ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა

სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა

ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ (2:2), პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

“ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში ბევრი დადებითი ეპიზოდი გვქონდა. კარგი ინტენსივობა ვაჩვენეთ და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ორბურთიანი უპირატესობით დავწინაურებულიყავით. საწყისი საათის განმავლობაში ძალიან საინტერესო ფეხბურთი ვითამაშეთ - ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ბოლო ექვს თვის განმავლობაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო პირველი მატჩი ბერიაშვილისთვის, გადრანისთვის და მამაგეიშვილისთვის. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი სათამაშო გამოცდილება, და ესეც გარკვეული პრობლემაა. თუმცა, ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არსებობს - გამოცდილების დასაგროვებლად.

სექტემბერში ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით. ფეხბურთელებთან საუბარი გვექნება და ავუხსნით, რას არის დადებითი და რაზეა მეტი სამუშაო”.

NAKREBI.GE

• ABARA

ვაა, ბორენკა შენ აქაც ხარ ტო? :D

• ქომაგი

უსუსტესი მწვრთნელია თან უტიფარი, თურმე პირველ 1 საათში ბევრი საინტერესო რამე ვაჩვენეთ🤦 გუნდმა მთელი თამაში ქაოსურად ითამაშა და ამან ბევრი საინტერესო რამე დაინახა. გაუშვით ეს ნაგლი უვიცი და ამ თაობას ნუ გადააყოლებთ სანიოლს.

• დიმიტრი

daanebet tavi shobeldzaglebis rekrutirebas, tqven ar xart mag doneze, rom nichi achvenot

• Თომა

Ფაქტი ჯიუტია, უნდა დავემშვიდობოთ ვილის მან ამოწურა თავი ნაკრებში, ან ეს რას ნიშნავს ვერ ვხდები, სიტი ალაპარაკდა გვარდიოლას გაშვებაზე და ვილი, რომ ჩავანაცვლოთ უფრო კარგი სპეციალისტი არა? Ვინაა უკეთესი? Ეხლავე გეტყვით:კლოპი, გვარდიოლა, დიდიე დეშამი,... Მთავარია ფედერაციამ ქამარი შემოიჭიროს

რასაც შენ ამბობ,მაგ დროს ქოჩორაშვილი მაგარ ფორმაში იყო,მასაც,კიტესაც და ჩაკვესაც ბურთის წაღებაც შეეძლოთ,და გრძელი პასიც.კაკაბაძეც მარცხენა ფლანგიდან კარგად გარბოდა შეტევაში/გრძელ პასს,კაშიაც აკეთებდა და დაცვასაც ორგანიზებას უკეთებდა.კაშიას სისწრაფე აკლდა და აკლია,თორემ თამაშის წაკითხვა,დაცვის მართვა,კარგად შეუძლია.ჰოდა ჩაკვე არ გვყავდა,ქოჩორა არ გვყავდა,კიტემაც ტრავმა მიიღო,კაკაბა არ გვყავდა,კაშიაც კი აღარ გვყავდა და ბურთს რომ ვეღარც კი ეხები,კონტრშეტევაზე წასვლა უბურთოდ როგორ გინდა?ეგ ორივე გოლი,შემტევებმა თვითონვე გაიჩალიჩეს,თორემ უკანიდან თითქმის არ ჰქონდათ დახმარება.აქ ვიღაცებმა დაწერეს,ებრაელებმა ბურთი თავზე დაგვახიესო,მაგრამ მანამდე ვისი იყო თამაში?!ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს,დღეს 11 კაცი ვერ გროვდება,მაგრამ გაზაფხულზე შესაძლებელია გოგლიჩიძემ,საზონოვმა,კაკაბაძემ,ქოჩორაშვილმა ტრავმები მოიშუშონ,ფორმა აკრიფონ და სანიოლს მაშინ მოვთხოვოთ თამაში.გადახალისებული დაცვით,ლივერპულიც კი,„დირკად“გადაიქცა და ჩვენი ისედაც სუსტი დაცვა რომ ვერ თამაშობდეს,რასაკვირველია?ბალტიისპირეთშიც ალბათ კიდევ გასინჯავს რამდენიმე დებიუტანტს,ზაფხულში კი,უკვე სათამაშო მოდელის დახვეწაზე იმუშავებს.არც მე მაქვს დიდი მოლოდინი,მაგრამ რაც დღესაა,ამზე უკეთესობა კი უნდა გვქონდეს,საშემოდგომოდ.ახალგაზრდობაში მოაზროვნე ფეხბურთელები არ ჩნდებიან და ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა.

• გიო

აქ ხალხი წერს და გულდაწყვეტილია იმიტო რო მეტი უნდა,ისრაელს რა გვარდიოლა წვრთნის?რატო გვაჯობა ყველაფრით, მარტივია ყველაფერი მწვრთნელია დამნაშავე არანაირი კრეატივი არანაირი სტრატეგია,უმწვრთნელოდ უკეთესად ვითამაშებდით

• Lelo

Დავით-ს. Პორტუგალიასთან და მსგავს ნაკრებებთან 5 მცელით უნდა ითამაშო წინააღმდეგ შემთხვევაში 10-0-ს წააგებს. Ისრაელთან კი 4 მცველით უნდა გამოხვიდე.

• გიორგი

არანაირი იმედი ამ მწვრთნელის ხელში მამაგეიშვილის მარჯვენა მცველად რაუნდოდა?

• გიგო პაპა

გამოსავალი არსებობს და თანაც მარტივი. სულაც არაა საჭირო ვარსკვლავების ყოლა გუნდში (თუ იქნებიან, რა თქმა უნდა უკეთესია). დღევანდელ ფეხბურთში აქცენტი კეთდება ფეხბურთელის ფიზიკურ მომზადებაზე. თანამედროვე ფეხბურთელს უნდა შეეძლოს 90 წუთი მოედანზე შეუჩერებლად სირბილი, გადაადგილება, პრესინგი. ეს აკლიათ ჩვენს ბიჭებს. გვჭირდება ქოჩორა-წიტა-ხვიჩასავით სულ მოძრავი და მუშა ბიჭები, ამ შემთხვევაში ცენტრსაც გავაკონტროლებთ და მეტსაც შევუტევთ. ეს დაცვის ბიჭებსაც უნდა ეხებოდეს. თუ მაღალი კლასისები იქნებიან ვიტინია-რუის-ნევეშივივით - მთლად უკეთესი. სულ ესაა. დანარჩენს თავს ნებისმიერი საშუალო დონის მწვრთნელიც გაართმევს. თუ არ ვცდები, ასე არ მოიგო სამხრეთ კორეამ თავის დროზე მესამე ადგილი მსოფლიოზე? ან თუნდაც ბოდო-გლიმტის მაგალითი ავიღოთ. უცნობი ბიჭები, უცნობი მწვრთნელით. ოღონდ აქვთ შემართება, მობილურობა, თუნდაც ეს ავადსახსენებელი ინტენსივობა და ბრძოლის ჟინი. იმედია, მალე ვეღირსებით ასეთ ნაკრებს. მართლა საშინელი საყურებელია 2 ტაიმი თავის საჯარიმოზე მიჯაჭვული შენი ნაკრები.

• არტ

1. მოწინააღმდეგის მაღალი პრესინგის დაძლევა ხდება არა ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე, არამედ დამუშავებული კომბინაციებით. რა ეტყობოდა გუშინ გუნდს დამუშავებული კომბინაციების? 2. ფლანგებზე მცველის გარეშე თამაში, როდესაც არცერთი მათგანი ამპლუით მცველი არაა, რაც განსაკუთრებით წიტაიშვილის შემთხვევაში გამოჩნდა, ხოდა გაუშიფრა მოწინააღმდეგე მწვრთნელმა და ორივე გოლი მარცხნიდან გაგვიტანაეს. ლოგიკურიც იყო და ბრმის გარდა ყველა ხედავდა, რომ ადრე თუ გვიან ეგ მოხდებოდა. ყველა ხედავდა სანიოლის გარდა. 3. გუნდური მოძრაობა - 0. ტაქტიკური მონახაზი - 0, შემადგენლობა გაუგებარი. 30 წლის წინანდელ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. ხოდა რაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია? ვამბობდი და ვიმეორებ, ცოდვაა ეს გუნდი ამ პრაქტიკანტის ხელში. გუნდს საერთოდ არ ეტყობა, რომ მწვრთნელი ყავს. ათიობით მწვრთნელი არსებობს ახლა ევროპულ ფეხბურთში ისეთი, ვინც არც ენრიკეა, არც ფერგიუსონი, არც ანჩელოტი, მაგრამ სანიოლისაგან განსხვავებით პროფესიონალი მწვრთნელია, გამოცდილება აქვს, გუნდები გაუწვრთნია და რაღაც შედეგი უჩვენებია. ხოდა რა სისულელეა იმის მტკიცება, რომ შეუძლებელია სანიოლზე უკეტესის პოვნა - ვიმეორებ, ტოპ მწვრთნელებზე არაა აქ საუბარი, ამას არც არავინ ითხოვს. ფედერაციის ასეთი "ჩაფრენას" სანიოლზე უკვე ცუდი სუნი უდის.

• გელა

სანიოლის დამცველებო,ბოდო გლიმტს მწვრთნელად ლუის ენრიკე ყავს თუ გვარდიოლა ან ზიდანი არ მითხრათ ახლა ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ყავთო

• ბიძინა

ვილი ეგრე გავაგრძელოთ მხარს გიჭერთ, კიდევ ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ, ყველაფერი მიდის კარგად, ყოველ კვირას მწვრთნელის გამოცვლა არ იქნება სწორი მეგობრებო, უნდა გავაგრძელოთ სტაბილურობა , გუნდი შეთამაშდება,და მოვა რეზულტატი, რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთი იქაც საჭირო არის სტაბილური მიდგომა,

• zura222-ს

შენ ხომ არ გძმარავს?

• დავითი

როდესაც გუნდს ჰყავს ასეთი უსწრაფესი და ტექნიკური თავდასხმა, როგორსაც ბარე ერთი-ორი გრანდიც ისურვებდა, უბრალოდ დალაგებული თამაში გჭირდება დაცვიდან ბურთის ამოტანისას და სწრაფი კონტრშეტევის შიშით მეტოქე დიდი ძალებით პრესინგს ვერ ითამაშებს შენთან. მე რა მიკვირს, იცით? ამ კაცის ვირული სიჯიუტე! რაც ზემოთ დავწერე ზუსტად ის არის, როგორც საქართველოს ნაკრები თამაშობდა თავის საუკეთესო თამაშებს თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე ისეთ გრანდთან, როგორიც პორტუგალიაა და ამას გუნდი საკმაოდ მარტივად აღწევდა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ფეხბურთელების კონცენტრაციის გაზრდით ბურთის ამოტანისას და როგორც კი ზედმეტი წნეხის შედეგად ხვრელები გაჩნდებოდა მეტოქის დაცვაში (და ის აუცილებლად ჩნდებოდა, რადგან მეტოქე ზედმეტი ძალებით გადმოდიოდა დასაწნეხად), გრძელი პასების საშუალებით სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელების გასაყვანად სახიფათო პოზიციებზე. ჰოდა აი ამ ყველაფერს რატომ ცვლის ხოლმე ჯიუტად - ვერ გამიგია! არადა გუშინ ისრაელი ისე გვეთამაშა, როგორც გრანდი პუცანებს და თამაშის ხარისხის მიხედვით ასით ნოლი მოგვიგო გუნდმა, რომელიც თავისი შემადგენლობით ჩვენი ნახევარიც არ არის!

• ვოოტ

სანიოლს ნურაფერს სთხოვთ, მოსთხოვეთ ფედერაციას!

• Ძველი სამტრედია 90 ათიანი წლ

Რა ვერ გაიგებთ ბიჭო რა შუაშია ბრაზილიელობა, ეს ხალხი ფეხბურთის თამაშს ითხოვს, რას გადამაყოლეთ ამ ევროპის ჩემპიონატს, იქ გასვლა ფეხბურთელების დამსახურება იყო და არა სანიოლის, არც ისრაელს ყავდა გუშინ მბაპეები, მოდრიჩები და ჰალანდები მაგრამ ბურთი გადაგვახია თავზე თუ ფეხბურთი გესმით. Მოგება წაგება კი არა ეს ხალხი ფეხბურთის თამაშს ითხოვს არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდისგან გესმიით ახლა ზოგზოგებს? Ამდენი ხანი ასეთი ფეხბურთელებით გუნდს თავისი ხელწერა უნდა ქონდეს რაც სანიოლი ვერ შეძლო.

• ირაკლი

სანიოლ წადიიი!! მსოფლიოს და ევროპის მოგებაში ხელს ნუ გვიშლიიიიი.

• Zvio

მე რა მიკვირს იცით? მამუჩაშვილი რატომ გამოიძახა საერთოდ? ახალგაზრდა ფეხბურთელები რომ გამოსცადოს კვარასთან, ჩაკვესთან, მამარდასთან, კიტესთან, ჟორჟთან ერთად არა?

• AA

ის ვინც საუბრობს სანიოლზე უკეთესი ვინ უნდა იყოსო, ვაისი იყო უკეთესი.. ბევრად სუსტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ეტყობოდა ტაქტიკური მონახაზი. თუნდაც ის რომ ნაკრებმა დაცვიდან ბურთის ამოტანა ისწავლა პასებით. შეიძლება ფეხბურთელები არ გყავდეს მაგრამ ტაქტიკურად რაღაცის მცდელობა გეტყობოდეს. ამ გუნდში მხოლოდ ქაოსი ჩანს. თუ კლუბებში თამაშობენ აქ რა ემართებათ. ვერ იყენებს მწვრთნელი სწორად.. გადახედეთ სხვა ნაკრებების თამაშებს. ქეცბა რომ იძახდა არ მყავს მესებიო მართლა არ ყავდა. დღეს გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი და ვერ ვიყენებთ. მოვა დრო და ვინანებთ..

• Achi

Naxe amas kide seqtembramde rounda darchena

• zura222

ამოვიდა ყელში ამდენი დაუნახავი, ძაან მაგარი ტრენერია სანიოლი და შეირგეთ რა, მომინდომეს ბრაზილიელობა ზოგიერთებმა აქ.

• სიმართლე

სანიოლის წასვლას ისე ითხოვენ გეგონება მბაპე და ჰალანდები თამაშობდნენ ჩვენ ნაკრებში.

• სიმართლე

სანიოლი წავა და ვის ელოდებით ნაკრებში ლუის ენრიკეს თუ გვარდიოლას? ვისი იმედით უშვებთ სანიოლს?

• ლოლ

სანიოლამდე არ იყო, წელიწადში 1 თამაშის მოგება წინწასვლად რომ ვაფასებდით? და ფრე მაკედონიასთან დადებიღ შედეგად აღიქმებოდა? ბოლო ბოლო არ წავაგეთო.

• ტრი-ტრი

ანუ მეოთხე წელი მთლად გასაოცარი იქნებაო.)) ციდან გოლების წვიმა წამოვაო.)) კარგი მოსწავლე აღმოჩნდა სანიოლა.

• 321

სანიოლის წასვლის დრო კი არა, დროა ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდეს.

• სიმართლე

აი, სანიოლამდე კი ნამდვილი საფრანგეთის ნაკრები ვიყავით.

• ცისკარა

თავისი გაჯიუტებით და სირაქლემას პოზიციაში ყოფნით, ეს ფედერაცია და სანიოლი იმდენს იზამენ, ხვიჩასაც ამოუვა ყელში ერთ მშვენიერ დღეს და დაუქნევს ნაკრებს ხელს, როგორც მხითარიანმა დაიკიდა სომხეთის ნაკრები. რატომ უნდა გადავაყოლოთ ვიღაც პრაქტიკანტის ხუშტურებს ნაკრების მომავალი? ამას ვერ ვხვდები.

• შაქრო პაპა

ყველაზე ცუდი ისაა, რომ წლები დავკარეთ და ახლაც ვკარგავთ. ეს ბიჭები, გუშინ რომ გამოსცადა, ჯერ კიდევ მონღოლებთან და ტაილანდთან უნდა გამოეცადა. კი გვეყოლებოდა ეხლა მეტნაკლებად დალაგებული დაცვა. ფაქტია, სანიოლს არ შეუძლია გუნდის დამუხტვა, ტაქტიკაშიც უჭირს, ცვლილებებსაც შიშით და შეცდომებით აკეთებს. აგერ მწვრნთელი ეტყობოდა ისრაელს, შემოიყვანა 2 კაცი და მაშინვე გაიტანა ორივემ. თანაც მთელი მეორე ტაიმი კარს მიგვაჯაჭვეს. ვერ ცვლის თამაშის მსვლელობას სანიოლი, ვერ კითხულობს თამაშს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ეხლა ხომ წარმოგიდგენიათ ძლიერი ევროპული გუნდები რაღას გვიზამდნენ?

• Lelo

Ბიჭო სხვა თუ არაფერი მწვრთნელმა ის არ უნდა იცოდე რო ნახევარმცველი დაცვაში არ ათამაშო??? Ვგულისხმობ მამაგეიშვილის და წიტაიშვილს. Ამ კაცმა ნახევარდაცვა ვერაფრით ვერ დაალაგა, არც სხვა რგოლები დაგლიჯა მაგრამ ცენტრალური ნახევარდაცვა დღეს საქართველოს ნაკრებს თითქმის არ ყავს, ამის გარეშე კი გუნდი არ არსებობს, ეს პრობლემა კანკავა წასვლის მერე დგას, არც ჩამშლელი ნახევარმცველი, არც შემტევი და თამაშის ორგანიზატორი არ ჩანს დღეს ნაკრებში, ჩაკვეტაძე კი არის კარგი ნახევარმცველი მაგრამ ხშირად ვერ ეხმარება ნაკრებს. Უნდა სასწრაფოდ ბავშვებში და დიდებშიდაც ამ კუთხით სპეციალური მუშაობაა საჭირო, რადგან ნახევარდაცვაა სწორედ ის რგოლი რაც გუნდის თამაშს განაპირობებს.გამოვიდენ ექსპერტები, სპეციალისტები, ვეტერანი ფეხბურთელები და ამაზე ილაპარაკონ,საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი ნახევარმცველები სამჭედლო აღარ ჩამოვთვლი ახლა გვარებს, სირცხვილია ამ კუთხით ასეთ დღეში როა დღეს ნაკრები, მეტოქე ბურთს ისე გითამაშებს მოედნის ცენტრში როგორც უნდა, ესაა ძნელი საყურებელი, საჭიროა სპორტული გადაცემები სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი ილაპარაკებს ამ კონკრეტულ პრობლემაზე, არის მაგრამ იქ საქმის პროფესიონალები არ ზიან და რაღაცას ლაილაობენ, ეგრე არ არის ამ კონკრეტულ პრობლემას უნდა სერიოზული მიდგომა.

• კახელი

მეხი დეგეცეი მიხო,შენ ამაი გუნდს ეძახიი?-ხმა გაიწყვიტე დედაკაცო,შენ ფეხბურთისა რა გესმის,რაზგონს იღებენ,რაზგონსა!!!

• გოგა

ისე შენ რა გითხარი, რო შენ რამე ქნა.. ფრე ისრაელთან ტრაგედია არ არის, თამაშის ხარისხზეა საქმე და მწვრთნელის გადაწყვეტილებებში, ყველაზე კრიტიკულ მომენტში ვერაფელი ვერ გაკეთა, აქ ჩნდება ხოლმე მწვრთნელის პროფესიონალიზმი, კიტე კი ბატონო ფეხი იტკინა შევცვალეო, მაგრამ მასთან ერთად სამაგი ცვლილება უნდა გაეკეთებინა, თამაში უკვე გაკეთებული იყო და ჩაშლა იყო საჭირო, ამან პირიქით ორი მცველით დამთავრა თამაში სა ნული ჩამშლელით, დვალი და აზაროვი იყო გამოსაყვანი

• სირბილის სწავლების ცენტრი

1 საათი კარგი ინტენსივობა გვქონდაო... ადამიანის ორგანიზმი 1 საათს ისედაც უძლებს და დანარჩენი 30 წუთი მოსამატებელი რომ არის რის ან ვის ხარჯზე აპირებ იქნებ ესეც გეთქვა?

• სირბილის სწავლების ცენტრი

1 საათი კარგი ინტენსივობა გვქონდაო... ადამიანის ორგანიზმი 1 საათს ისედაც უძლებს და დანარჩენი 30 წუთი მოსამატებელი რომ არის რის ან ვის ხარჯზე აპირებ იქნებ ესეც გეთქვა?

• ABARA-ს

1000000%!!!

• გიორგი

თავიანთ გუნდებში თითქმის ყველა ნაკრების წევრი წარმატებულად გამოდის კვარა მიქაუტაძე კიტე წიტა საუკეთესოები არიან ტოპ 5ის მეორე ლიგაში ვინც ასპარეზობს ყველანი წამყვან პოზიციებზე არიან ზურიკო ჩაკვე ლოჩო და ეს ლიგები სულაც არ არიან ხელწამოსაკრავი გამოდის რომ მწვრთნელი ვერ ალაგებს თამაშის მიმდინარეობას ხომ არ დადგა დრო სხვა სპეციალისტის მოწვევის?

• გიორგი

მასხარას გვიგდებს.ჯერ წინაზე თქვა მარტში სულ სხვა გუნდს იხილავთო.ეხლა სექტემბერაშიო.ვნახეთ რა გუნდიც დააყენა.ესეთ უსუსურ და უსანახაო ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატშიც აღარავინ თამაშობს.მარა რა გინდა რომ ქნა.შენი მწვრთვნელობა არ გაიშვას.ტა ტყუილად ვკარგავთ ოქროსავით წლებს.ხომ აქედანვა ჩანს რა შედეგი იქნება.მარა პასუხისმგებელი და პატრონი ვინ არის.ვვინ აგებს პასუხს ამ დაკარგულ დროზე.

• ABARA

ხვიჩა vs ისრაელი - 2:2, არავითარი სანიოლი და ნაკრები არ არსებობს და ცხადად გამოჩნდა, რომ თუ მოედანზე კვარა არ იქნება, ჩვენი გუნდი შედეგის მხრივ ვერაფერს დააფიქსირებს. სათამაშო ხარიხსზე საუბარიც არ მაქვს, აქ კვარაცხელიას მოედანზე ყოფნაც ვერაფერს შეცვლის, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია და მოედანზე გასული 11 კაციდან თერთმეტივეს ელემენტარულად ის მაინც უნდა ესმოდეს თუ რა სპორტშია. ამასობაში სანიოლმა იგავების ახალი სერია წამოიწყო და ყოველი ჩაფლავებული თამაშის შემდეგ დაარედაქტირებს. გუშინდელი თამაშის, უფრო სწორად წვალების შემხედვარე სექტემებრში რაც იქნება კი ვიცი წინასწარ, მაგრამ თქმა მერიდება. ვილის რა ენაღვლება, ხელფასს არაფერში იღებს და რასაც დაავალებ იბჟუტურებს...სამწუხარო ისაა მხოლოდ, რომ ამათ მამაძაღლობას (ფედერაციას ვგულისხმობ) ქართული ფეხბურთის მომავალი და პერსპექტივა ეწირება.

• ლადო

ამხანაგური იმისთვისაა რომ ბოლო ბოლო ახალი კადრები მოსინჯო და არა მამუჩაშვილები კიდევ სცადო!

• ქობულეთიდან

ტიპი გვეკაიფება.სექტემბერში თქვა გაზაფხულზე ბევრად ძლიერები ვიქნებითო, ეხლა სექტემბრისთვის გადაგვიწია ეგ საკითხი, სექტემბერში კიდე იტყვის გაზაფხულზე უკეთესები ვიქნებითო და ა.შ. ახალ შესარჩევს ახალი მწვრთნელით უნდა შევხვდეთ, დასაკარგი დრო აღარაა.

• rezi

სანიოლის წასვლის დრო მოვიდა

• llcl

ბატონ გია ბაღაშვილს! საიტერესო ტიპაჟია იუმორინისთვის და გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ!

• QT

Tu as raison Willy, on te demande de convoquer une nouvelle équipe et en même temps de gagner, mais on oublie qu'il est difficile de jouer comme on le souhaite avec 4 ou 5 nouveaux joueurs. C'est lors de ces matchs amicaux qu'il faut tester de nouveaux visages et de nouvelles tactiques. Je te soutiens pleinement à ce stade. Cependant, si l'équipe rate la Ligue des Nations, alors dis-nous au revoir cet automne, mais d'ici là, tu sais.

• QT

მართალი ხარ ვილი, ხალხი თან გთხოვს ახალი შემადგენლობა გამოიძახო და ამასთანავე ითხოვს მოგებას, მაგრმა.ის ავიწყდებათ, რომ 4-5 ახალი ფეხბურთელით შემადგრნლობაში რთულია ისე წაიყვანო თამაში როგორც გსურს. ზუსტად ამ ამხანაგურებში უნდა შეარჩიო სხვადასხვა ახალი სახე და ტაქტიკა. მე ბოლომდე მხარს გიჭერ ამ ეტაპზე. თუმცა თუ ერთა ლიგის გათამაშებას ჩააგდებს ნაკრები, მაშინ შემოდგომაზე დაგვემშვიდობე, მანამდე კი აბა შენ იცი.

• rezi

სანიოლის წასვლის დრო მოვიდა რა

• ეს გვახვევს

მიეჩვია ქართულ დაბოლებას. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მეორე წელია მიზეზები არ ელევა და სულ გვპირდება შემდეგ თამაშებში უკეთესები ვიქნებითო. განა იტყვის ხვიჩას გარდა ფეხბურთელი არ მყავს და რა ვქნაო. თითქოს ჩაჭიდებულია თანამდებობას.

• Კეკე

Იმედი გაქვს რომ სექტემბრამდე სერ ალექს ფერგიუსონი გახდები?

• Lelo

Საქართველოს ნაკრებს ყავს ფეხბურთელები უბრალოდ მწვრთნელია საჭირო. Დღევანდელ ფეხბურთში მწვრთნელები ნახევარი გუნდია თუ მთლიანი არა, ბევრი მაგალითია მწვრთნელების როლი სადაც დადებითი თუ უარყოფითი მაგალითის მოყვანა შეიძლება როგორც სანაკრებო ისე საკლუბო დონეზე, ერთ პატარა მაგალითს გეტყვით მექსიკის ნაკრებს კარგი მწვრთნელები რო ყოლოდა ხოლმე დღეს გრანდებს დონეზე იქნებოდა რადგან ამ ქვეყანას კარგი ფეხბურთელები არასდროს აკლდა.სანიოლის კი მადლობა მაგრამ გუნდი სხვა დონეზეა ასაყვანი ფეხბურთელების რესურსი არის მწვრთნელია ამისთვის საჭირო, სანიოლი გაიჭედა უკვე, ეს კარგად ჩანს, მეორე ტაიმში ისრაელმა უბრალოდ გადაუარა საქართველოს ნაკრებს და ცოტა დააკლდა 0-2 მოგვიგებდა, თამაშის ხარისხზე აქ ლაპარაკი და არა მოგება წაგებაზე.

• pepe

დროა წავიდეს ეყო გულავი საქარტველოს ჯიგარი მოვიდეს ქეც ქეც ქეც

• ლექსო

იბრალებს მწვრთნელობას

• სიე

ნეტაი შენ შენი იმედი რო გვაქვს…შანსი არაა ამ ჯგუფში მეორეზეც ვერ გავალთ თუ გინდა დაგენიზლავები

• ლექსო

გაიტანეთ სანიოლი სანამ გვიანი არაა

• Goga

წადი

• ტოტტი

სანიოლ წადი რა გთხოვ

• კობიაშვილი და იაშვილია გასაგდები

ყაველაშვილოოო, კალაძეეეე, ფეხბურთ პოლიტიკიდან ფავეხმარებითო რო გაიძახოდით სადაა დანაპირები.მოგწონთ სანიოლია მუშაობა. რაც ევროპაზე მივახწიეთ 99 პროცენტი ბიჭების დამსახურებაა

• 27 მარტს ფედერაციასთან

ეს უკვე რაც ხდება სასაცილოა სანამ კვარა ნაკრებში თამაშზე უარს იტყოდეს. ჯობია ახალი მწვრთნელი მონახონ.

• წადიიიი წადიიიიიიიიიი

ხო ხედავთ იაშვილო, კობიაშვილო, რო არაფერი მწვრთნელია. დავითაშვილი საყრდენათ ათამაშებს.

• ვაააა

ამან ფეხბურთი თუ იცის

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება

წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს

მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა

"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულს" ისევ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

[VIDEO] კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი - "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

"ლივერპული" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია

ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს

"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

"მილანი" არ გამოისყიდის - ფიულკრუგი ზაფხულში "ვესტ ჰემში" დაბრუნდება

გარსიას გაყიდვას უპირებენ - ახალგაზრდა ესპანელი სავარაუდოდ, "რეალს" დატოვებს

15 მილიონი 17 წლის ტალანტში - დონეცკის "შახტარი" ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს

ძალიან სარფიან წინადადებაზე უარი არ თქვა - უკრაინელები რებროვის წასვლაზე წერენ და მის შემცვლელს ასახელებენ

გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება

უკრაინას 2026 წლის მუნდიალზე თამაშის შანსი კიდევ აქვს? - რას წერს ადგილობრივი პრესა FIFA-ს ჩანაფიქრზე

"აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა, სკოლაში სწავლა არ უყვარდა" - მესის ყოფილი თანაგუნდელი ლეოს "ბარსელონას" აკადემიის პერიოდზე

დასაფასებელი საქციელი მატჩამდე - პსჟ-ის დელეგაციამ ჟოტას მემორიალსა და ჰილსბროს ტრაგედიისას გარდაცვლილებს, პატივი მიაგო

მუნდიალზე 45 წლის ასაკში - რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს

დიდი ქართული დაპირისპირება - "კვარას" სეზონის MVP სურს!..

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს

გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"

"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა

ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ