მეოთხე წელია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამას ორგანიზებას ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტი უწევს, რომელიც ფიბა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან მიზნობრივ გრანტს იღებს. ფონდიდან მიღებულ ფინანსურ სახსრებს ფედერაცია თანხას ამატებს და ხორციელდება საკალათბურთო ინვენტარის უცხოეთში შეძენა, ხოლო საქართველოში იკერება სათამაშო და სავარჯიშო ფორმები.

საქართველოს ყველა რეგიონმა უკვე რამდენჯერმე მიიღო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება როგორც მსხვილი საკალათბურთო ინვენტარით (ფარები, ტაბლოები), ისე ბურთებით, ფორმებით და ვარჯიშისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი ატრიბუტებით.

ამ პროგრამის საინტერესო და ახალგაზრდობისთვის სახალისო მხარე გახლავთ ის, რომ რეგიონული დეპარტამენტის წევრები წარსულში ცნობილ კალათბურთელთან, ახლა კი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად ყველა რეგიონში ჩადიან და თავად ჩააქვთ ინვენტარი. მატერიალურ სიკეთეების მიღებასთან ერთად ახალგაზრდა კალათბურთელებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ ნბა-ს ყოფილ მოთამაშეს და მისგან ძალიან სასარგებლო რჩევები მოისმინონ.

ამჯერად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და მისი მოადგილე, ალეკო პეტრიაშვილი ფედერაციის ტექნიკური და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ფარებთან, ბურთებთან, დრიბლინგის სათვალეებთან და სხვა საკალათბურთო ინვენტართან ერთად ინოვაციური, სროლის ტექნიკის დასახვეწი ტრენაჟორები ჩაიტანეს. ინოვაციური ტრენაჟორები რეგიონული განვითარების დეპარტამენტის შეკვეთით თურქეთში დამზადდა, რომელიც დამწყები კალათბურთელებისთვის სროლის ტექნიკის სწორად ათვისებისთვისაა განკუთვნილი. მასზე ვარჯიში შესაძლებელია იმ მოზარდებისთვისაც, რომლებსაც, როგორც იტყვიან, სროლა აქვთ გასასწორებელი.

რუსთავის “ქიმიკოსთან” დარბაზში ფედერაციის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ილია კეჭაყმაძე, საკალათბურთო კლუბ” რუსთავი 1991″-ის დირექტორი ვაჟა კვიჟინაძე და მოზარდ კალათბურთელებთან მომუშავე მწვრთნელები დახვდნენ.

რუსთავიდან ფედერაციის სატვირთო კახეთისკენ დაიძრა, თუმცა ამჯერად ყვარელს მიაშურა. აქამდე ძირითადად თელავში ჩადიოდა მთლიანად კახეთისთვის განკუთვნილი ინვენტარი, საიდანაც რეგიონის ყველა საკალათბურთო კერაზე ნაწილდებოდა. ამჯერად ინვენტარი ყვარელში ჩავიდა, სადაც ბოლო ხანებში საკმაოდ მაღალი საკალათბურთო აქტივობა ფიქსირდება. ვაჟებთან ერთად ყვარელში ჰყავთ საკმაოდ ბევრი გოგონები, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში მიღებული მრავალფეროვანი ინვენტარის მიღების შემდეგ მეტი დაინტერესება და შესაბამისად, განვითარება ექნებათ.

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა გრძელდება და მომავალი გაჩერება ნოემბრის შუა რიცხვებში – მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები იქნება.

GBF

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
"გოლების გატანა ლა ლიგაში უფრო მარტივია, ვიდრე საუდის არაბეთში" - რონალდო
მექვაბიშვილის კაცნაკლულმა "უნივერსიტატეამ" ვენაში "რაპიდს" მოუგო
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
კიტეიშვილი შეცვალეს - "შტურმმა" "ნოტინგემთან" ქულები გაიყო
[ეროვნული ლიგა] XXXII ტურის ანონსი
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება