ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

გამოცდილება, რომელიც ტვირთად იქცა - ბარსელონას სირთულეები სეზონის დასაწყისში

გამოცდილება, რომელიც ტვირთად იქცა - ბარსელონას სირთულეები სეზონის დასაწყისში

“ბარსელონა” სეზონის სტარტზე ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული გუნდი მას შემდეგ გახდა, რაც თორნიკე შენგელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. კატალონიელთა საფეხბურთო სახელგანთქმულობა ცნობილია, თუმცა გასულ დეკადაში კალათბურთშიც გვახსოვს შესანიშნავი შედეგები. ამჯერად კი, ევროლიგის მე-9 ტურის შემდეგ უკვე ჩანს, რომ გუნდს პრობლემები აქვს.

“ბლაუგრანა” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირზე 6 გამარჯვებითა და 4 წაგებით მე-8 ადგილზეა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში 6 გამართული მატჩიდან მხოლოდ 2 მოგება აქვთ და 11 პოზიციას იკავებენ. სტატისტიკა ნათლად მიუთითებს, რომ გუნდი საკუთარ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

თუ შემადგენლობას გადავხედავთ, სიტუაციის მიზეზი ნაწილობრივ ნათელია. შენგელიასთან ერთად მოედანზე ბურთს ათამაშებენ 35 წლის ვილი კლაიბერნი, 32 წლის კევინ პანტერი, 34 წლის ტომაშ სატორანსკი და 35 წლის იან ვესელი. NBA-ში ასაკი ხშირად მხოლოდ რიცხვია, თუმცა ევროპულ კალათბურთში ვეტერანობის ფაქტორი დაცვაში და ტემპში მნიშვნელოვნად ჩანს. ევროპაში შეტევა მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმატებული თამაში დიდწილად დაცვაზეა დამოკიდებული, სადაც გამოცდილება ასაკის ზეგავლენას ვერ ფარავს.

გუნდი ლამაზ, ლაღ კალათბურთს თამაშობს, ბევრს ქულასაც იღებენ როგორც საკუთარ ისე მოწინააღმდეგის კალათში, თუმცა სეზონის ბოლოს, ფაქტობრივად, გარანტიაა იმისა, რომ შედეგი არიქნება ისეთი, როგორის მოლოდინიც იყო. გარკვეულწილად ამ დროს ჯოხი მწვრთნელზე ტყდება ხოლმე და "ბარსა ბასკეტის" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, დაკავებული თანამდებობიდან ხოან პენაროია გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი დიდი იმედითა და ენთუზიაზმით ექს "ბარსელონას" დამრიგებელს, ხუან პასკუალს დაუკავშირდა, რომელიც ამ გუნდში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ევროლიგაც კი მოიგო. დიახ, ხუანის საქმიანობის პერიოდში გუნდი ევროპაში კონკურენტუნარიანად ითვლებოდა... თამაშითაც და არამხოლოდ სახელით... მოგეხსენებათ, გუნდმა ევროლიგა ბოლოს 2009/10 წლების სეზონში მოიგო, შემადგენლობას თუ გადავხედავთ, შევხვდებით ისეთ სახელებს, როგორიცაა ხუან კარლოს ნავარო, რიკი რუბიო, ჯანლუკა ბასილე, მარსელინიო უერტასი, ჯო ინგლესი და ა.შ. ძირითადი ბირთვი ახალგაზრდებზე ჰქონდათ აწყობილი, შიგა და შიგ ვეტერანებიც დაამატეს და იდეალური ბალანსი შექმნეს, დღეს ეს ყველაფერი პირიქითაა.

როგორც გითხარით, პასკუალი სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთადერთი ვარიანტია, სპეციალისტს კი სურს, რომ თორნიკე შენგელიას პირდაპირი კონკურენტი, ასევე გამოცდილი ჯაბარი პარკერი დაიბრუნოს. მორიგი ვეტერანი... არ დასახელებულა, თუმცა ნათქვამია, რომ მწვრთნელი მეორე კალათბურთელსაც ითხოვს, ვინაობას კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში გავიგებთ, თუმცა ფაქტი ერთია, რაღაც არის შესაცვლელი.

პირველ რიგში გუნდი ფაქტობრივად არ თამაშობს კონკრეტული გეგმის მიხედვით. სათამაშო სტილიდან გამომდინარე, პანტერი და კლაიბერნი ზედმეტად ბევრ სროლას იღებენ, ესვრიან დაბალ პროცენტიან ბურთებს და ანიავებენ შეტევებს. ცენტრის პოზიციაზე სრული განუკითხაობაა, ახალ სეზონს საშინელ ფორმაში შეხვდა ვილი ერნანგომესი. ესპანელი ცენტრი საკუთარ თავს არ ჰგავს, თითქოს და ერთი ხელით მოსმით დაკარგა ის უნარ-ჩვევები, რაც ევრობასკეტზე გვაჩვენა. მოგეხსენებათ, ვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ერნანგომესთან ერთად ვეტერანი იან ვესელის ვარიანტიც გაჩნდა. ჩეხი მთელი კარიერის განმავლობაში მებრძოლი კალათბურთელი იყო, ბოლო პერიოდში სამქულიანის სროლაც ისწავლა, თუმცა შედეგიანობას ვერა და ვერ მატებს. გასაკვირია ის ფაქტიც, რომ სატორანსკის მსგავსი გამთამაშებელი ვერა და ვერ ალაგებს თამაშს, საბოლოო ჯამში, მწვრთნელის არასწორ ტაქტიკურ მონახაზამდე მივყავართ.

ამდენი ნეგატივის ფონზე სასიხარულოა თორნიკე შენგელიას გამოსვლა, ქართველი კალათბურთელი მოედანზე ხშირ შემთხვევაში საუკეთესოა. რად ღირს პარტიზანთან მატჩი, სადაც "ბლაუგრანამ" 2 ქულით, 78:76 მოიგო, თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 42!-ს შეადგენდა. კაპიტანი, როგორც ბოლონიაში, ისე ბარსელონაშიც, შესანიშნავად გამოიყურება. მოედანზე განსხვავებული აურა შემოაქვს, გულშემატკივარს კი იმედს აძლევს, რომ ყველაფრის დალაგებაა შესაძლებელი.

რეალურად ასეთი განწირული სიტუაციაც არ არის, რამდენიმე სწორი გადაადგილება და ყველაფერი ავტომატურად დალაგდება. პირველ რიგში გუნდს სჭირდება სტაბილური სამქულიანის მსროლელი, რომელიც სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთვება. ვფიქრობ, კალათბურთელისთვის საცხოვრებელ ქალაქს დიდი მნიშვნელობა აქვს და ბარსელონა ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელში ცხოვრებასაც არცერთი ამერიკაში მოთამაშე ნაკლებ ნდობიანი კალათბურთელი არ იტყვის. გვახსოვს კენდრიკ ნანის მაგალითიც, ამერიკელმა კალათბურთელმა დასავლურ კალათბურთს ფეხი ვერა და ვერ აუწყო, იყო "მაიამიში", "ლეიკერსსა" და "ვაშინგტონში", თუმცა გარდამტეხი პერსონა არცერთი გუნდისთვის არიყო. მიზეზი მარტივია, ნანის სათამაშო სტილი არ იწვევს გაოცებას, ამასთან ერთა ბევრს ნიშნავს პრესა და ჟურნალისების აზრი. მაგალითისთვის, იდენტური კალიბრის კალათბურთელია გეიბ ვინსენტი, ამჟამად "ყვითლების" შემადგენლობაში სათადარიგო გამთამაშებელი, რომელსაც კენდრიკის მსგავსი შეტევა არ აქვს, დაცვაც თითქმის იდენტურია, თუმცა "ჰიტთან" ერთად პლეი-ოფში ერთმა კარგმა სეზონმა გეიბის კარიერა ფაქტობრივად 180°-ით დაატრიალა. "ლეიკერსში" ყველა გადამწყვეტ ეტაპზე მცველი ტრავმირებული იყო (ახლაც ტრავმირებულია), თუმცა გუნდში მაინც სოლიდური სახელი აქვს. საპასუხოდ, ნანი მოდის ევროპაში და გასულ წელს "პანათინაიკოსის" შემადგენლობაში ყველაზე ღირებული კალათბურთელის ჯილდოს (MVP) არავის უთმობს.

რატომ მოვიყვანე ნანის ვარიანტი? ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრი ისეთი კალათბურთელია, რომელიც დღეს "ბარსელონასთვის" იდეალური შევსება იქნებოდა. უპირველესი მიზეზი, რაც სავარაუდოდ სპორტსმენს აფერხებს ევროპის არჩევანში ხელფასია, რომლის სოლიდური დაკლებაც მოუწევს, რადგან დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი "ჰაიფას მაკაბიში" თამაშობს, ვასილი მიჩიჩს წელიწადში 5.6 მილიონი დოლარი აქვს. ამის საპირისპიროდ, მიუნხენის "ბაიერნმა" რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დაადასტურა სპენსერ დინვიდის ტრანსფერი. ამერიკელს სოლიდური გამოცდილება აქვს, რომ "რეკორდმაისტერის" შემადგენლობა სოლიდურად შეავსოს. ვფიქრობ, "ბარსელონას" შეუძლია სწორი პროექტის შემთხვევაში NBA-ის კალათბურთელები სათამაშოდ მოიზიდოს.

უცნაურია, მაგრამ მაშინ, როდესაც ლიგის ყველა გუნდმა რასელ უესტბრუქს ზურგი აქცია, ევროპიდან მხოლოდ თელ ავივის "მაკაბი" აქტიურობა. ერთ დროს საუკეთესო კალათბურთელს წლიური ხელფასი 3 მილიონი აქვს, "ბარსას" გამთამაშებლის პრობლემა აქვს, ვეტერანი, რომელიც თითოეულ მატჩში სრულ ენერგიას დებს, "ბლაუგრანას" ნამდვილად გააძლიერებდა. კარგი მოედნის ხედვით, ასე თუ ისე ნორმალური მცველი გუნდს მისცემდა შესაძლებლობას, უფრო ლაღად ეთამაშა. მოგეხსენებათ, უესტბრუქს შეუძლია ცენტრებთან და მძიმე ფორვარდებთან ჩინებული დუეტი შეკრას. ასე იყო კლინტ კაპელასა და დანიელ გეფორდის შემთხვევაში, აღარაფერს ვამბობ "ოკლაჰომაში" ყოფნისას სტივენ ადამსთან "ქიმიაზე". მარკეტინგული კუთხითაც "კუ-ნინძას" დამატება გაზრდიდა ყურადღებასა და გუნდის თამაშზე ინტერესს, თუმცა რასი დღეს "საკრამენტოში" თამაშობს, "ბარსელონამ" კი მის დასამატებლად არაფერი გააკეთა.

ასე და ამგვარად, გუნდს გაძლიერება და დაბალანსება სჭირდება. ბარსელონას მდგომარეობა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ვეტერანების გამოცდილება მარტო საკმარისი არ არის - საჭიროა ახალგაზრდული ენერგიის, ტემპის და ლიდერობის გადანაწილება. თამაში უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი და სანახაობრივი, არამედ სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული. თითოეულმა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი როლი - ვეტერანებმა უნდა გამოიყენონ გამოცდილება და სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ, ხოლო ახალგაზრდა კალათბურთელებმა უნდა შეიტანონ სისწრაფე, ენერგია და შეუთანხმებელი კონტრშეტევების გაკონტროლება. შეტევა და დაცვა აღარ უნდა იყოს შემთხვევითი ან ინდივიდუალური - თითოეული ქმედება უნდა ემსახურებოდეს გუნდური კონცეფციის სისრულეს. ბოლო წლებში ევროპულ კალათბურთში წარმატებული გუნდები სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ: გამოცდილება + ენერგია, სტრუქტურა + თავისუფლება, ინდივიდუალიზმი + გუნდური ქმედება. ბარსელონას შემთხვევაში, თუ ეს ბალანსი აღდგება, გუნდი კვლავ შეძლებს ევროპაში კონკურენტუნარიანობის დემონსტრირებას, ფანების აღფრთოვანებასა და შედეგების დარეგულირებას.

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის

ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

"შოკში ვარ" - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა