ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი

ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი

სანაკრებო შეკრება დაიწყო - მოლოდინით, ოპტიმიზმითა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურვილით. ფეხბურთს წინასწარ დანებება არ უხდება და ეს არც ესპანეთის უძლიერეს ნაკრებთან უნდა გავაკეთოთ (იამალის გამოკლება და როდის ტრავმა უმნიშვნელო ამბავი არაა), თურქეთში კი იქნებ საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი ბედი.

"ფურია როხასთან" შაბათს ვთამაშობთ, მანამდე კი გუნდს ძალების აღსადგენად, ტრავმების ბოლომდე მოსაშუშებლად თუ მწვრთნელს ტაქტიკური სქემის დასალაგებლად საკმაო დროა. იქამდე ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვისაუბროთ.

მთავარი სიახლე

სექტემბრის მატჩებისგან განსხვავებით მთავარი სიახლე და სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეროვნულ გუნდს პრაქტიკითა და დიდ მეტოქესთან დამაჯერებელი თამაშით უერთდება. "ჩელსისთან" იყი ეპიზოდები, რომელმაც ის დრო გაგვახსენა, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" რომ "ფრინავდა" და ნაკრებში ისე ჩამოდიოდა.

"მამარდამ" თავისი სიტყვა სექტემბერშიც თქვა, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა "ლივერპულში" ნაკლები პრაქტიკა მასზე მაინც უარყოფითად აისახა.

ესპანეთის წინააღმდეგ ცოტა საქმე არ უნდა იყოს, ამაზე ვთანხმდებით და გიორგიზე მართლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ხვიჩა

საქართველოს ნაკრების ლიდერი, სხვადასხვა მიზეზის გამო, იდეალური კონდიციებით შესარჩევის სტარტს არ შეხვედრია, მაგრან მისი უმაღლესი კლასი ერთხელაც გვაჩვენა. თანაც, კაპიტნის სამკლაურმა კიდევ უფრო მოტივირებული გახადა.

"კვარამ" ახლა ერთი კვირა გამოტოვა, ნაკრებში ტრავმის შემდეგ პირველად უნდა ითამაშოს და შეუძლებელია, ფეხბურთელის თამაშს ეს არ ეტყობოდეს. ამის მიუხედავად, საქმე ხვიჩა კვარაცხელიასთან გვაქვს, ვისგანაც ხიფათს ყველა გუნდი ნებისმიერ დროს უნდა ელოდოს. ეს "კვარაა", ვისაც ერთი მეურვის ამარა უბრალოდ ვერ დატოვებ.

დანარჩენს ვილი სანიოლი გადაწყვეტს, ესპანეთთან ლიდერის და კაპიტნის (ეს გადაწყვეტილება აღარ უნდა შეუცვალოს) დატვირთვა მის კონდიციებზე, შეხვედრის ანგარიშზე და სხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

ყველაზე კარგ ფორმაში

გიორგი მიქაუტაძე უბრალოდ, ბრწყინავს, ერთი კვირის განმავლობაში "იუვენტუსისა" და "რეალის" კარი აიღო და ასეთი ამბები ფორვარდის ფსიქოლოგიაზე გადასარევად მოქმედებს.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ "ჟორჟის" მთავარი დადებითი მხარე მომენტების რეალიზებაა, ამის საშუალება კი მას გუნდმა უნდა შეუქმნას.

ის, რომ მიქაუტაძეს გაფრთხილება აქვს და თურქეთთან დაპირისპირების წინ ამ მხრივ საფრთხილო ექნება, ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებზე გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს (მსგავსი სირთულე კაკაკბაძის, მექვაბიშვილისა და ქოჩორაშვილის შემთხვევაშიც გვაქვს).

აქვე შეგვიძლია ოთარ კიტეიშვილის ასევე კარგ ფორმასა (ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა) და მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. "კიტემ" ნახევარდაცვაში თავისი უნდა გაიტანოს და ჩვენი თამაშის კონტროლი და ბურთის შეტევაში წაღება მან უნდა უზრუნველყოს.

დაცვა

ყველაზე მეტად დაცვა გვაღელვებს. გურამ კაშია ბოლო მატჩში "სლოვანის" განაცხადშიც არ ყოფილა და როცა ითამაშა, გამორჩეული შეფასება არ ჰქონია. როგორც სამწვრთნელო შტაბიდან გვესმის, 4-მცველიანი ტაქტიკის გადახედვა არ იგეგმება და გურამს არ ვითარებაში სასტარტოში არ ველით.

კარგია, რომ საბა გოგლიჩიძეს "უდინეზეში" მთლიანი მატჩი მიეცა. ის დამაჯერებელი იყო და შეტევების წამოწყებასაც ახერხებდა.

ლოჩოშვილის დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე, ცენტრალურ მცველად ახლადდაბრუნებულ ლაშა დვალს ვვარაუდობთ. ის იდეალურად თავს სამმცველიან განლაგებაში გრძნობს და ვნახოთ, ეს და მოწინააღმდეგეების ფაქტორი სანიოლის გადაწყვეტილებაზე რამდენად იმოქმედებს.

მარჯვნივ კაკაბაძე უალტერნატივოდ გამოიყურება(ნაკრებში გოლით მოდის), იმის მიუხედავად, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი "ჰამბურგში" მშვენიერია, უკანასკნელ ტურში კი გუნდის გატანილ გოლში დიდი წვლილი შეიტანა.

კარგია, რომ ირაკლი აზაროვს "შახტარში" დრო მიეცა, მაგრამ მარცხნივ გოჩოლეიშვილის გამოყენებაც შესაძლებელია. ესპანეთთან ოთხმცველიან განლაგებაში გიორგის ამის ცუდი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ იმის შემდეგ დრო გავიდა. გუნდში ივა გელაშვილიცაა.

სხვები

გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრებში ბევრი სათამაშო წუთით ნამდვილად არ მოდის, მაგრამ "ქოჩორას" ჩვენ ნაკრებში დიდი როლი აქვს, მითუმეტეს ისეთ ნახევარმცველებთან, როგორებიც ესპანეთსა და თურქეთს ჰყავს და მისი საუკეთესო თვისებების გამოვლენის იმედი გვაქვს.

ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებიდან ნაკრებამდე, დისკვალიფიკაციის გამო, ფაქტობრივად, არ უთამაშია და მის კონდიციებზე საუბარი შეუძლებელია.

ნიკა გაგნიძეზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ მის ირგვლივ ყველაფერი წესრიგშია და გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისის ფონზე, მას ბევრი დრო უნდა მიეცეს. სხვათა შორის, ამას ვწერდით სექტემბრის მატჩების წინ, რაც სანიოლმა თურქეთთან დაპირისპირების მეორე ტაიმიდან "დაგვიჯერა."

დაველოდოთ ინფორმაციებს ნაკრების შეკრებიდან და მეტ დასკვნას შემდეგ გამოვიტანთ.

• დავითს

ეს ავტორი ითხოვდა დავითაშვილს სამ შემტევში და სანიოლმა ბოლოს გადაწყვიტა. საიტზე იდო რომ გაიტანა და ერთადერთი პოზიციაა ალბათ სადაც შემცვლელი არც გვყავს, დაცვას რა ვუყოთ თქვენ ეგ თქვით

• fabro-ს

აშკარად აქტუალური ამბებია განხილული. დავითაშვილი დავითაშვილია, თავისი დონე ყოველთვის უჭორავს, დუბლიც კარგია, მაგრამ საფრანგეთის მეორე ლიგა სამწუხაროა. გიჩოლეიშვილი მარცხნივ განხილულია. ესპანეთში ქოჩორა და კვარა ალბათ არ დაიწყებენ

• გიორგი

ზოგიერთ ფეხბურთელებს რატომ იძახებენ ვერ ვხდები საზოგადეობრივი აზრის გავლენის ქვეშ არ შეიძლება იყოს საწმრთვნელო შტაბი თავად სანიოლი არ გაიძახდა ვინც კლუბებში ძირითადში ვერ ხვდება და სათამაშო პრაქტიკა არ აქვს ვერ იქნება გამოძახილიო

• დავითი

FaBRO-სი არ იყოს, დავითაშვილზეც გეთქვათ ორიოდ სიტყვა, დაფრინავს კაცი "სენტ-ეტიენში" და მართლა შესანიშნავი გოლები გააქვს! მითუმეტეს რომ ჩაკვეს არყოფნის დროს ნახევარდაცვაში მხოლოდ ზურიკოს შეუძლია მეტ-ნაკლებად სრულყოფილად მისი შეცვლა! რაც შეეხება შანსებს: მაქსიმალური თავდადება პლუს ცოტა იღბალიც და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაიდოს! წარმატება ჩვენს ნაკრებს!

• FaBRO

დავითაშვილიც გეხსენებინათ, კაცმა უკანასკნელ ტურში დუბლი შეასრულა და წინა სანაკრებო პაუზისას ერთ-ერთი გამორჩეული იყო, საუკეთესო თუ არა. ასაევე აუცილებლად გამოსაყენებელია გოჩოლეიშვილი, რომელიც სტაბილურად ხვდება ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში და კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგი აშკარად პრობლემურია, გოჩოლეიშვილის ძირითადში დაყენება მარცხნივ უპრიანი იქნებოდა. მთლიანობაში 4-5-1 ტაქტიკით შეგვიძლია თამაში, რომელიც ჩვენი შეტევებისას 3-4-3 ად გარდაიქმნებოდა, ფლანგებიდან ხვიჩა და ზურა შეუტევდნენ, ასევე ფლანგებიდან შეტევაში ჩართვა კარგად შეუძლიათ განაპირა მცველებს, კაკაბაძესა და გოჩოლეიშვილს, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ჟორჟი უალტერნატივოა და მისი ფორმის გათვალისწინებით აქცენტი სწორედ საჯარიმო მოედანში მის დატვირთვაზე უნდა გაკეთდეს. კაკაბაძე,გოგლიჩიძე,დვალი,გოჩოლეიშვილი,კიტეიშვილი,ქოჩორაშვილი,გაგნიძე,კვარაცხელია,დავითაშვილი,მიქაუტაძე. კარგი იქნება ასეთ შემადგენლობას თუ გაიყვანს მოედანზე სანიოლი.

• გოგა

ამ ორ თამაშო იდეალური იქნება 4 ქულა, მაგრამ მარტო თურქეთის დამარცხებაც ძალიან კარგი იქნება, იმედი მაქვს გასვლას მოვუგებთ თურქებს, თუ წინანდელივით ძალით არ ვაჩუქეთ გოლები, დაცვის ხაზის დალაგება გვჭირდება და არ გვყავს ცუდი ნაკრები, გუნდში 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავს, ხვიჩა მამარდა ჟორჟი

ესპანელთა მორიგი დიდი დანაკლისი - იამალთან ერთად საქართველოსთან "ფურია როხას" კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა

იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო

"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა

სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება

"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია

"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს - ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება "მანრესასთან" პირველ ტურში

"ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ" - სლოტი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ

დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა

"მე ქართველი ვარ და ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ" - მერაბ დვალიშვილი

[VIDEO] დომინანტურად - მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა

Sofascore-მ მიქაუტაძე "ვილიარეალში" საუკეთესოდ აღიარა - როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?

[VIDEO] მიქაუტაძემ კურტუას ლამაზი გოლი გაუტანა - "ვილიარეალი" "რეალთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "სანტიგო ბერნაბეუზე" "რეალს" გაუტანა

[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

[VIDEO] ზურიკოს დუბლით "სენტ-ეტიენი" "მონპელიეს" ამარცხებს

მამარდაშვილის დადებითი შეფასებები - მასზე მაღალი ქულები "ლივერპულის" მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

სათადარიგო სკამზე ბერნაბეუზე - "ვილიარეალისა" და "რეალის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამარდაშვილის კარგი დებიუტი პრემიერლიგაში - "ლივერპული" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

წიტაიშვილი შეცვლაზე და "მეცის" მარცხი "მარსელთან"

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

დღეს: ქართველი მეკარე "ჩელსის" წინააღმდეგ, ფორვარდი - "რეალის" - "კვარა" არ იქნება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

სლოტი: მამარდაშვილი გამორჩეული მეკარეა - გამიკვირდება, თუ ალისონი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება

იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა

AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"კვარაცხელია შეიძლება "ლილთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს" - Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა

მამარდაშვილის დიდი თავგადასავალი იწყება - ცნობილი გახდა "ჩელსისთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა

[VIDEO] მამარდაშვილის კარგი დებიუტი პრემიერლიგაში - "ლივერპული" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

სათადარიგო სკამზე ბერნაბეუზე - "ვილიარეალისა" და "რეალის" შემადგენლობა ცნობილია

მამარდაშვილის დადებითი შეფასებები - მასზე მაღალი ქულები "ლივერპულის" მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

[VIDEO] მიქაუტაძემ "სანტიგო ბერნაბეუზე" "რეალს" გაუტანა

[VIDEO] მიქაუტაძემ კურტუას ლამაზი გოლი გაუტანა - "ვილიარეალი" "რეალთან" დამარცხდა

Sofascore-მ მიქაუტაძე "ვილიარეალში" საუკეთესოდ აღიარა - როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?

"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?

"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს

პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება

"უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს

"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა