თბილისის "დინამოს" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „დინამო არენაზე“ დღეს, 19 ოქტომბერს გაიმართება ლეგენდების მატჩი "დინამოსა" და "აიაქსს" შორის.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფრანკ დე ბური, დენი ბლინდი, გია გეგუჩაძე და ალექსანდრე იაშვილი წარსდგნენ.

"ჩვენთვის აქ ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნოა. ბედნიერები ვართ, ვიცნობთ აქაურ ხალხს და მასპინძლობას. შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, ის რომ ვერ ითამაშებს.

შოთა არველაძემ ყურადღება თავიდანვე მიიქცია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მარტინ ოლსენთან ერთად წარმატებას რომ მივაღწიეთ, მისი დიდი დამსახურებაც იყო" - ფრენკ დე ბური.

"განსაკუთრებული ემოციაა, როცა ამდენი წლის შემდეგ ვიკრიბებითმ აქაურობით აღფრთოვანებულები ვართ, დილით ქართლის დედის მიდამოებში ტური გვქონდა" - დენი ბლინდი.

"მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. საოცარი ატმოსფეროს მოლოდინი გვაქვს, მოედანზე არაჩვეულებრივი ფეხბურთელები იქნებიან და სანახაობაც სათანადო იქნება" - გია გეგუჩაძე.

"თბილისის “დინამოს” საიუბილეო თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულია, ეს გუნდი ბევრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი იყოს, რომელთა დასწრებაც ყოველთვის გვსიამოვნებს" - ალექსანდრე იაშვილი.

დინამოელებს დაუპირისპირდება 1995 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი ხუთი ფეხბურთელი. რომელთაგან დენი ბლინდი „აიაქსის“ ლეგენდების მთავარი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ სხვადასხვა დროს ამსტერდამის „აიაქსში“ სამ ქართველს უთამაშია: შოთა არველაძეს, გიორგი ქინქლაძესა და გიორგი მიქაუტაძეს.

"დინამოს" ლეგენდები

მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ლორია.

მცველები: კახაბერ ცხადაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, შოთა კაშია, გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, ბესიკ ბერაძე, ნიკა ჭანტურია.

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ნემსაძე, მიკელ ალვარო, გიორგი მერებაშვილი.

თავდამსხმელები: ალექსანდერ იაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი დემეტრაძე, სანდრო იაშვილი, არჩილ არველაძე.

მწვრთნელები: გია გეგუჩაძე, კახა კაჭარავა.

"აიაქსის" ლეგენდები

მეკარეები: მაარტენ სტეკელენბურგი, დენის გენტენაარი.

მცველები: ფრანკ დე ბური, რიკარდო ვან რიინი, ჰედვიგს მადურო.

ნახევარმცველები: აარონ ვინტერი, რიხარდ ვიჩგე, ოლაფ ლინდენბერი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სიმონ ტაჰამატა, რონალდ დე ბური, დანი, ეიონგ ენო, დერკ ბერიგტერი, კიკი მუსამპა, კლარენს ზეედორფი.

თავდამსხმელები: რაიან ბაბელი, ჯერალდ სიბონი, სიმ დე იონგი.

მწვრთნელები: დანი ბლინდი, ტიჯანო ბაბანგიდა

მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

zura222
და როგორ უნდა ითამაშოს ხან მწვრთნელობს (თავის ჭკუაში) ხან მსახიობ-არტისტობს ხან პოლიტიკანობს(ნაც მკვლელებს გადაეფარა ანუ თვითონაც მკვლელებში ჩაეწერა)და სად სცალია რაღაცა ფეხბურთისთვის ? ისე ქოცები მაგარი ჩამოსხმები არიან--ნაცები მაგათი დაუძინებელი მტრები ლამის დახვრეტით ემუქრებიან ხელისუფლებაში რომ მოვალთო და იდიოტი ქოცები კი სასათბურე პირობებს უქმნიან ! აი ეხლაც უმადურ შოთას ძმაკაცები ჩამოუყვანეს და იმან არ მოისურვა ქოცების ღონისძიებაში მონაწილეობა @
zura222
ვაიმეე ლა ვუკო ლაა იკაკუნაა ასეთი "დალაგებული" ლაპარაკი სად გასწავლეს ნაცების ოფისში თუ რუსთაველზე აკაცუკებთან?
R.k.
Xizanishvili romel wels iyo dinamoshi agar maxsovs da shemaxsenet vinmem
მერაბი ჩხოროწყუ
გილოცავთ მთელ საქართველოს, თბილისის დინამოს 100 წლის იუბილეს, ვულოცავ ჩვენს ლეგენდარული ვეტერან ფეხბურთელებს , ვუსურვებ ჯანმრთელობას დიდი ხნის სიცოცხლეს ,აქვე მინდა მოვიხსენიოთ წასული ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელები, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მაგათი სული, მეგობრებო თბილისის დინამოს ვგულშემატკივრობ 1974 წლიდან ჩემი მშობლები კიდევ ადრე, მახსოვს თითქმის ყველა მატჩი, არარატთან თასზე 3 0 , მერე ლივერპული 3 0 ,და ასე შემდეგ, ის ტახამატაც მახსოვს სხვათა შორის, გისურვებთ თბილისის დინამოს აღორძინებას წარმატებებს, ყველა თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას, გამრავლებას, გაუმარჯოს საქართველოს მეგობრებო,
იკა
შოთას პატივს ცემენ სადაც არ უნდა წავიდეს. დარწმუნებული კალაძის შემთხვევაში არცერთი მილანელი არ იტყოდა, რომ "კალაძის სამშობლოში ვარ და სამწუხაროა რომ ვერ ითამაშებს", იმიტომ რომ კალაძე ფულიანი გოიმია, ანჩელოტი იყო მის ცხოვრებაში კაცი რომელსაც ყოველდღე სანთელს უნდა უნთებდეს, რადგან უნიჭო კალაძე წლების განმავლობაში ხელით ატარა
ფედერაციას
საშამ და თენგომ რაღა დააშავეს? თქვენ ხართ ფორმაში და ისინი არა? ბოლო-ბოლო თქვენზე დიდი დინამოელები არიან. ან კიდევ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა.
სანიოლი უნდა დაესწროს კაშიას მსგავსები კიდევაც გვყავს წლოვანები.
კაშიას გამოსათხოვარი თამაშიც რომ დაამატოთ და ნაკრებს ჩახსნათ ის დროა უკვე. ამისულაშვილს ღიპი აღარ აქვს როგორც კარიერის ბოლოს და კაშის თუ არ უშვებთ ამისულადვილი შეუწყვილოთ ცენტრში აჯობებს, ნემსაძე ნახევარდაცვაში კარგი იქნებოდა, კაშიაზე ნაკლებად არცერთი არ ითამაშებს.
A
დვალიშვილო ვლადიმერ იქნებ მანდ მაინც გაიტანო გოლი
ჯუანშერ მრავალშვილიანი
არაა შოთა ქოცი და რატომ უნდა ითამაშოს? )) ან დინამოსთან რა საერთო აქვს აიაქსს, გაუგებარია. ისე, ტიჯანი ბაბანგიდას ჩამოსვლა ნამდვილად ეროვნული დღესასწაულის ტოლფასია. ))
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
ქართველების "მეცმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
"ლივერპულს" "ფეიენოორდის" განაპირა მცველის შეძენა სურს
Give me Sport: "არსენალი" არტეტას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაათავისუფლებს
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?
[VIDEO] ეკიტიკეს დუბლი, ვირტცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ნიუკასლს" მოუგო
დავითაშვილი დაბრუნდა, "სენტ-ეტიენი" ისევ დამარცხდა, მწვრთნელი მიდის
[VIDEO] გოჩოლეიშვილის "ჰამბურგმა" "ბაიერნს" ქულები დააკარგვინა - "რეკორდმაისტერი" ზედიზედ მეორე მატჩს ვერ იგებს!
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
[VIDEO] მიქაუტაძეს ულამაზეს გოლამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალის" ფრე 4 წაგების შემდეგ
[VIDEO] ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "სუონსისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონე" ბოლო წუთზე გატანილი გოლით "ვირტუს ენტელასთან" წაგებას გადაურჩა
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"მანჩესტერ იუნაიტედი" ორ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ჰოლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ᓜᓐᓠᕘᓜᓯᕘᓡᕤᕔᓠᓘ ᕐᕛᕑᓔᕑᓘ - ᕕᓐᕜ ᓜᓘᓡᓢᓔᓚᓠᕝᕘ ᓰᓘᕓᕘᓜᓙᓘᕡ ᕐᕡᕘᕡᓢᓔᓜᕢᓐᕓ