მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე თურქეთთან ყველა კომპონენტში ძალიან დაიჯაბნა და 1:4 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებით კაშიას და დვალის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ლოჩოშვილი და დავითაშვილი დააყენა და შეგირდები მოედანზე 4-3-3 ტაქტიკური სქემით გაიყვანა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და იილდიზმა დააწინაურა, რომელიც კაკაბაძეს გაექცა. მსაჯმა თავიდან თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გოლი ჩათვალა. შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დემირალმა თავით მამარდაშვილის კარში მიუჩინა ადგილი და შუა პირველ ტაიმში მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და მეტოქის პრესინგის გადალახვას ვერ ახერხებდა, გრძელი გადაცემებით ცდილობდნენ წინ წაწევას, რაც უშედეგოდ სრულდებოდა, დაცვა შეცდომებს უშვებდა და ლოგიკურად მესამე გოლიც გავუშვით.

შესვენებაზე სანიოლმა მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა, თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და დემირალმა ისევ გაგვიტანა, ისევ კუთხურიდან ჩალჰანოღლუს ჩაწოდების შედეგად. მერე საქართველოს ნაკრებმა როგორც იქნა მოწინააღმდეგის ნახევარზე აიწია, ქოჩორაშვილმა ლამაზი გოლით ანგარიში შეამცირა, გაგნიძის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, კვარაცხელიამ მიზანს ვერ უწია, გოჩოლეიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა და უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა, მუნდიალზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს და ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - 15 ნოემბერს სახლში ესპანეთთან და 18 ნოემბერს გასვლაზე ბულგარეთთან.

მართალია, რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა უნდა ითქვას, წარმატებული ევროპირველობის შემდეგ ჩვენმა გუნდმა პროგრესის ნაცვლად რეგრესი განიცადა.

იზმითი. „ქოჯაელი“

თურქეთი - საქართველო 4:1

გოლები: 1:0 იილდიზი (14), 2:0 დემირალი (22), 3:0 აკგიუნი (35), 4:0 დემირალი (52), 4:1 ქოჩორაშვილი (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე 64), მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (ლობჟანიძე 71), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 46)

ფეხბურთის უნახავი ალბათ არა ხარ,მაგრამ გინდ ნანახი გქონდეს და გინდ არა,თუ მისი ფასი არ იცი,რა მნიშვნელობა აქვს?რაც საქართველო არსებობს,საქართველო დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასვლას ოცნებობდა და 30 წლის ოცნება აგვისრულეს,ეგეც არ იკმარეს,ჯგუფიდან გააღწიეს და ჩემპიონატის 5 ყველაზე სანახაობრივი მატჩიდან,სამი მატჩი,საქართველოს მონაწილეობით ჩატარდა.ამის ფასი კაპიკი რომ გგონია, მაგიტომ არ აქვს ფასი,შენგან ნახულ ფეხბურთს.კობიაშვილი და მუჯირი კი,ფიფას თუ უეფას სტრუქტურებში აირჩიეს,მათი მიღწევების გამო.სწორედ მაგათ ხელში ამოვიდა საქართველოს ნაკრები 128 დან,68 ადგილამდე,მსოფლიოს რეიტინგში,ააშენეს ამდენი სტადიონი,სათამაშო მინდორი,საწვრთნელი ბაზა და ფეხბურთის აკადემია.წინა მთავრობამ სტადიონები,სპორტის აკადემიადაანგრია და გაყიდა,ესენი დანგრეულს ხელახლა აშენებენ,რადგან სწორედ სტადიონი და მწვრთნელია,ფეხბურთის საფუძველი.საფუძველს ამაგრებენ და მერე,ამ სტადიონებზე,ამ მწვრთნელების მიერ გაზრდილი ფეხბურთელებიც გამოვლენ არენაზე და კიდევ უფრო წინ წავიწევთ.

საბა გოგლიჩიძემ ეს მატჩიც სრულად ითამაშა,საბა საზონოვი კი ჯერ ისევ ვერ თამაშობს.მაგ თამაშში ვინც ითამაშა,კაკაბაძე 30 წლისაც არ არის,სხვები კი,უფრო ახალგაზრდები არიან.ასაკს მნიშვნელობა არა აქვს,ვინცფორმაშია იმან უნდა ითამაშოს,მაგრამ ამ შემადგენლობაში,კრიტიკულთან მიახლოებული ასაკისაც კი არავინ გვყავდა და თქვენი მოსაზრება უსაფუძვლოა.რაც შეეხება,სტადიონზე სიარულს,მაგაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ,ქართული ფეხბურთისათვის,მაგრამ ამ ხალხს,მხოლოდ სხვების მიმართ პრეტენზიები აქვთ და თვითონ თითის გატოკებაც არ უნდათ.არ დადიან,არც ივლიან და არც მიზეზს დაიკლებენ.
ზაზა
ლივერპული-დინამო მახსოვს და მიტო მწყდება ორმაგად გულიო ვინც წერს მის გასაგონად დიახ ის დინამოც საქართველოს ნაკრები იყო ოღონდ მათ არახასიათებდათ ურაპატრიოტიზმი და ბაქი ბუქი უბრალოდ ფეხბურთის ვირტუოზები იყვნენ და ამათი შედარება იმ დიდ გუნდთან უბრალოდ უხერხულია ყოველ შაბათ-კვირას საქართველოს დედაქალაქში ფეხბურთის ზეიმი იყო ხალხი ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩადიოდა რომ ამ ზეიმს დასწრებოდა ყიფიანი,გუცაევი,შენგელია,დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე,სულაქველიძე,ჩივაძე, ხინჩაგაშვილი,კოსტავა,ხიზანიშვილი გაბელია.ნებისმიერ ევროპულ გრანდში ითამაშებდენ უმაღლეს დონეზე.ხოდა ეს გუნდი მინიმუმ თბილისში თურქებსაც მოუგებდა და სანიოლის ნაქებ ესპანეთსაც ზედ დააყოლებდა დესერტად.დღესრო ვიღაცვიღაცეები პრესინგითდა ბურთის გორებით გვაშინებენ.არც პრესინგი ეშლებოდათ და არც ბურთის დაჭერა(დამალვა) მეტოქისთვის.აფსუს რადროს დადგა.
ეგრეა
მინდა ყველას მოგმართოთ,მე ვარ უბრალო გულშემატკივარი ,ეს არის ჩვენი ნაკრები და ჩვენი სამშობლოს ნაკრები, ყველა ჩვენს ბიჭებს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებებს, რაც შეეხება თამაშს წაგება და მოგება ერთად მიდიან, მინდა შემოგთავაზოთ ჩემი აზრი , ახალი ფეხბურთელები უნდა დავამატოთ, დაცვის ხაზი გავაძლიეროთ,საზონოვი, გოგლიჩიძე, კიდევ დავამატებ გაძლიერება უნდა გაკეთდეს ნახევარ დაცვა თავდასხმა ახალგაზრდა ფეხბურთელებით,მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის დინამოს აკადემიას, კარგი საქმეს აკეთებენ, ახლა გამოვთქმავ ჩემს აზრს სანიოლზე, უნდა დარჩეს, იმიტომ რომ შეისწავლა ჩვენი მენტალიტეტი, მეგობრებო უეფა იწყებს რეორგანიზაციას ფეხბურთის და მე მგონი ეს კარგია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, ეხლა მინდა ვთქვა საკლუბო ფეხბურთზე, მეგობრებო უნდა წავიდეთ სტადიონებზე შევხედოთ ავსტრიას, შვეიცარიას, შოტლანდიას, ეგრევე რომ მივალთ იძულებული იქნებიან კარგად ითამაშონ,ახლა ნაკრებზე წააგო თუ მოიგო ეს ჩემი ნაკრებია ,ეს ჩვენი ბიჭები არიან,ეს ჩვენი საქართველოა ჩვენი სამშობლო , მიყვარს ჩემი ნაკრები და მიყვარს ჩემი ქვეყანა, გისურვებთ თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას და გამრავლებას ეს აუცილებელია ცოტა ვართ და იმიტომ, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, მადლობა,
papai
26 მარტის მერე ვინც დაიწყო ფეხბურთის ყურება იმათ ვერაფერს გააგებინებ და აზიც არ აქვს.. ასე გონიათ რომ უმოტივაციო პორტუგალიას რახან ერთხელ მოვუგეთ მას შემდგომ ესპანეთს და გერმანიას მარტივად უნდა ვუგებდეთ, თან დარწმუნებულები არიან რომ მამარდა მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და კვარა საუკეთესო ფეხბურთელი.. ასე რომ არის აღმასვლა და არის ვარდნა, რაც ჩვენი დონის გუნდებს ბევრს განუცდია, იგივე სტოიჩკოვის ბულგარეთი ან ჰაჯის რუმინეთი.. თან ჩვენ კიდევ უფრო გაგვიმართლა ვიდრე გვეკუთვნოდა.. ასე რომ უჩემპიონატო, უინფრაქტრუქტურო და შეზღუდული მაღალი კლასის ფეხბურთელების არქონის გამო ბევრის იმედი არ უნდა გვქონდეს
Კეკე
Ქართველები სანამ არ ისწავლიან საკუთარი შესაძლებლობის და მოვლენების სწორად შეფასებას, სანამ ბაქიბუქობას,მარიაჟობა, მკვეხარობას და კლავიაურის რაინდობას არ მოვიშლით, მანამდე არც ნორმალური სახელმწიფო არ გვექნება და ვერც ფეხბურთში ვერ დავდებთ შედეგებს.
საჩინო
პრობლემა პირველი:შემადგენლობა.არ არის დღევანდელი იმ დონეზე კონკურენტუნარიანი,რომ ესპანეთისა და თურქეთის გუნდებს ტოლ-სწორად ეპაექროს.კლასში დიდი სხვაობაა.განსაკუთრებით ათლეტიზმში გვაქვს დიდი ჩამორჩენა,რაც იწვევს ორთაბრძოლიბის წაგებასაც,უზუსტო პასებსაც და ტექნიკურ ლაფსუსებსაც.პრობლემა მეორე:მწვრთნელი.კლასში ჩამორჩენას მწვრთნელის შეცდომებიც ემატება და ვღებულობთ მკვეთრად უარყოფით შედეგს.ჩემი აზრით კაკაბაძე აღარ არის დასაყენებელი.მის ადგილზე გოჩალეიშვილი და მარცხნივ აზაროვი უმჯობესი იქნებოდა.სამი პუჭურა ნახევარმცველი,არა თუ თურქეთის ,არამედ ალბანეთის ნაკრების ცენტრსაც ვერ დაძლევს(აკი ვერც დაძლია).ამ ფონზე ლომინაძის შემადგენლობიდან ამოგდება დიდ შეცდომად მიმაჩნია.დაბალი კლასის დროს, გუნდისთვის მისწრებაა კარგად დამუშავებული სტანდარტულები.ვაი,რომ აქაც ვერ ვვარგივართ,პირიქით,მოწინააღმდეგე ხეირობს.რაც შეეხება უშუალოდ თამაშს,როცა დაძაბულობა პიკს აღწევს,ამ დროს ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება დამღუპველად იმოქმედოს.ჩვენ კი ორი დავუშვით ზედიზედ და სასწორის ისარიც მკვეთრად გადაიხარა მეტოქის სასარგებლოდ.პირველი როცა მიქაუტაძემ პასი კვარაცხელიაზე არ გააკეთა(ის საერთოდ ნული იყო ბოლო თამაშებში)და მეორე როცა კაკაბაძეს ილდიზი გაეპარა და გაექცა.აქ გადაწყდა მატჩის ბედიც,თუმცა აბსურდული კიდევ ბევრი ვნახეთ,თუნდაც კიტეიშვილისა და მეტოქის ორმეტრიანი მცველის ორთაბრძოლები.ერთი სიტყვით არც კლასი ,არც მწვრთნელი და შედეგიც შესაბამისი.
გიგი
წადი სანიოლ და მიყევი კობიაშვილო შენც!
ნიკა
დავითაშვილს ნაკრებში რომ იძახებენ იქ შედეგზე საუბარი ზედმეტი.
სოსო
მგონი ამათ ცარიელ დინამოს სტადიონზე მოენატრათ თამაშები!
თბილისელი
კომენტარებს რომ კითხულობ,მაშინ ხვდები ადამიანი, რომ საქართველოს მოსახლეობა მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას. კაი ბატონო, საიტი სპორტის სამინისტრომ დააფინანსა ( თეას დროს) მაგრამ კომენტარებს რომ წერთ,თქვენ რა? შეიძლება მძღ...ში მყოფ სახელმწიფოს რაიმე დადებითი წინსვლა ჰქონდეს?ფიფიას სულ რომ აგინებთ,ამ ნაკრების 80% მანდ არის აღზრდილი. მომავალში კი უფრო უარესი იქნება, რადგან დღეს ახალგაზრდობის უმრავლესობა ისევ ჩაცუცქული ცხოვრების წესს დაუბრუნდა. შრომის და განათლების მაგივრად "ტიტუშკობა" ურჩევნია,გარშემო შევარდნაძის დროინდელი განუკითხაობა,ბიუჯეტის ტაციაობა და უწესრიგობა სუფევს. ყველას გაქცევაზე აქვს თვალი.დაასახელეთ ერთი სპორტის სახეობა სადაც მომავალში რაიმე პერსპექტივას ხედავთ.
ხვთისავარას
სადა ხარ ხვთისავარ, გაამართლე ჩვენი ნაკრები თორემ წალეკა უაზრო კომენტარებმა სტატია თუმცა რა აზრი აქვს ვირი გინდა ღობის იქით დააბი გინდა აქეთ რაცა გყავს ეგა გყავს და მორჩა
გენა
ჰოოო. რა გითხრა.
გენა
მწვრთნელი არაა პრობლემა ამ გუნდში. თვითონ ფეხბურთელების საშუალო კლასია პრობლემა. 3-4 კარგი ფეხბურთელია. დანარჩენები არაფერი. მექვაბიშვილით, კაკაბაძით, გერანიის მეორე ლიგის ლოჩოშვილით და იტალიაში სათადარიგო გოგლიჩიძით თურქეთს ვერ მოუგებ, რომელსაც გალათასარაის ძირითადის მოთამაშეები სკამზე უზის და იუვენტუსის ფეხბურთელებით გეთამაშება.
ჟორა
რა შუაშია მცველები??????..შემტევები აგვიანებენ პასებს!!!!!მცველი ჩააყენე კარებში მთელი გუნდი და ვერ გაუშვებ გოლს მაგრამ კონტრშეტევაზე რომ არ იცი თამაში ეგაა მთელი უბედურება!!
D . V.
ელემენტალური რამის ვერ დანახვა, რასაც უბრალო ქომაგი ხედავს,სანიოლის სისუსტეა. უნდა დაგვანებოს თავი !ბალკანელი დამრიგებელი უნდათ, რომელიც ბრძოლას ასწავლის.
ვოვა ქოჩლაძე
კარგია ღრუბლებიდან,რომ დაეპერტეთ, კიდევ უფრო უკვეთესი იქნება თუ არაფრის მთქმელ ყოყლოჩინობასა და ბაქი-ბუქს მორჩებით, ტვინი რომ წაიღეთ კვარას სუპერვასკვლავობით და ჟორჟის, ვითომ გოლების მანქანოით, სად იყვნენ ესპანეთთან და თურქეთან ხომ ვერ მეტყვით!! ან მამარდა რომ აუღებელი ციხე სიმაგრე გეგონად, კი ნახეთ რა უსუსური იყო გუშინ - სამ გოლს რომ კუთხურიდან გაუშვებ და არ გამოდიხარ კარიდან რომ ხელი შეუშალო შემტევს, რაზეა საუბარი...კიდევ, განტევების ვაცად კაშია რომ მონიშნეთ ყველამ და ყველა ცოდვა მას აჰკიდეთ, ხომ გამოჩნდა გუშინ დაცვის ახალი ხაზი რა დირკაცაა....მთავარი სუსტი წერტილი მე მაინც ნახევარდაცვა მგონია. ამოტანილ ბურთს ელემენტარურად რომ ვერშეინარჩუნებ, დაცვას ამოსუნთქვის და გადაწყობის საშუალება ჰქონდეს - კატასტროფაა...და საერთოდ ევროს შემდეგ თვალში საცემი რეგრესი გვაქვს, მარტო ბაქი-ბუქმა და კვარასგან მამარდასგან და ჟორჟისგან ქაღალდის ლომის შექმნამ არაფერი მოგვიტანა - ბოლოდან მეორე ადგილს ვერ ავცდით. დადექით ახლა და აქეთ და ადიდეთ კვარა ყველა ბრუნვაში, ხან სუპერვასკვლავად მოიხსენიეთ ხანაც ვასკვლავლათ ვასკლავად..... ხო!! კიდევ გულების გაგზავნა არ დაგავიწყდეთ...
გიორგი
ამ ფეხბურთელებმა შედეგი დადეს და ამიტომ შემიძლია ვთქვა რომ ჯამურად ასეთი ხარისხის ნაკრები არ გვყოლია. მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენს ტაქტიკას იოლად შიფრავენ და უკვე აღარაფერი გამოგვდის. 2 ციკლი ჩვაგდეთ. ფეხბურთელებს ვერ გამოვცვლით, ამიტომ მწვრთნელი უნდა გამოიცვალოს. სანიოლი ყოველთვის ფეხბურთელებს აბრალებს, ალბათ ფეხბურთელების ბრალიცაა, მაგრამ არ მგონია მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი იყოს. არ ვიცი უკეთესი შედეგის მოტანა თუ ვინმეს შეუძლია, მარგამ უკვე 2 ციკლი ჩავარდა. სანიოლი ჯიუტად ერთიდაიგივე ტაქტიკას იყენებს, რომელიც ფაქტია აღარ მუშაობს. მე მაინც მგონია, ამ ფეხბურთელების უკეთ გამოყენებაა შესაძლებელი.
სტალინი
წელიწადნახევრიანი ეიფორიის შემდეგ ციდან მიწაზე დავეშვით.კომენტარებში მართალია ის ვინც წერს რომ ნაკრებს პირველი ნომრით თამაში ძლიერ გუნდებთან არ შეუძლია. ევროზე წარმატებაც დაცვიდან თამაშმა მოგვიტანა. იმას დავამატებდი რომ ნორმალური სიძლიერის საკლუბო ფეხბურთის გარეშე შორს ვერ წავალთ.კი გვყავს 3-4 საშუალო ევროპული დონის მოთამაშე, მაგრამ სუსტი ჩემპიონატის გამო ნაკრებს სიღრმე და შევსება არა აქვს. ის ფეხბურთელები რაც გვყავს საბჭოთა საქართველოს დროინდელ ოსტატებთან მაინც ვერ მოვლენ, იმიტომ რომ საბჭოური ქართული საფეხბურთო სკოლა გასული საუკუნის 90-ბში ეკონომიკასთან ერთად დაინგრა და გაპარტახდა. ძმებ არველაძეებს და 90-ბის ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც ვერ ვუწოდებთ საბჭოთა სკოლის წარმომადგენლებს. ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც საბჭოთა სკოლა გაიარა, ითამაშა მაღალი დონის სსრკ ჩემპიონატში და მაშინდელ ევროტურნირებზე მაღალ დონეზე(მაგ. მაშინდელ გერმანიის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ ბრემენის ვერდერთან უეფას თასის მერვედფინალში) და შემდეგ ეს დონე შეინარჩუნა როგორც მოთამაშემ და დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს მოახმარა(მწვრთნელი სხვა განზომილებაა), არის თემური ქეცბაია
ლობოტკა
ერთხელ გაგვიმართლა და მთელი სამყაროს უხილავი თუ ხილული ძალები საჩვენოდ განეწყო :) ჩაიარა ამან და ვხედავთ მწარე რეალობას რომ საშუალოზე დაბალ დონის გუნდი ვართ სამწუხაროდ... შეცვლიან ადრე თუ ჰვიან ამ სანიოლსაც და შედეგი ისევ ისეთი იქნება. ერთა ლიგა რომ არა ვერც ევროპას ვითამაშებდით...
ვინმემ ააცალეთ ჭიქა!
მეტი არ დალიო, გეყოფა
რატო ხართ გაბრაზებულები:)
ვერ ვხდები რა არ მოგწონთ- 4:1 ანგარიში ანუ 41. ყაველაშვილიც ესწრებოდა. ან უნდა მოეგოთ ან წაეგოთ ან ანგარიშით:))
gzp
დევეძნეყვეთ! ფაქტია თურქეთი უფრო ძლიერი ნაკრებია როგორც ფურცელზე ისე მოედანზე. ჩვენი ნაკრები ერტ კონკრეტული თამაშისთვის შეიზლება განეწყოს მაგრამ ვერ ახერხებს მეტნაკლებათ ერთ დონეზე თამაშსს. არც სანიოლის ბრალია ეგ და არც კაშიასი. უბრალოდ დონე/კლასი არ არის საკმარისი. ნელ-ნელა ყველაფერი მოვა. ნუ აძაგებთ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს. ჯობდა იგივე ტაქტიკით ითამაშონ როგორც ევროპაზე, დაცვიდან კონტრშეტევებით.
ლუკა
საწყენი ისაა, რომ თურქეთის ამ ნაკრებთან თამაში შეიძლება, საჭირო იყო სწორი შემადგენლობა და შესაბამისი ტაქტიკა, ლოჩოშვილი ძალიან სუსტია, კაკაბაძეს რომ აყენებ ილდიზის წინააღმდეგ მინიმუმ დამზღვევი უნდა მიუჩინო, მონტელას დავალება აშკარად იყო რომ პასი მიეცათ ილდიზზე ზურგს უკან და პირველ ოც წუთში თუ არ მეშლება სამი ასეთი იყო, ორივე ბურთი თამაშიდან ამ მხრიდან გავიდა, ამ დროს სანიოლმა არაფერი გააკეთა, მექვაბიშვილი სუსტია ძალიან, რატომ აწია მაღლა ვერ გავიგე, გამანწვავებელ პასს ვერ აკეთებს, ნუ ბევრი იყო ასეთი, და ხუთმცველიანი ტაქტიკა უფრო სწორია როცა არ გყავს მაღალი დონის ცენტ მცველები, შეიძლება ამ გუნდით კარგი ფეხბურთის თამაში ახალი ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელი გვჭირდება, საკმარისად არის ასეთი დღეს ბაზარზე და უბრალოდ ფედერაციის სურვილია საჭირო
წარმოსახვაში მაინც
შემდეგ მატჩს ესპანეთს მოვუგებთ და ბულგარელები თურქებს. მერე ბოლო ტურში ჩვენ ბულგარელებს ამოვტენით და ესპანელები თურქებს. შესაბამისად გავალთ ფლეიოფში სადაც ორი მატჩიდან ერთი გვექნება გრანდთან(მაგ. იტალია). თავდადებით და ბოლომდე ბრძოლით ამ გრანდს დავტოვებთ მუნდიალს მიღმა. თან ახალი ფორმატით ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი გვექნება. რასაც ჩვენები გამოიყენებენ და დაწერენ ისტორიას.
ლაშა
ცდილობდა ერთია და რა გამოდიოდა მეორე! ფაფხურა ფხბურთელი როა იმიტოა სენტ ეტიენში!
მალხაზ ჯობავა
სადაც მსუყე თანხები იდება, იქ მთავრდება ქართველისთვის თამაშიც, თავგანწირვაც და საქმის ერთგულად კეთებაც.
მოტყვილება
მოტყუება და არა მოტყვილება 🤦♂️
ლაშას
გუშინ თუ ვინმეზე შეიძლება ოდნავ მაინც დადებითი არა და ნაკლებად გაკრიტიკდეს ეს დავითაშვილი იყო. ყველაზე მეტად ეგ ცდილობდა. დანარჩენები ნულს ქვემოთ იყვნენ.
აბა შენ გესმის ფეხბურთი
რა შუაშია მცველები??????..შემტევები აგვიანებენ პასებს!!!!!მცველი ჩააყენე კარებში მთელი გუნდი და ვერ გაუშვებ გოლს მაგრამ კონტრშეტევაზე რომ არ იცი თამაში ეგაა მთელი უბედურება!!
ჩემი აზრით
თამაშის მოგება გინდა და ნორმალური ცენტრალური მცველები არა გყავს და მარცხენა მცველს აყენებ,რომელიც თავით ცუდად თამაშობს.ორივე კუთხური ლოჩოშვილის გამო გავუშვით.აღარაფერს ვამბობ პოზიციურ შეცდომებზე.აღსანიშნავია ლიდერების კვარაცხელიას და მიქაუტაძის საშინელი თამაში.მიქაუტაძე ნული იყო მაგრამ რაც კვარამ მეორე ტაიმში აკეთა ნადვილად არ ეკადრება.გახსნილ ფეხბურთელს პასს არ აძლევ და სამი კაცის მოტყვილებას რომ ცდილობ სადაც შანსი არა გაქვს რანაირი ფეხბურთია.რაც შეეხება სანიოლის გაშვებას ჯერ უნდა მოიძებნოს კარგი შემცვლელი რომელსაც ღმერთმა იცის აზრზე მოსასვლელად რამდენი დრო დასჭირდება.აზერბაიჯანის მაგალითი სახეზე გვაქვს.ანდა დაინიშნოს ქართველი ისე რომ დრო მიეცეს.
ლაშა
მიქაუტაძეს რო გაიყვან ამოსაქაჩ თამაშში, ფაფხურა დავითაშვილი რო სასტავში გყავს, მაგაზე დიდი ზარალა და ფაფხურა ლობჟანიძე რო საერთოდ გამოძახებული გყავს და 4-1 ჩამორჩენილი, არც აზაროვი არც წიტა რო არ შემოგყავს ნაბიჭ@@@რი ხარ!!!! სანიოლს და მის თანაშემწეებს!
ზვიადი
ესენი იური ტაბატაძეს არ იმჩნევენ ხო? ანუ ბევრი გვყავს ეგეთი? რად არ იძახებენ? ხო კარგად არიან?
ლადო
სიმართლე ისაა, რომ თურქეთი საფეხბურთო ქვეყანად ჩამოყალიბდა, ჩვენ არა! რატო უნდა მოუგო, გუნდს, სადაც ფეხბურთით ცხოვრობენ, არა ჩვენსავით ალაგ ალაგ მშვიდობაში! ყოველ შაბათ კვირას, თავის კლუბს სტადიონიდან მხურვალედ ქომაგობენ და ნაკრებსაც ნახეთ როგორ საოცრად ედგნენ მხარში! როდესაც ჩვენც გვეყვარება ქვეყანაში ფეხბურთი ასე, მერე ჩვენც მოვიგებთ დიდ თამაშებს! ხო, კიდევ ის მინდოდა მეთქვა, ჩვენმა ფედერაციამ ეგრევე ხო დაიწყო ხელის მოთბობა, ნაკრების თამაშებზე ბილეთებს კატასტროფულად ძვირად რო ყიდის! ხოდა, ეგაა, რაც არ გერგება არ შეგერგებათ გაქსუებულო მუჯირო, კობიაშვილო და ძმანნო თქვენნო!!!! ფედერაციაში უსაქმურების თავშესაფარი რომ გაქვთ ეგ მერე იყოს, ზამთარაძეებს განსაკუთრბული მოკითხვა!
უკეთესი ვინ გყავს
უკეთესი ვინ გყავს ერთი დაწერე. დავითაშვილი არ გვინდა, კიტეიშვილი არ გვინდა, ლოჩოშვილი არ გვინდა. შენ თუ უკეთესად თამაშობ, თქვი შე კაცო.
გელა
მეთექვსმეტე ადგილოსან გუნდს რომ საჩემპიონო დახვედრას მოუწყობ,უკეთესს რატომ უნდა ველოდოთ?როდემდე უნდა ვიქცეოდეთ უნახავებივით
მე
ამ ქვეყანაში აღმავლობას მხოლოდ ჩინოვნიკების ქონებრივი მდგომარეობა განიცდის.ხოდა ვუქომაგოთ მათ გამდიდრებას და ვიქნებით მუდამ ბედნიერები.
ზაზა
სანამ არ შევეშვებით იმის ძახილს თუ როგორი წარმატებული ევროპის ჩემპიონატი გვქონდა არაფერი არ გვეშველება. იქაც ხო გამართლებით და შემთხვევით მოვხვდით და 1/8 ფინალში გასვლაზე იმხელა ბღავილი ავტეხეთ ვითომ ფინალში გავსულიყავით.მადლობა უეფას რომ ჩვენნაირი წყალწაღებული ნაკრებებისათვის ერთა ლიგა მოიგონა. საქართველოს ნაკრები არის საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები და გვარდიოლა და ანჩელოტი რო დაუნიშნონ მაინც არაფერი არ ეშველება. ბურთი და მოედანი როა გადაცემა იქ მისული სტუმრების ანალიზზე გულიანად ვიცინი. რომ პროფესორობენ. რაც ვართ გუშინ გამოჩნდა. დაგვახიეს ბურთი თავზე.ქოჩორაშვილის,კაკაბაძის და ბუდუს ფეხბურთი არ გაიშვას. უთავმოყვარეო და სამარცხვინო ხალხი ხართ ბიჭებო. სულ არ მაინტერესებს კლუბში ამათი თამაში. ნაკრებში დედლებივით ხართ.
ა.
არაზუსტი პასების მაღალი % ვისი ბრალია?
უსაქმური ქართველი
ეხლა სანიოლს შევადექით, რაღაი კაშიას საერთოდ არ უთამაშია ხოო ?! მაგრები ხართ )) გაგახსენოთ თქვენი რამდენიმე დღის წინანდელი კომენტარები (ესპანეთთან მატჩამდე) ? აი მამარდას პრაქტიკა აქვს და ფორმაშიაო, მიქაუტაძე გოლს გოლზე იტანსო, ზურიკოცაო, კიტეიშვილი დაბრუნდა და ვაი თურქებს და ესპანელებსო, გოჩოლეიშვილი არ იღლება ისე დარბისო, დაცვაში როგორც იქნა ბებერი კაშია აღარ გვეყოლებაო, კვარა ხო სულ კვარაა და თან აზაროვთან მკვლელ დუეტს ქმნის მარცხენა ფლანგზეო ))) მოკლედ, ოპტიმიზმის დოზა იყო ისეთი სპილოების ჯოგს გააფრენდა ღრუბლებში ))) და რა მივიღეთ ?! ))) ამის მერე რომ ბურჭულაძეს დასცინებთ ვოზდუხია და ფუჭ იმედებს იძლეოდაო, არა ტეხაავს ?! ))))
გელა
ამ ქვეყანაში რა არის აღმავლობის გზაზე რომ ფეხბურთი იყოს?
MD
შენს თავზე ილაპარაკე, საქართველოს შეეშვი.
გოჩა
პირველ მერცხალში ხომ მოგიგეთ...
რაბუ
მე რატო უნდა ვეთამაშო თურქეთს ოპერატორი ვარ. ზოგი ექიმია ზოგი პოლიციელი. ყველამ ჩვენ საქმეს მივხედოთ და ვივარგოთ იმაში რასაც ვაკეთებთ. ფაქტია ვილიზე კვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს
ემოციურ გულშემატკივრებს
ბავშვენო, ნუ იშლით ნერვებს, დაწყნარდით. 15 ნოემბერს ესპანეთი გველის თბილისში და იმ დრომდე ცოცხლები მიდით. მანდ ხო არაფერი გეშველებათ:)))
სიმართლე
სანიოლ მთავარია ეს ყველი ფეხბურთელები არ გამოიძახო რომლებმაც ნაკრები სავაჭროდ გახადეს
რაგბის ფანი
თურქები რომ ცხვრები არიან, ესპანეთმა გვანახა უკვე. ზოგიერთს თურქის ხსენებაზე გენეტიკური შიში რომ გაქვთ, ეგ არის პრობლემა.
რაგბის ფანი
სანიოლმა გაგვამწარა, მეგობარო, სანიოლმა.
Lasha
სუპი გვაქვს , სუპსა ვსჭამთ ))
როდემდე ეს დ***** ნული
1. სანიოლის მორიგი მაზოხისტური სიამოვნება ნაკრებს არა ყავს მწვრთნელი. 2. არ შეიძლება ერთად ამდენი დაბალი სიმაღლის ფეხბურთელი არ მომინდომეს მექსიკის ნაკრები, რა უბედურებაა ბავშვების გუნდია ფაქტიურად და თურქები მოჩანან როგორც “დიდი კაცები”. ბავშვები კაცების წინააღმდეგ იმიტომ რომ მაგათ ყავთ პატრონი და წესივრად აყენებენ ნაკრებს. განა თურქებს არა ყავთ დაბალი ფეხბურთელები მაგათი ჯიში *!*>>> მაგრამ მაგდენი ერთად არ გამოყავთ ნაკრებში. დაბალი უნდა იყოს 1-2 მაგრამ გენიოსი. კიტეიშვილი არის გენიოსი და დაამტკიცა კიდევაც მერე საგოლე პასით, მაგრამ იმ მომენტებში მწარედ დაჩაგრეს რაც უსამართლობაა არ უნდა მდგარიყო მაგ დროს საერთოდ საჯარიმოში. გარეთ უნდა ელოდოს ბურთს ან კუთხურს უნდა აწვდიდეს, ვინ ავალებს ასე არასწორად ვინ აძლევს ან არ აძლევს გუნდს მითითებებს, რა თქმა უნდა დაუნი მწვრთნელი. აბა მიდი და არ დაეთანხმო ფაშისტ ლობანოვსკის არცერთი რომ არ ყავდა გუნდში 90სმ ზე ნაკლები სიმაღლის ფეხბურთელი. 3. მაგათ გარდა ბევრი საჭირო ფეხბურთელი არ არის გამოძახებული ვინ არის მიზეზი ისევ დაუნი ტურისტი მწვრთნელი. რომელიც წესივრად ვერც ხვდება რა რესურსი გვაქვს ვინაა გამოსაძახებელი გადაეფარეთ კიდე გაამართლეთ გსიამოვნებთ ეტყობა. 4) მიქაუტაძეს ის პასი რომ მიეცა კვარაცხელიაზე გოლი იყო 99% თან ანგარიშს გავხსნიდით, კარგი ფეხბურთელია მაგრამ ბოლომდე არაა აქ ჩაკრები გახსნილი თან არასერიოზულია გულაობს სულ ისეთი სიფათი აქ ცოტა აზრზე ჭირდება მოყვანა მემგონი. ვისი ბრალია ისევ მწვრთნელი ვერ ალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე ნაკრებში 5. მექვაბიშვილს ათამაშებ და გაგნიძეს არ ათამაშებ, ნიკა გაგნიძის უთამაშებლობა დანაშაულია თავიდანვე უნდა მდგარიყო. სულ არ მაინტერებს მექვაბიშვილი ვინ არის მანდ გაგნიძე უნდა მდგარიყო. 6) ზივზივაძეს თავიდანვე უნდა ეთამაშა დავითაშვილის მაგივრად. 7) კიტეიშვილი გაყავს (გუნდის ტვინი) მიქაუტაძე გაყავს, მექვაბიშვილს ტოვებს და ლობჟანიძე შემოყავს, დიდი პატივისცემის მიუხედავად ამერიკაში კარგია მარა აქეთ ბევრად ძნელია თამაში როცა იქიდან მოდიხარ. ამდენი არასწორი და ავადმყოფური გადაწყვეტილებები როცა ბევრად ძლიერი და სახიფათო ნაკრების გამოყვანა არის შესაძლებელი. ვისაც გონია რომ მართლა ეს არის ჩვენი მაქსიმუმი და მწვრთნელი არაფერ შუაშია არც ფედერაცია, ფეხბურთის გაგებაში არ არიან პირველ რიგში ეგეთები კოფეს ადუღებენ სულ სხვა სფეროდან და სამყაროდან არიან (ამ საიტზე) შემოთრეულები. ავადმყოფები ხართ და ავადმყოფებად დარჩებით განავლის მჭამელები, ამათთვის ყველაფერი მისაღებია ეს 4-1 ის 6-1 ყველანაირი ფორთხიალი და უბედურება, მუდმივი მძღ*** ის ჭამა ყველაფერს ამართლებენ ოღონდ მწვრტნელი იყოს უცხოელი.
გაკვირვებული
ვერ ხედავ თბილისში, რუსთაველის პროსპექტი კარგა ხანის იანიჩარების და ყიზილბაშების საგულაოდ რომ არის გადაქცეული?!
geo
იქნებ მოვიდა დრო, რომ სვანაძეს მისცენ შანსი.
S.K.K.
არ მიყურებია. ადრე უნდა ავმდგარიყავი. თან ცუდი წინათგრძნობა მქონდა. დამესიზმრა რომ ჩათლაჰოღლუმ გაგვამწარა. ეხლა ვნახე ინფორმაცია. სიზმარი ამიხდა
რეზი
ზაზამ სპალეტი მოვიწვიოთო,მეორემ კონტეო… მაგათ იმხელა ხელფასი ჭირდება, მოსაპარი რა დარჩება ფედერაციას…
რატი
ხვიჩუნიამ ჩაიჯვა ? პსჟ -ში ხო მშვიდობაა,ხელფასი ხო დროზე ერიცხება ? აბა ნაკრებს ვინ დაეძებს….
misha
ძალიან ცუდი ნაკრები გვყავს მერე კიდევ გულ წყდებათ რომ მაყურებელი არა ჰყავთ ტრიბუნაზე მაგათ ყურებას ისევ სვარკას უყურო ისა სჯობია
Tango
ვილი,შენთან ვართ მთელი საქართველო! და თუ ვინმეს არ მოგწონთ ნაკრების წარმატება,გამოდით მოედანზე და თვითონ ეთამაშეთ თურქეთს! ვნახავთ ანგარიშს!
კკკ
ფარერების მწვრთნელი და მეთევზეები ჩვენს ნაკრებში
ამატაკი
ამ მატჩამდე ღმერთმანი თავს ვიკავებდი კრიტიკისაგან და სხვასაც თავშეკავებას მოვუწოდებდი, მაგრამ ეხლა ყოველივე გაცხადდა. ბატონებო ნაკრებიდან, მერამდენე მატჩია 4 მცველით რომ ითამაშეთ? გაგვახსენეთ აბა რომელი მათგანი იყო ძლიერ ნაკრებებთან რომ ითამაშეთ და შედეგი მიიღეთ? დავანებოთ ესპანეთებს თავი, აგერ თურქეთთან გვქონდა ორივენაირად ნათამაშები: 3 ცენტრ. მცველით ევროზე და სულ ახლახანს 4 მცველით თბილისში. მერე მართალია თბილისში გადააწყეთ, თორემ არც აქ აგვცდებოდა განადგურება. ნათქვამია: ბრძენი- სხვის შეცდომებზე სწავლობს,ჭკვიანი - თავისას აღარ გაიმეორებს, ხოლო სულელი - აუცილებლად იგივე შეცდომას მიაწვება ჯიუტად,თან რომ არ აღიარებს არაფრისდიდებით. თქვე დალოცვილებო ვის, რომელს მოგივიდათ თავში ამ შემადგენლობით გადამწყვეტი მატჩის 4-3-3 ით თამაში. ამას გულშემატკივარიც კი ვხდებოდით, რომ ანზორი და ქოჩორა ცენტრში ბურთს ვერ გააკონტროლებდა ჩალხანოღლუ-გიულერი-ილდიზის გადამკიდე. რა ძნელი გასარკვევი იყო, რომ თურქები ცენტრს წაიღ ებდნენ და შესაბამისად წინა ხაზი დაგვრჩებოდა მოწყვეტილი თამაშს, ხოლო რაგინდ დაცვა პრესინგზე ბოლოსდაბოლოს აუცილებლად გატყდებოდა. ჩვენზე ძლიერი შვედეთიც კი(თურქეთზე ღირებული, მაგრამ ჩვენნაირი ტრენერით) მსგავსი თამაშით პირშიჩალაგამოვლებული დატოვა ჩვენზე სუსტმა (ჩვენი ნახევარი ღირებულება) კოსოვომ. ეს ყოველივე იმდენად თვალშისაცემია, რომ გეფიცებით ვერ ვიჯერებდი, ამდენი დიდ ფეხბურთნათამაშები ხალხი ასე იოლად გაატანდა ქარს ძლივს აკოწიწებულ ჩვენს სამუნდიალო იმედებს.მეთქი ამათ რაღაც ისეთი იციან, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ალბათ შიგნიდან და ტრენერის წარმოსახვებიდან რაღაცა იხარშება! თქვენც არ მომიკვდეთ, მე-17 საუკუნის ქართლის ცხოვრება გეგონებოდა, ისე გადაგვიარეს ოსმალებმა, გაგვაპარტახეს რასაც ქვია. თბილისში ხომ მშვიდობაა, იანიჩარები ხომ არ გამოჩნდნენ რუსთაველზე? ვაი, რომ სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ამ მატჩის განხილვასაც არანაირი აზრი არა აქვს. ფეხბურთი არც ამჯერად გვითამაშია.
ამატაკი
ამ მატჩამდე ღმერთმანი თავს ვიკავებდი კრიტიკისაგან და სხვასაც თავშეკავებას მოვუწოდებდი, მაგრამ ეხლა ყოველივე გაცხადდა. ბატონებო ნაკრებიდან, მერამდენე მატჩია 4 მცველით რომ ითამაშეთ? გაგვახსენეთ აბა რომელი მათგანი იყო ძლიერ ნაკრებებთან რომ ითამაშეთ და შედეგი მიიღეთ? დავანებოთ ესპანეთებს თავი, აგერ თურქეთთან გვქონდა ორივენაირად ნათამაშები: 3 ცენტრ. მცველით ევროზე და სულ ახლახანს 4 მცველით თბილისში. მერე მართალია თბილისში გადააწყეთ, თორემ არც აქ აგვცდებოდა განადგურება. ნათქვამია: ბრძენი- სხვის შეცდომებზე სწავლობს,ჭკვიანი - თავისას აღარ გაიმეორებს, ხოლო სულელი - აუცილებლად იგივე შეცდომას მიაწვება ჯიუტად,თან რომ არ აღიარებს არაფრისდიდებით. თქვე დალოცვილებო ვის, რომელს მოგივიდათ თავში ამ შემადგენლობით გადამწყვეტი მატჩის 4-3-3 ით თამაში. ამას გულშემატკივარიც კი ვხდებოდით, რომ ანზორი და ქოჩორა ცენტრში ბურთს ვერ გააკონტროლებდა ჩალხანოღლუ-გიულერი-ილდიზის გადამკიდე. რა ძნელი გასარკვევი იყო, რომ თურქები ცენტრს წაიღ ებდნენ და შესაბამისად წინა ხაზი დაგვრჩებოდა მოწყვეტილი თამაშს, ხოლო რაგინდ დაცვა პრესინგზე ბოლოსდაბოლოს აუცილებლად გატყდებოდა. ჩვენზე ძლიერი შვედეთიც კი(თურქეთზე ღირებული, მაგრამ ჩვენნაირი ტრენერით) მსგავსი თამაშით პირშიჩალაგამოვლებული დატოვა ჩვენზე სუსტმა (ჩვენი ნახევარი ღირებულება) კოსოვომ. ეს ყოველივე იმდენად თვალშისაცემია, რომ გეფიცებით ვერ ვიჯერებდი, ამდენი დიდ ფეხბურთნათამაშები ხალხი ასე იოლად გაატანდა ქარს ძლივს აკოწიწებულ ჩვენს სამუნდიალო იმედებს.მეთქი ამათ რაღაც ისეთი იციან, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ალბათ შიგნიდან და ტრენერის წარმოსახვებიდან რაღაცა იხარშება! თქვენც არ მომიკვდეთ, მე-17 საუკუნის ქართლის ცხოვრება გეგონებოდა, ისე გადაგვიარეს ოსმალებმა, გაგვაპარტახეს რასაც ქვია. თბილისში ხომ მშვიდობაა, იანიჩარები ხომ არ გამოჩნდნენ რუსთაველზე? ვაი, რომ სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ამ მატჩის განხილვასაც არანაირი აზრი არა აქვს. ფეხბურთი არც ამჯერად გვითამაშია.
Lelo
Ბავშვთა ფეხბურთი იქ მომუშავე მწვრთნელები კიდევ მეტად მისახედია ბევრი კეთდება ამ კუთხით მაგრამ მეტია საჭირო, ასევე ასაკობრივი ნაკრებები მაგალითად როგორც სვანაძე ათამაშებს 21 წლტანებს როგორ ტაკტიკებსაც იყენებს ისეთივე ტაკტიკნბით ითამაშოს ყველა ასაკობრივმა და ეროვნულმაც რადგან მერე ფეხბურთელებისთვის უცხო არ იყოს ამა თუ იმ ნაკრებში თამაშისას ის ფილოსოფია. Სანაძე მაგალითად ფლანგებს მოედნის ცენტრსა აქტიურად იყენებს და ხშირად შედეგებსაც დებს. Ამ მეთოდებს ბევრ საფეხბურთო ქვეყნებში იყენებენ.
Lelo
Ბავშვთა ფეხბურთი იქ მომუშავე მწვრთნელები ასევე ასაკობრივი ნაკრებ
gzp
შემტევი, შემტევიო და ასე იცის... დეეშვით მიწაზე! კუთხურების მაგივრად პენალტი რომ დაერტყათ მეთი შანსი იყო აეღო მეკარეს. ნუ აძაგებთ ფეხბურთელებს, გუნდურად დღეს ეგ არის მაგათი დონე. საკუთარ პროფესიებში ხართ ვინმე ტოპ კლასის?
Ეგ არის სარკე
Როცა არც სრულფასოვანი ანალიზი კეთდება მატჩების სპეციალისტების მიერ არც სატელევიზიო გადაცემები, ფეხბურთი დღეს ძალიან წინ მიდის და რომელიმე დეტალი თუ გამოქჩა მწარედ ისჯება ესა თუ ის გუნდი, პატარ პატარა წრვილმანებისგან შედგება ფეხბურთი ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმული, საქართველოს ნაკრებში რაც გარედან ჩანს ცვლილებები საჭიროა როგორც სამწვრთნელო შტაბში ისე ფეხბურთელებში, სელექცია უნდა გაგრძელდეს, წამსვლელი უნდა წავიდეს, საქართველოს ნაკრები საჭიროებს ისეთ მწრთელს რომელიც სულ მუშაობის და სიახლის ძიებაში იქნება სანამ გუნდს არ ექნება თავის თავზე მორგებული, ფეხბურთელებზე გათვლილი სათამაშო 2 3 სტრატეგიული გეგმა. Თორემ სხვანაირად ხან თურქეთი ხან ხორვატია ხან შვედეთი დაგვიშვებს ხოლმე მიწაზე და აწეულ თამასას გავანიავნბთ, ამ ნაკრებების დონეზე რო წავიდეთ ჯურ კიდევ არის შანსი სწორი მოქმედებებისა საჭირო რაც შეიძლება სწრაფად.
ჰო კიდე
ხიზანა გააყოლეთ სანიოლს, არ გვჭირდება ნირწამხდარი, უხეირო ძველი ნაკრების აურა შემოქონდეს ახლანდელ ნაკრებში.
რაგბის ფანს
თურქები ცხვრები თუ არიან და ჩვენები ლომები, რაღაც აგრევია შენ
რაგბის ფანი
ცნობილი ანდაზა: ლომების გუნდს ცხვრის მეთაურობით ყოველთვის დაამარცხებს ცხვრების გუნდი ლომის მეთაურობით.
სანიოლის დეიდაშვილი
ყველა უბედურებების გარდა, 2-3 მოთამაშის გამოკლებით ყველა ძალიან სუსტები არიან ფიზიკერად და არა ათლეტურები (დაბლები) რაც თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი ფაქტორია.
ალფა
გასაგებია, გვქონდა სანიოლის ხელში კაი დროება, მაგრამ ეს უფრო წამოსული თაობის დამსახურებაა, რომელიც წინა თაობებთან შედარებით პროფესიონალურად უდგება საქმეს. სანიოლმა ამოწურა თავი ამ ნაკრებში, ზედიზედ მეორედ ჩავრჩით ჯგუფში, რაღა უნდა დაშავდეს მეტი. დროა ცვლილებებზე ვიფიქროთ და ვინმე გაქნილი ესპანელი სპეციალისტი მოვიწვიოთ, კარგი ეპოქაა ასე თუ ისე კადრების მხრივ და შეუსრულებელი მისია არ უნდა იყოს ძლიერი (სასურველია ახალგაზრდა) მწვრთნელის მოწვევა.
სპორტი
საქართველოს ნაკრების პრობლემა გულშემატკივარია. რეალურად გულშემატკივარი რომ ყავდეს ნაკრებს, დღეს არც ასეთი ფედერაცია ეყოლებოდა ფეხბურთს და არც ასეთი სამწვრთნელო შტაბი.
რაგბის ფანი
მე არ ვარ მადლობელი
ზ.მ.
ვილი სანიოლი,ძლიერი მწვრთნელია,მაგრამ, რომ არ აძლევენ მუშაობის საშუალებას დამოუკიდებლად,ჩამოაშორეთ გუნდის მწვრთნელობა,ხიზანიშვილი,იაშვილის,კობიაშვილი და გუნდი გეყოლება ეროვნული.კარგი ფეხბურთელები იყვნენ ,მაგრამ მწვრთნელები ვერ არიან,ვერც ერთი,ფედერაციაში,აკეთონ თავიანთი საქმე ფედერაციაში,და ნუ უშლიან ხელს მწვრთნელსძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაში...
გოგა
რატომ გგონიათ მწვრთნელის შეცვლა შედეგს დადებს გაუგებარია,დალოცვილებო ვიღაც კაპაძე ალბათ ოჯახის წევრები რომ ცნობდნენ მხოლოდ იმან გაიყვანა გუნდი მსოფლიოზე,საქმე მწვრთნელში კი არა სისტემაშია გალა უპრობლემოდ უგებს ლივერპულს ხოლო ჩვენი ჩემპიონი ჭ- კლასის ლევადიასთან ვარდება აი აქ არის თავი და თავი შეცდომების,ახალკაცი თურქულ გუნდებთან სპარინგს უკადრისობდა რადგან დინამოს 3ბურთიანი ფორა რომ მიეცა ნებისმიერი თურქული კლუბისთვის მაინც მოუგებდა ხოლო დღეს მაქსიმუმ 2-3ადამიანით გვინდა მსოფლიოზე გასვლა და კატეგორიულად ვთხოვთ მწვრთნელს მოუგოს თურქებს ორივე თამაში ესპანეთთან 3ქულა მაინც ავიღოთ ხოლო დანარჩენებს 7და8 ბურთიანი სხვაობით მოუგოთ ხოლო ეს ვინ უნდა გააკეთოს მაგას არ ვფიქრობთ,არ არის ხვიჩა მარადონა რომ მარტომ მოუგოს მოწინააღმდეგეს არც დაცვაში გვყავს ჩივაძეები და ნესტები,ხოლო მთელი თურქეთის ნაკრები უმაღლესი დონის გუნდებში თამაშობენ და ყოველწლიურად ლიგაზე ყავთ გუნდები ხოლო ჩვენ კონფერენს ლიგა საოცნებო გაგვიხდა რომელიც საიუზის პერიოდის ლიგებს რო შეადარო ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირის არათუ უმაღლეს და პირველ ლიგას არამედ მეორე ლიგას ჩამოუვარდება,ამით იმის თქმა მინდა სანამ ჩვენი ჩემპიონატის დონე ალბანეთისას მაინც არ დაეწევა ვიქნებით სულ ასეთ ოცნებებში და ხან სანიოლს ხან წვიმას და ხან ქარბორბალას დავაბრალებთ ამ სამარცხვინო მხოლოდ შედეგს კი არა თამაშსაც,ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს მსუყე თანხები მოიწვიო უცხოელი განსაკუთრებით ესპანელი სპეციალისტები და სისტემა გამართო სადაც მხოლოდ ხვიჩაზე კი არ იქნები დამოკიდებული არამედ აგერ როგორც ესპანეთის ნაკრებია მესამე სასტავიც კი უპრობლემოდ უგებს ამ ჩვენ ცადაყვანილ ((ვარსკვლავებს))
სიმართლე
თავს ზევით ძალა არ არის..ყაზაიშვილი დააბრუნეთ ნაკრებში
ვილის ბიძაშვილი
დაგვაბრუნეთ D ლიგაში. ნერვებს მაინც გავუფრხილდებით,. თუმცა უკვე მეეჭვება ყაზახეთს მიუგებთ თუ არა
რაგბის ფანი
სანიოლ სანიოლ სანიოლ... სანამ სანიოლი იქნება მწვრთნელი და 4-3-3 ითამაშებს, მანამ აღარ ვაპირებ ნაკრების თამაშების ყურებას.
გიორგი
აქ მცოდნე ხალხი აკომენტარებს, შეიძლება ბევრი ახალგაზრდაც და ბავშვიც, თუმცა ყველა ისეთია ფეხბურთი რომ უყვარს. შესაბამისად ღირს აზრის გამოთქმა მოკლედ მეგობრებო, თამაშში ზოგი იგებს და ზოგი აგებს. ძლიერები უფრო ხშირად იგებენ, საშუალოები ხან იგებენ და ხან აგებემ, სუსტები უმეტესად აგებენ და ხანდახან იგებენ. ჩვენ სუსტების ჯგუფში ვიყავით სულ რაღაც 5 წლის წინ და მანამდეც კარგა ხანი, მაგრამ ახლა დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული. თუ თურქეთთან ფინალის ტოლ მატჩში წავაგეთ ეგ ტრაგედია არაა, არც ჩვენს უვარგისობაზე მეტყველებს. არც ანგარიშია ტრაგედია. გაგახსენებთ თუნდაც წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ფინალს და დამეთანხმებით, რომ იმ თამაშით წაგებული არავის ჩამოუწერია არც ფეხბურთიდან და არც გრანდობიდან. ახლა რომ იმედით ვუყურებდით ამ თამაშს ცოტა ხნის წინ ეს იმედი შესარჩევის დაწყებამდეც კი არ გვექნებოდა. რეალობაზე თვალის გასწორება ჯობია ყოველთვის. რეალობა კი ისეთია, რომ კიდევ გვინდა მინიმუმ 20 კაცი ტოპ ლიგებში. იქედან ზოგი ითამაშებს, ზოგს ტრამვა ექნება, ზოგიც სკამზე იქნება, მაგრამ საბოლოოდ 11 ამოირჩევა. ამასწინათ ჩემი 9 წლის ბავშვი მეუბნება, რა მაგარია ახლა რომ დავიბადე, რა მაგარი ბიჭები გვყავსო და ეს არის მთავარი. ამ ბიჭებს, ვინც ეს განცდა გააჩინა, კიდევ უნდა მიემატონ სხვებიც და მოგებებიც მოვა, უფრო მეტი და უფრო სტაბილურად. პ.ს სანიოლს მადლობა უნდა ვუთხრათ და ამ ციკლის შემდეგ დავემშვიდობოთ. მგონია, რომ თავად იზავს ამას, ღირსეული კაცი ჩანს.
BGE
კაშიას უნდა მიყვეს კაკაბაძეც. ასევე კიტეიშვილიც, ორივე ასაკშია, კაკაბაძის ბრალია ორი გოლი. კიტეც ვეღარ დარბის სწრაფად, ძირითადად უკან აკეთებს პასს და ვერ მიდის გამწვავებაზე. სანიოლი და მაგის ჩამომყვანები ჯერ კიდევ ევრომდე იყვნენ გასაშვები. ნაკრების წარმატების რეცეპტი: მეტი სირბილი, პრესინგი მეტოქის ნახევარზე, დაცვის ხაზის დალაგება. არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც კაშია-კაკაბაძეზე მეტ შეცდომებს ნაღდად არ დაუშვებენ. სანიოლი და ფედერაცია გასაშვებია.
ვახო
ახლა ნახეთ კლუბებში გაიგიჟებენ თავებს!
Გიო
Არ მიყვარს კომენტარები მაგრამ რაც ერდოღანმა გააკეთა უტაქტობაა ვერ მოვითმინე არ დამეწერა არაუშავს კიდევ შევხვდებით სანიოლის კაკაბაძის და ანზორის გარეშე
რუხი კარდინალი დვალიშვილი
საქართველოს ნაკრები მითხარით ჯერ და მერე იქ ბალასტები. კორუფცია და ნეფოტიზმი რომ იქნება ამ რეიტინგის გუნდში კიდევ რაზე გვაქს პრეტენზია?
Გიო
Გადადექი და ანზორი მომიკითხე არ შეიძლება ყველა თამაშს კაცნაკლული იწყებდე ასეთი შემადგენლობა პატივია და უნდა გამოეყენებინა ჩვენს ლეგენდებს არ ღირსების ასეთი ნაკრები და სამწუხაროა რომ შენს ხელში ვხედავ მიუხედავად იმისა რომ ბავარიის გულშემატკივარი ვარ იქაც და ყველაზე სამწუხაროდ აქაც ნოლი ხარ წადი სირცხვილია
დდდ
კონტე სჯობს, - შედეგს იმ შემადგენლობით დებს, ვინც ჰყავს, რადგან ყველას შესაძლებლობა იცის და მათგან მაქსიმუმს წურავს სწორი მუშაობით... სხვათაშორის, იმ თანხით, რომლსაც ყოელწლიურად ყარაულის თოფში ვტენით და ჰაერში ვისვრით, არათუ კონტესა და სპალეტის, არამედ მსოფლიოს ტოპ 10 მწვრთნელის ერთდროულად დაქირავებას შევძლებთ მათი სამწვრთნელო შტაბებისა და ასისტენტები ჩათვლით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ რამაზ სვანაძეც სანატრელი გვყავს, რომელიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, შედეგს ასევე იმ შემადგენლობით აღწევს, რომელიც მის ხელთაა და თანაც ამას შემადგენლობის მუდმივი ცვლილების პირობებში ახერხებს...
ჯანო
ამოწურა სანიოლმა მართლაც და დროა გადადგეს. ამ თაობას მართლა შეუძლია უკეთესი ფეხბურთი და უფრო ძლიერი და გამოცდილი მწვრთნელი დაგხატავდა.
კახა
თამაშამდე ვთქვი რომ კაშიას და დვალის ორივეს მოხსნა თამაშიდან არ შეიძლებოდა. ლოჩო და გოგლიჩიძე არ არიან გამოცდილები და შეთამაშებულები.
Achi
Es federacia tavisi bandit Unda wavides chemo dzmao Kiara bichebs saxeze aweriat ukve ro yelshiaqvt es marionetebi amosuli da ujigrod tamashoben imitom rom gaushvan es vitom mwvrtnelebida vitom tanashemceebi esaris simartle
Lelo
Პრობლემა დაიწყო მწრთნელისგან ალბანეთთან თბილისში მოსაგები თამაში გაიხსენეს ხოდა ახლა უკვე ფეხბურთელებს გადაედოთ ეს ყველაფერი ცოტა ცხვირ აწეულები იყვნენ ამ ბოლოს, ჯერ პირველ რიგში მწვრთნელები უნდა შეიცვალოს უნდა მოიძებნოს მწვრთნელი რომელიც პირველ რიგში ფეხბურთელებს მოედანზე ერთმანეთთან დააკავშირებს სათამაშო რგოლებს ვგულისხმობ, არავითარი 5 ან 4 მცველი აქ არაფერ შუაშია საქართველოს ნაკრები დაცვიდან ვერ ითამაშებს კატენაჩოს, აქ უბრალოა ბალანსის დაცვაა საჭირო საქართველოს ნაკრები უბურთოდ არის საცოდავი ნაკრები, ახალი მწრთელი სწორედ ბურთზე უნდა აკეთებდეს აქცენტს სხვანაირად საქართველო ვერ ითამაშებს, გუნდში სადაც ლივერპულის, პსჟ ეს, ვილიარეალის, სპორტინგის, ჰამბურგის, ასევე საფრანგეთის მეცის, ან თუნდაც შტურმის ფეხბურთელები თამაშობენ თუნდაც თურქეთთან ასე უშანსოდ 2 თამაშს არ უნდა აგებდეს, კიდევ ვიძახი მთავარი პრობლემა მწვრთნელია. Ქართველი მწრთელებიდან ამათი წამალი ცხადაძე მისი ნაკრები მაშინ ბევრად სუსტი ფეხბურთელებით შედგებოდა მაგრამ ბურთზე კონტროლს თვით გერმანიის ნაკრებთან ახერხებდა და რაც მთავარია გუნდი თამაშიდან თამაშს უმატებდა ვისაც კარგად გახსოვთ.
კახა
ვილი სანიოლს მადლობელი ვართ მთელი ერი მარა, დროა წავიდეს. ისე ჩანს რომ თამაში გარდატეხვა არ შეუძლია, ცვლილებებს ყოველთვის აგვიანებს.
ასეა
წადი და დაიძინე,ფედერაციის შაურიანი ტროლები რომ ხართ არ გიტყდებათ?
Saniols
თუ ნამუსი მაინც შეგრჩა ხვალვე გააკეთე გადადგომაზე განაცხადი.
Გიო
Ველოდები რომ სანიოლი გადადგება
ვაი გულშემატკივარს
დამშვიდდით. ნუ გიყვართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა, ნაცვლად ანალიზისა. პირველი ტაიმი რომ უშანსოდ წავაგეთ, მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაანალიზოთ მწვრთნელის შეცდომა რა იყო და რა ფეხბურთელთა კლასის ბრალი. სხვა მხრივ არ მესმის არც დიდი მოლოდინის შექმნა, თურქეთს რომ უნდა მოვუგოთ თითქოს და არც ფეხბურთელების ასე ლანძღვა. რაც შეეძლოთ გააკეთს, ირბინეს მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. მაჯვენა ფლანგზე ილდიზმა დაჩაგრა კაკაბაძე. მანდ შეიძლება სანიოლის შეცდომაზე საუბარი, მარცხნივ რომ აზაროვი ყოფილიყო და მაჯვნივ გოჩო. კიდევ სტანდარტულზე ორ მეტრიან კაცს რატომ იყვანდა კიტეიშვილი ეგეც გაუგებარია, ორი გოლი მივიღეთ ორი კუთხურიდან. ეს ყველაფერი გასაანალიზებელია, თუნდაც მწვრთნელის პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ მაგრამ ფეხბურთელების რატომ ლანძღავთ. რა შეეძლოთ და არ გააკეთეს?
კიგანი
მანდრაᲟიᲗ მოᲗამაᲨენი.....
გიო
თურქმენი ან ტაჯიკი გულშემატკივარი,რომ ვიყო ვიტყოდი,რომ თავს ზემოდ ძალაა არაა და ბევრს არაფერს მოვითხოვდი ფეხბურთელებისგან.მაგრამ ქართველი რომ ვარ და თავის დროზე "დინამო"-"ლივერპული"-ს მატჩის ბილეთებისთვის ღამე რომ ვათიე უამრავ ქართველთან ერთად და "დინამო"-ს საოცარი გამარჯვების მომსწრე გავხდი.როცა ახალკაცი კატეგორიული წინააღმდეგი იყო "დინამო"-ს თურქეთში ტურნეს ჩატარებისა.როგორ შევეგუო ამ სამარცხვინო ორ მატჩს.გული გაგლეჯვაზე მაქვს.
ფონიჭალის საგარეო საქმეთა მინისტრი
აცალეთ სანიოლს, ჯერ სწავლობს ეგ კაცი, თანაც საშა და თენგო გვაკლდა დაცვაში.
ოთო
ნაკრებში დავითაშვილს და ლოჩოშვილს რომ იძახებ იქ დასრულებულია შედეგზე ფიქრი.ისე საეჭვო ქმწდებებით გამორჩევა ზოგიერთი ფეხბურთელი და ამაზე ჟურნალისტები რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას? იყო თამაშები სადაც ფეხბურთელების ანგარიშები სოლიდურად შეივსო
გოგი
რა ცოდოა კვარა ასეთ გაუგებარ და უნიჭო გუნდში. მითუმეტეს ამ ჯოგის კაპიტნად. მისი აქციება ალბათ ძაან დაეცა
ზაალ თოლორდავა
1.ესპანეთის შემდეგ გუნდი ვერ განეწყო უკეთესი შემართებით"0". 2.პირველ და მეორე გოლებს შემდეგ გუნდი ვერაფრით,მოვიდა აზრზე,თანდათან გატყდა. 3.როცა ფეხბურთელი ბურთს ვერ ღებულობ,ვერ ამუშავებ,ნორმალურ პასს ვერ იძლევი,პრობლემა გაქვს(გვარებს აღარ ვიტყვი) 4.მწვრთნელმა ვერ გამოავლინა ვერავითარი ტაქტიკური უნარები,სტრატეგია არ ჰქონია. 5.ვილის მადლობა და ფედერაცია უნდა გადადგეს სრულად,საკლუბო ფეხბურთს უნდა მიხედვა!
912
ალბათ ჯობდა ლუზერების ლიგა არ მოეგონებინათ რომ შემოვლითი გზებით არ გავსულიყავით ევროპაზე და რეალურ ჯგუფში, ჩვენი რეალური ძალა გვეცოდინებოდა ტრადიციულად ბოლოდან მეორე
ელიასი
ქრონიკული ლუზერების საფირმო ფორმულას "ხან მოვიგებთ და ხან წავაგებთ, რა ვქნათ, ასეა ეს ამ ქვეყანაზე" ჩვენმა საამაყო ფეხბურთელებმა საფუძვლიანი ტრანსფორმაცია ჩაუტარეს, რის შედეგად გამოაფინეს: "ხან წავაგებთ და ხანაც სამარცხვინოდ დავმარცხდებით და ცხვირით წუმპეში ჩავერჭობით; რა ვქნათ, ასე მამაძაღლურადაა მოწყობილი ეს ოხერი სამყარო, ე-ე-ე-ეჰ-ჰ-ჰ-ჰ-ჰ-ჰ-ჰ". ანუ წაგება მხოლოდ მაშინ უტოლდება მარცხსო, როცა იგი გულისამრევად ყარსო. მთელს ენერგიას წინასამატჩო ვოკალურ მცდელობებს რომ შეალევ, მერე მოედანზე ოხრვის, ხვენეშისა და ხელების ფართოდ გაშლის გარდა სხვა რამის კეთების შესაძლებლობა გექნება ვითომ? ჰოდა, მოვიწვიოთ ხვალ ტაილანდი, ტაილანდი, ტაილანდი ჩქარა, სანამ იმ საცოდავებმაც არ ისწავლეს ცოტათი მაინც თამაში და აქ უკვე დროშები, დროშები, დროშები ჩქარა და გერმანული ავტობუსის სახურავზე ჩვენი გმირი ვაჟკაცების ცეცხლოვანი ცეკვა-თამაში!!! აუ, ფარერის კუნძულელი მეთევზეები და ფოსტალიონები რატომ გამოიყურებიან ჩვენზე გაცილებით ღირსეულად, ხომ არ იცით შემთხვევით ვინმემ? რეიზა ვითომ? ამიტომაც, დიდება ბელოგრუზიას!!! აბა, ტროლნო ბუჩქებში ჩაფლულ-ჩამალულნო, გამოძვერით, დაქოქეთ რუსული ბენზინით გამართული მოტოსახედრები, წინ, წინ და წინ გადასაჩეხისკენ!.. და კიდევ, დიდება საჩინო ბარათაშვილის ფანებს, ერთ კაი წიხლს რომ გითავაზებენ ჯანდაბაში თავით გადასაშვებად!!!
Levani
ისე რა ჭირთ ფეხბურთელებს ბურთს რო ვერ აჩერებენ? გეგონება ღამის სამ საათზე გააღვიძეს და პირდაპირ ლოგინიდან გააგდეს სტადიონზეო. ერთი კვირა ალიკანტეში მარტო ფიფას თამაშობდნენ თუ ტეკილას სვამდნენ ნეტავ

ჯოგი კვარაცხელიას კაპიტნობით…
იასონა
სამწვრთნელო შტაბი დასათხოვია ამას დიდიხანია ვიძახი, თამაში ვის არ წაუგია მაგრამ საქმე იმაშია რომ არ ჩანს არაფერი ტაქტიკური და არანაერი სხვა რამე რომელიც ფეხბურთს ამშვენებს პირიქით ვინც რამე იცის ისენიც დააბნიეს დროა სანიოლი და მისი შტაბი სხვა საქმით დაკავდნენ ეს ოკვე სირცხვილია. საქართველოს წარმატებები
რაგბის ფანი
ამ სვეტიცხივლობას სანიოლმა რა მწუხარება გაგვიჩალიჩა!
დავით
მე მაინც მგონია რომ რეგრესი დაიწყო მაშინ როცა 24 გუნდიან ევროზე მე16 ადგილზე გასულ გუნდს საჩემპიონო დახვედრა მოვუწყეთ, დავაყარეთ დოლარები და მანქანები. მანდ დამთავრდა ყველაფერი: დაიკარგა ღირსება და წამოვიდა ამპარტავნობა და ქართული მენტალური ეგოიზმი. ამასობაში ფეხბურთი ეროვნული სიყვარულის თამაშიდან გადაიქცა სტადიონზე სელფებისა და ფეხბურთის აზრზე არ მცოდნეების თავშეყრის ადგილად(არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სტადიონზე ვერ ხვდებოდა ნაღდი და სტაჟიანი გულშემატკივრების უმეტესი ნაწილი). დღეს დადასტურდა და გაფორმდა ეს ყველაფერი და აღმოვჩნდით იქ სადაც ალბათ არის ჩვენი ადგილი: სადღაც იქ რომლის უკან უკვე უფსკრულია. ვის არ წაუგია: მთავარია იბრძოლო, სული და გული ჩადო და პატივი სცე გულშემატკივარს. ამას ღირსება ჰქვია, რომელიც აღარ არის👎👎👎
Geo Acc Chart
სპორტია ძმაო უბრალოდ ქალები არიან
s
სანიოლი, სანიოლმა, სანიოლს,სანიოლის,სანიოლის,სანიოლის და კიდევ მთელი ფედერაციის და მისი პრეზიდენტის და ე.წ. პრეზიდენტის და იმის პატრონის ყველა პატრონი.....
ლევანი
სამწუხაროდ, რაც მოხდა მოსალოდნელი იყო, უფრო მეტიც, გარდაუვალი. როცა აკეთებ იმას, რაც ესპანეთთან გააკეთა, სამწვრთნელო სტაფმა მთლიანად, ეს აუცილებლად მოხდებოდა. ყველაზე ნაკლებად ფეხბურთელები არიან დამნაშავე, თუმცა მათაც ეტყობათ თავში ავარდნა. დანარჩენი მერე...
zura222-ს
სანიოლმა
ვოოტ
ალბათ, ბევრი თვლის, რომ პრობლემა მწვრთნელშია... ასეც რომ იყოს, პრობლემა მაინც ის უფრო უნდა იყოს, რომ მწვრთნელი არა შედეგის მიხედვით, არამედ კონტრაქტის ვადის ამოწურვის მიხედვით იცვლება და ეს მოცემულობა არასდროს იცვლება... ჩვენ მგელზე მიბარებული ცხვრის ფარა გვყავს იმის იმედად, რომ მგელი ცხვარს არ გაწირავს, რადგან ძალიან უყვარს ცხვარი...
ჭმაჭი
არა შეჯდა ჯორი ხესა არცა კიდე აქლემიოო.ყიზილბაშებმა ლოსისა და მონადირის ამბავი გამახსენეს
ზაზა
ყველანაირი სარკაზმის გარეშე, იქნებ ლუჩანო სპალეტის შევთავაზოთ მწვრთნელობა. არ მგონია იუაროს, იტალეიელია ბოლოს და ბოლოს დაცვის და საყრდენების აზრზე მოყვანა არ გაუჭირდება ასე მგონია. ტაქტიკურად მოაზროვნე კაცია, ხვიჩას იცნობს და ეგებ შესთავაზონ და ვინიცობაა გამოვიდეს. ვილი დიდი მადლობა და კარგად იყავი.
ქართველი
ზოგადად სამწვრთნელო გათვლებინისეთივე წარმატებულია ყველა პრინციპულ მატჩში როგორც დემირელის კუთხურზე კიტეიშვილის მეურვეობა(მინიმუმ 20 სმ სხვაობა იყო) მწვრთნელია აუცილებლად საპოვნი:) მაგრამ ეს არ ნიშნავს ფეხბურთელებს თავისი წილი პასუხისმგებლობა მოვხსნათ :) ყველა სტანდარტი სახიფათოა და ალბათ 30% გოლი გაგვდის, ეს ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე ყველაფერსბპანტაპუნტით კუთხურზე ყრიდნენ.

კობიაშვილზე არ გაბედოს ვინმემ ცუდი დაწეროს,არ ეხება საერთოდ კობიაშვილს ნაკრების წაგება,მხოლოდ მოგებაზე ესაუბრეთ.კობიაშვილი სტამბულის რესტორნებში სადილობს და ვახშმობს,თქვენ კი ხმელა პური ჭამეთ
ექსპერტი
კარგად ითამაშეს. მეორე ტაიმში განსაკუთრებით. ოფსაიდიდან გოლმა როგორც ესპანწთთსნ და ასევე აქ- აურია საქმე. ფრე უფრო კანონზომიერი იქნებოდა. არაუშავს. მომავალ 5-10 მსოფლიოზე გასვლის რეალური შანსი გვაქ. ეხლა ყ წლამ უზბეკეთს უგულშემატკივრეთ და კაპო ვერდეს
zura222
ნეტავ გამაგებინა რომელმა იდიოტმა დაავალა ყველაზე დაბალ კიტეიშვილს ლამის ორმეტრიანი დემირელის მეურვეობა სტანდარტულებზეე@@@
rona
საინტერესოა კიდე ვიტყვით აღმავლობის გზაზეა ჩვენი ფეხბირთიო.
ვახ
ეჰ..
სანიოლმა დვალიშვილი დაიხმარა ტაქტიკაში მგონი.
რა ქნას მექვქბიშვილმა? რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. შეუცვლელები არიან ნაკრებში ეს ბიჭი და სანიოლი.
ბანდა და სანიოლი უნდა წავიდეს
კარგი მწვრთნელი და კარგი ფედერაცია გვინდა ოდესმე, თუ ვეღირსებით უკვე აღარც მგონია
1
სამაგიეროდ ჩვენ ბიძინი გვყავს
რაგბის ფანი
სანიოლ, 4-3-3 ამოხვედი ყელში, საბედნიეროდ ამ ჩატში უხამსობა აკრძალულია.
Geo
Ibrdzoles da ver ibrdzoles… Asetia chveni done dxes ! Vili wadi saxlshi!
გია
სანიოლი, სანიოლი, სანიოლი!..
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" მორიგი მატჩი მოიგო
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტორონტომ" "მემფისი" დაამარცხა - სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ტრავმირებული შენგელია "რეალთან", ალბათ, ვერ ითამაშებს - "ბარსელონა" განცხადებას ავრცელებს
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში - "მეცმა" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
თურქეთი - საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა