეძლო. ხვიჩა არ იქნება, რაც სამწუხაროდ, ნაკრეში მის ვერჩამოსვლასაც უნდა ნიშნავდეს.

არავინ იცის, გადაღლილობისა და ტრავმიანობის ფონზე, ლუის ენრიკეს მხრიდან როგორ სასტარტო შემადგენლობას ვნახავთ. ამდენი დანაკლისის მიუხედავად, გუნდმა "ბარსელონა" მაინც დამაჯერებლად დაამარცხა.

პარიზელებმა "ლილთან" ბოლოს 2021 წელს წააგეს და წარმატებული სერიის გაგრძელებას მათგან კვლავ ველით.

დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
კვერნაძის "ფროზინონემ" გაიმარჯვა და კვლავ ლიდერია
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეს იცავს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე "მარსელს" მოუგო - კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი - "ვილიარეალმა" "ელჩეს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
[VIDEO] მიქაუტაძემ ახალი წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...