ლებრონ ჯეიმსის ახალი რეკლამა, რომელსაც გულშემატკივრებმა სიმბოლურად "მეორე გადაწყვეტილება" უწოდეს, ნამდვილ სენსაციად იქცა. სოციალური ქსელები, მედია და გულშემატკივრები ერთდროულად ალაპარაკდნენ — ემზადება თუ არა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კარიერის დასრულებისთვის?

სანამ კამპანიის ნამდვილი შინაარსი გახდებოდა ცნობილი, "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი ჯეი ჯეი რედიკი სიცილით იხსენებდა, როგორ მოექცა ხმაურის ეპიცენტრში: "ჩემი ტელეფონი აფეთქდა, მაგრამ ძირითადად ის ხალხი მწერდა, ვინც ხვდებოდა — პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ აპირებდა,“ — თქვა რედიკმა ღიმილით. — "უბრალოდ, თქვენ ყველანი პანიკაში ჩავარდით… კლასიკური მედია".

საუბარს ხალისით უერთდება ოსტინ რივზიც, რომელმაც საკუთარ გამოცდილება გაიხსენა: "ზუსტად ორი ზარი მივიღე — ორივე ბებიაჩემისგან," — თქვა მან სიცილით. "სულ ინტერნეტშია და ყველაფერს იჯერებს, რასაც ხედავს. მკითხა: "ოსტინ, მართლა ტოვებს ლებრონი? მე ვუპასუხე — არა ბებო, უბრალოდ რეკლამაა.“

გუნდის იაპონელმა ფორვარდმა რუი ჰაჩიმურამ კი დაამატა, რომ თავადაც სცადა პირდაპირ ლებრონთან გარკვევა: "მივწერე მესიჯი — რა ხდება?’ მაგრამ პასუხად რაღაც უცნაური ემოჯი გამომიგზავნა. დღემდე ვერ გავიგე, რას ნიშნავდა," — აღნიშნა ღიმილით ჰაჩიმურამ.

რეკლამამ, რომელიც საბოლოოდ უბრალოდ ბრენდის კამპანია აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლებრონ ჯეიმსი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც — სრულიად საკუთარი წესებით თამაშობს.

[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს