მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.

"ეს ფეხბურთია - შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოგვეგო, მაგრამ დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც ძალიან თავდადებით თამაშობდა და კარგი მეკარე ჰყავს. ასეთი ტიპის შეხვედრებში შენ ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო, რომ შანსები გამოიყენო.

ბედნიერი ვარ იმით, რომ გვაქვს ისეთი აკადემიები, რომლებიც გამორჩეულ ფეხბურთელებს ამზადებს. წინ ძალიან ნათელი მომავალი გვაქვს. ამით უნდა გავიხაროთ და სიამაყის საფუძველი გვქონდეს.

ჩვეული სტილით ვითამაშეთ. მიუხედავად ბევრი ტრავმირებული მოთამაშისა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მოედანზე და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქება ჩვენი მისამართით სანიოლისგან? - კომპლიმენტები ბუნებრივად უნდა იქნას მიღებული, როგორც პროფესიული აღიარების ფორმა, მაგრამ სხვა არაფერი.

შემდეგი გამოწვევა კიდევ უფრო რთული იქნება - არა მოწინააღმდეგის, არამედ ჩვენივე მოლოდინების გამო. სანიოლის სიტყვებიდან დადებითს ავიღებთ და ამაში გამოვიყენებთ, მაგრამ იმის ფიქრის გარეშე, რომ სამუშაო დასრულებულია.

ჩემი მოთამაშეთა ეს ჯგუფი შესანიშნავია - ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ჩემი აზრით, საუკეთესოები და ასევე შესანიშნავი ადამიანები", - თქვა დე ლა ფუენტემ.

ჭ. ჭ.
ძალიან გთხოვთ, ყველა სასწავლო დაწესებულებას ნუ ეძახით "აკადემიას"; უბრალოდ კომკურია!!!

რაში გაგისწრეს , ასეთ ისტერიკაში რომ ხართ ? ერთადერთი ევროკავშირი დიდი ხანია კიდიათ და რუსეთთან ძმაკაცობენ. ამას გულისხმობთ ?

შენ თუ ხარ ჭაობში, თორემ რატომაა ქვეყანა ჭაობში ? დე ლა ფუენტემ პირდაპირ თქვა , რისი შედეგია სპორტის ამა ტუ იმ სახეობის სტაბილური წარმატება. ძლიერი აკადემიები აქვთ, რომლებიც მუდმივად უშვებენ მაღალი დონის სპორტსმენებს. ჩვენთან ძლიერი სკოლა აქვს მარტო ჭიდაობას და ძიუდოს. შედეგიც სახეზეა. გუნდურ სახეობებში კი სისტემის გარეშე ინდივიდუალურად ყოფილი ფეხბურთელი მამები თუ გაზრდიან თავის შვილებს ( ნიჭის შემთხვევაში) სწორად,თორემ სხვისი შვილების გაზრდისთვის თავს არავინ იკლავს. პროგრამაა საჭირო და ფული.
მალხაზ ჯობავა
ბიჭო გაიგეთ და შეუშვით ყურში! ფარერები გვისწრებენ, ფარერები, ავოიეეე!!!!
მომავალი
ქვეყნის შიდა ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს ძლიერი მოთამაშეები უბდა თამაშობდნენ საჭიროა ეროვნული ნაკრების შემცვკელი გუნდი რომელიც რეგურალურად ითამაშებს და მოემზადება ნაკრებისთვის.მომავალ თაობაზე საჭიროა აქცენტი პირველ რიგში რომ თაობა წამოვიდეს კონკურენტუნარიანი და ძლიერი.სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაა საჭირო წლებზე გათვლილი როგორნგანვითარდეს ქართული ფეხბურთი და ნაბიჯ ნაბიჯ წინ წავიწიოთ.რა შესაძლებლობაც აქვს საქართველოს ნაკრებს იმას თამაშობენ ახლა მწვრთნელი გაუშვითო იძახის ხალხი სხვა რომ მოვიდეს მერე რა მოხდება უკეთესად ვითამაშებთ და გავალთ მსოფლიოზე?
ჩემი მაქსიმალისტი ქართველები 😄
ვერ ვხვდები რატომ ვწუწუნებთ. რა რესურსი გვაქვს რომ ესპანეთს კარგად ვეთამაშოთ? 4 მცველი რომ დაგვეყენებინა, დარწმუნებული ვარ სამარცხვინო ანგარიშით მოგვიგებდნენ, როგორც ჩვენზე ძლიერ თურქეთს უქნეს. 5 მცველიან ტაქტიკაში სხვა ვინ მოეყვანა. ჩაამთავრებს გურამში ამ შემოდგომას და დარწმუნებული ვარ აღარ დაუძახებენ. ათვალწუნებულებში ან ყაზაიშვილს თუ გულისხმობთ ან გველესიანს, მოდი სიმართლე ვთქვათ, გველესიანიც უკვე ვეტერანია და თან ირანში თამაშობს. წინ უნდა გავიხედოთ. ყაზაიშვილი სამართლიანად არის მოკვეთილი გუნდიდან. მის პოზიციაზე გვყავს თან ფეხბურთელები. თან სადღაც ჩინეთში თამაშობს. არ უნდა ესეიგი კაცს ფეხბურთის თამაში. ხო კიდევ არაბიძეს ახსენებდა ბევრი ხშირად. არაბიძე მთელი კარიერა ამტკიცებს რომ არაპროფრსიონალია. ვერსად ვერ დამკვიდრდა ქუთაისის ტორპედოს გარდა
გიორგი
ჩვენ ისე ჩამოვრჩებით არა მარტო ფეხბურთში ბევრ (ევროპულ) ქვეყანას, რომ არც ფეხბურთია გამონაკლისი. არ შეიძლება, ქვეყანა იყოს ჭაობში და ფეხბურთი მოწინავეთა შორის. სანიოლიც კარგად მიერგო ქართულ “პონტს”. ამ ერთი წაგებით არ იწყება და არ მთავრდება რაღაც. უბრალოდ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნის და სპორტის მდგომარეობის სარკე.
Sasha
100-იანი სწორი ხარ!
ხვიჩა მაგარია!
აგერ ბატონო, კაცი ალალად გვეუბნება, ისეთი მაგარი აკადემიები გვაქვს, წინ მხოლოდ ნათელ მომავალს ვხედავ და არა აქვს მნიშვნელობა სასტავში ვინ მეყოლება, იამალი, დარტანიანი თუ ბეთჰოვენიო. იმდენად გამართული და აწყობილი მანქანა ყავთ, რომ წლების მანძილზე უპრობლემოდ მუშაობს, ყინულმჭრელივით შუაზე აპობს ყველას და ყველაფერს. ნუთუ ასე ძნელია კარგი მაგალითის გადმოღება და სწავლა? უბრალოდ კეთილი ნებაა საჭირო, მოთმინება და საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება. არც სანიოლივით უთქვამს რომ პოზიტიური ადამიანი ვარო, არც ინტენსივობა უხსენებია, არც პირადი უთანხმოების გამო ყავს ათვალწუნებული ნსკრების ფეხბუთელები, არც ჩაციკლულია ერთ რომელიმე ფეხბურთელზე რომელსაც 80 წლამდე უნდა თამაში. უბრალოდ შრომობს ეს კაცი პატიოსნად, არავინ ერევა მის საქმეში და წარმატებებიც მოდის და მოდის. ასე ვინ დაგვწყევლა, რომ ბიჭები გვყვავს და ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, საოცრებაა პირდაპირ!
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"შოკში ვარ" - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
"მუდმივად ვითარდებიან, მათგან წამოსულ საფრთხეებს კარგად ვიცნობთ, რაგდან..." - ესპანელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ