მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე თურქეთთან ყველა კომპონენტში ძალიან დაიჯაბნა და 1:4 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებით კაშიას და დვალის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ლოჩოშვილი და დავითაშვილი დააყენა და შეგირდები მოედანზე 4-3-3 ტაქტიკური სქემით გაიყვანა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და იილდიზმა დააწინაურა, რომელიც კაკაბაძეს გაექცა. მსაჯმა თავიდან თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გოლი ჩათვალა. შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დემირალმა თავით მამარდაშვილის კარში მიუჩინა ადგილი და შუა პირველ ტაიმში მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და მეტოქის პრესინგის გადალახვას ვერ ახერხებდა, გრძელი გადაცემებით ცდილობდნენ წინ წაწევას, რაც უშედეგოდ სრულდებოდა, დაცვა შეცდომებს უშვებდა და ლოგიკურად მესამე გოლიც გავუშვით.

შესვენებაზე სანიოლმა მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა, თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და დემირალმა ისევ გაგვიტანა, ისევ კუთხურიდან ჩალჰანოღლუს ჩაწოდების შედეგად. მერე საქართველოს ნაკრებმა როგორც იქნა მოწინააღმდეგის ნახევარზე აიწია, ქოჩორაშვილმა ლამაზი გოლით ანგარიში შეამცირა, გაგნიძის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, კვარაცხელიამ მიზანს ვერ უწია, გოჩოლეიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა და უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა, მუნდიალზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს და ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - 15 ნოემბერს სახლში ესპანეთთან და 18 ნოემბერს გასვლაზე ბულგარეთთან.

მართალია, რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა უნდა ითქვას, წარმატებული ევროპირველობის შემდეგ ჩვენმა გუნდმა პროგრესის ნაცვლად რეგრესი განიცადა.

იზმითი. „ქოჯაელი“

თურქეთი - საქართველო 4:1

გოლები: 1:0 იილდიზი (14), 2:0 დემირალი (22), 3:0 აკგიუნი (35), 4:0 დემირალი (52), 4:1 ქოჩორაშვილი (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე 64), მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (ლობჟანიძე 71), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 46)

გაკვირვებული
ვერ ხედავ თბილისში, რუსთაველის პროსპექტი კარგა ხანის იანიჩარების და ყიზილბაშების საგულაოდ რომ არის გადაქცეული?!
geo
იქნებ მოვიდა დრო, რომ სვანაძეს მისცენ შანსი.
S.K.K.
არ მიყურებია. ადრე უნდა ავმდგარიყავი. თან ცუდი წინათგრძნობა მქონდა. დამესიზმრა რომ ჩათლაჰოღლუმ გაგვამწარა. ეხლა ვნახე ინფორმაცია. სიზმარი ამიხდა
რეზი
ზაზამ სპალეტი მოვიწვიოთო,მეორემ კონტეო… მაგათ იმხელა ხელფასი ჭირდება, მოსაპარი რა დარჩება ფედერაციას…
რატი
ხვიჩუნიამ ჩაიჯვა ? პსჟ -ში ხო მშვიდობაა,ხელფასი ხო დროზე ერიცხება ? აბა ნაკრებს ვინ დაეძებს….
misha
ძალიან ცუდი ნაკრები გვყავს მერე კიდევ გულ წყდებათ რომ მაყურებელი არა ჰყავთ ტრიბუნაზე მაგათ ყურებას ისევ სვარკას უყურო ისა სჯობია
Tango
ვილი,შენთან ვართ მთელი საქართველო! და თუ ვინმეს არ მოგწონთ ნაკრების წარმატება,გამოდით მოედანზე და თვითონ ეთამაშეთ თურქეთს! ვნახავთ ანგარიშს!
კკკ
ფარერების მწვრთნელი და მეთევზეები ჩვენს ნაკრებში
ამატაკი
ამ მატჩამდე ღმერთმანი თავს ვიკავებდი კრიტიკისაგან და სხვასაც თავშეკავებას მოვუწოდებდი, მაგრამ ეხლა ყოველივე გაცხადდა. ბატონებო ნაკრებიდან, მერამდენე მატჩია 4 მცველით რომ ითამაშეთ? გაგვახსენეთ აბა რომელი მათგანი იყო ძლიერ ნაკრებებთან რომ ითამაშეთ და შედეგი მიიღეთ? დავანებოთ ესპანეთებს თავი, აგერ თურქეთთან გვქონდა ორივენაირად ნათამაშები: 3 ცენტრ. მცველით ევროზე და სულ ახლახანს 4 მცველით თბილისში. მერე მართალია თბილისში გადააწყეთ, თორემ არც აქ აგვცდებოდა განადგურება. ნათქვამია: ბრძენი- სხვის შეცდომებზე სწავლობს,ჭკვიანი - თავისას აღარ გაიმეორებს, ხოლო სულელი - აუცილებლად იგივე შეცდომას მიაწვება ჯიუტად,თან რომ არ აღიარებს არაფრისდიდებით. თქვე დალოცვილებო ვის, რომელს მოგივიდათ თავში ამ შემადგენლობით გადამწყვეტი მატჩის 4-3-3 ით თამაში. ამას გულშემატკივარიც კი ვხდებოდით, რომ ანზორი და ქოჩორა ცენტრში ბურთს ვერ გააკონტროლებდა ჩალხანოღლუ-გიულერი-ილდიზის გადამკიდე. რა ძნელი გასარკვევი იყო, რომ თურქები ცენტრს წაიღ ებდნენ და შესაბამისად წინა ხაზი დაგვრჩებოდა მოწყვეტილი თამაშს, ხოლო რაგინდ დაცვა პრესინგზე ბოლოსდაბოლოს აუცილებლად გატყდებოდა. ჩვენზე ძლიერი შვედეთიც კი(თურქეთზე ღირებული, მაგრამ ჩვენნაირი ტრენერით) მსგავსი თამაშით პირშიჩალაგამოვლებული დატოვა ჩვენზე სუსტმა (ჩვენი ნახევარი ღირებულება) კოსოვომ. ეს ყოველივე იმდენად თვალშისაცემია, რომ გეფიცებით ვერ ვიჯერებდი, ამდენი დიდ ფეხბურთნათამაშები ხალხი ასე იოლად გაატანდა ქარს ძლივს აკოწიწებულ ჩვენს სამუნდიალო იმედებს.მეთქი ამათ რაღაც ისეთი იციან, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ალბათ შიგნიდან და ტრენერის წარმოსახვებიდან რაღაცა იხარშება! თქვენც არ მომიკვდეთ, მე-17 საუკუნის ქართლის ცხოვრება გეგონებოდა, ისე გადაგვიარეს ოსმალებმა, გაგვაპარტახეს რასაც ქვია. თბილისში ხომ მშვიდობაა, იანიჩარები ხომ არ გამოჩნდნენ რუსთაველზე? ვაი, რომ სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ამ მატჩის განხილვასაც არანაირი აზრი არა აქვს. ფეხბურთი არც ამჯერად გვითამაშია.
ამატაკი
ამ მატჩამდე ღმერთმანი თავს ვიკავებდი კრიტიკისაგან და სხვასაც თავშეკავებას მოვუწოდებდი, მაგრამ ეხლა ყოველივე გაცხადდა. ბატონებო ნაკრებიდან, მერამდენე მატჩია 4 მცველით რომ ითამაშეთ? გაგვახსენეთ აბა რომელი მათგანი იყო ძლიერ ნაკრებებთან რომ ითამაშეთ და შედეგი მიიღეთ? დავანებოთ ესპანეთებს თავი, აგერ თურქეთთან გვქონდა ორივენაირად ნათამაშები: 3 ცენტრ. მცველით ევროზე და სულ ახლახანს 4 მცველით თბილისში. მერე მართალია თბილისში გადააწყეთ, თორემ არც აქ აგვცდებოდა განადგურება. ნათქვამია: ბრძენი- სხვის შეცდომებზე სწავლობს,ჭკვიანი - თავისას აღარ გაიმეორებს, ხოლო სულელი - აუცილებლად იგივე შეცდომას მიაწვება ჯიუტად,თან რომ არ აღიარებს არაფრისდიდებით. თქვე დალოცვილებო ვის, რომელს მოგივიდათ თავში ამ შემადგენლობით გადამწყვეტი მატჩის 4-3-3 ით თამაში. ამას გულშემატკივარიც კი ვხდებოდით, რომ ანზორი და ქოჩორა ცენტრში ბურთს ვერ გააკონტროლებდა ჩალხანოღლუ-გიულერი-ილდიზის გადამკიდე. რა ძნელი გასარკვევი იყო, რომ თურქები ცენტრს წაიღ ებდნენ და შესაბამისად წინა ხაზი დაგვრჩებოდა მოწყვეტილი თამაშს, ხოლო რაგინდ დაცვა პრესინგზე ბოლოსდაბოლოს აუცილებლად გატყდებოდა. ჩვენზე ძლიერი შვედეთიც კი(თურქეთზე ღირებული, მაგრამ ჩვენნაირი ტრენერით) მსგავსი თამაშით პირშიჩალაგამოვლებული დატოვა ჩვენზე სუსტმა (ჩვენი ნახევარი ღირებულება) კოსოვომ. ეს ყოველივე იმდენად თვალშისაცემია, რომ გეფიცებით ვერ ვიჯერებდი, ამდენი დიდ ფეხბურთნათამაშები ხალხი ასე იოლად გაატანდა ქარს ძლივს აკოწიწებულ ჩვენს სამუნდიალო იმედებს.მეთქი ამათ რაღაც ისეთი იციან, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ალბათ შიგნიდან და ტრენერის წარმოსახვებიდან რაღაცა იხარშება! თქვენც არ მომიკვდეთ, მე-17 საუკუნის ქართლის ცხოვრება გეგონებოდა, ისე გადაგვიარეს ოსმალებმა, გაგვაპარტახეს რასაც ქვია. თბილისში ხომ მშვიდობაა, იანიჩარები ხომ არ გამოჩნდნენ რუსთაველზე? ვაი, რომ სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ამ მატჩის განხილვასაც არანაირი აზრი არა აქვს. ფეხბურთი არც ამჯერად გვითამაშია.
Lelo
Ბავშვთა ფეხბურთი იქ მომუშავე მწვრთნელები კიდევ მეტად მისახედია ბევრი კეთდება ამ კუთხით მაგრამ მეტია საჭირო, ასევე ასაკობრივი ნაკრებები მაგალითად როგორც სვანაძე ათამაშებს 21 წლტანებს როგორ ტაკტიკებსაც იყენებს ისეთივე ტაკტიკნბით ითამაშოს ყველა ასაკობრივმა და ეროვნულმაც რადგან მერე ფეხბურთელებისთვის უცხო არ იყოს ამა თუ იმ ნაკრებში თამაშისას ის ფილოსოფია. Სანაძე მაგალითად ფლანგებს მოედნის ცენტრსა აქტიურად იყენებს და ხშირად შედეგებსაც დებს. Ამ მეთოდებს ბევრ საფეხბურთო ქვეყნებში იყენებენ.
Lelo
Ბავშვთა ფეხბურთი იქ მომუშავე მწვრთნელები ასევე ასაკობრივი ნაკრებ
gzp
შემტევი, შემტევიო და ასე იცის... დეეშვით მიწაზე! კუთხურების მაგივრად პენალტი რომ დაერტყათ მეთი შანსი იყო აეღო მეკარეს. ნუ აძაგებთ ფეხბურთელებს, გუნდურად დღეს ეგ არის მაგათი დონე. საკუთარ პროფესიებში ხართ ვინმე ტოპ კლასის?
Ეგ არის სარკე
Როცა არც სრულფასოვანი ანალიზი კეთდება მატჩების სპეციალისტების მიერ არც სატელევიზიო გადაცემები, ფეხბურთი დღეს ძალიან წინ მიდის და რომელიმე დეტალი თუ გამოქჩა მწარედ ისჯება ესა თუ ის გუნდი, პატარ პატარა წრვილმანებისგან შედგება ფეხბურთი ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმული, საქართველოს ნაკრებში რაც გარედან ჩანს ცვლილებები საჭიროა როგორც სამწვრთნელო შტაბში ისე ფეხბურთელებში, სელექცია უნდა გაგრძელდეს, წამსვლელი უნდა წავიდეს, საქართველოს ნაკრები საჭიროებს ისეთ მწრთელს რომელიც სულ მუშაობის და სიახლის ძიებაში იქნება სანამ გუნდს არ ექნება თავის თავზე მორგებული, ფეხბურთელებზე გათვლილი სათამაშო 2 3 სტრატეგიული გეგმა. Თორემ სხვანაირად ხან თურქეთი ხან ხორვატია ხან შვედეთი დაგვიშვებს ხოლმე მიწაზე და აწეულ თამასას გავანიავნბთ, ამ ნაკრებების დონეზე რო წავიდეთ ჯურ კიდევ არის შანსი სწორი მოქმედებებისა საჭირო რაც შეიძლება სწრაფად.
ჰო კიდე
ხიზანა გააყოლეთ სანიოლს, არ გვჭირდება ნირწამხდარი, უხეირო ძველი ნაკრების აურა შემოქონდეს ახლანდელ ნაკრებში.
რაგბის ფანს
თურქები ცხვრები თუ არიან და ჩვენები ლომები, რაღაც აგრევია შენ
რაგბის ფანი
ცნობილი ანდაზა: ლომების გუნდს ცხვრის მეთაურობით ყოველთვის დაამარცხებს ცხვრების გუნდი ლომის მეთაურობით.
სანიოლის დეიდაშვილი
ყველა უბედურებების გარდა, 2-3 მოთამაშის გამოკლებით ყველა ძალიან სუსტები არიან ფიზიკერად და არა ათლეტურები (დაბლები) რაც თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი ფაქტორია.
ალფა
გასაგებია, გვქონდა სანიოლის ხელში კაი დროება, მაგრამ ეს უფრო წამოსული თაობის დამსახურებაა, რომელიც წინა თაობებთან შედარებით პროფესიონალურად უდგება საქმეს. სანიოლმა ამოწურა თავი ამ ნაკრებში, ზედიზედ მეორედ ჩავრჩით ჯგუფში, რაღა უნდა დაშავდეს მეტი. დროა ცვლილებებზე ვიფიქროთ და ვინმე გაქნილი ესპანელი სპეციალისტი მოვიწვიოთ, კარგი ეპოქაა ასე თუ ისე კადრების მხრივ და შეუსრულებელი მისია არ უნდა იყოს ძლიერი (სასურველია ახალგაზრდა) მწვრთნელის მოწვევა.
სპორტი
საქართველოს ნაკრების პრობლემა გულშემატკივარია. რეალურად გულშემატკივარი რომ ყავდეს ნაკრებს, დღეს არც ასეთი ფედერაცია ეყოლებოდა ფეხბურთს და არც ასეთი სამწვრთნელო შტაბი.
რაგბის ფანი
მე არ ვარ მადლობელი
ზ.მ.
ვილი სანიოლი,ძლიერი მწვრთნელია,მაგრამ, რომ არ აძლევენ მუშაობის საშუალებას დამოუკიდებლად,ჩამოაშორეთ გუნდის მწვრთნელობა,ხიზანიშვილი,იაშვილის,კობიაშვილი და გუნდი გეყოლება ეროვნული.კარგი ფეხბურთელები იყვნენ ,მაგრამ მწვრთნელები ვერ არიან,ვერც ერთი,ფედერაციაში,აკეთონ თავიანთი საქმე ფედერაციაში,და ნუ უშლიან ხელს მწვრთნელსძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაში...
გოგა
რატომ გგონიათ მწვრთნელის შეცვლა შედეგს დადებს გაუგებარია,დალოცვილებო ვიღაც კაპაძე ალბათ ოჯახის წევრები რომ ცნობდნენ მხოლოდ იმან გაიყვანა გუნდი მსოფლიოზე,საქმე მწვრთნელში კი არა სისტემაშია გალა უპრობლემოდ უგებს ლივერპულს ხოლო ჩვენი ჩემპიონი ჭ- კლასის ლევადიასთან ვარდება აი აქ არის თავი და თავი შეცდომების,ახალკაცი თურქულ გუნდებთან სპარინგს უკადრისობდა რადგან დინამოს 3ბურთიანი ფორა რომ მიეცა ნებისმიერი თურქული კლუბისთვის მაინც მოუგებდა ხოლო დღეს მაქსიმუმ 2-3ადამიანით გვინდა მსოფლიოზე გასვლა და კატეგორიულად ვთხოვთ მწვრთნელს მოუგოს თურქებს ორივე თამაში ესპანეთთან 3ქულა მაინც ავიღოთ ხოლო დანარჩენებს 7და8 ბურთიანი სხვაობით მოუგოთ ხოლო ეს ვინ უნდა გააკეთოს მაგას არ ვფიქრობთ,არ არის ხვიჩა მარადონა რომ მარტომ მოუგოს მოწინააღმდეგეს არც დაცვაში გვყავს ჩივაძეები და ნესტები,ხოლო მთელი თურქეთის ნაკრები უმაღლესი დონის გუნდებში თამაშობენ და ყოველწლიურად ლიგაზე ყავთ გუნდები ხოლო ჩვენ კონფერენს ლიგა საოცნებო გაგვიხდა რომელიც საიუზის პერიოდის ლიგებს რო შეადარო ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირის არათუ უმაღლეს და პირველ ლიგას არამედ მეორე ლიგას ჩამოუვარდება,ამით იმის თქმა მინდა სანამ ჩვენი ჩემპიონატის დონე ალბანეთისას მაინც არ დაეწევა ვიქნებით სულ ასეთ ოცნებებში და ხან სანიოლს ხან წვიმას და ხან ქარბორბალას დავაბრალებთ ამ სამარცხვინო მხოლოდ შედეგს კი არა თამაშსაც,ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს მსუყე თანხები მოიწვიო უცხოელი განსაკუთრებით ესპანელი სპეციალისტები და სისტემა გამართო სადაც მხოლოდ ხვიჩაზე კი არ იქნები დამოკიდებული არამედ აგერ როგორც ესპანეთის ნაკრებია მესამე სასტავიც კი უპრობლემოდ უგებს ამ ჩვენ ცადაყვანილ ((ვარსკვლავებს))
სიმართლე
თავს ზევით ძალა არ არის..ყაზაიშვილი დააბრუნეთ ნაკრებში
ვილის ბიძაშვილი
დაგვაბრუნეთ D ლიგაში. ნერვებს მაინც გავუფრხილდებით,. თუმცა უკვე მეეჭვება ყაზახეთს მიუგებთ თუ არა
რაგბის ფანი
სანიოლ სანიოლ სანიოლ... სანამ სანიოლი იქნება მწვრთნელი და 4-3-3 ითამაშებს, მანამ აღარ ვაპირებ ნაკრების თამაშების ყურებას.
გიორგი
აქ მცოდნე ხალხი აკომენტარებს, შეიძლება ბევრი ახალგაზრდაც და ბავშვიც, თუმცა ყველა ისეთია ფეხბურთი რომ უყვარს. შესაბამისად ღირს აზრის გამოთქმა მოკლედ მეგობრებო, თამაშში ზოგი იგებს და ზოგი აგებს. ძლიერები უფრო ხშირად იგებენ, საშუალოები ხან იგებენ და ხან აგებემ, სუსტები უმეტესად აგებენ და ხანდახან იგებენ. ჩვენ სუსტების ჯგუფში ვიყავით სულ რაღაც 5 წლის წინ და მანამდეც კარგა ხანი, მაგრამ ახლა დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული. თუ თურქეთთან ფინალის ტოლ მატჩში წავაგეთ ეგ ტრაგედია არაა, არც ჩვენს უვარგისობაზე მეტყველებს. არც ანგარიშია ტრაგედია. გაგახსენებთ თუნდაც წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ფინალს და დამეთანხმებით, რომ იმ თამაშით წაგებული არავის ჩამოუწერია არც ფეხბურთიდან და არც გრანდობიდან. ახლა რომ იმედით ვუყურებდით ამ თამაშს ცოტა ხნის წინ ეს იმედი შესარჩევის დაწყებამდეც კი არ გვექნებოდა. რეალობაზე თვალის გასწორება ჯობია ყოველთვის. რეალობა კი ისეთია, რომ კიდევ გვინდა მინიმუმ 20 კაცი ტოპ ლიგებში. იქედან ზოგი ითამაშებს, ზოგს ტრამვა ექნება, ზოგიც სკამზე იქნება, მაგრამ საბოლოოდ 11 ამოირჩევა. ამასწინათ ჩემი 9 წლის ბავშვი მეუბნება, რა მაგარია ახლა რომ დავიბადე, რა მაგარი ბიჭები გვყავსო და ეს არის მთავარი. ამ ბიჭებს, ვინც ეს განცდა გააჩინა, კიდევ უნდა მიემატონ სხვებიც და მოგებებიც მოვა, უფრო მეტი და უფრო სტაბილურად. პ.ს სანიოლს მადლობა უნდა ვუთხრათ და ამ ციკლის შემდეგ დავემშვიდობოთ. მგონია, რომ თავად იზავს ამას, ღირსეული კაცი ჩანს.
BGE
კაშიას უნდა მიყვეს კაკაბაძეც. ასევე კიტეიშვილიც, ორივე ასაკშია, კაკაბაძის ბრალია ორი გოლი. კიტეც ვეღარ დარბის სწრაფად, ძირითადად უკან აკეთებს პასს და ვერ მიდის გამწვავებაზე. სანიოლი და მაგის ჩამომყვანები ჯერ კიდევ ევრომდე იყვნენ გასაშვები. ნაკრების წარმატების რეცეპტი: მეტი სირბილი, პრესინგი მეტოქის ნახევარზე, დაცვის ხაზის დალაგება. არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც კაშია-კაკაბაძეზე მეტ შეცდომებს ნაღდად არ დაუშვებენ. სანიოლი და ფედერაცია გასაშვებია.
ვახო
ახლა ნახეთ კლუბებში გაიგიჟებენ თავებს!
Გიო
Არ მიყვარს კომენტარები მაგრამ რაც ერდოღანმა გააკეთა უტაქტობაა ვერ მოვითმინე არ დამეწერა არაუშავს კიდევ შევხვდებით სანიოლის კაკაბაძის და ანზორის გარეშე
რუხი კარდინალი დვალიშვილი
საქართველოს ნაკრები მითხარით ჯერ და მერე იქ ბალასტები. კორუფცია და ნეფოტიზმი რომ იქნება ამ რეიტინგის გუნდში კიდევ რაზე გვაქს პრეტენზია?
Გიო
Გადადექი და ანზორი მომიკითხე არ შეიძლება ყველა თამაშს კაცნაკლული იწყებდე ასეთი შემადგენლობა პატივია და უნდა გამოეყენებინა ჩვენს ლეგენდებს არ ღირსების ასეთი ნაკრები და სამწუხაროა რომ შენს ხელში ვხედავ მიუხედავად იმისა რომ ბავარიის გულშემატკივარი ვარ იქაც და ყველაზე სამწუხაროდ აქაც ნოლი ხარ წადი სირცხვილია
დდდ
კონტე სჯობს, - შედეგს იმ შემადგენლობით დებს, ვინც ჰყავს, რადგან ყველას შესაძლებლობა იცის და მათგან მაქსიმუმს წურავს სწორი მუშაობით... სხვათაშორის, იმ თანხით, რომლსაც ყოელწლიურად ყარაულის თოფში ვტენით და ჰაერში ვისვრით, არათუ კონტესა და სპალეტის, არამედ მსოფლიოს ტოპ 10 მწვრთნელის ერთდროულად დაქირავებას შევძლებთ მათი სამწვრთნელო შტაბებისა და ასისტენტები ჩათვლით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ რამაზ სვანაძეც სანატრელი გვყავს, რომელიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, შედეგს ასევე იმ შემადგენლობით აღწევს, რომელიც მის ხელთაა და თანაც ამას შემადგენლობის მუდმივი ცვლილების პირობებში ახერხებს...
ჯანო
ამოწურა სანიოლმა მართლაც და დროა გადადგეს. ამ თაობას მართლა შეუძლია უკეთესი ფეხბურთი და უფრო ძლიერი და გამოცდილი მწვრთნელი დაგხატავდა.
კახა
თამაშამდე ვთქვი რომ კაშიას და დვალის ორივეს მოხსნა თამაშიდან არ შეიძლებოდა. ლოჩო და გოგლიჩიძე არ არიან გამოცდილები და შეთამაშებულები.
Achi
Es federacia tavisi bandit Unda wavides chemo dzmao Kiara bichebs saxeze aweriat ukve ro yelshiaqvt es marionetebi amosuli da ujigrod tamashoben imitom rom gaushvan es vitom mwvrtnelebida vitom tanashemceebi esaris simartle
Lelo
Პრობლემა დაიწყო მწრთნელისგან ალბანეთთან თბილისში მოსაგები თამაში გაიხსენეს ხოდა ახლა უკვე ფეხბურთელებს გადაედოთ ეს ყველაფერი ცოტა ცხვირ აწეულები იყვნენ ამ ბოლოს, ჯერ პირველ რიგში მწვრთნელები უნდა შეიცვალოს უნდა მოიძებნოს მწვრთნელი რომელიც პირველ რიგში ფეხბურთელებს მოედანზე ერთმანეთთან დააკავშირებს სათამაშო რგოლებს ვგულისხმობ, არავითარი 5 ან 4 მცველი აქ არაფერ შუაშია საქართველოს ნაკრები დაცვიდან ვერ ითამაშებს კატენაჩოს, აქ უბრალოა ბალანსის დაცვაა საჭირო საქართველოს ნაკრები უბურთოდ არის საცოდავი ნაკრები, ახალი მწრთელი სწორედ ბურთზე უნდა აკეთებდეს აქცენტს სხვანაირად საქართველო ვერ ითამაშებს, გუნდში სადაც ლივერპულის, პსჟ ეს, ვილიარეალის, სპორტინგის, ჰამბურგის, ასევე საფრანგეთის მეცის, ან თუნდაც შტურმის ფეხბურთელები თამაშობენ თუნდაც თურქეთთან ასე უშანსოდ 2 თამაშს არ უნდა აგებდეს, კიდევ ვიძახი მთავარი პრობლემა მწვრთნელია. Ქართველი მწრთელებიდან ამათი წამალი ცხადაძე მისი ნაკრები მაშინ ბევრად სუსტი ფეხბურთელებით შედგებოდა მაგრამ ბურთზე კონტროლს თვით გერმანიის ნაკრებთან ახერხებდა და რაც მთავარია გუნდი თამაშიდან თამაშს უმატებდა ვისაც კარგად გახსოვთ.
კახა
ვილი სანიოლს მადლობელი ვართ მთელი ერი მარა, დროა წავიდეს. ისე ჩანს რომ თამაში გარდატეხვა არ შეუძლია, ცვლილებებს ყოველთვის აგვიანებს.
ასეა
წადი და დაიძინე,ფედერაციის შაურიანი ტროლები რომ ხართ არ გიტყდებათ?
Saniols
თუ ნამუსი მაინც შეგრჩა ხვალვე გააკეთე გადადგომაზე განაცხადი.
Გიო
Ველოდები რომ სანიოლი გადადგება
ვაი გულშემატკივარს
დამშვიდდით. ნუ გიყვართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა, ნაცვლად ანალიზისა. პირველი ტაიმი რომ უშანსოდ წავაგეთ, მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაანალიზოთ მწვრთნელის შეცდომა რა იყო და რა ფეხბურთელთა კლასის ბრალი. სხვა მხრივ არ მესმის არც დიდი მოლოდინის შექმნა, თურქეთს რომ უნდა მოვუგოთ თითქოს და არც ფეხბურთელების ასე ლანძღვა. რაც შეეძლოთ გააკეთს, ირბინეს მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. მაჯვენა ფლანგზე ილდიზმა დაჩაგრა კაკაბაძე. მანდ შეიძლება სანიოლის შეცდომაზე საუბარი, მარცხნივ რომ აზაროვი ყოფილიყო და მაჯვნივ გოჩო. კიდევ სტანდარტულზე ორ მეტრიან კაცს რატომ იყვანდა კიტეიშვილი ეგეც გაუგებარია, ორი გოლი მივიღეთ ორი კუთხურიდან. ეს ყველაფერი გასაანალიზებელია, თუნდაც მწვრთნელის პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ მაგრამ ფეხბურთელების რატომ ლანძღავთ. რა შეეძლოთ და არ გააკეთეს?
კიგანი
მანდრაᲟიᲗ მოᲗამაᲨენი.....
გიო
თურქმენი ან ტაჯიკი გულშემატკივარი,რომ ვიყო ვიტყოდი,რომ თავს ზემოდ ძალაა არაა და ბევრს არაფერს მოვითხოვდი ფეხბურთელებისგან.მაგრამ ქართველი რომ ვარ და თავის დროზე "დინამო"-"ლივერპული"-ს მატჩის ბილეთებისთვის ღამე რომ ვათიე უამრავ ქართველთან ერთად და "დინამო"-ს საოცარი გამარჯვების მომსწრე გავხდი.როცა ახალკაცი კატეგორიული წინააღმდეგი იყო "დინამო"-ს თურქეთში ტურნეს ჩატარებისა.როგორ შევეგუო ამ სამარცხვინო ორ მატჩს.გული გაგლეჯვაზე მაქვს.
ფონიჭალის საგარეო საქმეთა მინისტრი
აცალეთ სანიოლს, ჯერ სწავლობს ეგ კაცი, თანაც საშა და თენგო გვაკლდა დაცვაში.
ოთო
ნაკრებში დავითაშვილს და ლოჩოშვილს რომ იძახებ იქ დასრულებულია შედეგზე ფიქრი.ისე საეჭვო ქმწდებებით გამორჩევა ზოგიერთი ფეხბურთელი და ამაზე ჟურნალისტები რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას? იყო თამაშები სადაც ფეხბურთელების ანგარიშები სოლიდურად შეივსო
გოგი
რა ცოდოა კვარა ასეთ გაუგებარ და უნიჭო გუნდში. მითუმეტეს ამ ჯოგის კაპიტნად. მისი აქციება ალბათ ძაან დაეცა
ზაალ თოლორდავა
1.ესპანეთის შემდეგ გუნდი ვერ განეწყო უკეთესი შემართებით"0". 2.პირველ და მეორე გოლებს შემდეგ გუნდი ვერაფრით,მოვიდა აზრზე,თანდათან გატყდა. 3.როცა ფეხბურთელი ბურთს ვერ ღებულობ,ვერ ამუშავებ,ნორმალურ პასს ვერ იძლევი,პრობლემა გაქვს(გვარებს აღარ ვიტყვი) 4.მწვრთნელმა ვერ გამოავლინა ვერავითარი ტაქტიკური უნარები,სტრატეგია არ ჰქონია. 5.ვილის მადლობა და ფედერაცია უნდა გადადგეს სრულად,საკლუბო ფეხბურთს უნდა მიხედვა!
912
ალბათ ჯობდა ლუზერების ლიგა არ მოეგონებინათ რომ შემოვლითი გზებით არ გავსულიყავით ევროპაზე და რეალურ ჯგუფში, ჩვენი რეალური ძალა გვეცოდინებოდა ტრადიციულად ბოლოდან მეორე
ელიასი
ქრონიკული ლუზერების საფირმო ფორმულას "ხან მოვიგებთ და ხან წავაგებთ, რა ვქნათ, ასეა ეს ამ ქვეყანაზე" ჩვენმა საამაყო ფეხბურთელებმა საფუძვლიანი ტრანსფორმაცია ჩაუტარეს, რის შედეგად გამოაფინეს: "ხან წავაგებთ და ხანაც სამარცხვინოდ დავმარცხდებით და ცხვირით წუმპეში ჩავერჭობით; რა ვქნათ, ასე მამაძაღლურადაა მოწყობილი ეს ოხერი სამყარო, ე-ე-ე-ეჰ-ჰ-ჰ-ჰ-ჰ-ჰ-ჰ". ანუ წაგება მხოლოდ მაშინ უტოლდება მარცხსო, როცა იგი გულისამრევად ყარსო. მთელს ენერგიას წინასამატჩო ვოკალურ მცდელობებს რომ შეალევ, მერე მოედანზე ოხრვის, ხვენეშისა და ხელების ფართოდ გაშლის გარდა სხვა რამის კეთების შესაძლებლობა გექნება ვითომ? ჰოდა, მოვიწვიოთ ხვალ ტაილანდი, ტაილანდი, ტაილანდი ჩქარა, სანამ იმ საცოდავებმაც არ ისწავლეს ცოტათი მაინც თამაში და აქ უკვე დროშები, დროშები, დროშები ჩქარა და გერმანული ავტობუსის სახურავზე ჩვენი გმირი ვაჟკაცების ცეცხლოვანი ცეკვა-თამაში!!! აუ, ფარერის კუნძულელი მეთევზეები და ფოსტალიონები რატომ გამოიყურებიან ჩვენზე გაცილებით ღირსეულად, ხომ არ იცით შემთხვევით ვინმემ? რეიზა ვითომ? ამიტომაც, დიდება ბელოგრუზიას!!! აბა, ტროლნო ბუჩქებში ჩაფლულ-ჩამალულნო, გამოძვერით, დაქოქეთ რუსული ბენზინით გამართული მოტოსახედრები, წინ, წინ და წინ გადასაჩეხისკენ!.. და კიდევ, დიდება საჩინო ბარათაშვილის ფანებს, ერთ კაი წიხლს რომ გითავაზებენ ჯანდაბაში თავით გადასაშვებად!!!
Levani
ისე რა ჭირთ ფეხბურთელებს ბურთს რო ვერ აჩერებენ? გეგონება ღამის სამ საათზე გააღვიძეს და პირდაპირ ლოგინიდან გააგდეს სტადიონზეო. ერთი კვირა ალიკანტეში მარტო ფიფას თამაშობდნენ თუ ტეკილას სვამდნენ ნეტავ

ჯოგი კვარაცხელიას კაპიტნობით…
იასონა
სამწვრთნელო შტაბი დასათხოვია ამას დიდიხანია ვიძახი, თამაში ვის არ წაუგია მაგრამ საქმე იმაშია რომ არ ჩანს არაფერი ტაქტიკური და არანაერი სხვა რამე რომელიც ფეხბურთს ამშვენებს პირიქით ვინც რამე იცის ისენიც დააბნიეს დროა სანიოლი და მისი შტაბი სხვა საქმით დაკავდნენ ეს ოკვე სირცხვილია. საქართველოს წარმატებები
რაგბის ფანი
ამ სვეტიცხივლობას სანიოლმა რა მწუხარება გაგვიჩალიჩა!
დავით
მე მაინც მგონია რომ რეგრესი დაიწყო მაშინ როცა 24 გუნდიან ევროზე მე16 ადგილზე გასულ გუნდს საჩემპიონო დახვედრა მოვუწყეთ, დავაყარეთ დოლარები და მანქანები. მანდ დამთავრდა ყველაფერი: დაიკარგა ღირსება და წამოვიდა ამპარტავნობა და ქართული მენტალური ეგოიზმი. ამასობაში ფეხბურთი ეროვნული სიყვარულის თამაშიდან გადაიქცა სტადიონზე სელფებისა და ფეხბურთის აზრზე არ მცოდნეების თავშეყრის ადგილად(არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სტადიონზე ვერ ხვდებოდა ნაღდი და სტაჟიანი გულშემატკივრების უმეტესი ნაწილი). დღეს დადასტურდა და გაფორმდა ეს ყველაფერი და აღმოვჩნდით იქ სადაც ალბათ არის ჩვენი ადგილი: სადღაც იქ რომლის უკან უკვე უფსკრულია. ვის არ წაუგია: მთავარია იბრძოლო, სული და გული ჩადო და პატივი სცე გულშემატკივარს. ამას ღირსება ჰქვია, რომელიც აღარ არის👎👎👎
Geo Acc Chart
სპორტია ძმაო უბრალოდ ქალები არიან
s
სანიოლი, სანიოლმა, სანიოლს,სანიოლის,სანიოლის,სანიოლის და კიდევ მთელი ფედერაციის და მისი პრეზიდენტის და ე.წ. პრეზიდენტის და იმის პატრონის ყველა პატრონი.....
ლევანი
სამწუხაროდ, რაც მოხდა მოსალოდნელი იყო, უფრო მეტიც, გარდაუვალი. როცა აკეთებ იმას, რაც ესპანეთთან გააკეთა, სამწვრთნელო სტაფმა მთლიანად, ეს აუცილებლად მოხდებოდა. ყველაზე ნაკლებად ფეხბურთელები არიან დამნაშავე, თუმცა მათაც ეტყობათ თავში ავარდნა. დანარჩენი მერე...
zura222-ს
სანიოლმა
ვოოტ
ალბათ, ბევრი თვლის, რომ პრობლემა მწვრთნელშია... ასეც რომ იყოს, პრობლემა მაინც ის უფრო უნდა იყოს, რომ მწვრთნელი არა შედეგის მიხედვით, არამედ კონტრაქტის ვადის ამოწურვის მიხედვით იცვლება და ეს მოცემულობა არასდროს იცვლება... ჩვენ მგელზე მიბარებული ცხვრის ფარა გვყავს იმის იმედად, რომ მგელი ცხვარს არ გაწირავს, რადგან ძალიან უყვარს ცხვარი...
ჭმაჭი
არა შეჯდა ჯორი ხესა არცა კიდე აქლემიოო.ყიზილბაშებმა ლოსისა და მონადირის ამბავი გამახსენეს
ზაზა
ყველანაირი სარკაზმის გარეშე, იქნებ ლუჩანო სპალეტის შევთავაზოთ მწვრთნელობა. არ მგონია იუაროს, იტალეიელია ბოლოს და ბოლოს დაცვის და საყრდენების აზრზე მოყვანა არ გაუჭირდება ასე მგონია. ტაქტიკურად მოაზროვნე კაცია, ხვიჩას იცნობს და ეგებ შესთავაზონ და ვინიცობაა გამოვიდეს. ვილი დიდი მადლობა და კარგად იყავი.
ქართველი
ზოგადად სამწვრთნელო გათვლებინისეთივე წარმატებულია ყველა პრინციპულ მატჩში როგორც დემირელის კუთხურზე კიტეიშვილის მეურვეობა(მინიმუმ 20 სმ სხვაობა იყო) მწვრთნელია აუცილებლად საპოვნი:) მაგრამ ეს არ ნიშნავს ფეხბურთელებს თავისი წილი პასუხისმგებლობა მოვხსნათ :) ყველა სტანდარტი სახიფათოა და ალბათ 30% გოლი გაგვდის, ეს ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე ყველაფერსბპანტაპუნტით კუთხურზე ყრიდნენ.

კობიაშვილზე არ გაბედოს ვინმემ ცუდი დაწეროს,არ ეხება საერთოდ კობიაშვილს ნაკრების წაგება,მხოლოდ მოგებაზე ესაუბრეთ.კობიაშვილი სტამბულის რესტორნებში სადილობს და ვახშმობს,თქვენ კი ხმელა პური ჭამეთ
ექსპერტი
კარგად ითამაშეს. მეორე ტაიმში განსაკუთრებით. ოფსაიდიდან გოლმა როგორც ესპანწთთსნ და ასევე აქ- აურია საქმე. ფრე უფრო კანონზომიერი იქნებოდა. არაუშავს. მომავალ 5-10 მსოფლიოზე გასვლის რეალური შანსი გვაქ. ეხლა ყ წლამ უზბეკეთს უგულშემატკივრეთ და კაპო ვერდეს
zura222
ნეტავ გამაგებინა რომელმა იდიოტმა დაავალა ყველაზე დაბალ კიტეიშვილს ლამის ორმეტრიანი დემირელის მეურვეობა სტანდარტულებზეე@@@
rona
საინტერესოა კიდე ვიტყვით აღმავლობის გზაზეა ჩვენი ფეხბირთიო.
ვახ
ეჰ..
სანიოლმა დვალიშვილი დაიხმარა ტაქტიკაში მგონი.
რა ქნას მექვქბიშვილმა? რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. შეუცვლელები არიან ნაკრებში ეს ბიჭი და სანიოლი.
ბანდა და სანიოლი უნდა წავიდეს
კარგი მწვრთნელი და კარგი ფედერაცია გვინდა ოდესმე, თუ ვეღირსებით უკვე აღარც მგონია
1
სამაგიეროდ ჩვენ ბიძინი გვყავს
რაგბის ფანი
სანიოლ, 4-3-3 ამოხვედი ყელში, საბედნიეროდ ამ ჩატში უხამსობა აკრძალულია.
Geo
Ibrdzoles da ver ibrdzoles… Asetia chveni done dxes ! Vili wadi saxlshi!
გია
სანიოლი, სანიოლი, სანიოლი!..
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება
თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
თურქეთი - საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის
კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 7 დეკემბერს დაიცავს
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თურქი გულშემატკივარი მათთვის წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაცია იქნება
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
"ფინალი საქართველოსთვის და ჩვეულებრივი მატჩი თურქეთისთვის" - რა ითქვა შეხვედრის წინ?
"მისი მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება" - იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცს რჩევა მისცა
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდომ" "მაიამი ჰიტი" დაამარცხა
"ფეხბურთში ამ წესს შევცვლიდი" - ოლექსანდრ ზინჩენკო
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
თურქეთი - საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის
თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას