ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გადამწყვეტი მატჩი თურქეთში, რაც ბევრ კითხვას უპასუხებს - რისკი და შეტევითი უნარები

გადამწყვეტი მატჩი თურქეთში, რაც ბევრ კითხვას უპასუხებს - რისკი და შეტევითი უნარები

საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. თურქეთთან სტუმრად დაპირისპირება არა მხოლოდ იმას გასცემს პასუხს, რამდენად მზად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, არამედ ევროპირველობის შემდეგ ჩვენ დონესაც შეაფასებს, გავიზარდეთ სათამაშო კომპონენტებში თუ წარმატება უფრო ინდივიდუალიზმს ეფუძნება. თურქეთი - საქართველო იზმითში სამშაბათს, 22:45 საათზეა.

ვილი სანიოლის საქმიანობის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მუნდიალზე მოხვედრის მეორე შანსი (ერთა ლიგის შემდეგ საკვალიფიკაციოც) არ ჩააგდოს. მიღწეულის შემდეგ, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უფრო დიდი მიზნები დაისახა და ამას სამწვრთნელო შტაბიც შესაბამისად უნდა მიჰყვეს. ჯერჯერობით რაც ჩანს, იდეალური ტაქტიკის მორგება და შემდეგ პროცესში მისი ცვლილება აშკარად ჭირს.

თურქეთის ნაკრებს, წინა წლებში არასტაბილურობა რომ დასჩემდა, 2002 წლის გზაზე დადგომა (მაშინ მესამეზე გავიდნენ) და მუნდიალზე თამაში სურს.

პირველ ტურში თბილისში გამარჯვების შემდეგ ვინჩენცო მონტელას გუნდმა უპირატესობა მიიღო, რისი გაბათილებაც ქართველ ფეხბურთელებს ახლა შეუძლიათ.

თურქეთის ნაკრებმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზეც მოუგო, ამ გუნდებს შორის კი ის სხვაობა ნამდვილად არაა, ერთი მეორეს მუდმივად ამარცხებდეს, პასუხის გაცემის დრო კი იქნებ ახლა იყოს.

როცა სანიოლის გუნდი კონტრშეტევებზე წარმატებით თამაშობდა, ზოგჯერ გასვლითი დაპირისპირებები უკეთ გამოსვლია. ახლა გუნდი სხვა სტილს ცდილობს, უფრო მის გზაზეა, დომინანტობა და ბურთის კონტროლი კი ჯერ კიდევ უჭირს. ევრო 2024-ზე ფრანგი მწვრთნელის ბიჭებმა თურქებს მართლაც ხარისხიანად შეუტიეს.

ფრე ის მინიმალური შედეგია, რაც საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე აძლევს ხელს. წაგებით, ფაქტობრივად, ყველაფერი სრულდება. ესპანეთთან ვერგამოსული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და სხვები კიდევ უფრო მეტად მოინდომებენ, გვჯერა.

მადრიდის "რეალის" ნახერმცველი არდა გიულერი შესანიშნავ ფორმაშია. მას არც "იუვენტუსელი" კენან ილდიზი ჩამორჩება. თბილისში გაძევების შემდეგ გუნდს ილმაზი უბრუნდება, ვისაც დამატებითი მოტივაცია ექნება.

სანიოლი ისევ ოთხმცველიან განლაგებას უნდა დაუბრუნდეს. ლუკა ლოჩოშვილი იქნება და ის აუცილებლად სასტარტოში ითამაშებს. სასწორზე ბევრი რამ დევს, მაგრამ ერთი თვის წინანდელი მატჩის გათვალისწინებით, "ჯვაროსნების" თავკაცი გარკვეულ რისკზე მაინც წავა და ირაკლი აზაროვის, როგორც მარცხენა მცველის, შეტევით უნარებს გამოიყენებს, ამიტომ "ლოჩოს" ცენტრში ვნახავთ. ნახევარდაცვაში ნიკა გაგნიძეს თავიდანვე ველით და ეს უკვე ის შემადგენლობა და მოცემულობაა, სექტემბერში შეცვლების შემდეგ უკეათესად რომ ათამაშდა. რაც შეეხებათ თურქებს, თბილისისგან განსხვავებით, სასტარტოში მულდურს (უკვე ორი გოლი გაგვიტანა), ელმალს, იუქსექსსა და აკგუნს არ ელიან.

14.10. "ქოჯაელი", 34 829 მაყურებელი

სავარაუდო შემადგენლობები

თურქეთი: ჩაქირი - ჩელიკი, დემირალი, ბარდაქჩი, კადიოღლუ - ჩალჰანოღლუ, კოკსუ - აიდინი, გიულერი, ილდიზი - აქტეროღლუ;

საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი - ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ნ.გაგნიძე - დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

მსაჯი: პეტრესკუ (რუმინეთი).

• inviz9

ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი,მაგრამ პრიციპში იმდენი დაიწრა რასაც ბოლომდე ვეთანხმები, რომ გამეორება არ ღირს. სანიოლის წასვლის დრო დიდი ხანია დადგა-არაკომპეტენტური და მშიშარაა ეგ კაცი და დავიღალეთ მაგისი გაშვების მოთხოვნით-ფედერაცია კი როგორც ყოველთვის წაიყრუებს სანამ ეს დაბდურია ისევ მწვრთნელი ერთი მინდა გავაფრთხილო-მარცხენა მცველს კადიოღლუს მიაქციეთ ყურადღება ძალზედ ტექნიკურია და საშიში-თბილისში არ უთამაშია-იმედია გაითვალისწინებთ

• მეზიზღება გურამ კაშია

ჩვენი ბრძოლა თბილისში წავაგეთ კაშიას გამო, მისი ბრალი იყო სამივე გოლი. მხულს ადამიანი ვისაც არ შეუძლია რამის გაკეთება და აფუჭებს საქმეს. მე მინდა კაშია ათამაშოს სანიოლმა რომ ბოლო იყოს და ნათელი კაშიას ბალასტობა და მავნებლობა საქართველოს ნაკრებში. ჩვენ ფრე არაფერში ხელს არ გვაძლევს და მოგების შემთხვევაშიც საკითხავია გვეყოფა თუ არა მინიმალური ანგარიშით მოგება. აი ამ დღეში ჩააგდო ნაკრები კადიამ და რაღა თქმა უნდა ვილიმ. სანილოს არავი გაუშვებს სხვა და სხვა მიზეზთა გამო.

რატომ თამაშობენ ასე უჟილკოდ ესენი? პასუხი ერთია, არ არიან დაინტერესებული. არც ჩამოვიდოდნენ, ნაკრებში თამაში სტატისტიკურ ფონად რომ არ სჭირდებოდეთ. ბოლოს როდის ნახეთ ნაკრებში ჩვენგან გაღმერთებული ვარსკვლავების კარგი თამაში? გუნდებში კი იცოცხლე, ელეთმელეთი მოსდით და ჯირითობენ მთელი მონდომებით. სულ არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში.

• გუსანი

რეალობაში თურქეთი ყველა ასპექტში ჩვენზე წინ არის, ამ სხვაობას აღიარება სჭირდება, რომ ისწავლო,ივარჯიშო, დაეწიო და გაასწრო... რაგბისგან განსხვავებით ფეხბურთში შეიძლება შენზე ძლიერი დაამარცხო ერთ კონკრეტულ თამაშში, ბევრი ასპექტის სწორედ დაგეგმვის, მერე შესრულების და გამართლების ხარჯზეც.

• გუსანი

რეალობაში თურქეთი ყველა ასპექტში ჩვენზე წინ არის, ამ სხვაობას აღიარება სჭირდება, რომ ისწავლო,ივარჯიშო, დაეწიო და გაასწრო... რაგბისგან განსხვავებით ფეხბურთში შეიძლება შენზე ძლიერი დაამარცხო ერთ კონკრეტულ თამაშში, ბევრი ასპექტის სწორედ დაგეგმვის, მერე შესრულების და გამართლების ხარჯზეც.

• Gio

არ ვიცი, რა ჯობია. 4-3-3/4-4-2 და ცენტრისთვის ბრძოლა და შეტევის მცდელობა თუ ისევ 5-3-2 და მეორე ნომრად თამაში. სავარაუდოდ, მაინც ჯობია ფრთხილად დავიწყოთ, და მერე გადავეწყოთ შემტევ ფორმაციაზე. იმიტომ, რომ გავიტანოთ და მერე მშვიდად ჩავჯდეთ დაცვაში - ჩვენ იტალია არ ვართ. მსოფლიო შესარჩევების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. გამარჯვება საქართველოს! <3

• Lelo

Ეგ შემადგენლობა იქნებოდა იდეალური. Ვერავინ ვერ დამაჯერებს რო საქართველოს ბურთით თამაში არ შეუძლია უბრალო ამაზე მწვრთნელების მუშაობა საჭირო, ასევე შესაბამისი სტილის მწვრთნელია საჭირო, საქართველოს ნაკრები უნდა ცდილობდეს ბურთზე კონტროლს და ფლანგებს ანუ დრიბლინგებს უნდა იყენებდეს, ამას თუ დაემატება საშუალო პრესინგს იდიალურ გუნდს მივიღებთ, ამ ყველაფერს მწვრთნელები ჭირდება შესაბამისი რომლებიც ამ ყველაფერზე თავ დადებით იმუშავებენ და შესაბამის სელექციას ჩაატარებენ და არ იქნებიან ერთი და იგივე ფეხბურთელებზე ვითუმეტეს ხანდაზმულებზე დამოკიდებული. Სანიოლი კი ამ ყველაფრის გამკეთებელი არ არის.

• ვარლამ ვარძელაშვილი

აქ წარმოდგენილი შემადგენლობა ყრუ დაცვაში ჩაჯდომას გულისხმობს,რომელიც მხოლოდ კონტრ შეტევების იმედზეა ორიენტირებული!

• მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება:)

თურქებთან ხვალ მაგრა წავაგებთ, მერე ესპანეთი თბილისში მოგვსპობს და ბოლოს ბულგარეთი მოგვიგებს და საპატიო 4 ადგილზე გავააალთთ:)

საქართველოს ნაკრები თურქეთშია - 13 ოქტომბრის განრიგი

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

"საქართველოსთან მატჩის წინ მეტოქეზე ეს კარგად ვიცოდით" - მიკელ ოიარსაბალი

"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა

საქართველოს ნაკრები თურქეთშია - 13 ოქტომბრის განრიგი

"ბარსელონა" ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს

"სპორტინგი" შეიძლება ქოჩორაშვილის უშუალო კონკურენტმა დატოვოს

"ნოტინგემში" სექტემბერში დანიშნული პოსტეკოღლუ შესაძლოა, დაითხოვონ

საუდის არაბეთის კლუბი ვინისიუს სანაცვლოდ 300 მილიონი ფუნტის გადახდაზე თანახმაა

ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მბაპე მოედანს მალე დაუბრუნდება

"მონაკოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ" - ალბანეთთან საშინაო მარცხის შემდეგ სერბეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

"თავი არ დავხაროთ და ამ დაცემაზე ვისწავლოთ!" - ქოჩორაშვილი ესპანეთთან მატჩის შემდეგ

სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

თურქეთმა ბულგარეთი გაანადგურა

[VIDEO] როდესაც თავს ზევით ძალა არაა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა

[VIDEO] აი ხასიათი! - "მამარდას" ემოციები ესპანეთის ნაკრებთან მოგერიებული პენალტის შემდეგ

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება

ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია

"ალ-აჰლი" მზადაა ვინისიუსი 300 მილიონად შეიძინოს

ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა

საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა

"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება

[VIDEO] როდესაც თავს ზევით ძალა არაა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა

თურქეთმა ბულგარეთი გაანადგურა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს

საქართველოს ნაკრები თურქეთშია - 13 ოქტომბრის განრიგი

"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?

"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია