მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, ქოჩორაშვილთან კონტაქტისას ტორესი საჯარიმოს ხაზთან წაიქცა, ეპიზოდი მსაჯმა გადაამოწმა და პენალტი არ დანიშნა. სწრაფი კონტრშეტევისას პორომ კვარაცხელია ხელით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი სახიფათო მომენტი ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ოიარსაბალის თავური არაზუსტი გამოდგა. შემდეგ კი პინომ მამარდაშვილის კარი დალაშქრა. მორიგი იერიშისას პირისპირ გასული ტორესი მამარდაშვილმა წააქცია და თავად ტორესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გიორგიმ მოიგერია. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას და შეტევას ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრის სურათი არ შეიცვალა, ოიარსაბალს მამარდაშვილმა არ გატანინა, ტორესმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ორჯერ ჩვენი გუნდის კარი ძელმა იხსნა, მერე კი ოიარსაბალმა საჯარიმოდან გაგვიტანა. ქართველი ფეხბურთელები ნახევარდაცვაში ბურთს ვერ იჭერდნენ, მეტოქე, რომელიც კლასით ჩვენს გუნდს აშკარად აღემატებოდა, ზეწოლას აძლიერებდა. მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კიტეიშვილის, კვარაცხელიას და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გაგნიძე, დავითაშვილი და კვერნაძე შეუშვა, რითაც არც არაფერი შეიცვალა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს ქოჯაელში თურქეთთან გამართავს.

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“

ესპანეთი - საქართველო 2:0

გოლები: 1:0 პინო (24), 2:0 ოიარსაბალი (64)

გამოუყენებელი პენალტი: ტორესი (30, ესპანეთი)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (აზაროვი 81), გოგლიჩიძე, კაშია, დვალი, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე 69), მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 86), კვარაცხელია (დავითაშვილი 69) , მიქაუტაძე (კვერნაძე 69)

lasha
რიგითი გულშემატკივარ და მეც კი ვხვდები. და ამ სანიოლს რა ჭირს. დაცვა არ არის მარტო 4 ან 5 ნომინალური მცველი. პირველ რიგში ეს არის ცენტრალური ნახევარ დაცვა. თავის ჩამშლელებით. როცა შუახაზს მოშლი მთელი დაწოლა გადადის დაცვაზე და ბოლოს იხევა. უნდა ეცადო რომ საჯარიმომდე მისვლა გაუჭირდეს მეტოქეს. მე პირადად ამ თამაშში აუცილებლად დავაყენებდი გაგნიძეს და ლომინაძესაც. მაქსიმალურად დავტვირთავდი შუახაზს. კვარაცხელიასაც დავწევდი სიღრმეში ისე როგორც ამას აკეთებს ენრიკე პსშ-ში. იტოგში ეს სანიოლი აზრზე არაა. შემადგენლობას ვერ ალაგებს. აგერ ათამაშა როგორც იქნა გოჩოლა. ერტ ერტი საუკეტესო იყო. ახლე ლომინაძე საერტოდ განაცხადის მიღმა დატოვა. გაგნიძე სკამზე. მოკლედ უვიცია რა
მირო
მე მაინც ვფიქრობ დავალება ჰქონდათ ბიჭებს,მაინც წავაგებთ და მაინცდამაინც არ შეაკლათ თავი,შეძლებისდაგვარად ნაკლები ძალები დახარჯეთო,რადგან მთავარი მეტოქე მაინც თურქეთია და იქ უნდა ვეცადოთ მოგებას.თან მოგება გვაწყობს მხოლოდ,ფრეც თურქების სასარგებლოა.ამიტომაც მგონია დაზოგეს დღეს ძალები.ისე რაც მართალია მართალია,მწვრთნელი რომ გვყავდეს გამოცდილი,მაღალი კლასის,ამ შემადგენლობით აუცილებლად გაგვიყვანდა მსოფლიო ჩემპიონატზე.სანიოლი რაც მოვიდა იმის მერე სულ ექსპერიმენტებს ატარებს შემადგენლობის.ძირითადი შემასგენლობს ბირთვი დღემდე არ ჰყავს ჩამოყალიბებული.
საქართველო
გამაგიჟებს ეს ხალხი. ესპანეთია კამბოჯა კი არა. ბოლობოლო იტალიას რა უქნა ევროზე გაიხსენეთ. რომ არა დონარუმა 10:0 წააგებდნენ. ესაა მსოფლიოს ნომერ პირველი ნაკრები. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, არანაკლებ მაგარი მოთამაშეები ყავთ სუყველა. დაგვავიწყდა ალბათ რა დონეზე ვიყავით რამდენიმე წლის წინ და როგორ გუნდებთან ვაგებდით. ეხლა ბულგარეთს და მისი დონის გუნდებს მაინც ვამარცხებთ. დამიჯერეთ თურქებთან სულ სხვანაირ ფეხბურთს ვითამაშებთ, და თუ მოხვდა და მოვიგეთ, მსოფლიოს ფლეიოფისთვის დიდ ნაბიჯს გადავდგავთ რადგან ბოლო ტურებში ერთიდაიგივე მეტოქეები გვხვდება ორივეს (ესპანეთი, ბულგარეთი) და სავარაუდოდ თითო თამაშს მოვიგებთ და თითოს წავაგებთ. ასეთ შემთხვევაში ბურთები გადაწყვეტს რაშიც ფორა გვექნება ბოლო ტურებამდე დახოლოდ ჩვენზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული
ლუკა
პრაგმატულ თამაშს აზრი მაშინ, როცა მართლა აქვს)) თურქეთის გასვლაზე დამარცხება და ბულგარეთის გასვლაზე დამარცხება დიდი ანგარიშით, მინიმუმ ოთხბურთი არარეალურია, აუბრალოდ დღეს უნდა ეთამაშათ წააგო თურქეთმა სახლში 6 0 მაგრამ არ მოუკლავთ, იფაფხურეს მაინც, ჩვენებს კი დავალება ჰქონდათ არ გაეშვათ ბევრი ბურთი, ეს ფეხბურთი არ არის ამისთვის არ დაბრუნდა ხალხი სტადიონზე საქართველოს ნაკრების თამაშების საყურებლად, ეს შეურაცყოფაა გულშემატკივრის
უფასო იდეა ფედერაციას
დაცვა იყო პანიკაში და თან ერთმანეთს უყურებდნენ. წინ წასვლა ხომ საერთოდ აკრძალული ქონდათ. ერთ მომენტში ხვიჩას 5 ესპანელი ეცა, კაციშვილი არ მივიდა ჩვენებიდან დასახმარებლად. ყველანი გასაშვებია, უნდა დარჩნენ მამარდა, ხვიჩა, ზურიკო, ჟორჟი, ქოჩორა, ჩაკვე და გაგნიძე. გოგლიჩიძეც შიშით თამაშობდა. ახალი მწვრთნელი, მეტი ახალგაზრდობა და ახალი გუნდის ჩამოყალიბება. ესაა მხოლოდ გამოსავალი.
Guderian
წინაზე კი ვწერდი ცენტრი თუ დათმეს და ჩაიკეტენ შანსი არ აქვთ მეთქი, ისე ყველას აგვიხდეს ყველაფერი კარგი, ამ უპატრონოებმა ცენტრის დათმობა კი არა ბოლო 30 წელიწადში რაც მინახავს ყველაზე საშინელი თამაში ანახეს, არაა მარტო სანიოლი დამნაშავე, ვეთანხმები ყველას ვინც თვლის რომ საშუალოზე დაბალი დონის არის, ფაქტიქ ისიც რომ ჩვენ ნაკრებს ვინც არ უნდა დაუნიშნო არაფერი შველის, კალაშნიკოვი წელიწადში ერთხელ თვითონ ისვრისო, ასე იყო ჩვენი ევროპაზე გასვლა (თან ფორმატიც და წილისყრაც დაგვეხმარა), უჯიგრო და რაც მთავარია დირკა დაცვა და არარსებული ნახევარდაცვა აი ესაა ბოლო წლები ჩვენი ნაკრები! შეიძლება ვერ გავიდნენ ვერსად მაგრამ ამათ ქეცბაიას და მერე არველაძის ნაკრები ათი თავით ჯობდა,ამათ ორი კაცის გარდა დრიბლინგიც არ უვარგათ თორემ სტანდარტულები და შორიდან დარტყმები ხომ საერთოდ უცხოა, ადრე ტექნიკური ბიჭები გვყავდნენ ნებისმიერ მეტოქესთან შეეძლოთ თუნდაც რამოდენიმე წუთით გაებრწყინათ და არასოდეს ესე სტალინგრადულ დაცვაში არ ჩამდგარან, სირცხვილია, მართლა მერამდენედ უნდა ითამაშონ ანტიფეხბურთი? მწრთვნელი და როტაცია ეგებ უშველოს თორემ ასეთი თამაშით რა ჯანდაბა გვინდა სადმე,,,, 3 დღეში თურქებთან მაინც არ შერცხვენ, ოღონდ მაგათთან არა, აქ ხომ მოგვიგეს, ქვეყანაშიც ხომ გადაგვიარეს და ბოლო 10 საუკუნე სისხლი გაგვიშრეს ეს დედააფეთქებული მოკვდნენ მაგრამ ერთხელ მაინც გადახტნენ თავზე მაღლა!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პირველი გოლიც კუთხურიდან გაგვიტანეს,რომელიც არ უნდა დანიშნულიყო,რადგან ბურთი ესპანელისაგან გადავიდა.გამეორებაზე სრულიად აშკარად ჩანდა,იქვე მდგომმა გვერდითმა მსაჯმა კი არ დაინახა.
თურქეთსაც გაუმარჯოს და ესპანეთსაც კიდევ!!!!
ვინც ვაჟკაცურ ფეხბურთს თამაშობს ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე! რატომ არ უნდა დავწერო? ამდენი გულშემატკივრის აბუჩად აგდება და ნერვებზე თამაში ხომ მოსულა? ჰოდა კაიფი ხალხმაც ვიცით!

თურქეთმა 6-1 დაამარცხა ბულგარეთი და ბურთების სხვაობაში გაგვითანაბრდა.თურქეთში თამაში აუცილებლად მოსაგები გვაქვს,თუ მსოფლიოს საგზურისათვის ბრძოლა გვინდა.14 ოქტომბერს ფინალი გვაქვს,მეტოქის მოედანზე,ჩვენზე ძლიერ მეტოქესთან და სანიოლმა ფეხბურთელებს მთავარ დავალებად,სუფთად თამაში მისცა.გაფრთხილება არ მიგვიღია და ვეცადეთ კარის უსაფრთხოება მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა.უფრო აგრესიული თამაში,აუცილებლად გამოიწვევდა ყვითელ ბარათებს და დისკვალიფიკაციებს.თამაშში აშკარად ჩანდა,რომ ფეხბურთელების კლასს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო,ესპანელებთან კი,დიდი ნაკრებებებიც ვერ ახერხებენ ბურთის კონტროლს და მაღალი კლასის ხარჯზე,კონტრშეტევებზე თუ ახერხებენ,გოლების გატანას.ასე რომ ჩვენ ტაქტიკაში არაფერი იყო,მოულოდნელი.ზოგიერთი წერს,ეგრე წაგებას,7-0 წააგება მერჩიაო,წაეგოთ 0-7 და მაშინ რას იტყოდა?არადა აქტიურად თუ გავიქცეოდით წინ,მეტსაც გაგვიტანდნენ.ბიჭო ბურთი არ გაქვს,ფეხსაც არ გადებინებენ ბურთზე და რა გაქცევას ლაპარაკობ?რა სანიოლმა უთრა შეტევაზე არ გაუშვათ თავდამსხმელებიო?კვარა აშკარად არ იყო ფორმაში,6 ორთაბრძოლიდან ყველა წააგო და უვარჯიშებელი და ტრავმამოუშუშებელი კაცისაგან,ბევრის იმედი არც უნდა გვქონოდა.მისი მოედანზე ყოფნა,უბრალოდ ორ ესპანელს აკავებდა უკან და სულ ეგ იყო.მიქაუტაძემდე ბურთი ვერ მიგვქონდა და პირველ ტაიმში,კიტეიშვილს გვარიც არ უხსენებიათ დიქტორებს.ეს სამი კაცი გვყავდა,ვისაც შეტევაში უნდა ემოქმედათ,მაგრამ როცა თითქმის ყველა კონტაქტში თუ ორთაბრძოლაში გჯობნის მეტოქე,რა უნდა გააკეთო?დაცვა ბოლო მესამედში იდგა,მაგრამ პედრი მაინც ახერხებდა მათ უკან ზუსტი პასების ჩაგდებას და როცა ასეთი კლასის ფეხბურთელი ალაგებს თამაშს,ძალიან ძნელია მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარო.შეცდომები ჰქონდა მამარდაშვილსაც,დვალსაც,კაშიასაც და გოგლიჩიძესაც.რა თქმა უნდა სხვებსაც.შენზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდი,პრესინგზე რომ გეთამაშება,თან რისკიანი თამაში აკრძალული რომ გაქვს და თავს თურქეთისთვის ინახავ,როგორ უნდა ითამაშო?პირველი გოლი,მსაჯის შეცდომის შედეგი იყო,კუთხური არ უნდა დაენიშნა,რადგან ბურთი აშკარად ესპანელისაგან გადავიდა,მაგრამ არც ეგ არის პრინციპული,სიჩქარეებს მოუმატებდნენ და მაინც გაგვიტანდნენ.14 ოქტომბერს,თურქეთში აუცილებლად მოსაგები თამაში გველის,თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა.თურქებმა ისე ადვილად გადაურბინეს მეორე ტაიმში ბულგარელებს,გასვლაზე რომ ბალანსი გაგვისწორეს და ბულგარეთს სახლში რომ შეხვდებიან,რამდენიც დასჭირდებათ,იმდენით მოუგებენ.ასე რომ თურქეთში რომც მოვიგოთ,თურქების შანსები,მაინც უპირატესი იქნება.ტყუილად არ იყო თურქეთი მეორე კალათში და ჩვენ მესამეში.საქართველოს ნაკრები იზრდება,მაგრამ თურქებს კიდევ უფრო ახალგაზრდა გიულერი და ილდიზი ჰყავთ,რომლებიც ძალიან სწრაფად პროგრესირებენ,თვითონ თურქეთის ნაკრებთან ერთად.რეიტინგშიც ძალიან წინ არიან და რატომღაც ეს უმნიშვნელოდ მიაჩნია ბევრს. ახლა თურქეთში გვაქვს თამაში და დღეს რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს,მაგ თამაშში გამოჩნდება.მანდ არავინ დაზოგავს თავს და ყველა ბოლომდე დაიხარჯება,სადამდე და რამდენზე გვეყოფა,ეგ თამაშის ბოლოს გამოჩნდება.აშკარაა,რომ დაცვაში ყველა ფორმაციით გვაქვს პრობლემები და მხოლოდ ლოჩოშვილი გვყავს,რომლის შეყვანითაც,რაღაცის შეცვლა შეგვიძლია.დღეს ეს არის მთელი ჩვენი რესურსი,დაცვის გასაუმჯობესებლად და ძალიან მეეჭვება,ეს საკმარისი იყოს.უფრო უკეთესები რომ გვყავდეს,რეიტინგშიც უფრო მაღლა ვიქნებოდით,მაგრამ დღეს სადაც ვართ,ეგ არის ჩვენი დონე და მხოლოდ ნელნელა გაუმჯობესების იმედი უნდა გვქონდეს,ახალი,უფრო უკეთესი ფეხბურთელების გამოჩენის კვალდაკვალ.თუ გამოჩნდნენ,რა თქმა უნდა.ჯერჯერობით თითქოს არავინ ჩანს,რომ გაბრწყინდეს და რა იქნება მომავალში,მაგას მომავალი გვიჩვენებს.ამ ლანძღვა გინებას სჯობია თავი დაანებოთ და მომავალი თამაშისთვის ბიჭებს წყნარად მომზადების საშუალება მივცეთ.
ირაკლი
მივესალმები გულშემატკივრების კრიტიკას! ვიმედოვნებ, რომ პრაგმატული გადაწყვეტილება იყო…
ჰკა კობი, ჰკაააა:დდდ
მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს ნაკრებს, ჯერ ფედერაციაა გასაშვები სანიოლის ჩამოყვანის გამო, მერე თავად ეგ პრაქტიკანტია მოსაშორებელი და უკან ასაკოვანი ფეხბურთელებიც უნდა მიყვნენ. გუნდში გაქანებული დედოვშჩინაა. დანიშნეს ხვიჩა კაპიტნად და როგორც კი კაშია ათამაშეს, მაშინვე ჩამოართვეს სამკლაური. ისევ ხვიჩას რომ ეკაპიტნა ქვეყანა დაიქცეოდა? თუ ჯერ პატარა ბიჭია ისევ?
უვიცი
ესპანეთთან მეტის იმედი არ მქონდა, მაგრამ თურქეთმა 6-1 როცა წააგო მომენტებს უქმნიდა ესპანეთს და შესაბამისად გაგვიჭირდება. სამწუხატოდ ჩაკვეს გარეშე ჩვენი ნაკრები მხოლოდ ბულგარეთს უგებს, კიტეს და ქოჩორას კარგი მატჩები მხოლოდ ჩაკვეს დამსახურება ყოფილა როგორც ჩანს მის გარეშე ვერაფერს ვერ ახერხებენ...
გდდ
არანაირი ტაქტიკა არ გვქონდა არც დაცვითი არც კონტრშეტევა ნახევარდაცვა საერთოდ არ იყო ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ სანიოლი შესაცვლელია მერე რა რომ ესპანეთს ვეთამაშეთ ერთხელ მაინც გვეცადა კარისკენ დარტყმა...........
თურქეთი ბურთს თავზე გადაგვახევს!
ნახევარი გუნდი გასაშვებია, განსაკუთრებით დაცვა, ამას უნდა დაემატოს კიტეიშვილიც. ბავშვებმა მოგვიგეს, სირცხვილია. თურქეთი უბრალოდ ამოგვტენის!
მდაა
ახლა წერთ ხალხნო რომ თავს ზემოთ ძალა არააა…?! რაც დაიწყო შესარჩევი მის შემდეგ მესმის თუ როგორი შანსები გვაქვს მსოფლიოზე გასვლის …. პირველი დავიწყებ იმით რომ ბიჭებს მადლობა რომ სამარცხვინო ანგარიშით არ წააგეს მიუხედევად ეგეთი თამაშისა …ახლა კი გამაგებინეთ ვინმემ რა იმედი გწონდათ წილისყრის შემდეგ ტვინი რომ წაიღეს ექსპერტჟურნავეტერან მეორე ადგილის შანსები უეჭველი გვაქვსო თბილისში წავაგეთ თურქეთთან მაგრამ შანსები მაინც გვაქვსო …ჩვენთვის მსოფლიო დამთავრდა როდესაც ალბანეთთან შინ წავაგეთ …ამ …. ის ექსპერიმენტების გამო და მის შემდეგ რომ ნაკრები გაახალგაზრდავების პროცესი დაწყებულიყო ისევ 96 წლის ხალხი გვყავს ნაკრებში …არადა არიან ბიჭები ვინც ორჯერ ითამაშეს ევროპა შემტევები თუ კი გადმოვიდნენ პირველ ნაკრებში …მცველებმა რაღა დააშავეს …ა ხომ იქ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ეგეთი გრანდების როგორც ვიტესის და სლოვანის ლეგენდა ფეხბურთელი თამაკაპიტნობს და რა ახალგარდა ვინ ახალგაზრდები ის 40 წლის ასაკშიც უშეცდომოდ თამაშობს ( თუ არ ჩავთვლით ფორას 0:2-ს ყოველ თამაშში ) ფედერაციავ გაუშვით რა ეგ …. და დარჩენილი თამაშები სვანაძემ სცადოს ( არც მას აქვს ახალგაზრდულით უკვე დიდი შანსები მითუმეტეს გერმანია საბერძნეთთან ჯერ არ უთამაშიათ) სცადოს ახალგაზრდების ინტეგრირება ნელ-ნელა ახალი გუნდის ჩამოყალიბება და თუ წაუვიდა ხომ კარგი და თუ ვერა ახალ ციკლამდის ვინმეს ნორმალურს იპოვნით …
თენგიზ გოძილაური
რეალი და ბავარია არა შაშაკოლა😂ჯერ ერთი მაგ ტურნირზე რეალმა მოუგო . რეალს მასე ბატემ და შერიფმა ბავარიას მოუგო ლიგაზე . მხეცებია ბელორუსები და მოლდოველები?აი ასეთი ილუზია-სიცრუეში ცხოვრობთ 🤣
მეგრელი
იმხელაა სხვაობაა კლასში რომ საყვედურსაც ვერ ვიტყვი, სულ სხვა დონეა, აი თურქეთთან კი ვნახოთ
ქართველი
არ მინდოდა დამეწერა კომენტარი მაგრამ რომ არ დავწერო არ შემიძლია რა, ესპანეთის ნაკრებს ხედავ შე კაი ადამიანო რომ არ ყავს თითქმის მთელი წამყვანი ფეხბურთელები, მეორე შემადგენლობით გეთამაშება ხო? მაშინ კითხვას დავსვამ ეგეთს, გამახსენეთ თამაში რომელ ნაკრებს რავი მსოფლიოს დონეზე საფრანგეთი იტალია თუნდაც ადრე ესპანეთი პორტუგალია ვისთან გქონდა 82 18-ზე ბურთის ფლობა, და გამახსენეთ როდის ქონდა საქართველოს კარების მიმართულებით ნუ კარებში დარტყმული 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, და მეტოგისგან 25-ჯერ კარში დარტყმა, როცა ვაკვირდი რა ტაქტიკით ათამაშა ესპანეთთან მწრთვნელმა საქართველოს ნაკრები, უბრალოდ ეს ადამიანი მწვრთნელი მართლა არ არის ჩვენი ბიჭები ახალი თაობა არის ძალიან მაგარი ხალხი თორე ეს რაც თუნდაც ევროპაზე გავედით ეს არ იყო ტრენერის დამსახურება, მასე ნებისმიერ ტრენერს გეგუჩაზე რომ მოიყვანო 2-3 თამაში იმასაც გაუვარდება რომ ჩააბარო ეს ბიჭები, კარგი ტრენერი ნიშნავს იმას რომ იცოდე და ანალიზი გააკეთო თუ ვინ გიპირისპირდება რა დონის ფეხბურთელები გიპირისპირდებიან და რა დონეზე უნდა განაწყო შენი ტაქტიკით ფეხბურთი, ცხოვრებაში პირველად ვუყურე საქართველოს ასეთ გაფარჩაკებას და დაჩაჩანაკებას, კი არ უნდა წავიდეს ეგ ტრენერი უნდა გავაგდოთ თორე ეგ არსად წამსვლელი თავის ნებით არ არის და არც ეგ ფედერაცია მაგის გამშვები
ჭინჭრაქა
ეხლა რასაც ბულგარეთის მერე იშტაზე მოსული თურქები დაგვმართავენ ზეგ, წარმოდგენაც არ მინდა. ფუი, შეგირცხვათ ნამუსი. შემაზიზღეს ფეხბურთის ყურება, ესენი ვინ ყოფილან......

ფეოლა,იდიოტურ ტაქტიკაზე შენ ლაპარაკობ?!შენ არ იყავი,შენი სამარცხვინო ტაქტიკით,თავი რომ მოსჭერი ბრაზილიის ნაკრებს და ბრაზილიაში ვეღარ ბრუნდებოდი?ფეხბურთის აზრზე არ ხარ,არც საქართველოს ნაკრები გიყვარს,არც ნამუსი გაქვს,რომ ჩუმად იყო და არც გრცხვენია,სანიოლს ჭკუას რომ ასწავლი?!
რაგბის ფანი
სწორი ტაქტიკა იყო! კარგია, რომ ემოციებს არ ავყევით და ბურთების სხვაობაზე ვიზრუნეთ, რომელიც თურქეთთან კონკურენციაში გამოგვადგება 👍👍👍👍👍👍👍👍

იმ დინამომ ლივერპული,რეალი,ნაპოლი და ბავარია ფეხქვეშ ამოიდო და ჰამბურგსაც ზედ მიაყოლებდა,მანამდე 21 დღეში 9 თამაში რომ არ ჰქონოდა ნათამაშები და უკიდურესად გამოფიტული არ ყოფილიყო.შენ ფეხბურთის სიყვარული კი არა,საქართველოს სიძულვილი გალაპარაკებს!
ქორ-პარიკმახერი
მხოლოდ ერთი პოზიტივი, ყვითელი ბარათები არ მივიღეთ. თამაშზე არაფერს არ ვიტყვი, ეს არი იყო თამაში, ეეს არ იყო ფეხბურთი, არც კი ვიცი რასაც ჩვენები აკეთებდნენ ამას რა ვუწოდო. თურქეთთან თუ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს კიდევ ხო, თუ არადა ალბანეთთთან სახლში ჩაკუკვის მერე თუ არ გადადგა სანიოლი, ახლა უნდა გადადგეს.
დდდ
იმის გათვალისწინებით, რომ ეგ ერთადერთი დარტყმა ჩვენივე ნახევრიდან გაკეთდა, ჩათვალე, რომ გაგვაუპატიურეს, ოღონდ ჩვენივე თანხმობით...
ირაკლი17
კაი, რა მეგობარო გვეᲦადავები აქ ხაალხს? ვინ უნდა დააᲩოქო, სად უნდა დააᲩოქო? ამ ნაკრებს საერᲗოდ რა ᲨეუᲫლია? და ნაᲩუქარ გოლებზე გაქვს საუბარი, ნამუსიც კაი საქონელია. მამარდა რო არა, იმ ორი გოლის მიᲦმა, კიდე სამს გაგიტანდნენ. ისე დაჯაბნეს ესენი, რომ ბავᲨვს რო ბურᲗს უᲗამაᲨებ მაგას ჰგავდა.
ბორია წიფურია
არ მქონდა არაფრიოს იმედი და გამართდა.ე ს ფეხბურთი არ იყო. ცალკარა ითამაშეს ბავშვებივით გამოიყურებოდნენ რომელნიც პირვველად გავიდნენ მოედანზე. ალბათ დავალება ჰქონდათ ბევრი ბურთი რომ არ გაეშვათ თურქეთივით. თურქეთთან თუ ასე შებოჭილები გავლენ ეს ციკლიც დამთავრებულად ჩათვალეთ. კვარა თუ არ არის ფორმაში არ უნდა დაეყებნინა. ლომინაძეს რატომ არ ათამაშებენ როდესაც ფიზიკურქად თმობენ. რას გადაეკიდნენ ამ მექვაბიშვილს და მამუჩაშვილს კიდევ არც ერთს არ აქვს ნაკრების დონის მონაცემბეი. საქართველოს და მოლდოვეთის დონის ჩემპიონატებში თუ გამოვლე. ამარდას დიდი მადლობა კიდევ დაამტკიცა რომ ძლიერი მეკარეა. ერთი შეცდომა კედლის დაყენება იყო ჯარიმის დროს. ეს კედლის უკან წამოწოლა კიდევ სისულელეა და უაზრობა. სირცხვილია მოედანზე ასე უსუსურად გასვლა. საშინელება!!!
რაგბის ფანი
არც ერთი თურქი არ დაწერს თურქეთის წინააღმდეგ "გაუმარჯოს საქართველოსო". მაგრამ საქართველოში გამოერევიან ასეთები. თან დამლაიქებლებიც ეყოლებათ!
ფეოლა
ასეთი იდიოტური ტაქტიკითაც კი ორნიშნა ანგარიშით წავაგებდით, მამარდას რომ არ ეყოჩაღა. რა აზრი ქონდა ასეთი კურდღლური ტაქტიკით თამაშს? ეს კაშია კიდევ ერთი სანერვიულო დაგვემატა. დაგვანებე რა ბიჭო თავი, ღმერთი არ გწამს?

კუთხურიდან გამწვავებაზე აღარ არის საუბარიო,კი თქვი,მაგრამ სწორედ იქიდან უნდა დაგეწყო,საუბარი.აუტიც სტანდარტია,კუთხურიც და ჯარიმაც.ძალიან ბევრ კლუბში თუ ნაკრებში,სტანდარტულების მწვრთნელი ცალკე ჰყავთ და გოლებოს საკმაოდ დიდ ნაწილს,სწორედ სტანდარტებიდან იტანენ.ჩვენ ნაკრებში,არც ერთი მწვრთნელის ხელში სტანდარტებზე ნამუშევარი არ ჩანდა,თორემ სსრკ ნაკრებში,საკმაოდ დაბალ რამაზ შენგელიაზე ჰქონდა გაკეთებული კუთხურები,ლობანოვსკის და მას გაჰქონდა გოლები ან საგოლე პასები,თავურით.აუტიც,სხვა სტანდარტების მსგავსად,გუნდური სამუშაოა,რამდენიმე ფეხბურთელის კოორდინირებული მოქმედებით და ჯერჯერობით მაგის დამუშავებამდე ვერ განვვითარდით.
ვოოტ
სიმართლეს გაუმარჯოს და საქართველოს ნაკრები ისევე იმსახურებს ამ ჯგუფიდან გასვლას, როგორც ზაირის ნაკრები 1974 წლის მუნდიალზე, რომლებმაც ისე ამოყვეს თავი გერმანიაში, რომ ფეხბურთის წესები ბოლომდე არც იცოდნენ, თუმცა თუ ისევ სიმართლეს ჩავყვებით, ესპანელებმა ორივე გოლი ნაჩუქარი სტანდარტულებიდან გაიტანეს... ჩვენი ნაკრების ასეთ უსუსურ თამაშს ერთადერთი გამართლება შეიძლება, ჰქონდეს - თუ სამი დღის შემდეგ ეს ჩვენი მოხარშული ქათმები მძვინვარე ლომებად გადაიქცევიან და თურქებს მათსავე მოედანზე დააჩოქებენ... ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სანიოლი უნდა გადადგეს...
ირაკლი17
მე,ეხლა არ ვაპირებ აქ პოემების წერას, ისედაც გასაგებია ყველაფერი და სალაპარაკოც ბევრი აᲦარ დარᲩა. ასეუჯიგროდ და ასე უსისხლოდ მოᲗამაᲨე ნაკრები მე პირველად ვნახე. ვინც რა არ უნდა Თქვას და "გააპრავოს" მე ამ უსუსურ ᲗამაᲨს არ დავივიწყებ და მაგაᲗ არ ვაპატიებ აი ასეᲗ ფურᲗხს ქვეყანაზე. პ. ს ადრე მესმის რომ Ძალიან გაგვახარეს და მაგისᲗვის სულ მადლობას ვეტყვი, მაგრამ ის წარსულია. მᲗავარი არის რა ხდება ახლა. აწმყოა გადამწყვეტი.
ნიკი
ისედაც არაფრის Შანსი მაინც ესპანელებს Соединения. პენალტი საკამაᲗო დანიᲨნა(კონტაქტამდე დაიწყი ტორესმა წაქცევა), მეორე გოლის მომენტᲨი ხელმეორე ჯარიმა არ უნდა დაენიᲨვნა, ორიი კუᲗხური აᲩუქა ესპანელებს.
დათო
გასული ევროპის ჩემპ. გამოძახილია დღევანდელი თამაშიც ქებით რომ გახეთქეს თურქეთთან წაგების, ჩეხებთან ძლივს ფრედ და პორტუგალიის მიცემული თამაშების მერე.მე პირადად სიმართლეს ვიტყვი: ვგულშემატკივრობ ლეგიონერებს სხვადასხვა ევროპულ გუნდებში და არა ნაკრებს. გუნდური თამაში, ერთობა ქართველისთვის ისეა როგორც ვირისთვის მეცნიერებათა აკადემია.ინდივიდუალურ სახეობებში კიდევ ჰა და ჰა...
გიორგი
წაგებაც არის და წაგებაც გასაგებია რომ ესპანეთია მაგრამ გვეთამაშნენ ფაქტიურად მეორე შემადგენლობით და ჩვენ აგერ 5–6 ფეხბურთელი გყავს ევროტურნირებზე მარტო 4 ჩემპიონთა ლიგას თამაშობს ვიყავით ობტიმალური შემადგენლობით ჩაკვეს გარდა ყველა გყავდა და ვითამაშეთ ისე როგორც თამაშობს ანდორა სან მარინო და ლიხტენშტეინი 0 დარტყმა 0 კუთხური 0 შეხება მოწინაღმდეგის საჯარიმოში და 100 პასი თუ გავაკეთეთ ეგეც საკითხავია 90 წუთი ამ ფორმაცის საქართველოს ნაკრების ყველაზე სამარცხვინო მატჩი იყო ეს მატჩი თუ ასე თამაშს აპირებდნენ ჩვენც მეორე შემადგენლობა და დაგვესვენებინა ლიდერები.
გიო
ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და ესენი რა სპორტის სახეობას აწვებობდნენ იცის ვინმემ. სირცხვილია, რა მსოფლიო ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
იკა
სანიოლი და ფედერაციის ბანდა უნდა წაეთრნენ სასწრაფოდ. ფეხბურთელები კი უსაცოდავესები იყვნენ, სირცხვილია, იმათაც და ამათაც ფეხბურთელები ჰქვიათ ????????????????/////
ardiles78
ნეტა,თურქებთან რისი ან ვისი იმედი გვაქვს?ძალიან იმედგაცრუებული და შეურაცყოფილიც ვარ დრევანდელი,მაპატიეთ,ბოდიალით.აბა,ამას თამაში როგორ დავარქვა??
გია
ისტორიას არ ახსოვს მითებს და ლეგენდებს თუ არ გამოვეკიდებით მიცვალებული გაცოცხლებულიყოს,ასეთი მიცვალებული გვყავს ეროვნული ჩემპიონატის სახით,რაც არ უნდა სახელმწიფომ ფედერაციის ხელით ხელოვნურ სუნთქვაზე იგივე დოტაციაზე ყავდეს მაინც არაფერი გამოვა და არ ჯობია ის მილიონები ესპანელი სპეციალისტების ჩამოყვანაზე მიმართოს, ეგ დალოცვილები თუ ასეთ ფეხბურთელებს ამზადებენ ესპანელი ბავშვებისგან ჩვენთან რა ღმერთი გაუწყრებათ ამ შესაძლებლობის ფეხბურთელების მესამედი მაინც ვერ გაზარდონ,პირველად უყურე თამაშს 40 წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე ერთი გუნდი არათუ კარში კარისკენაც ვერ ახერხებს დარტყმას და ამ დროს გუნდში გვყავს 80-40-35 და 10 მილიონიანი ფეხბურთელები,აბა ასე რომ დაითვალოს კაცმა ესპანეთის მეორე ვიმეორებ მეორე შემადგენლობას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა
რაგბის ფანი
რა უაზრო კომენტარებს წერთ? 20-მდე თვლა იცით? ჩვენ გვჭირდება უკეთესი ბურთების სხვაობა თურქეთთან და არა ესპანეთთან გმირული წაგება. ცოტა დაფიქრდით.
David
რა ტაქტიკითაც სანიოლმა ათამაშა ნაკრები ესაა ყველას შეურაცხყოფა. მესმის ესპანეთია და შენზე მილიონჯერ ძლიერია. მაგრამ: აღარ გავაგრძელებ, იმდენი არგუმენტი მაქვს რომ დავიღლები წერით და ღირსებიც არ არიან არც მწვრთნელი, არც მეკარე და არც ფეხბურთელები რომ მაგათზე კიდევ დრო დავკარგო👎👎👎
gio
საცოდავები..............
AA
რა თევდორე მღვდელი, რა ისტორიის წიგნი. რა სუაშია ფეხბურთთან, ან რა იცი რა წამიკითხავს. 🙂 მამარდამ ხელით ვერ აიღო და კაშიას თავით უნდა მოეგერიებინა? ისტორიაზე მეტად მგონი ფიზიკაა ეგ, რომ ბურთის სისწრაფეს არ ვითვალისწინებთ და გამეორებით ვმსჯელობთ. გამეორებაზე ნახევარი სისწრაფით ჩანს და ზოგჯერ შეცდომაში შევყავართ.
გაუმარჯოს თურქეთს!!!!
50 წელზე მეტია რაც ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებ და ასეთი საცოდავი და უსუსური ტაქტიკით მოთამაშე არც გუნდი არ მინახავს და არც ნაკრები. 0 დარტყმა მოწინააღმდეგის კარში!!! გაგიგიათ ხალხო? ჟორჟი და კვარა გყავდეს და 0 დარტყმა. არც ერთი დასამახსოვრებელი შეტევა ან შეტევის მაგვარი მაინც. ეხლა გეკითხებით: ასეთი ნაკრების მწვრთნელს ხომ უნდა აეკრძალოს სამუდამოდ მწვრთნელობა? ჯერ კიდევ ევრომდე ვამბობდი რომ გასაშვები იყო, მაგრამ ვინ გისმინა? არც ეგეთი ქართული ფეხბურთი მინდა და არც ეგეთი ნაკრები! ყელშია ამოსული ამ საცოდაობის ყურება. თუ გინდათ რომელიმე ნაკრები დაწყევლო, მეორე ნომრად თამაში უსურვეთ. მე ასეთი დაბნეული და ჯორივით თავის საჯარიმოში დამდგარი საქართველოს ნაკრები არ მახსოვს. ამიტომაც, სანამ ეგ ფრანგი პრაქტიკანტი ეყოლება ჯიუტად უმაქნის ფედერაციას ნაკრების სათავეში, მანამდე ვუგულშემატკივრებ მოწინააღმდეგე გუნდებს! გაუმარჯოს თურქეთს, ვუსურვებ ესპანეთთან ერთად ჯგუფიდან გასვლას! პირდაპირ ჩაკლეს შემტევი ქართული ფეხბურთი! წარმოგიდგენიათ? მამარდა რომ არ გვყოლოდა მინიმუმ 10-0 უნდა წაეგოთ ამ საცოდავებს ესპანეთის მეორე შემადგენლობასთან. სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
გიორგი
ეს რა იყოო შოკში ვარ ასეთ თამაშს არ ველოდი 90 წუთი ნაკრები კარში რომ ვერ დაარტყამს 3–4 სწორ გადაბმულ პასს რომ ვერ გააკეთებს კუთხურს რომ ვერ მოაწვდის და საჯარიმოშიც კი რომ ვერ შევა ვისაც არ უნდა ეთამაშებოდეს იმ ნაკრებს რა უნდა მსოფლიო ჩემიპიონატზე?
გეო
სად დაინახე ჩვენების კუთხური ამ მატჩში?
გეგი
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია რომ კიდევ დაგვინდეს ესპანელებმა.
Willy David Frédéric Sagnol. დავითი-ს
Suis-je un lâche ? Comment oses-tu me traiter de lâche ? მე არ ვარ შიში და მე არ მეშინია შიშის
თენგიზ გოძილაური
81 ში რაღაც ჭე კლასის ტურნირი მოიგეს გედეერის ჭე კლასის გუნდთან და მართლა დაიჯერეს რომ ფეხბურთის ნიჭი აქვთ გჲურჯებმა😂
L.J.
Meore golis dros jer goglichidze megobaro burtis tu geshinia kedelshi ar unda dadge da meore dartymaze kashom tvali teslurad gaayola ai sagol ra...mamarda ki gagvivarjishes sakmaod :)))
Lasha
სვარაუდოდ დიფსტეიტმა დარეკა ბიჭებთან და აუკრძალა თამაში )) წლები გავა და ვინმე მოყვება სიმართლეს
გელა
უბრალოდ სირცხვილია! როგორ შეიძლება ასეთ გუნდს პრეტენზია ჰქონდეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის. იქ უფრო შეგვარცხვენს. ბურთს უბრალოდ 3 წამზე მეტს ვერ იჭერენ!
zura222
კიდევ ცუდი ამბავიი თურქებთან ბურთების სხვაობის იმედი მქონდა და ბულგარელები დალეწეს სტუმრად 6-1 @ ეხლა ორივეს 0 გვაქვს სხვაობა მაგრამ თურქებს 9-9 და ჩვენ 5-5 და მეეჭვება ჩვენც 5 ბურთის სხვაობით მოვუგოთ ბულგარეთს.ერთი იმედი მაქვს რომ ესპანეთი ამოტენის თურქებს სახლში მინიმუმ იგივე 6 ბურთით
ნიკი
ბიᲭებს მადლობა. ისე რამხელა განსხვავებაა კლასᲨი, ᲗიᲗქოს სხვადასხვა პლანეტებიდან ვარᲗ. სისულელეა Შედარება, მაგრამ მაᲨინდელი(1981) საქარᲗველოს ნაკრები(იგივე დინამო Თბილისი), რომ Შეხვედროდა ესპანეᲗის ნაკრებს, არა მგონია ასეᲗივე ᲗამაᲨი(0 დარტყმა, 17% ბურᲗის ფლობა) ყოფილიყო. რამხელა რეგრესი განვიცადეᲗ ფეხბურᲗᲨი
AA
აი მაინტერესებს ვაისს რა შემადგენლობაც ყავდა მაკედონიასთან, მაგ შემადგენლობითაც გაგვიყვანდა სანიოლი ევროპაზე? დედა რომ ვაგინეთ ვაისს და ისე გავაგდეთ.. ვაისის დროს ინიესტას ესპანეთს მოვუგეთ, (ამხანაგური იყო მაგრამ მაინც, არც ჩვენ გვყავდა ასეთი შემადგენლობა) მოკლედ რაა.. საუბარიც არ მინდა ისე მომეშალა ნერვები.
გიორგი 61
კიდევ კარგი არ გაგვიუპატიურეს ფეხბურთელები. მაგის გარდა ყველაფერი გვაკადრეს. კარში დარტყმა 24-1. ეგ არის ფეხბურთი?!
რაგბის ფანი
AA - შენ ალბათ სხვა თამაშს უყურე. ბურთი კაშიას ხვდებოდა, ტიპი გაიწია და გაატარა ჩვენი კარისკენ. თევდორე მღვდელი იცი ვინ იყო? ისტორიის წიგნი წაგიკითხავს?
კკკ
სანიოლი უნდა წაეთრეს
კახა
ასეთი უსახური,უილაჯო,უსისხლო და უთავმოყვარეო თამაში არ მინახავს. რა უბედურება იყო ეს. რა ტაქტიკა და სტრატეგია ვერ ვხვდები. ესაა ქომაგების ძალიან დიდი უპატივცემულობა. ასე როგორ შეიძლება.
L.J.
Viliko
რეალობა
ამ თამაშზე სალაპარაკო არც არის რა, ძალიან ადვილად რასაც ქვია დაგვჩაგრეს. ამ თამაშმა ესეთი ასოციაცია შემიქმნა მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფალავანი მძიმე წონოსანი კუბელი ლოპეს ნუნიესისთვის რომ გამოეყვანათ 70 კილოიანი ფალავანი, აი ისე აუღებდა 4 ქულას და მერე თამაშს დაუწყებდა არ წააქცევდა და ის ძვრასაც ვერ უზამდა და ესე ხალისით და თამაშით გაიყვანდა დროს. ესპანეთმა ჯერ რამდენი გააფუჩა, რომც მოენდომებინა ბევრსაც გაგვიტანდა. კვარაცხელიას ან მიქაუტაძის მაგივრად აჯობებდა კიდევ ორი მცველი დაეყენებინათ რა აზრი ქონდა ბურთი მაინც არ ქონდათ და დაცვაც გაძლიერდებოდა. სანიოლის მიზანი იყო დიდი ანგარიშით არ წაგვეგო და ეს მიზანი შეასრულა. მთავარი ბრძოლა წინ გველოდება თურქებთან, დაცვაზე რა უნდა ვთქვათ სულ ერთი გუნდი რომ უტევს და მეორე სულ უკან დგას და ამ დროს სულ დაცვაზე რომ არის წნეხი იქნება შეცდომები აბა რა იქნება.
ანაგელი
ესპანელები ფეხბურთს თამაშობდნენ 90 წუთი, ჩვენ ხელს უშლიდით 90 წუთი. კარში დარტყმას რო თავი გავანებოთ, ერთხელაც ახლოს მივედით მეტოქის კართან. სირცხვილი უბრალოდ ლამაზი სიტყვაა, შევრცხვით😰
ლევანი
ეს იყო, აშკარად არ თამაში. არ დაიღალოთ, არ იბრძოლოთ, ემანდ ყვითლები არ მიიღოთ, მაინც წავაგებთ, თავი რატომ მოვიკლათ, აი თურქებთან ვითამაშებთო, სულ რომ 5:0 მოვუგოთ თურქებს, მე ამ სირცხვილს ვერ დავივიწყებ. წაგებების მეტი რა მინახია, მაგრამ ეს, ეს რა იყო? და რომ არ გვეთამაშა, იქნებოდა 3:0 მე მერჩივნა ნამდვილად.
პაატა
96 წუთი კუთხური-0 კარში დარტყმა-0 ბურთის ფლობა-17% პასი-172 ესპანეთი,რომ ძლიერი გუნდია, ვიცით. მაგრამ, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი ჩვენი მხრიდან
L.J.
Tamashis win baqibuqi mahari vicit,daiwyo tamashi da ras vxedavt???ususur gunds aravitari pantaziit,kvara jorji,kite mainc daesvenebina ase mcared tu apirebda vikiko trakis micemas:(((((
ზაზა
შეიძლება ახლა უადგილოა ამაზე აქცენტირება მაგრამ, ვინემემ ამიხსენით, აუტის ჩაწოდება რატომ არ გამოსდით ჩვენებს? ნუ კუთხურიდან გამწვავებაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი.
დავითი
რომელ მომენტებზე იძახი,მითხარი თუ ძმა ხარ და ხმას არ ამოვიღებ)))
იკა
"უშანსოდ დამარცხდა", მარყლაც პირდაპირი მნიშვნელობით არცერთი ჩანსი არ შეგვიქმნია ესპანელების კართან. ნუ თავს ზემოთ ძალა არ არის
დავითი
ყველას გვესმის რომ ესპანეთია ,მაგრამ ეს შეშინებული ტაქტიკა ტა იყო ? აააა ,მივხვდი, ბევრით ნოლი არ უნდა წაგვეგო. მშიშარა მწვრთნელი გვყავს და ეგაა სიმართლე.
AA
მოკლედ რა, დასაბრალებელ ობიექტს არ ეძებდეთ ხოლმე. მამარდაშვილს თავთან რო გაუვიდა იმას რატომ არ წერ, თუ ჯერ გმირია და არ ვეხებით.. არ იყო ასე მამარდას ბრალიც მაგრამ კაშიაზე მეტად იყო... და საერთოდ სანიოლმა წააგო ეს თამაში დაწყებამდე. ეგ არის ბულგარეთს რომ ვაჯობებთ ეგეთი დონის მწვრთნელი.. კარგ თაობას ვაფუჭებინებთ
Lasha
საგოლე მომენტების რეალიზებაში გვიჭირს, სიზუსტე გვაკლია დამაგვირგვინებელ ფაზაში!!
იასონა
კუთხურსაც რო ვერ ჩააწვდი90 წუთის განმავლობაში იმას ნიშნავს რო მწვრთნელი ბაიბურში არარი ბიჭები დავალების გარეშე ძუნძულებდნენ
რაგბის ფანი
თევდორე მღვდელი ხმალს გადაეღობა და მტერს მიმართულება შეუცვალა, ლგბტ კაშიამ ბურთი აიცილა და ჩვენი კარებისკენ გაუშვა.
სირცხვილია
მასეთ 2:0 მერჩივნა 7:0 წაეგოთ, მარა ფეხბურთი ეთამაშათ ჩვენებს
ლაშა
ბევრჯერ წაგვიგია ამაზე დიდი ანგარიშით მაგრამ ეს იყო ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი თამაში რაც კი მინახავს. პრინციპში სხვა ნაკრების თამაშიც არ მინახავს ასე პირველივე წუთიდან განწირული
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება
ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია
ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "ვალენსია" დაამარცხა
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა
"სექსუალური მანიაკია, გამუდმებით თავისი პენისის სურათებს მიგზავნიდა" - ბრაზილიელმა მოდელმა ვინისიუსზე სკანდალური ამბავი მოჰყვა
დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!
"თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა" - მბაპემ იამალი დაიცვა
ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
კრივში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა
ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა