ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?

საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაზე საუბარი შესაძლოა, ახლა ყველაზე რთული იყოს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი - ესპანეთთან შეხვედრიდან სამ დღეში თურქეთის ნაკრებთან შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი დაპირისპირება სტუმრად გვაქვს, სადაც მეორეადგილოსნის ვინაობა მნიშვნელოვნად გამოიკვეთება; მეორე - ესპანეთის ნაკრებთან მკვეთრად აუტსაიდერად მივიჩნევით და შემადგენლობა შესაბამისად აირჩევა; მესამე - გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გაფრთხილების შემთხვევაში, მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ და ეს გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გვეუბნება, რომ მათ 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა საბოლოოდ გადაწყვიტეს. არადა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი სამ უკანახაზიან განლაგებაში თავს უკეთ გრძნობს.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ტრადიციულ სავარაუდო თერთმეტეულს არ შემოგთავაზებთ და ვითარებას დეტალურად ავხსნით.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილს სექტემბრისგან განსხვავებით, "ლივერპულში" პრაქტიკა აქვს, ბოლო მატჩში "ჩელსისთან" მისი მშვენიერი რეაქციები ვნახეთ და იმედია, თანაგუნდელები ხელს შეუწყობენ, უძლიერეს ესპანელებთან კარი მაქსიმალურად უსაფრთხოდ დაიცვას.

ლონდონელებთან "მამარდამ" რამდენიმე შორეული და ზუსტი პასი ხელით შემოგვთავაზა და მის არსენალში ამ კომპონენტს ახლაც დაველოდებით.

ცენტრალური მცველები

ბულგარეთთან კაპიტანი კაშიას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მსგავსი დაშვება მომავალშიც შესაძლებელია. არადა, აქამდე ასე ვერ ვიტყოდით.

საქართველოს ნაკრებმა 3 მცველით თამაში თუ გადაწყვიტა, გურამი ნამდვილად სასტარტო თერთმეტეულში იქნება, სხვა შემთხვევაში კი ამ ამბავს ფაქტობრივად, გამოვრიცხავთ.

ორი ცენტრალური უკანახაზელის პირობებში საბა გოგლიჩიძესა და ლაშა დვალს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეთ. მოგეხსენებათ, ლუკა ლოჩოშვილი დისკვალიფიცირებულია.

როგორც სექტემბერში, ახლაც დავწერთ, რომ ოთარ კაკაბაძის მარჯვენა ცენტრალურ მცველად თამაში  შესაძლებელია.

ფლანგები

ესპანელებთან 4 მცველით თამაში და ექსპერიმენტი ბოლოს თბილისში ძვირად დაგვიჯდა, ევროპის ჩემპიონატზე ნაცადი სტრატეგიით კი, რაც წარმატების კონტრშეტევით მიღწევას გულისხმობდა, გაცილებით სოლიდურად წარვსდექით. ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, სანიოლი და მისი შტაბი ბოლო დროის არჩეული სტრატეგიის შეცვლაზე დაფიქრდეს.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რა განლაგებაც არ უნდა ავირჩიოთ, ესპანელებთან დაცვაში დიდი დროის გატარება მაინც მოგვიწევს და ქაღალდზე დაწერილი გეგმა ყველაფერს ვერ განსაზღვრავს.

4 მცველის შემთხვევაში, მარჯვნივ კაკაბაძე უალტერნატივოა. თურქებთან მატჩზე ფიქრის კონტექსტში, ოთოს ყვითელი ბარათი იქნებ მისი დასვენების შესაძლებლობა გახდეს. ამას ხელს ის თუ შეუშლის, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი "ჰამბურგში" იდეალურად თავს მაშინ გრძნობს, როცა სამი ცენტრალური მცველის პირობებში, მთელი ფლანგის კონტროლი ევალება.

ამის მიუხედავად, "გოჩოს" მარცხენა მცველად (4-3-3-ის შემთხვევაში) ირაკლი აზაროვის კონკურენტად მაინც განვიხილავთ. "შახტარის" ფეხბურთელი ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან ყველაზე უკეთ კომბინირებს და ეს აზაროვის კიდევ ერთი დადებითი მხარეა, მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ტრავმისგან დაბრუნებული "კვარა" ძირითადი შემადგენლობისთვის მზად არაა?!

ცენტრი

ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა და ეს ჩვენ შუა ხაზს სულ სხვანაირს ხდის. ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ძირითადში ნიკა გაგნიძის ადგილიც უნდა მოიძებნოს.

რაც შეეხება მესამე ცენტრალურ ნახევარმცველს (4-3-3 იქნება თუ 3-5-2), სანიოლი მას მექვაბიშვილისა და ქოჩორაშვილს შორის აარჩევს და იქნებ დროც გადაუნაწილოს. როგორც ანზორს, ასევე გიორგის ერთი გაფრთხილება აქვს, რაც თურქეთამდე სიფრთხილის აუცილებლობას იძლევა. ბოლო დროს მექვაბიშვილი კლუბში ცოტას თამაშობს, პრაქტიკა სჭირდება, თანაც უფრო დაცვითია და გამორიცხული არაა, ფრანგი სპეციალისტის არჩევანი მასზე შეჩერდეს. რაც შეეხება "ქოჩორას", ის უფრო მეტად თურქებისთვის შემოინახონ. ხსენებულ ფეხბურთელებზე ამავე ლოგიკის განვითარება პირიქითაც შეიძლება და წარმოუდგენელი არც მათი მოედანზე ერთდროულად ხილვაა.

ხვიჩა და შეტევა

შეხვედრის მიმდინარეობისას საკმაოდ ხშირად შეგვიმჩნევია, როცა სამწვრთნელო შტაბი კვარაცხელიასთან კონსულტაციებს გადის, დაასვენონ თუ მზადაა, ბოლომდე სათამაშოდ. ამ დონისა და სტატუსის ფეხბურთელს სხვანაირად მოფრთხილება სჭირდება. ახლაც გვგონია, რომ თუკი ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და 90 წუთით სათამაშოდ მზადაა, ყველანაირად ეცდება, მინდორზე თავიდანვე გამოვიდეს. მას ერთი კვირა გაუცდა, წინ ორი მძიმე მატჩია და იმის შანსიც, ესპანელებთან მეორე ტაიმში შემოვიდეს, საკმაოდ მაღალია.

"კვარას" კაპიტნის სამკლავური ძალიან მოუხდა, კიდევ უფრო მებრძოლი და პასუხისმგებლობიანი იყო და იმედია, ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. მანამდე, როცა კაპიტანმა კაშიამ არ ითამაშა, სომხეთში მის მოვალეობას ვიცე-კაპიტანი კიტეიშვილი ასრულებდა.

ლიდერთან ერთად თუ მის გარეშე, პირველივე წუთებიდან ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე (ამ შესარჩევში ყვითელი ბარათი მასაც აქვს) იქნებიან. ბოლო შეხვედრებში კვარაცხელიას პირველ შემცვლელად გიორგი გულიაშვილი იქცა, მაგრამ რატომღაც გვგონია, თუკი ხვიჩას ტრავმისგან ბოლომდე მოშუშების საშუალება მიეცა, სანიოლი ერთგვარ მოულოდნელ სხვლას მიმართავს და გიორგი კვერნაძეს დებიუტს ვვარაუდობთ.

• დდდ

კეთილი... პირადად მე, თანახმა ვარ, ესპანელებს ცენტრი არც პირველ, არც მომდევნო და არც ბოლო წუთებზე არ დავუთმოთ და ამასთან, უმკაცრესი პრესინგიც შევთავაზოთ... ახლა მხოლოდ სანიოლის დათანხმებაღა დარჩა...

• Achi-ს

ეხლა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თურქებთან უძლიერესი შემადგენლობით იყო ესპანეთი, ჩვენთან თითქმის ნახევარი ძირითადის ბიჭები არ ეყოლებათ, ამიტომაც ღირს ბრძოლა. მთავარია ცენტრი არ დავუთმოთ, რასაც მიჩვეულია ყოველთვის ესპანეთი და მერე ნახავთ როგორ აერევათ რამსები!

• ვოოტ

ეგ უკვე ნანახი გვაქვს და მეორე სერია აღარ გვჭირდება. სამი თავდამსხმელით თამაში, რომლიდანაც ორი უკან არ ჩამოვა, ბულგარეთთანაც კი არ ივარგებს, მაგ შემთხვევაში ესპანელები კალათბურთელების ჯავრსაც ჩვენს ფეხბურთელებზე ამოიყრიან...

• მწარე

მე ახალგაზრდულიდანაც მომწონდა, თუმცა რაღაც აკლია. შესაძლოა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება უჭირს? ან მოქნილობა აკლია, ფიზიკური აღნაგობის გამო? მოკლედ ან ერთი ან მეორე, ან ორივე ერთად. ეხლა არ დამიწყოთ ლანძღავო. არა. პირიქით კარგი მინდა.

• ეს ბიჭი გაგვაძლიერებს.-ს

ლომინაძე არის ლოჩო2! ძალიან მიდრეკილია უხეშობისკენ. კი ბატონო, ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ საფეხბურთო აზროვნება?

• დდდ-ს

ნუ ჩააბარებ პირველივე წუთიდან ცენტრს მოწინააღმდეგეს და არ გექნება ანტირეკორდი დასამყარებელი და სადარდებელი. სანამ პრესინგის თამაში როა საჭირო, ამას ვერ მიხვდება სანიოლა, მანამდე ვიქნებით სულ მეორე ნომრად. სუსტებთან კი ბატონო, დავიჭერთ კონტრზე და 1-2 გოლს გავუტანთ. აი ძლიერებთან კი ყოველთვის დავიჩაგრებით. შეიძლება ამ ტაქტიკის მოსინჯვა ესპანეთთან, არა აქვს მნიშვნელობა, 0-1 წავაგებთ თუ 0-5. თანაც ვინ თქვა რომ ესპანეთი მეორე შემადგენლობითაც კი უძლიერესია? თუ თითქმის მეორე შემადგენლობასთანაც არ გვინდა ტოლ-სწორად ომი, მაშინ რა გვინდა საერთოდ მსოფლიოზე? მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაიწყვიტო.

• Achi

Zogiertebi ro cert shemtevi sastavit davaxenoto da raxac uazroebs ver naxets magisgamo turkebs Ra damartat aserom TU shedegis mixceva ginda zustadrom avtobusis dauxeno espanets da turqetsac kide sachiroebis shemtxvevashi

• ეს ბიჭი გაგვაძლიერებს.

რა სქემითაც გინდათ ისე ათამაშეთ ოღონდ ლომინაძეს მიეცეს 25-30 წ და ყველა ვნახავთ რა ბიჭია. ძლიერი ფიზიკურად და მენტალურად, არავითარი შიში და რიდი, ეს დავინახე იმ 10-12 წ რაც მან ითამაშა ნაკრებში.

• დდდ

აბა რა?!... თუ გაბედულად თამაშის სწავლას ვაპირებთ, ზუსტად ესპანეთით უნდა დავიწყოთ - რა გვაქვს დასაკარგი?!... ბევრი-ბევრი ახალი ანტირეკორდი დავამყაროთ, შესაძლოა, მოლდოვას რეკორდიც კი მოვხსნათ, მაგრამ გაბედულება მოგვემატება... ასე, რომ თამამად შეგვიძლია, 2-3-5 ტაქტიკა მოვსინჯოთ და თუ გაამართლა, თურქები უკვე 1-2-7-ით დავშოკოთ... არ გახლავთ, ბატონო, ესპანეთი ჩვენსავით 1 ან 2 კაცის გუნდი, 5 კი არა, 11-ივე სასტარტოს მოთამაშეც რომ გამოაკლდეთ, მაინც ობიექტურად ჩვენზე მთელი თავით ძლიერია გუნდი იქნება და დამატებითი უპირატესობების მინიჭება, ზედმეტი არასერიოზულობა იქნება ჩვენი მხრიდან... სხვათაშორის, ის აფერისტი კუკურელია პსჟ-მ და ლივერპულმა ვერ დაჩაგრეს და რატომ გვგონია, რომ მაინცდამაინც ჩვენ უნდა შევაზიზღოთ ფეხბურთის თამაში?!...

• ფეოლას

შენ პირს შაქარი

• ბეშკა

ვფიქრობ კვარას უნდა მოუფრთხილდეთ რომ თურქეთისთვის ფორმაში იყოს, სადაც შანსი უფრო გვაქვს ვიდრე ესპანეთთან.

• ფეოლა

8 ან 9 მცველიანი ტაქტიკით ვითამაშოთ, ცოტას გავუშვებთ. მამარდასაც უბრახუნებენ ორი ტაიმი და ბლომად სეივები დაუგროვდება. ქეცბაიას მატარებლებს და ავტობუსებს დავუბრუნდეთ, წინ კი მხოლოდ ჟორჟი და ხვიჩა ვარბენინიოთ უაზროდ. როდის უნდა ვისწავლოთ გაბედულად თამაში? როდის უნდა შევძლოთ ცენტრის გაკონტროლება, რაც პირდაპირ ნიშნავს პირველ ნომრად თამაშს? არავინ ითხოვს ესპანეთთან 5 თავდამსხმელით თამაშს, მაგრამ ხომ შეიძლება ზომიერად შემტევი შემადგენლობის დაყენება, ეს ხომ ერთგვარად სიურპრიზიც იქნება ესპანელებისთვის? მით უმეტეს ამდენი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლებათ და ეხლა თუ ერთ აფერისტ კუკურელიასაც ვერ ვაჯობეთ, მაშინ რა გასვლაზე გვაქვს საერთოდ პრეტენზია? თუ ლაღად და მთელი შემართებით ვითამაშებთ, შეიძლება 6 ქულაც ავიღოთ ამ ორ თამაშში და თავდაყირა დავაყენოთ ცხრილში ყველაფერი.

• goga

4-3-3 განლაგება, კლასიკური გაგებით, შემტევი ფეხბურთია. თუ ასე დავაპირებთ, მაშინ ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ორი შემტევი ცენტრს ქვევით არ უნდა ჩამოვიდეს. ეს ერთგვარი სურპრიზიც შეიძლება აღმოჩნდეს ესპანელებისათვის. ხოლო, თუ ოთხი მცველი იქნება და ფლანგის შემტევები დაცვის დახმარებაზე იქნებიან ორიენტირებული, შანსი ნაკლები გვექნება. ამას ისევ ხუთმცველიანი ტაქტიკა სჯობს.

• Jzvz

Gio- 5 მცველიანი ტაქტიკით ბოლო, დაცვის მესამედში ნაკლები თავისუფალი ზონები იქმნება, რაც ამცირებს 100% მომენტებს ჩვენ კართან. ესპანელებს მაინც შეიძლიათ საჯარიმოში ბურთი გაგვითამაშონ, მაგრამ მაინც სჯობს 3 მცველი იყოს 2 ის ნაცვლად. კვადრატი ხო გითამაშია? ჩათვალე შუაში ხარ და გირჩევია 3ნი იყოთ ბურთის ართმევაზე თუ 2. დაახლოებით ეს ვარიანტია ოღონდ წართმევისთვის ყოველ ჯერზე 1 შანსია, თუ არა და გოლი გავა. ესაა ესპანეთი თორე სხვებთან კიდევ შეიძლება 4 მცველი

• gio

მართლა მაინტერესებს, 5 მცველიანი ტაქტიკით რატომ ვთამაშობდით სოლიდურად? 5 მცველი და 2 ჩამშლელი გვყავდა და მეკარემ სამ ტამაშში 29 სეივი გააკეთა. მამარდაშვილი 4 მცველიანშიც მამარდაშვილია და 5 მცველიანშიც. არ შეიძლება თელი გუნდი დაცვაზე იყოს ორიენტირებული, ბევრი დაცვითი ფუნქციის ფეხბურთელი გამოვიდეს მოედანზე და მეკარეს მაინც 29 სეივი დასჭირდეს. ის ერთი ზედმეტი მცველი უნდა მოიხსნას და ნახევარდაცვაში დაგვემატოს ადამიანი. ესპანეთის ნახევარდაცვას 2 ფეხბურთელით უნდა შევხვდეთ? ან უეჭველი ვიცით რო ვერ გაგვიტანენ? მარტო ხვიჩამ და მიქამ უნდა ირბინონ ცენტრიდან, ინდივიდუალურად მოატყუონ ყველა და გავიტანოთ?

• გიო

სამი მცველით თამადი ჯობია

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ

დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო

22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში

"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში

დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო

მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად

კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია

ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა

"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა

მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს

სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა

იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს

ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში

ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა

ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს

ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა

ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა

დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს

მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება

"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?

ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ