ევროპალიგაზე "ლიონთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ, "რეალ ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე ორიგინალური იდეა გააჟღერა.

ჩილელის თქმით, კარგი იქნება, თუ ფეხბურთში ბურთის საკუთარ ნახევარზე დაბრუნება აიკრძალება. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, ეს ფეხბურთს უფრო დინამიკურს გახდის.

"ჩემი აზრით, ფეხბურთში არსებობს წესები, რომელთა შეცვლა ან გაუმჯობესება ცუდი არ იქნებოდა. მაგალითად, აიკრძალოს ბურთის საკუთარ ნახევარზე დაბრუნება, ანუ უკან პასი. ამის შემდეგ ფეხბურთი უფრო დინამიკური გახდება. იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა უფრო სანახაობრივი იყოს, ბურთმა მუდამ მეტოქის კართან ახლოს უნდა იტრიალოს", - განაცხადა პელეგრინიმ.

მახო
სისულელეა
დავით 67
რასაც სულ გავიძახდი ეს თქვა ამ კაცმა, მეკარისთვის უკან პასი და ხელში აღება ხომ აკრძალეს. თან ესეც რა საზიზღრობა იყო. დროს გაყვანას რომ ცდილობდნენ ამით.კარგი იქნებოდა ესეც. თამაშგარეც როდესაც სანტიმეტრებითაა წინ მოწინააღმდეგე ესეც ასაკრძალია
Gia
ძალიან კარგი იდეაა კალათბურთში მაგრად იმუშავა
სისულელეას
პელეგრინია სულელი და შენ ხარ ჭკვიანი?
სისულელეას
ყველა სპორტში ყველაფერი კი არ უნდა შეცვალო,რაც აბრკოლებს და ამუხრუჭებს ის უნდა შეცვალო.სისულელე ის არის არ იფიქრო და იზრუნო იმაზე როგორ გააუმჯობესო და საიტერესო გახადო ის რაც აღარ მოგწონს.
საჩინო
გამეხარდა,რომ ცნობილმა სპეციალისტმა ისეთივე აზრი დააფიქსირა,როგორიც მე რამოდენიმე წლის წინ.თუმცა ამ საკითხს კარგი აზომვ-დაწონვა ჭირდება,რომ პროგრესის ნაცვლად რეგრესი არ მივიღოთ.მრავალი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ და ოპტიმალური უნდა მივიღოთ.ცვლივება კი,რომ აუცილებელია ამას წყალი არ გაუვა.ძალიან ადვილია უკან თავისუფალ პარტნიორს ბურთი მიუგორო და ამით შენი მისია შესრულებულად ჩათვალო.ბევრად რთულია წინ მწვავე პასების კეთება.ფეხბურთი კი ამით ბევრს კარგავს და ძალიან მოსაწყენი გახდა.ადრე ნებისმიერ თამაშს ვუყურებდი,თუნდაც სადღაც სოფელში ან უბანში წავწყდომოდი შემთხვევით,.ახლა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონათების ,საუკეთესო გუნდების თამაშების ყურების საშუალება გვაქვს და რა....ამოვარჩევ 4-5 თამაშს (მათ შორის ჩვენი ბიჭების გათვალისწინებით) და ზოგს ბოლომდეც ვერ ვუყურებ ,იმდენად მონოტორუნი და მოსაწყენია.ანდა მიდის დაუნდობელი ჩეხვა და ფეხბურთი სადღა არის ,სადღაა ლამაზი ფინტები,მახვილგონივრული კომბინაციები,მოჭრილი დარტყმები? სათამაშო დროის უმთავრესი ნაწილი ბურთის უკან ან განივად კოტრიალში მიდის.ამიტომ ეს საკითხი ნამდვილად ყურადღების მისაქცევია.შეიძლება ,მაგალითად კვოტების შემოღება.გუნდს ერთ ტაიმში (სიტყვაზე) 20-ჯერ ქონდეს უკან პასის გაკეთების უფლება.რას მოგვცემს ეს? ფეხბურთელები გაფრთხილდებიან ყოველთვის ,არის თუ არა საჭიროება ,უკან პასს აღარ გააკეთებენ.ეს კი თამაშს შემატებს სიმწვავეს.ფორს-მაჟორულ სიტუაციებში იქნება შეცდომები,იქნება დაკარგვები,რაც მომენტების შექმნას შეუწყობს ხელს და თამაშებიც უფრო სახალისო და საინტერესო იქნება.ამავე დროს აუცილებელია თამაშებს შორის ინტერვალების გაზრდა,რათა ფეხბურთელებმა მოასწრონ აღდგენა და სხვადასხვა კომბინაციების თუ ილეთების დამუშავება ,რაც ფეხბურთს დაუბრუნებს უწინდელ ეშხს და სილამაზეს.
სისულელეა
ასეთ სისულელეს რომ იტყვის მწვრთნელი. ასე ყველაფერი შეიძლება ყველა სპორტში შეცვალო.
Luka
ფეხბურთი კალათბურთის წესებით.
Levani
სწორია,10 წელია მაგას ვიძახი. დააკვირდით გუნდებს ვინც წინ არის გასული ეძებენ განაპირა მცველს,ის ეძებს შუა მცველს და მერე უკან მეკარეზე აკეთებენ პასს-საზიზღრობაა. ისევე როგორც მოედანზე გირაობა და დროის გაყვანა-ნატურალური დროც საჭიროა
გოჩა
მორიელი ჩვენები აღარ გადადიან მეტოქის ნახევარზე და სანერვიულოც არ გვექნება ეგ წესი☺

50 მეტრიანი აკრძალული ზონა?უკან პასის აკრძალვა,შემთხვევით ბურთის უკან გადავარდნასაც მოიცავს მასზე შეხების უფლებაც თუ ჩამოერთვა,ეს უკვე სულ სხვა თამაშად გადაიქცევა.წარმოიდგინეთ,მეტოქის ნახევარზე არაზუსტი პასი გამოგივიდათ,უკანა მცველზე,ბურთი შენ ნახევარზე გადავიდა და მასზე თამაშის უფლება აღარ გაქვს.ფეხბურთი ფეხით ითამაშება და პასის მიღება დამუშავება,გაცილებით ძნელია,ვიდრე ხელით თამაშის დროს,როგორც ეს კალათბურთშია.ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იქნება და მერე რა მოხდება?ყოველი ასე დაკარგული ბურთი,პოტენციურად საგოლე შეტევის მომასწავებელი გახდება,დაცვას ამასთან შეგუება მოუწევს და რისკის მთლიანად გამორიცხვას შეეცდება.საბოლოო ჯამში,ფეხბურთი გაცილებით ფრთხილი გახდება და სანახაობრიობა,მომატების ნაცვლად,უფრო მოიკლებს,ბურთს ძირითადში საკუთარ მოედანზე გაგორებას შეეცდებიან და მხოლოდ კონტრშეტევებზე მცირე ძალებით წასვლის პერსპექტივის ანაბარა ვრჩებით.
მორიელი
მერე ქართველ ფეხბურთელებს რაეშველებათ. ასე ძაან რომ იციან უკან პასი
ბადრი
გადასარევი აზრია, აქამდე ვინმეს რატომ არ მოაფიქრდა. მერე ვინისიუსი ვეღარ ეტყვის იამალს სულ უკან აკეთებ პასებსო.
zura222
რა სისულელეაა ფეხბურთშიკი არა კალათბურთშიც დაძველდა ზონის წესი და იქაც უნდა გაუქმდეს
01-07
მაგრამ ეს ხომ კალათბურთი არ არის, მაგრამ მაინც თუ გადაწყვეტენ ასეთი ექსპერიმენტის დაშვებას, მაშინ ეს ფეხბურთი არ იქნება, ის სხვა სპორტის სახეობაში გადავა და ახალი სახელიც უნდა დაერქვას. მე პირადად ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, როგორც ტრადიციული ჭადრაკი არ იცვლება (აქ არ ვგულისხმობ ბლიც ტურნირებს საათთან დაკავშირებით) თითოეული ფიგურის სვლა არის ისეთი, როგორც იყო, აი ასე უნდა დარჩეს ფეხბურთიც, სათამაშო დროის საკითხი კი შეიძლება განხილული იქნეს, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ.
გარეჯა დიფსთეითიძე
ეგრე ხომ სულ დაგვვერხევა))) ერთი მაგაში ვართ მაგრები და .....
გიორგი
idealuri iqneba
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს
რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა? - სლოტმა ბრაზილიელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
"მამარდას" დაწყებულ პლეი-ოფს "კვარა" დაასრულებს - უეფა ხვიჩას სასტარტოში არ მოიაზრებს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"ჩაძაღლდი, რამოს" - რას უყვიროდნენ "ოსასუნას" გულშემატკივრები სერხიო რამოსს?
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"ვესტ ჰემის" გაძღოლა მანუელ პელეგრინის მიანდეს
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი