შეხვედრა მთელი 3 პერიოდი თანაბარი იყო. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე, თუმცა უმეტესწილად წინ ბათუმი იყო. სხვაობა 2-4 ქულას არ სცდებოდა და ცხადი იყო, რომ ყველაფერი დასკვნით პერიოდში გადაწყდებოდა. ბოლო ათწუთეულის წინ ანგარიში თანაბარი გახლდათ, თუმცა ზესტაფონელებმა მალევე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა.

მეოთხე პერიოდი ჯერემი შოუს სამქულიანით გაიხსნა, თუმცა ეს იყო ბოლო ეპიზოდი, როცა მასპინძლები დაწინაურდნენ. შოუს სამიანს გიორგი კობახიძის 2 ზუსტი შორი სროლა მოჰყვა, რის შემდეგაც შეტევის დაგვირგვინება დალტონ ბენქსმა გადაიბარა. მისმა ზედიზედ ორმა შედეგიანმა შეტევამ სტუმრები 75:70 დააწინაურა, რაც თანაბარ თამაშში სოლიდურ უპირატესობას ნიშნავდა.

ბათუმელებმა წუთშესვენება აიღეს, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა. დიჯეი დევისის სამიანის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე მარგვეთი 80:72 დაწინაურდა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა. შეტევაში შედეგიანობით ზესტაფონელებმა შეინარჩუნეს მოპოვებული ლიდერობა და საბოლოოდ 88:78 (სტატისტიკა) იმარჯვეს.

მარგვეთს წინა ტურის MVP-იმ – ჯეილენ ჰილმა ულიდერა, 21 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 13 ქულითა და 10 მოხსნით რომან ჭინჭარაული გამოირჩა. დალტონ ბენქსმა 8 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა, 15 ქულა დიჯეი დევისის ანგარიშზე დაგროვდა. ბათუმში 19 ქულითა და 10 მოხსნით მაირინ ტომასი გამოირჩა, დავით ლომიძემ შეხვედრა 10 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.

სუპერლიგის 4 მატჩი ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისსა და გორში გაიმართება. თბილისი არენაზე “რაში” “რუსთავს” უმასპინძლებს, კსუ ვსა-ს, ხოლო გორში “ივერიონთან” სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.

GBF.GE

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა