საქართველოს ნაკრებმა ესპანეთისა და ბულგარეთისთვის მზადება დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს მატჩები არაფერს წყვეტს, მაგრამ ბრძოლა ორივე შეხვედრაში უნდა იყოს - გამოსასწორებელია ოქტომბრის საშინელი მატჩები, უნდა დავამტკიცოთ, რომ ესპანეთთან შინ მაინც თამაში შეგვიძლია და ბულგარელებს ძველი, ცუდი პერიოდი საბოლოოდ უნდა "ამოვუქაჩოთ." გარდა ამისა, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე აქვს, ვილი სანიოლია - ის, რომ არ ამოწურულა და შეუძლია, ახალი და კვლავ წარმატებული შექმნას.

ლეგიონერების შეხვედრებს თვალს მაქსიმალურად ვადევნებთ, ვიცით შემადგენლობაში ვინ რატომ არაა და ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს შემოგთავაზებთ სავარაუდო შემადგენლობას, ჩვენი ვარაუდით, ფრანგი მთავარი მწვრთნელი რასაც განიხილავს. ზოგიერთ პოზიციაზე კი ალტერნატივაზე ვიმსჯელებთ, თუკი ასეთი არსებობს, რადგან ყველგან მაგაზეც ვერ ვისაუბრებთ.

კარგია, რომ გიორგი მამარდაშვილი ახლა პრაქტიკით, ტონუსითა და გუნდის წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, ეროვნულ გუნდში კარგი ფორმითაა.

ესპანელებთან 5-მცველიან ტაქტიკას ვვარაუდობთ. ცენტრალური მცველების შემთხვევაში აქ საფიქრალი ფიზიკურად, არაფერია - საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი. რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ეს სამეული? ლუკა ლოჩოშვილზე იქნება დამოკიდებული - სანიოლი ისევ მარცხენა მცველად დააყენებს. ამ შემთხვევაში, ნარიმანიძის დებიუტი (3 ცენტრალურ მცველში) პირდაპირ ესპანეთთან რთული წარმოსადგენია.

თუკი 4 უკანახაზელს განვიხილავთ, მაშინ ლოჩოშვილი ნამდვილად მარცხენა მცველი იქნება, რადგან არჩევანი არც აქაა, სასტარტოში კი კაშია ითამაშებს, რაც ორი ცენტრალური მცველის პირობებში სახიფათოა. ასე რომ, ამის შანსი ნაკლებადაა.

მარჯვენა ფლანგს, ყველა შემთხვევაში გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაიბარებს და დიდი ალბათობით, მთლიანად და არა 4 მცველში. თუკი მარჯვნივ მის შემცვლელს ძალიან მოვძებნით, ასეთი ვლადიმერ მამუჩაშვილი შეიძლება იყოს. არსებულ ვითარებაში ალტერნატივა არც მარცხნივაა და გიორგი წიტაიშვილი გააკონტროლებს. ის "მეცში" ბოლოს სწორედ ამ პოზიციაზეა და წარმატებითაც.

ნახევარდაცვა

ოთარ კიტეიშვილი და ნიკა გაგნიძე ის ფეხბურთელები არიან, ფორმიდან გამომდინარეც, ძირითად შემადგენლობაში რომ ველით. გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიცირებულია, თუმცა ის ბოლოს ცოტას თამაშობს და სასტარტოში ალბათ ისედაც ბულგარეთში გამოჩნდებოდა. ანზორ მექვაბიშვილიც არ დაგვავიწყდეს. დაცვითი უნარების გამო, მისი თამაში ესპანეთთან ლოგიკური იქნება, თუმცა ორი ნახევარმცველის პირობებში, მაინც რთული სათქმელია.

ვერ ვიტყვით, რომ ნახევარდაცვაში მრავალფეროვნება არაა, მაგრამ სანიოლი ნოდარ ლომინაძეს ნაკლებად ენდობა. ახლა გუნდში გაბრიელ სიგუაცაა. იმ ვითარებაში, როცა ე.წ. პირველი ბურთის მოპოვებაც გვიჭირს და სტანდარტული მდგომარეობებისას თავის დაცვა, ამ ფეხბურთელების გამოყენება მეტად შეიძლება.

ხშირად გვინახავს, სანიოლი გვიან დამატებულ ფეხბურთელს შანსს მეტად რომ აძლევს და ასეთი ახლა გუნდში შოთა ნონიკაშვილია. 24 წლის ნახევარმცველი უკრაინაში ბევრს ნამდვილად არ თამაშობს.

როცა საქართველოს ნაკრები 5-მცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ყოველთვის ზურიკო დავითაშვილი ცვლიდა და ეს ახლაც ასე იქნება. ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგსა და ცენტრს შორის იტრიალებს. მთავარია, ესპანელებთან მათ შეტევის საშუალება მაქსიმალურად მიეცეთ.

რაც შეეხება ფორვარდს, გვგონია, რომ სანიოლი სამ ვარიანტს განიხილავს. ყველაზე რეალური ისაა, გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძემ შეცვალოს. რაც შეეხება გეგმა "ბ"-ს, ეს კლასიკური "ცხრიანის" გარეშე თამაშია და ე.წ. ცრუცხრიანზე ხან "კვარა" აღმოჩნდება, ხანაც ზურიკო და ხანაც რომელიმე ნახევარმცველი. ამ ტაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს ლომინაძეც იყოს. მაგრამ აქვს კი სანიოლს ასეთი ტაქტიკური მრავალფეროვნების რესურსი? - საკითხავი ესაა. რაც შეეხება მესამე გეგმას, ეს გიორგი ქვილითაის სასტარტოში ყოფნა, სტილის მაქსიმალურად შეცვლა თუ ძველთან დაბრუნება და საჯარიმოში მეტი ჩაწოდების მცდელობაა. ასეთ დროს ფლანგებს მეტი ყურადღება დაეთმობა.

დანარჩენს ერთად ვნახავთ...

გია
ყველა გულშემატკივარი სანიოლს აგინებს და რატომ არ უშვებენ? ფეხბურთის ფედერაცია კობის კანტორა ხომ არ არის?!. კაშიას კიდევ ნამუსი ეყოს, ქართული ფეხბურთი და ქართველი ხალხი შეიცოდოს და ნაკრებიდან წავიდეს.
უსუსტესი მწვრთნელია და ალღოც საერთოდ არა აქვს
სანიოლი ჯერ კიდევ ევრომდე იყო გასაშვები, მარა ვინ შეისმინა, როცა ამას ვითხოვდით. აგერ, იაშკამ, მომავალ წელსაც ეგ იქნებაო, უკვე გამოგვიცხადა. ასე რომ ნაკრების მომავალი იქნება კიდევ უფრო საშინელი.
დდდ
ქვილითაიას უფრო მეტი შანსი აქვს, დაამტკიცოს, რომ არ ამოწურულა, ვიდრე სანიოლს, მითუმეტეს თუ ცენტრალურ მცველად ათამაშებენ და კუთხურების დროს მხოლოდ კიტეს იმედად აღარ ვიქნებით... ამ შესარჩევში, შესაძლოა, ვეღარ მოასწროს, მაგრამ შემდეგ შესარჩევში გოლებსაც გაიტანს...
ბზზზზ
ნორმალური მწვრთნელი საერთოდ განსხვავებულ შემადგენლობას გამოიძახებდა …ოკ მეკარეები ესენი დაცვაში კი იქნებოდნენ :გოჩოლა ხარებაშვილი ლაცაბიძე,გადრანი, გოგლიჩიძე ნარიმანიძე ლოჩო ( შეიძლებოდა გაფართოებულ სიაში ტაბიძე და დვალიც)აზაროვი მამაცაშვილი ან ტაბატაძე ნახევარდაცვა ზუკა კიტე ლომინაძე გაგნიძეები აბუ წიტა სიგუა ქოჩორა თავდახსმა კვარა მიქა ბუდუ ტაბატაძე კვერნაძე გულიაშვილი და გათართოებულ სიაში წასახალისებად მორჩილაძეს და ბასილაძეს …კი მართალი ბევრნი გამოდის მაგრამ მთავარია ერთმანეთთან შეწყობა ზოგიერთ ახალგაზრდულს დაუთმობდნენ შეკრების შემდეგ ვინც არ არის საკმარის კონდიციებში დარჩება განაცხადს მიღმა ( ბოდიში ვინც გამომრჩა ჩაკვე ხვადაგიანი ტრამვირებულია ოდიშარია ახლა ბრუნდება ტრამვიდან)ხოლო ძირითადს ვიმოერებ ამ არაფრის მომცემ თამაშში რომ მომავლისთვის მიეჩვიონ და საერთოდაც კვარა იმსახურებს იმას რომ მის ირგვლივ აშენდეს გუნდი და ვისთანაც მიჩვეულია ბავშვობიდან თამაშს ისინი უნდა იყვნენ გვერდში მოვიდა უკვე მათი დრო …1 . მამარდა 2 . გოჩო 3 ნარიმანიძე.4 .ლოჩო. ( მხოლოდ გამოცდილების გამო ) 5. გოგლიჩიძე 6 . აზაროვი. მათ წინ ბურთის ამომტანად 7. ლომინაძე.8. კიტე.9. ან ქოჩორა ან ზუკა 10 კვარა.11.მიქა. ბულგარეთთან და ეგეთ ნაკრებებთან 1.მამარდა.2 გოჩო. 3. გოგლიჩ.4. ნარიმანიძე.5 აზაროვი.6 ლომინაძე 7.ქოჩორა 8კიტე 9 ზუკა 10. კვარა.11მიქა …ესენი უნდა იყვნენ 1-2 წელიწადი ძირითადი აქ ბევრი ლავირება შეიძლება წიტათი ბუდუთი გაგნიძეებით ფლანგები და საყრდენი ზონა ხშირად უნდა იცვლებოდეს ასევე თავდახსმა და არ უნდა უცდიდე 85 წუთამდის …როდესაც გყავს ამდენი ერთნაირი დონის ფეხბურთელი თან ჩაკვეც მალე ბრუნდება ეგებ საზონოვიც ოდიშარიაც ძაან ნიჭიერი ბიჭია გუნდი აქვს უეჭველი შესაცვლელი და გაინძერით აგენტებო ასევე სალია უნდა წამოგვეწიოს ეგებ პარკაძემ დაქამბეკოს ასევე მოდიან ბართიშვილი და უმცროსი კვარა რაც იმას ნიშნავს რომ მალე 4-5 მაღალი დონის კი არა 10-15 გვეყოლება თანაც ეს ახალგაზრდები ნაკრებში 3-4 თამაშს( თუნდაც წავაგოთ მაგრამ არ მგონია ესპანეთის გარდა) სტაბილურად რომ ჩაატერებენ ყველა უკეთეს კლუბებში წავლენ და ეს იქნება გუნდის აშენება და არა ის რასაც სანიოლი აკეთებს არ შედვა მისი კაშია-კაკაბაძის დაცვით ყველას მადლობა მაგრამ არც ლოჩო და დვალი არის თანამედროვე მცველები …ესენი უნდა ჩანაცვლდეს საზონოვით ლაცაბიძით გოგლიჩიძე ხვადაგინი ნარიმანიძე არიან ახალგაზრდები ვისაც უნდა გარისკო და ენდო გადრანი ასაკის მიუხედავად უფრო თანამედროვე მცველია ვიდრე ზემოდ ჩამოთვლილნი ( ახალგაზრდებს არ ვგულიხსმობ რა თქმა უნდა ) დაცვას ჭირდება ბიძაო და აი გრანდებთან თამაშის დროს შეიძლება ხან ლოჩოს ან გადრანის ასევე ასაკის მიუხედავად არის კიდევ კარგი მცველი ( ცუდ კლუბში არც სლოვანი წყვეტს ვარსკვლავებს ) თოლორდავა … მოკარნახე მცველებიც მოიძებნება …თოლორდავას და გადრანს არც ართმევა ეშლებათ პირველი პასიც კარგი აქვთ ბურთის ამოტანაც შეუძლიათ მაგრამ ჩვენთან დარჭობილი მცველების ( სავარჯიშო მანიკენების ) მოდაა …იაშკააა ნუ ახურებთ რააა მიეცით მაგ იღბალა ოროსანს ფული და გაუშვით სახლში …თქვე იჯახაშენებულებო მაგაზე უკეთესი მწვრთნელი სახლში გყავთ სვანაძე ვინც ბევრად უკეთესი შედეგები დადო და ბევრად მაგარი გუნდები დაამარცხა ორი ევროპა ითამაშა ერთზე სასწაულ ჯგუფიდან გავიდა ჯგუფში ჩატოვა ნიდერლანდები ნახეთ რა მათი სოსტავი გრავენბერხი მატსენი ბრობბი ვან დე ვენი ზირკზეე სამერვილი ტეილორი ხარტმანი ვან ხეკკე ვარბრიუგენი ….ასევე ბელგიაც ვისაც ყავდა ოპენდა დე კეტელარე დე კიუპერ დე ვინტერი ხოლო პორტუგალიას კი მოუგო სადაც იყვნენ პედრუ ნეტუ ჟოაო ნევეში ფრანს კონსეისაო ფაბიო სილვა ნუნუ ტავარეშ … აძახებენ სვანაძეს ისრაელთან წაგებას მიგეცათ კვარა და მიქაუტაძე იმ ნაკრებისთვის როდესაც იყო ამის შანსი მაგრამ ესეც თქვენი და სანიოლის ბრალია შოტლანდიასთან არაფრის მომცემი თამაში დააყენეთ პრორაგატივად სადაც მაინც დაგსაჯად ბუნებამაც მსაჯმაც და მაინც წააგეთ და ისრაელსაც მოუგებდნენ და ეგებ ფინალშიც გავიდოდა იმ ინგლისისთვის მონაგები ქონდა ნაკრებს 3:2 3:0საც იგებდა იმ თამაშს პლიუს ოლიმპიადასაც ვითამაშებდით …შემდეგ იყო ჯგუფიდან გასცლა სადაც შვედეთი ჩატოვეს თავის ბერგვალით და სვენსონით ხორვატებსაც ასიამოვნეს მიაყოლეს სერბეთი და პოლონეთიც აი იმ უძლიერეს საფრანგეთთან ცოტა იღბალიც და ისევ გავიდოდნენ ჯგუფიდან …როდესაც ეგეთი მწვრთნელი გვყავს თან ნაკრების 80% მისი ბიჭებია რა ოხრობად გვინდა ეგ სანიოლი …ოკ გაგვახარა ვითომ მაგან დადვა შედეგი ოკ ჩავთვალოდ რომ მისი დამსახურებაა ( სადღაც 5-10 პროცენტი უბრალოდ იღბალაა) მივცეთ კომპენსაცია ქუჩას დავარქვათ მისი სახელი ოკ თუ გინდათ ძეგლი ან ბიუსტი დაუდგით დანიშნეთ საპატიო მენეჯერ-მრჩევლად ნაკრებში ( სვანა ცალყურში გაატარე) მაგრამ მწვრთნელობას მოაშორეთ სანამ არ დაუღუპია ეგ თაობები ….ამას ხვდება გულშემატკივართა უმრავლესობა ( ვინც თქვენ ფეხებზე გკიდიათ …ფუჰჰჰ დილეტანტები ….აუეეე თქვენზე ნაკლებად ბევრს არც ფეხბურთის ნიჭი ქონდა მერა რა რომ გერმანიაში არ უთამაშიათ თქვენზე მეტი ფეხბურთი აქვთ ნანახი ( თქვენ მხოლოდ ფინალებს და საკუთარ თამაშებს უყურებდით განხილვისას და წაკითხვით ხომ მითუმეტეს სამი წიგნი გადაშლილი არ გექნებათ წაკითხვა კი არა მაგალითისთვის ისიც საკმარისია პროფესიითჟურნალისტმა რომ მსოფლიო მოიგო …ასე რომ შეიგნეთ ამდენი ხალხის და გაუშვით ეგ ხეპრე …ეგ ხომ მოგზავნილს გავს აბდაუბდად აყენებს ფეხბურთელებს ვიმეორებ 11დან 6-7 არ თამაშობს თავიანთ საუკეთესო პოზიციებზე ალბანეთთან ხომ ძალით წაგვაგებინა არაფერს ვამბობ 1:7 -ზე …და რა ხდება თქვენაც მაგასთან შეკრული ძალად ღუპავთ ახალგაზრდებს …?! აბა რა უნდა ნაკრებში კაშიას როდესაც გყავთ ( ოკ როგორც იქნა დაინახეთ ნარიმანიძე)ლაცაბიძე და სხვა უკეთესი მცველები რა უნდა ქვილითაიას ნაკრებში როდესაც მორჩილაძე და ბასილაძე არიან …თუნდაც დოლტმურზიევი ათამაშეთ 5 წუთი მაინც რომ შემდეგ ვერ წაგვართვან სხვა ქვეყნებმა …არ ტკივა მაგ ტიპს ქართველი ტალანტების ბედი როგორც ჩვენ და როგორც ვხედავთ სვანაძესაც …მაგას დღეს თუ გაუშვებთ 2-3 წელიწადში არც ეხსომება საქართველო თავისი ფეხბურთით მაგაში ვაისი ბევრად ჯობს …ჩამოარიგა ტიპმა საფრანგეთის ქყალწაღებულ კლუბებში ბიჭები რა უნდა ზუკას 2 ლიგაში მაგრამ ვინ შეტენა ბორდოს ..?! ასე რომ სანამ დროა კიდევ გაუშვით თორემ მაგის ხელში აწი ვერც ერთა ლიგას მოვიგებთ რომ ევროზე გავიდეთ და ჯგუფიდან მითუმეტეს … ეგ არ იყო მაშინ მისი დამსახურება იქ იყო იღბალი რომ ორივეჯერ თბილისში ვითამაშეთ იყო ვაისის ინერცია და ბიჭების გმირობა ასევე მსაჯმა გვცა მაგატი პატივი ლუქსემბურგთან სხვას შეიძლება გაეტარებინა იგ მომენტი და არ გავდა მაშინ გუნდი იმ თამაშის შემომტრიალებელს …
კოფე გნებავთ?
აქამდე ვინ უშლიდა ხელს სანიოლს რომ წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები? მაგრამ რაც არ გააჩნდა, რა უნდა ექნა? თვითონ თქვა ვსწავლობთო. სწავლა კიდევ სიკვდილამდეო, ნათქვამია. ან რა უნდა ვაჩვენოთ ესპანეთთან? ალბათ 100% ბურთის ფლობა ექნებათ, წინ ხვიჩა და ქვილითაია ირბენენ უაზროდ, დაიღლებიან და კარში ერთხელაც ვერ დაარტყამენ, დანარჩენები ვითომ დაცვას გაამაგრებენ და არც იქ არაფერი გამოუვათ, მარტო იამალი აიკლებს ვილის ავტობუსს. ნუ დაგვავიწდება რომ ესპანეთში მეორე შემადგენლობით შეგვჭამეს. სანამ ცენტრს არ გავაკონტროლებთ, როგორც ამას ესპანეთი აკეთებს, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.
ბილეთები არ გამოგვაპაროთ
აბა რა, უკაშიაოდ რაა მამული? სანამ ბოლომდე არ გაიდირკება სანიოლი, არ შეეშვება კაშიას გამოძახებას? ათამაშეთ პატარა ბიჭები ესპანეთთან, რაღა დროს ქვილითაიაა, გამოცდილებას მაინც მიიღებენ სამომავლოდ. არ დაიწყება ნაკრების გაახალგაზრდავება და უარეს შედეგს მივიღებთ მომდევნო შესარჩევში!
მწარე
სწორი ტაქტიკა იქნება 3*4*3. გოგლიჩიძე, კაშია,ლოჩოშვილი*გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი ან გაგნიძე,წიტაიშვილი*კვარა, დავითაშვილი, ზივზივაძე. მოგებით, მაინც ვერ მოიგებ, ჰოდა ეცდები მაინც. რა იცი, ბურთი მრგვალია.
იკა
ესპანეთი წაგვლეკავს. ისე ესპანეთი-პსჟ რომ იყოს ვინ მოიგებდა?
გეგმები და ვარიანტები ბევრი არსებობს
მეოთხე გეგმაცაა: მწარედ რომ წააგებენ ესპანეთთან, დაიხუროს ქუდი და ფედერაციასთან ერთად ჩუმად წავიდეს სახლში. ხალხიც დაისვენებს, ნაკრებიც და ქართული ფეხბურთიც!
lasha
ჩემი ხედვით ევროპის შემდეგ სანიოლის ფორმაციი მთავარი ჩავარდნა იყო შუახაზის არასწორი ფრომირება. თუ დააკვირიდთ. და ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს თურქეთტან შუახაზი იყო მთლიანად მორღვეული, როგორც იტყვიან პრახადნოი დვორი. ამის გამო უპრობლემოდ მოდიოდენ თუქრები ჩვენს საჯარიმომდე. მაქსიმალურად დასატვირთია შუახაზი. სანიოლმა გამოავლინა სრული დიელტანტიზმი. ერთდროულად უნდა თამაშობდენ. კიტე-გაგნიძე-ლომინაძე-ქოჩორ. ეს ოთხეული და ფალნგებიდან. კვარაცხელია და მარჯვნევი, ვთქვათ დავითაშვილი, ესენიც უკან დაწეული ნახევარდაცვაზე ორიენტირებულნი. ასე ათამაშებს კვარაცხელიას ენრიკე და ეს სანიოლი ვინაა ეგეთი გამბედავი პირდაპირ ფორვარდად რო სვამს. ასეთი მძიმე ნახევარდაცვა. სკრავს ცენტრს. და დაცვაზეც აღარ იქნება ასეტი ზეწოლა.
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე