მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე თურქეთთან 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

"პირადად ფეხბურთელებს სულ სხვა მოლოდინები გვქონდა, მაგრამ წინა შეხვედრაშიც და დღესაც რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. ალბათ, მეც და სხვა ფეხბურთელებმაც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წარმოვადგენთ, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ.

რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის დასასრული არ არის და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თუ სხვა საკვალიფიკაციოებზე შანსი გვექნება, მაგრამ ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, რადგან მივხვდეთ რა გვჭირდება მოედანზე.

წარმოვადგენთ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თითქოს რაღაც ნაპერწკალი დავკარგეთ. ეს ნაპერწკალი სულ უფრო ქრება და აუცილებელი იქნება, რომ ის დავიბრუნოთ. სხვა გზა არ გვაქვს, არ უნდა დავნებდეთ, საკუთარ თავებზე მუშაობა და შრომა უნდა გავაგრძელოთ.

ამ ორ თამაშში დავეცით და ვერ შევძელით რაც გვინდოდა, მაგრამ ყოველთვის ახალი შანსი გეძლევა. წამოდგომა აუცილებელია და ახალი შანსი ძალიან მალე მოგვეცემა. მალე დადგება დრო, როდესაც ახალი მოლოდინები მოგვეცემა და ჩვენს შანსს ყოველთვის მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.

ფეხბურთში გამართლების არ მჯერა და ყოველთვის შენი შანსი უნდა გამოიყენო. ამიტომ მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთა ლიგას სულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ", - თქვა კიტეიშვილმა.

Nakrebi.ge

FaBro
მორიგი "თავისუფალი ჯაზური კომპოზიცია" კომენტარის სახით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაკრებსაც საერთო ჩათში უვარდება "სფიჩი" (იდეოლოგი ვინაა ვერ გეტყვით) და მწვრთნელიან ფეხბურთელიანად ყველა დაახლოებით ერთსა და იმავეს საუბრობს, ფრაზების უმნიშვნელო გადანაცვლებით. ნაპერწკალი და ფხა რომ არ ჩანს კიტეს ვენაცვალე, ეს გულემატკივარმაც დავინახეთ,საქმე იმაშია, რატომ ხდება ასე?! და იქნებ მიზეზებზე გესაუბრა და არა "პოსტ-ფაქტუმ" ფაქტების კონსტატაცია გეკეთებინა. საკუთარ თავებში ჩახედვას რაც შეეხება - მგონი აქამდეც უნდა მოგესწროთ, აბა სხვას რას აკეთებთ?! ყველაფრით ხართ უზრუნველყოფილი და ერთადერთი რაც გევალებათ ისაა, თქვენი საქმის პროფესიონალები იყოთ და ამასაც ვერ ახერხებთ, სირცხვილია!!! ათობით თუ არა ასობით ათასი გულშემატკივარი თქვენით გახარებას ცდილობს, რადგან ქართველს სხვა დიდი გასახარი არა აქვს რა, თქვენ კი გამოდიხართ მოედანზე აპრიორი უმოტივაციოდ, დამარცხებულის მენტალიტეტით, უსისხლოდ და უღიმღამოდ გაირბენთ მოედანზე, მერე კი დადგებით და არაფრისმთქმელ კომენტარებს არიგებთ უხვად. იქნებ ამაზე გეფიქრათ თითოეულ თქვენგანს და კიდევ იმაზე, რომ თქვენს მაგალითზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ, ამიტომ ნუ იქნებით ასეთი უსისხლოები და თამაშს თუ ვერ იგებთ, ცოტა ხასიათი მაინც გამოაჩინეთ!!!
LEVANI
"ფეხბურთში გამართლების არ მჯერა და ყოველთვის შენი შანსი უნდა გამოიყენო" ეს კიტეს სიტყვებია! გამართლება არაა როცა ევროპაზე გავედით? აი რამდენჯერ გამართლება/იღბალინ იყო: 1. ერთა რიგა შემოიღეს ჩვენისთანა სუსტუ გუნდებისთვის ( ეს რომ არა ევროპა საოცნებო გექნებოდათ) 2. უსუსტესი ლუქსემბრუგრი შეგხვდა (თან სახლში) 3. დიდ კრიზისში მყოფი საბერძნეთი შეგხვდა (ესეც სახლში) 4. ევროპაზე ჯგუფიდან გადიოდა სულ ორი გუნდი, გამონაკლისი დაუშვეს და სამი გუნდი გაიყვანეს) 5. ბოლოს ტურში უმოტივაციო პორტუგალიასთან თამაში და მოგება. აი რამდენ გამართლებას ჰქონდა ადგილი ჩვენს შემთხვევაში. ერთა ლიგა რომ არ შემოეღოთ, ან სახლში რომ არ შევხვედროდით საბერძნეთს და ლუქსემბურგს გავიდოდით? ვერა, იმიტომ რომ ვერასოდეს გავდივართ ჩვენით ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე. რომ ვერ გავდივართ ვერასოდეს ჩვენისთანა ქვეყნებისთივს ამიტომ შემოიღეს ერთა ლიგა. ლუქსემბურგს და იმდროინდელ საბერძნეთს სახლში ჩვენი ყველა დროის გუნდი მოუგებდა
რეალობა
მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით. ესპანეთთან სახლში, დინამოს სტადიონზე, საშვილიშვილო სირცხვილი გვაჭამა — თავისი უაზრო ტაქტიკური ექსპერიმენტით სან მარინოს დაგვამსგავსა: 1:7. თვითონაც აღიარა შეცდომა. კარგი, გადავდოთ გვერდზე თავმოყვარეობა და ემოციები. შემდეგ — ალბანეთთან სახლში. მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავიდოდით, და სწორედ ეგ სამი ქულა დაგვაკლდა. რა ქნა? ხუთი შემტევით ითამაშა 90 წუთი. მე ეგეთი ტაქტიკა 90-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს. ან საიდან მოიგონა? ყველა მაგარი სასტავში,მნიშვნელობა არ აქვს პოზიციას — ეს არაა პრაგმატული გადაწყვეტილება, ეს იყო ბავშვური სისულელე. მესამე შემთხვევა — თურქეთთან, ისევ სახლში. ისევ ტაქტიკური ექსპერიმენტი მაშინ, როცა ფაქტობრივად ფინალი იყო. გლობალური ექსპერიმენტებისთვის არსებობს ამხანაგური მატჩები, და არა ის თამაშები, როცა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაქვს. მით უმეტეს, საქართველო იმ დონის ნაკრები არ არის, რომ ერთ თამაშში მოერგოს სრულიად ახალ ტაქტიკას. ფაქტობრივად, მისი ორი არასერიოზული შეცდომის გამო დავკარგეთ მსოფლიოზე გასვლის შანსი. ფეხბურთელებს რა სჭირთ? დაბნეულები არიან — არ იციან, როგორ უნდა ითამაშონ, ვინ სად უნდა იდგეს, ვინ ვის უნდა მიჰყვეს და როდის 🙂
ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა, თამაში კატასტროფა იყო, მაგრამ კიტეს სიტყვები: "სულ სხვას ველოდითო" კიდევ უფრო კატასტროფაა, რადგან კი არ უნდა დაელოდოთ, არამედ ბრძოლით უნდა მოიპოვოთ. დაგავიწყდათ, რომ ფეხბურთს გარდა ფეხებისა, კბილებით თამაშობენ. სწორედ ეს კბილები არ ჩანს ნაკრების თამაშში და ეს ფეხბურთელების ბრალია.
მირიანი
კიტე კუთხურების დროს ორმეტრიანი ტიპი რომ აგყავს რის ხარჯზე ფიქრობ რომ დაფარავ და აჯობებ ))) ასეთ თამაშით ვერც შენ ვერც ნაკრები წინ ვერ წავალთ სულის და გულის ჩადება ეკლდა გუშინდელ თამაშს
FF
კიტე კუთხურების დროს შენზე ორი თავით მაღალს რომ უდგები რის ხარჯზე ფიქრობ რომ აჯობებ )))
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ერდოღანმა საქართველოსთან გამარჯვება თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებს პირადად მიულოცა
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
ერდოღანმა საქართველოსთან გამარჯვება თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებს პირადად მიულოცა
მოტო ევაკუატორი თბილისში - სანდო და სწრაფი დახმარება გზაზე
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება
თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
თურქეთი - საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის
განსხვავებული ფორმატი შესარჩევებზე ევროპის კონტინენტის ნაკრებებისთვის - ჩეფერინმა სიახლეები დაანონსა
კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა
ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება
სერიოზულ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს - სანტუშის გაშვება აზერბაიჯანელებს ეს თანხა დაუჯდებათ
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 7 დეკემბერს დაიცავს
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თურქი გულშემატკივარი მათთვის წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაცია იქნება
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
"ფინალი საქართველოსთვის და ჩვეულებრივი მატჩი თურქეთისთვის" - რა ითქვა შეხვედრის წინ?
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
ევროპა ლიგა. "შტურმი" კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა - გუგეშაშვილი "პაოკმა" განაცხადში არ შეიყვანა
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა
"შტურმის" მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა - მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო