საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. ფაქტია, ჩაგდებული "ერთა ლიგის" შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე შორეული ოცნების (თეორიული შანსი ახლაც გვაქვს) ამარა დავრჩით. ყველაფერმა ამან გულშემატკივართა დამოკიდებულებასა და განწყობაზეც იმოქმედა. ჩვენი ფეხბურთელები ეცდებიან, ბედნიერი სახეები თავადაც დაიბრუნონ და სხვებიც გაახარონ. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი ურთულესი, თუმცა სწორედ შესაძლო ტკბილი ლუკმაა - დღეს, 21:00 საათზე, ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ.

ფეხბურთში არსებობს უხერხული მეტოქე და არსებობენ სერიები, რომლებიც აუცილებლად სრულდებიან. ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში დავამარცხეთ, სხვა დროს კი, თბილისში შესარჩევ ეტაპზე თუ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში რაღაც გვაკლდებოდა. იქნებ ახლა, როცა პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შეხვედრა ფაქტობრივად, არაფერს წყვეტს, ნავსის გატეხისა და ოფიციალურ მატჩში წარმატების დრო იყოს.

ბოლოს, როცა ესპანეთს გავუტანეთ, კვარაცხელიას ანგარიშზე იყო. ევროპის ჩემპიონატზე ესპანელთა ავტოგოლი ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა. "კვარამ" ესპანელებს თბილისშიც, 2021 წელს გაუტანა.

ესპანელება დიდი გეგმები აქვთ, ისინი ალბათ მომავალი მუნდიალის მთავარი ფავორიტები არიან და რა თქმა უნდა, თითოეულ შეხვედრას მოუფრთხილდებიან. რეზერვი სერიოზულია, თუმცა იამალის, პედრის, როდრისა და უილიამსის არყოფნა მაინც მნიშვნელოვანი დანაკლისია. მთავარ ხიფათს ალბათ ისევ ფერან ტორესისგან უნდა ველოდოთ, ეროვნულ გუნდში 51 მატჩში 22 გოლი რომ აქვს.

ვილი სანიოლის გუნდს მთავარი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე აკლია (41 მატჩში 21 გოლი). წინა ხაზზე ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ქვილითაიას ვარიანტებია, მაგრამ "ჯვაროსნებმა" იქნებ გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ითამაშოს, შემტევებმა პოზიციები შეცვალონ და ხვიჩა კვარაცხელია ხშირად ცენტრფორვარდის ადგილას იყოს. ამ შემთხვევაში ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში ნამდვილად იქნება, მესამე შემტევის პოზიციაზე კი იური ტაბატაძის (მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იყო) და გიორგი აბუაშვილის კანდიდატურები ამ თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ. ფაქტია, ვინც არ უნდა ითამაშოს, დაცვაში დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს და ესპანელთა ფლანგელების, პოროსა და კუკურელას შეტევების განეიტრალება უნდა შეძლო. ვნახოთ, ვილი რას გადაწყვეტს.

საქართველოს ნაკრებში არსებული ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, 5-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას ველით. გოგლიჩიძე-კაშია-ლოჩოშვილის სამეული უალტერნატივო ჩანს. თითქოს ასევე უნდა იყოს მარჯვნივ გოჩოლეიშვილისა და მარცხნივ წიტაიშვილის თამაში, მაგრამ ფრანგი მთავარი მწვრთნელი ზოგჯერ ჯიუტად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი ხედვები სწორია. ახლა სანიოლმა თქვა, რომ გოჩოლეიშვილი მარცხნივ ალტერნატივებიდან ყველაზე კარგი ვარიანტია და თუკი ამ აზრზე დარჩა, გამორიცხული არაა, კაკაბაძის შემცვლელად მამუჩაშვილი ვიხილოთ.

ცენტრში გაგნიძის ტრავმა და ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაცია, სასტარტოში მექვაბიშილისა და კიტეიშვილი იქნებიან, მესამის საჭიროების შემთხვევაში კი გუნდში ლომინაძე და ნონიკაშვილი არიან. ამ ზონაში პსჟ-ის ფეხბურთელს, ფაბიან რუისს დავუპირისპირდებით.

მთავარი მსაჯი ფრანგი ბასტიენია, წინა უქმეებზე "კვარას" "ლიონთან" დაპირისპირებას რომ მოემსახურა.

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო: მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი - წიტაიშვილი(ან მამუჩაშვილი), მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, გოჩოლეიშვილი - დავითაშვილი(ან ზივზივაძე), კვარაცხელია, ტაბატაძე;

ესპანეთი: სიმონი - პორო, ლე ნორმანდი, კუბარსი, კუკურელა - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ოიარსაბალი, ფ.ტორესი, ბაენა.

მირო
ოცნებებს დავანებოთ თავი და ვისურვოთ უბრალოდ ბევრი გოლი არ გაგვიტანონ,ჩვენ კი ერთი მაინც გავიტანოთ.პირველები ვიქნებით,ვინც ამ ჯგუფში ესპანეთს გაუტანს.
სპორტალ მეზღაპრეები ხართ?
დაცვის ცენტრში 40 წლის კაშია რომ გეყოლება და შუა ხაზში მამუჩეიშვილ მექვაბიშვილი რის იმედად უნდა იოცნებო ესპანეთის დამარცხება?
Achi
Exla ro movigot an pre gavagdot umotivacio espanetan amat Ra mousmens . Magram aramgonia raxac karebshi davartxamt albat an erti gols mainc gautant. Magram espanets donis gundi ro daamarcxo Unda gagimartlos aba bulgarets ukve vugebt rogorc gvinda wlebis win 6 gvitanda xo gaxsovt
მწარე
მეგობარო, გეთანხმები. მე აქ ვცდილობ მხოლოდ კრიტიკა ვწერო. ეს გამონაკლისია. "უფროსმა" დაწერა უკრაინამ თუ მოიგო გავალთო, ჰოდა მეც დავიანგარიშე და დავწერე. მსოფლიომდე კიდევ 16 გუნდში 2 თამაში უნდა მოიგო, ასე რომ თუ გავალთ ამით არის კარგი, რომ ერთ თამაშს მაინც ვითამაშებთ მაღალ დონეზე. ეს კარგია, იგივე გაგნიძესთვის, ლომინაძისთვის, ტაბატაძისთვის და ა.შ. სად ოფიციალური თამაში და სად ამხანაგური. თორე, გულზე ხელი დავიდოთ და სიმართლე ვთქვათ, თურქეთმა აშკარად გვაჯობა. შეიძლება სხვა ჯგუფში გავსულიყავით, მაგრამ აქ უმაღლეს ფორმაში მყოფი ესპანეთი და თურქეთი დაგვეჯახა.
დავით 67
უკრაინამდე ალბანეთთან წავაგეთ. მაშინ მშვიდად გრძნობდი თავს? გმირი ერის ნაკრებთან დამარცხება არაა სირცხვილი, თუმცა გმირებად რუსები უფრო მიაჩნიათ. ახლა ვიღაც გამოხტება და იტყვის რომ მე ვითომ უკრაინას ვქომაგობდი.
მწარეს
კი ბატონო შეიძლება მართლაც საიდანღაც რაღაც შანსი მოგვეცეს, ახლა ისეთი გაუგებარი სისტემაა მსოფლიოზე გასვლის. ჩეხეთიც მეორეზე გავა ესეც საჩვენოა. მაგრამ სანიოლ კაშია, ქვილითაია, მექვაბიშვილ, მამუჩიშვილ, კაკაბაძეთი მსოფლიოზე რა აზრი აქვს წასვლას? გაახალგაზრდავება იწყებაო ნაკრებში ვილიმ და ქვილითაია მოაბრუნა, კაშიას კიდევ 4-5 წელი ვერ შეელევა. ტიპს ეშინია ლომიძეს შანსი მისცეს, ბიჭი 194 სმ სიმაღლისაა. კუთხურებიდან მარტო თურქებთან 7- დან 3 ბურთი გაუშვით. კიტე (174) ედგა აყლაყუდა თურქს (194) ლოგიკა?
უფროსი
რა შემთხვევაში გავასწრებთ თურქეთს: საქართველო 1 - 0 ესპანეთი; თურქეთი 0 - 1 ბულგარეთი; ბულგარეთი 0 - 2 საქართველო; ესპანეთი 3 - 0 თურქეთი. https://en.wikipedia.org/wiki/2026_FIFA_World_Cup_qualification#Tiebreakers
Levani
ალბანეთი გავიდა გუშინ პლეიოფში. ასეა ბუძი,თუ სერბეთს და თურქეთს ვერ ეთამაშები მაშინ რა გინდა მსოფლიოზე. მაკედონიასთან რო წავაგეთ იმ გუნდით რა გვინდოდა ევროპაზე. და ახლა ამ გუნდით რა გვესაქმება მსოფლიოზე-სანამ ახალი დაცვა არ გვეყოლება. ეს სანიოლი კიდევ კაშიას იძახებს. რა სამკლაური გაიკეთა ასეთი ცისარტყელა რო სამუდამოდ იძახებთ ბუძი?
ედიშერა
ანუ საყრდენ ზონაში მხოლოდ კიტე და მექვაბა? თუ მართლა ეგრე ითამაშეს 1-7 მონაგონი იქნება.დდდდ
იაშა ბიძია
ფაბიან რუისი და ფერნან ურბნისი..
ტრევორ ჯულაყიძე
ნუთუ რეალობის შეგრძნება დაკარგა სტაფმა?
გიგო პაპა
ჯობია ფლანგებზე ზურიკო და ხვიჩა იყვნენ და ცენტრში კვერნაძე. ძალიან მოძრავია, ტექნიკური და თანაც მაღალი, თავითაც შეძლებს კარში დარტყმას. თამაშის დროს შეიძლება ხვიჩას გაუცვალოს ადგილი, თუ ეს დააბნევს ესპანელებ. თუ არაფერი გამოუვა, მეორე ტაიმში ბუდუ შეცვლის. ქვილითაია სუსტ გუნდებთან ვერ დებდა შედეგს და ესპანელებს გაუტანს? მთავარი მაინც შუა ხაზია. შეძლებენ კი ჩვენი ბიჭები თავდამსხმელების პასებით მომარაგებას და დახმარებას? პრესინგიც ძალიან საჭიროა რომ ვითამაშოთ. მაგის გარეშე ორი ტაიმი იქნებიან ჩვენს ნახევარზე და შეიძლება კარში ერთხელაც ვერ დავარტყათ. უმძიმესი და უძნელესი თამაშის მოლოდინში ვარ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
გიორგი
შვეცია რომელი ქვეყანაა შვეიცარია?
მწარე
ჩემ პრინციპებს ვუღალატებ და ოპტიმისტურ-მეოცნებე სტილში ვიტყვი. თუ სლოვენია, უკრაინა, უნგრეთი, პოლონეთი, ბოსნია გერცოგოვინა და უელსი მეორე ადგილებზე გავიდნენ. შვეცია ბოლოზე დარჩა. ჩემი ანგარიშით საქართველო მოხვდება იმ 4 გუნდში, რომელიც 12-ს ემატება. ვ.ს. კიდევერთხელ გადავამოწმებ და მოვიწერები.
მორიელი
ჩემთვის ამ ნაკრების იმედი მაშინ დასამარდა, როცა უკრაინას ვერ მოვუგეთ
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?