ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია

197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია

მემფისში ქარიშხალია. ჯა მორანტი, გუნდის უდავო ვარსკვლავი, ერთი თამაშით დისკვალიფიცირდა მწვრთნელებისკენ მიმართული კრიტიკის გამო და სწორედ ამან ყველაფერი საჯარო გახადა, რაც გუნდში უკვე დიდი ხანია დუღდა. ახლა სიტუაცია ერთ წერტილამდეა მისული: "გრიზლმა" ან უნდა აღადგინოს ნდობა თავისი ლიდერისადმი, ან დაუყოვნებლივ დაიწყოს ახალი გზა მის გარეშე.

"ჰკითხეთ სამწვრთნელო შტაბს" - ამ სიტყვებით უპასუხა ჯამ "ლეიკერსთან" მარცხის შემდეგ მის დაბალ შედეგიანობაზე დასმულ შეკითხვას, რამაც ხელმძღვანელობის გაღიზიანება გამოიწვია. რეალური ჩანდა კიდევაც დაპირისპირება კალათბურთელსა და ორგანიზაციას შორის, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ კალათბურთელს NBA-ის მესვეურებთან შეექმნა პრობლემა. მიუხედავად ყველაფრისა, მორანტის კალიბრის კალათბურთელი გუნდში სილაღეს, ესთეტიკას, სილამაზესა და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებას უნდა გვთავაზობდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ჯა თავს გუნდის ნაწილად აღარ თვლის.

სუპერვარსკვლავს გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი აქვს დადებული, რა პერიოდშიც 197.2 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ახლა მესამე წელი მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობას გარკვეულწილად კალათბურთელის მომავალი ხელში უჭირავს, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. როგორც წესი, როდესაც სუპერვარსკვლავსა და გუნდს შორის სიტუაცია იძაბება, აუცილებლად გაცვლით სრულდება, რადგან კალათბურთელის შედეგიანობა იკლებს, გუნდმა კი სარგებელი რომ მიიღოს, საუკეთესო ფორმაში მყოფი სჭირდება. მაგალითად, გასულ წელს "მაიამი ჰიტმა" დიდებული სეზონების შემდეგ ჯიმი ბატლერი დაპირისპირების შემდეგ "გოლდენ სტეიტში" "მოიშორა" და მის ნაცვლად ახალგაზრდა, პერსპექტიული და უკვე ჩემპიონი ენდრიუ უიგინსი მიიღო. რეალურად ბატლერი გაცილებით მეტი ღირს, თუმცა სხვა ვარიანტის არარსებობის შემთხვევაში უიგინსსაც დაკარგავდნენ. ასე და ამგვარად, დიდია ალბათობა "მემფისი" ჯას შეელიოს. თუმცა ისმის შეკითხვა, სად? ამ შემთხვევაში გუნდები 2 ვარიანტით შეგვიძლია ჩამოვწეროთ, ვისაც შეუძლიათ და სჭირდებათ, ხოლო მეორე, ვისაც მოუხდება.

"მაიამი ჰიტი"

ჩვენს მიერ ნახსენები "მაიამი", ახალ სეზონს ტაილერ ჰიროუსა და ნორმან პაუელის წინა ხაზით ხვდება. თუ გავითვალისწინებთ, ტაილერის ტრავმისკენ მიდრეკილებას, ამასთან ერთად პლეი-ოფში ჩაგდებულ შეხვედრებს, გუნდის პრეზიდენტმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ხარისხიანსა და გულშემატკივრებისთვის გაყიდვადს გახდის. ფლორიდელებს სხვა ვარიანტიც აქვთ. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერი როზიეს წინააღმდეგ სახელწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაიწყო გამოძიება. კალათბურთელის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქტიურად იყო ჩართული აზარტულ თამაშებში და საკუთარ თავზე ფსონებსაც ათავსებდა. თუ ტერის ბრალი დაუმტკიცდება, ორგანიზაცია მას მოკვეთავს, ამჟამინდელი ხელფასი კი 26 მილიონზე მეტს გულისხმობს. თუ როზიეს ორგანიზაცია გარიცხავს, მაშინ სახელფასო ჭერი გათავისუფლდება და მორანტის ტრეიდიც ლოგიკური გახდება (39 მილიონს იღებს ხელფასს). გუნდის შემადგენლობა კი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდება. ჯასთან ერთად წინა ხაზზე მსროლელის პოზიციაზე ტაილერ ჰიროუ იქნება, უკანა ხაზზე კი (რეალურად მსროლელია) ნორმან პაუელი, ენდრიუ უიგინსი და ბემ ადებაიო იქნებიან. დაბალი მსროლელი ხუთეული, აგრესიული, კარგი მომხსნელი და დამცველი ცენტრით. გუნდს ექნება ათლეტურობა და რაც მთავარია, ხარისხი.

"საკრამენტო კინგსი"

კალიფორნიელები "მემფისისთვის" კარგი ვარიანტია, მოგეხსენებათ, "საკრამენტოს" პირველი რაუნდის დაუცველი პიკი აქვს, რაც ჯას ამჟამინდელ გუნდს არჩევანს გაუმარტივებდათ. თუ ორგანიზაცია გადაწყვეტდა გუნდის ხელახალ აშენებას, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორთან ერთად დასჭირდებოდათ ახალი ვარსკვლავი, რომელიც წარმატებისკენ სვლას ხელახლა წამოიწყებდა. მორანტის პოტენციალიდან გამომდინარე, რთულია ივარაუდო, რამდენად უკეთესი კალათბურთელის აყვანაა შესაძლებელი, თუმცა ფაქტი ერთია, კალათბურთელს დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. იყო პერიოდი, როცა "ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში შემთხვევით იარაღი გამოაჩინა. ამიტომაც, ხშირი დაძაბულობის ფონზე შესაძლოა ტრეიდი "კინგსთან" შედგეს. მიუხედავად შემადგენლობისა, ფლორიდელები მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვიან, რადგან გუნდი ლამაზ და შედეგიან კალათბურთს თამაშობს, თუმცა საკუთარი კალათის დაცვას ვერ ახერხებს. სავსებით რეალურია, პირველი რაუნდის არჩევანთან ერთად, დენის შროდერის ვარიანტის შეთავაზება. გერმანელი კალათბურთელის ხელფასი თითქმის 15 მილიონია, გუნდთან ხელშეკრულება კიდევ 2 სეზონი აკავშირებს, გამოცდილი, პერიმეტრის მცველი, რომელსაც გათამაშება და ქულების აღება კარგად შეუძლია + დრაფტის არჩევანი, შესაძლოა შეთავაზებისთვის კარგი ოფცია იყოს. საპასუხოდ, კალიფორნიელების შემადგენლობა ძალიან გაძლიერდება. მორანტთან ერთად იქნებიან ზაკ ლავინი, კიგან მარი, დემარ დეროუზანი და დომანტას საბონისი. კვლავინდებურად მხიარული, თუმცა ამჯერად სუპერვარსკვლავთან ერთად. სათადარიგო სკამიდან კი მალიკ მონკი, რასელ უესტბრუქი, დრო ეუბანკსი შემოვლენ. ორივე მხარეს ეს გაცვლა აწყობს. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ დასავლეთის გუნდები ცდილობენ კალათბურთელი აღმოსავლეთში გაუშვან, რადგან პლეი-ოფისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, ზუსტად ასე მოხდა დესმონ ბეინის შემთხვევაში, კალათბურთელმა ახალი სახლი "ორლანდო მეჯიქში" იპოვა, თუმცა ნაკლებსავარაუდოა რებილდინგისკენ მიმავალი "გრიზლი" ამის გამო შეფერხდეს.

"ჰიუსტონ როკეტსი"

ტეხასელებმა სეზონის სტარტზე გენიალური კევინ დურანტი დაიმატეს, თითქოს და გუნდში ის ბალანსი დაიჭირეს, რაც საჩემპიონოდ გამოადგებოდათ, თუმცა მალევე ფრედ ვანვლიტმა უმძიმეს ტრავმა მიიღო და გამთამაშებლის პოზიციაზე კითხვის ნიშნები გაჩნდა. შემდგომ იყო საუბარი, თითქოს და ვეტერანის კონტრაქტით რასელ უესტბრუქს დაიმატებდნენ, თუმცა ერთ დროს ლიგის საუკეთესო კალათბურთელი "საკრამენტოსკენ" გაეშურა. "როკეტსს" სჭირდება კარგი გამთამაშებელი, აქედან გამომდინარე, აქტიურად დააკვირდება სიტუაციას და შესაძლებლობის ფარგლებში შეეცდება ვარსკვლავის გადმობირებას. თუ "მემფისი" თანახმა იქნება, მორანტის სანაცვლოდ ფრედ ვანვლიტისა (25 მილიონი) და ფინი სმიტის (13 მილიონი) + 2027 წლის დრაფტის არჩევანი შესთავაზოს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, "გრიზლი" მიიღებს 2 კარგ მცველსა და მექულეს. განსაკუთრებით ვანვლიტს, რომელსაც გასულ წელს პლეი-ოფში 7 თამაშში "გოლდენ სტეიტთან" საშუალოდ 18.7 ქულა, 4.1 მოხსნა და 4.4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, რაც შეეხება ფინი სმიტს, "ლეიკერსის" შემადგენლობაში 9 ქულამდე აგროვებდა, თუმცა კარგი მცველია და ჯექსონთან და დრაფტზე არჩეულ მოთამაშესთან ერთად, შესაძლოა არჩევანი მათზე შეაჩერონ. შესაძლოა ფინი სმიტის ნაცვლად, არჩევანი ჯაბარი სმიტზე შეაჩერონ, ეს უკანასკნელიც კარგი მცველია, თუმცა უკეთესი მექულე, საშუალოდ 15 ქულაზე მეტს აგროვებს. სავარაუდოდ, "როკეტსი" ყველაფერზე წავა, რომ ეს ტრეიდი განხორციელდეს, ასე კი მიიღებენ შემდეგ ხუთეულს: მორანტი, ამერ ტომპსონი, ოკოგი (თუ სმიტი დარჩა ის დადგება), დურანტი და შენგუნი, სათადარიგო სკამიდან შეფარდი, კაპელა და ადამსიც მიიღებენ მონაწილეობას და ტეხასელები აუცილებლად საჩემპიონო კანდიდატები გახდებიან.

"დენვერ ნაგეტსი"

კოლორადოელების შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებული და საინტერესოა. მოგეხსენებათ, გუნდში ჰყავთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, ნიკოლა იოკიჩი. ბოლო რამდენიმე სეზონია ორგანიზაცია წარუმატებლად ცდილობს ჩემპიონობას, ბირთვი კი მეტ-ნაკლებად ერთნაირია. სერბის გვერდით ბურთს ჯამალ მარი ათამაშებს, კანადელის ხელფასი 46 მილიონს შეადგენს. წელს "ნაგეტსი" ძალიან გაძლიერდა, მოგეხსენებათ, გასულ წელს ტრავმიანი გუნდი "ოკლაჰომასთან" 3:4 დამარცხდა, ვინიცის ცოტაოდენი გამართლების შემთხვევაში რა იქნებოდა, თუმცა ეს ფანტაზიის ნაწილია... გუნდში მოვიდნენ კალათბურთელები, როგორებიც არიან იონას ვალანჩუნასი, ბრუს ბრაუნი, კამერონ ჯონსონი და ტიმ ჰარდევეი. ყოველივე ამის შემდეგ, მიიღეს სიღრმე, რაც ასე ძალიან აკლდათ პლეი-ოფში. თუ ასეთი ძლიერი "ნაგეტსი" შედეგს ვერ დადებს, შესაძლოა იოკიჩმა გაცვლა მოითხოვოს, თანაც ვრცელდება ჭორები, რომ "ლეიკერსი" ლებრონ ჯეიმსს ახალ კონტრაქტს არ მისცემს. კალიფორნიაში სერბს ლუკა დახვდება, უახლოესი მეგობრების გაერთიანება და თან ასეთი ხარისხის მოთამაშეები საინტერესო იქნება. აქედან გამომდინარე, "ნაგეტსის" ხელმძღვანელობა ყურადღებით უნდა იყოს, რომ გენიალური კალათბურთელი არ დაკარგოს. რა თქმა უნდა, ნიკოლას კარიერული სტატისტიკის კუთხით სულ სხვა ხედვა აქვს. მისი სტატისტიკა და ზოგადად ნიჭი კალათბურთელს იმ ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, ამისთვის კი 1 ჩემპიონობა საკმარისი არარის. თუ ჯამალ მარისა და ჯა მორანტის ტრეიდი შედგება, ორივე მხარე კმაყოფილი იქნება. "გრიზლი 28 წლის ვარსკვლავს მიიღებს, რომელსაც ბეჭედიც აქვს და ბრწყინვალე პლეი-ოფის გამოცდილებაც. იქნება გამოკვეთილი ლიდერი და მასზე ააწყობენ გუნდს, გადამწყვეტ შეხვედრებში კი ვნახეთ რამდენად ლეტალურია ჯამალი, რაც შეეხება "ნაგეტსს", ჯას მოსვლით გუნდში ახალი სიცოცხლე შემოვა, ჯა მორანტი, კრისტიან ბრაუნი, კამერონ ჯონსონი, აარონ გორდონი და ნიკოლა იოკიჩი ბრწყინვალე ხუთეულს შეკრავენ, დამატებული გამოცდილი და კარგი მექულე სათადარიგო სკამი კი კოლორადოელებს შესაძლებლობას მისცემს იფიქრონ ჩემპიონობაზე. სწორედ ასე შეძლებს გუნდი ნიკოლა იოკიჩს ახალი ვარსკვლავი შეუწყვილოს და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვოს. რატომაც არა, ეს ჩემი აზრია, თუმცა ორივე გუნდისთვის კარგი ვარიანტია.

"მილუოკი ბაქსი"

ისევე როგორც "დენვერში", მილუოკიშიც იდენტური სიტუაციაა. საჩემპიონო ბეჭდის მოგების შემდეგ, იანის ანტეტოკუმპოს ვერა და ვერ აუწყეს გუნდი. მოიყვანეს დემიენ ლილარდი, შემდეგ გაუშვეს, სხვა გამთამაშებელი კი ჯერ-ჯერობით არ ჩანს ისეთი, რომელიც ჯრუ ჰოლიდეის ფუნქციას შეასრულებს და ბერძენს "ოლიმპოს მთაზე" ასვლაში კიდევ ერთხელ დაეხმარება. იანისს კონტრაქტი 2 წლით აკავშირებს, თუ გუნდი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს, მაშინ "რისხვა" ახალი სახლის მოძიებას შეეცდება და ზუსტად იოკიჩის მსგავსად, შესაძლოა ვივარაუდოდ, "ლეიკერსზე". კალიფორნიაში ლუკას გვერდით სუპერვარსკვლავს აუცილებლად ვიხილავთ. იანისის შემთხვევაში, განსხვავებით ნიკოლასგან, გუნდი ვერა და ვერ გაძლიერდა. წელს მაილის ტერნერი მოიყვანეს, თითქოს და ფარზე დომინანტ გუნდს შექმნიდნენ, თუმცა არათუ ჩემპიონობა, აღმოსავლეთ კონფერენციაში წარმატებაც საეჭვოა. განსაკუთრებით, მაშინ, როცა "ნიუ იორკ ნიქსი" კიდევ უფრო გაძლიერდა, ათამაშდა "დეტროიტი" და კვლავინდებურად საშიშია "კლივლენდიც". ჯა მორანტით ბერძენი შესაძლოა გუნდში დარჩენით დააინტერესონ. თუმცა რთულია ივარაუდო, თუ რა ვარიანტს შესთავაზებენ "ირმები" "გრიზლებს". შესაძლოა ლატარიის არჩევანთან ერთად ვიხილოთ კაილ კუზმას ვარიანტიც (ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო "ჰიტსა" და "უორიორსს" შორის, როცა ბატლერი უიგინსში გაცვალეს). კუზმას ხელფასი 22 მილიონია, ძირითადში ითამაშებს და გუნდში შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ფიგურაც გახდეს, აი "მილუოკიში" კი ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. დამწყებ ხუთეულშიც ჩაჯდა, სათადარიგოდანაც, თუმცა გუნდს ვერ ეხმარება, საპასუხოდ აუცილებლად დაეხმარება მორანტი, რომელიც წინა ხაზზე რაიან როლინსტან ერთად დადგება, ეიჯი გრინი, იანისი და ტერნერი კი - უკან. სათადარიგო სკამიდან შემოვლენ ბობი პორტისი, გარი ტრენტ ჯუნიორი, კოულ ენტონი, ტორიან პრინსი, ამირ კოფი. სუპერვარსკვლავიანი გუნდიდან ამ ტრეიდით ჩემპიონობის მაძიებლები გახდებიან, თუმცა აქ ყველაფერს "მემფისის" აზრი გადაწყვეტს. რამდენად უღირთ მორანტის გაცვლა მსგავსი შეთავაზებით.

ასე და ამგვარად, ერთ დროს "გრიზლის" უდაო ვარსკვლავის, ჯა მორანტის მომავალი მკაფიო პასუხის გარეშე რჩება. გუნდის შიგნით არსებული დაძაბულობა, მწვრთნელებთან კონფლიქტები და საჯარო კომენტარები არსებულ სიტუაციას მხოლოდ აძლიერებს, რაც "მემფისისთვის" სერიოზულ გამოცდად იქცა. ახლა ორგანიზაციას ორი გზა აქვს: აღადგინოს ნდობა ლიდერისადმი და დაიწყოს ახალი ეტაპი ერთად, ან კი მორანტის გაცვლით მოიძიოს გზა მომავლისთვის, რაც რებილდინგსა და ტრანსფერების აქტივიზაციას გულისხმობს. თუ "გრიზლი" აირჩევს ნდობის აღდგენას, გუნდს მოუწევს ურთიერთგაგებისა და სტრატეგიული მუშაობის ახალი მოდელის შექმნა. თუმცა, მორანტის გაცვლა უფრო რეალისტური სცენარია, რადგან მისი სტატუსი, ხელფასი და სუპერვარსკვლავის პოტენციალი საშუალებას აძლევს გუნდს მიიღოს მაღალი დონის მოთამაშეები, მომავალი დრაფტის პიკები და გაძლიერებული შემადგენლობა. ამ მომენტში ყველა გადაწყვეტილება დიდწილად სტრატეგიული ბუნებისაა, იგი განსაზღვრავს, რა მიმართულებით განაგრძოს გუნდმა განვითარება: მუდმივი კონკურენცია სუპერვარსკვლავთან ერთად, თუ ახალი ეტაპი ტრანსფერებისა და აქტივების შეკრების გზით. მორანტის არჩევანი, როგორც მოთამაშის, ისე ორგანიზაციისთვის, შესაძლოა ცვლის ყველა პარამეტრს, ამიტომ მისი მომავალი და "მემფისის" გზა სეზონის ბოლოდან გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

• ლევანი

კარგი განხილვაა, საინტერესო იქნება დენვერში მორანტის ნახვა. ათლეტური გუნდი და იოკიჩი. ისე ტრეი იანგს სად ხედავთ? წელს კონფენერციის ფინალში თუ ვერ გავიდა ლოგიკური ცვლილების დრო იქნება

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა

"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა

კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა

თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს

მესის მაიამის გასაღები გადასცეს

FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება

მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია

"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია

[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა

კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!

ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"

პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის

[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!

რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და პირადი რეკორდი - "სპურსმა" "მემფისი" დაამარცხა [VIDEO]

ახალგაზრდა ვარსკვლავის შოუ ტეხასში - ჯას 49 ქულა და გამარჯვება [VIDEO]

ჯა მორანტის ჯადოსნური საღამო და დამარცხებული "გოლდენ სტეიტი" [VIDEO]

დრამა მემფისში - "გოლდენ სტეიტმა" რთული და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო [VIDEO]

დრამა ლოს ანჯელესში - "ლეიკერსმა" "მემფისი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

"მემფისმა" "მილუოკი" გაანადგურა და დასავლეთში გალიდერდა [VIDEO]

უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]