გიორგი შერმადინი რეკორდების გზას წარმატებით მიუყვება. თან ისე, რომ მისი გუნდი თამაშს თამაშზე იგებს. იშვიათად, რომ წააგოს. ამაზე კარგი კარიერის დაისზე მყოფი კალათბურთელისთვის არაფერია. ჰოდა, შერმადინიც მხნედაა და ყოველ თამაშზე მაქსიმუმს აკეთებს, რითაც მისი გუნდი ხეირობს, ქართველი ცენტრის რეკორდების სია კი ივსება.

ამ ყველაფრის ნათელი დადასტურება გახლდათ "ტენერიფეს" ბოლო მატჩი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით შინ ბურგოსთან გამართა. მატჩის წინ ქართველი ცენტრი ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დააჯილდოვეს, ხოლო შეხვედრა "ტენერიფემ" ბრძოლაში – 101:97 მოიგო და შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ მატჩში გიორგიმ გადააბიჯა კიდევ ერთ სოლიდურ ნიშნულს – მისმა ქულათა მონაგარმა "ტენერიფეს" მაისურით 3005 შეადგინა, რაც მხოლოდ 186 ერთეულით ნაკლებია კლუბის ყველა დროის ბომბარდირის, ხერმან გონსალესის შედეგზე.

ამ რეკორდის მოხსნა შერმადინისთვის დროის ამბავია და ამ სეზონში, ჯანმრთელობამ თუ ხელი არ შეუშალა, აუცილებლად გააუმჯობესებს. "ბურგოსის" წინააღმდეგ გიორგიმ მოედანზე 24:12 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს მარსელინო უერტასმა ულიდერა. მან შეხვედრა 28 ქულით, 2 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

გიორგი შერმადინის გუნდმა მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი მოიგო და ლიგა ენდესას ცხრილში მეორე ადგილზეა. "ტენერიფე" მომდევნო ტურში "ვალენსიას" ესტუმრება, რომელიც ჩემპიონატის ლიდერია.

GBF.GE

გიგო პაპა
წესით წელსვე მოხსნის რეკორდს გიორგი. წარმატებები!
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს