დღეს ქართველი ლეგიონერების გამორჩეული მატჩებია, რის შემდეგაც ისინი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან.

უქმეების ერთ-ერთი მთავარი და ბოლო დაპირისპირება "პარკ ოლიმპკზე" (59 186) შედგება, სადაც "ლიონი" პსჟ-ს უმასპინძლებს - ჩვენი დროით 23:45 საათზე.

მიქაუტაძისა და დონარუმას დაპირისპირების გამო ეს შეხვედრა ჩვენთვის ადრეც ძალიან საინტერესო იყო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი დამატებითი ელფერი შესძინა. 23 თებერვალს საგოლე პასი ორივე ქართველის ანგარიშზე იყო, ახლა კი ეს დუელი აღარ შედგება.

თუკი პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე წააგო, ლიონელები რანგით მეორე ტურნირზე დამარცხდნენ.

გასული ტური რთულად, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდმა მაინც მოიგო და ლიდერობა გაიმყარა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა. დიდი ტრავმიანობის პირობებში, "კვარა" თავიდანვე ითამაშებს და ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს. მიმდინარე ცხრილში პარიზელები მესამე ადგილზე დაეშვნენ და პირველობა კვლავ დასაბრუნებელი აქვთ.

ბოლოს, როცა "ლიონმა" პსჟ დაამარცხა, გოლი ბარკოლამ გაიტანა, ვინც ახლა დედაქალაქელთა რიგებშია.

მასპინძლებს ფოფანა ჰყავთ ტრავმირებული და ეს სერიოზული დანაკლისია. არიან სხვა ტრავმირებულებიც, მაგრამ მეორე მხარეს ამ სიაში უფრო დიდი გვარებია - დემბელე, დუე, ჰაკიმი, მენდეში.

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი: გრეიფი, მეიტლანდ-რაისი, მატა, ნიახატე, ტალიაფიკო - ტესმანი, მორტონი - სულცი, ტოლისო, მორეირა - სატრიანო.

პსჟ: შევალიე - ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი - ნევეში, ვიტინია, რუისი - ბარკოლა, რამოში, კვარაცხელია.

თავად გიორგი მიქაუტაძე დისკომფორტს განიცდის, ამის გამო "ესპანიოლისა" და "ვილიარეალის" შეხვედრა გამოტოვა (მისმა გუნდმა 2:0 მოიგო) და ვერც საქართველოს ნაკრებში იქნება.

რაც შეეხეა კვირის მეორე დიდ მატჩს, 20:30 საათზე "მანჩესტერ სიტი" აშკარად ფორმაში შესულ "ლივერპულს" უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთი დიდი დაპირისპირება ელის. "არსენალმა" ქულები დაკარგა და ისინი მასთან მიახლოებას ეცდებიან. არნე სლოტმა ძირითადი თერთმეტეული აშკარად გამოკვეთა.

ზედიზედ 4 მატჩია, მანჩესტერელებს ამ დუელში არ მოუგიათ და მატჩები არც უხვგოლიანი გამოდიოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი: დონარუმა - ნუნიეში, დიაში, გვარდიოლი, ო'რეილი - ნიკო - ჩერქი, ფოდენი, სილვა, დოკუ - ჰოლანდი.

ლივერპული: მამარდაშვილი - ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - გრავენბერხი, მაკ ალისტერი - სალაჰი, სობოსლაი, გაკპო - ეკიტიკე.

xoxo
ღვთისო ძალიან კარგი ჟურნალისტია, მაგრამ კვარა ნაკრებისთვის არაა გამორჩეულად კარგი ფეხბურთელი. სხვები უფრო მონდომებულები არიან. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ჯობია. ჯერ ჩვენზე ვიფიქროთ, კვარა საკუთარ თავზე ფიქრობს. სამწუხაროდ, ასეა. როცა კარგად გაირჯება, შევაქებთ. პსჟ-ს ფრანგებიც დაუერენ მხარს და არაფერი მოაკლდებათ უჩვენოდაც.
.კვარაცივიას
პირველ რიგში,ღვთისავარ ანთაძე,საქართველოში ერთერთი საუკეთესო სპორტული ჟურნალისტია და პირველი თქვენ ხართ,მიკერძოებულობას ვინც აბრალებს.მისი სტატიები,უცხოეთიდან გადმოქართულებული სტატიების ძალიან დიდ უმრავლესობას საგრძნობლად სჯობია,ხარისხით.რაც შეეხება კვარას,ის თანამედროვე ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია,საუკეთესო მოთამაშეა და მასზე გაზრდილი ყურადღება,სრულიად გასაგებია.გიო მამარდაშვილიც ჩვენი სისხლი და ხორცია და ნამდვილად უსამართლობაა,ამ საიტისათვის მისთვის ნაკლები ყურადღების მიქცევის დაბრალება,თქვენ არაობიექტურობას უფრო ამტკიცებს.ამ საიტის დღევანდელ ფორმატს,სულ ვაკრიტიკებ,რადგან ძველი სტატიების მონახულების საშუალება დაკარგულია,საიტის ხელმძღვანელობამ ძალიან დააშავა,ძველი ფორმატი რომ გააუქმა და ამდენი ხალხის პროტესტი,ყურიდან ყურში გაატარა.ასე რომ არ იყოს,თქვენც შეძლებდით ღვთისავარ ანთაძის სტატიების გადახედვას და თვითონვე დარწმუნდებოდით,საკუთარი ბრალდებების უსამართლობაში.ამ ყველაფერს თავიც რომ გავანებოთ,ხვიჩა კვარაცხელია მინდვრის მოთამაშეა,შემქმნელი სტილის,მამარდა კი კარში დგას და გაცილებით ნაკლები კონტაქტები აქვს,მეტოქის ფეხბურთელებთან.კვარას ყოველ თამაშში გამეტებით ურტყამენ და მისი თამაში თუ ჯანმრთელობა,მუდამ აქტუალურია.სადაც პრობლემაა,რა თქმა უნდა ჟურნალისტი იმ საკითხს უფრო ხშირად მიუბრუნდება.კარგი ჟურნალისტის მოვალეობა ხომ ობიექტურ ანალიზთან ერთად,პრობლემების განხილვაც წარმოადგენს,თუმცა ეს,თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ.თქვენი პირობითი სახელიც უკვე ცხადად მიგვანიშნებს,თქვენ მიზანს და სამიზნეს,პირველად შემოხვედით საიტზე და პირდაპირ საუკეთესოებს,ჟურნალისტსაც და ფეხბურთელსაც დაეტაკეთ,ხალხსაც ყეყეჩებად მოიხსენიებთ!აშკარაა,რომ ზრდილობა და ფიქრი,თქვენი საუკეთესო თვისება არ არის.ჰოდა უტვინომ და უზრდელმა,რამდენიც უნდა წეროს,რა აზრი აქვს?უბრალოდ ქუჩის ძაღლების ხროვას,ყველა გამვლელს რომ ჰყეფენ,კიდევ ერთი მყეფარი შეემატება.
გიორგი
სტატიის ავტორი ერთერთი გამორჩეული სპორტული მიმომხილველია სულ ობიექტურად აფასებს მოვლენებს ხვიჩაზე თუ ოდნავ მეტი სტრიქონი დაწერა სწორიცაა ჯერ მივიდნენ დანარჩენები ხვიჩას დონემდე და მერე ჟურნალისტებიც თანაბრად გააშუქებენ
კვარაცივია
ხო ხო ხო, როგორ ცდილობთ როგორ ცდილობთ პსჟ-ს რიგითი მატჩის გაპიარებას ლამის გაკოტრებულ ლიონთან, ხვიჩას გამო დდდ ...ლივერპულისა და სიტის სეხვედრას კი მხოლოდ ერთ წინადადებაში ახსენებთ გაკვრით დდდდ მწარედ მოგეკითხებათ კვარაცივიას გაფეტიშება და ამ ისედაც ყეყეჩი ხალხის კიდევ უფრო დაბოლება, სულ მალე ))

პსჟ ყოველ მატჩში ვიღაცას ჰკარგავს და ვისურვებდი,ამ ჯერზე კვარაცხელიაც არ დაშავდეს.ბავარიასთან მასაც მაგრად მოხვდა და არა მგონია ტკივილი აღარ ჰქონდეს,მაგრამ პსჟს უკვე უჭირს შემადგენლობის შეკრება და პატარა ტკივილებს,აღარ გაითვალისწინებენ.
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
მამარდაშვილის კიდევ ორი დიდებული შანსი - სლოტის თქმით, სამი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა
[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "რეალი" დაამარცხა
"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "რაიო ვალეკანო" 4:0 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] "ახლა რას იტყვით?"... "ამ მოგერიებას არასდროს დავივიწყებ" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ქომაგები "მამარდას" "ასტონ ვილასთან" მატჩს?