შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელად, მაგრამ "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელისა და მისი გუნდისთვის ლოგიკურად დასრულდა ფიბა ევროპის თასის მატჩი ჩეხეთში, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისი 2010”-მა 80:73 დაამარცხა “ბრნო ბასკეტი”. ბევრისთვის მოულოდნელი იმის გამო, რომ 2 კვირის წინ, თბილისში გამართული ამ გუნდების მატჩი ჩეხურმა კლუბმა 84:66 მოიგო. მესამე პერიოდის შემდეგ “ბრნო ბასკეტი” 29 ქულით იგებდა და თავს ძალა აღარ დაატანა, ისე მივიდა დამსახურებულ გამარჯვებამდე.

ეს იყო ფიბა ევროპის თასის ჯგუფის პირველი მატჩი და მას შემდეგ ქუთაისელებმა კიდევ 2 შეხვედრა უშანსოდ წააგეს – საბერძნეთში "პერისტერისთან" და ისევ თბილისში – ესპანურ "ბილბაოსთან". სწორედ ამის გამო, ბრნოში ჩასული "ქუთაისი" უიმედო აუტსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ პირველივე პერიოდში გამოჩნდა, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი დანებებას არ აპირებდა.

ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 3 ქულით მოიგეს და ასე მოიქცნენ მეორეშიც. დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი მასპინძლებს 6 ქულით ამარცხებდა და ეს იმ პირობებში, რომ მთავარი ცენტრი, ჯავიონ ოგუნიემი ქუთაისელებს ტრავმის გამო აკლდათ. ბოლო მატჩებში ძალიან მოუმატა და დღევანდელ მატჩშიც შედეგიანად ითამაშა ლუკა ალავიძემ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო ამ სეზონში.

ალავიძის შედეგიანობით ქუთაისელები ლიდერობას მესამე პერიოდშიც ინარჩუნებდნენ. ის კი არა, ქართული გუნდის უპირატესობა ბოლო პერიოდის წინ 7 ქულას შეადგენდა და წინ რთული 10 წუთი რჩებოდა. ეს დრო გმირულად გადააგორეს სტუმრებმა. მეტოქეს პერიმეტრი გადაუკეტეს და თავისუფლად საჯარიმოშიც არ უშვებდნენ. სამწამიანში დომინანტი გახლდათ მარქუს გილსონი, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა. გამართული ტაქტიკის წყალობით "ქუთაისი" გამარჯვებამდე მივიდა. იმერულმა კლუბმა არც ბოლო პერიოდი დათმო, რომელიც 23:23 დასრულდა და მასთან ერთად შეხვედრაც ქუთაისელთა სასარგებლოდ დამთავრდა.

საუკეთესო შედეგი გილსონმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა, 14 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 17 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა ლუკა ალავიძემ მოაგროვა, 19 ქულა დაგროვდა დეტრეკ ბრაუნინგის ანგარიშზე, ტაირი ბოიკინმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ჩეხურ გუნდში 24 ქულით საუკეთესო იყო ენტონი უილიამსი. თბილისური მატჩის გმირი, ჯეიკობ გრუვსი, რომელმაც "ქუთაისს" 2 კვირის წინ 33 ქულა ჩაუგდო, ამჯერად 14-ს დასჯერდა.

4 ტურის შემდეგ "ქუთაისს" 1 გამარჯვება აქვს. შემდეგ მატჩს იმერული კლუბი თბილისში, 12 ნოემბერს, დაუმარცხებელ ლიდერ ბერძნულ "პერისტერისთან" გამართავს.

GBF.GE

ირაკლი
ყოჩაღ!
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა "ქუთაისი 2010"-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა