ტურინში წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში კარიერის ყველაზე დიდი მეტოქე, კარლოს ალკარასი 7:6 7:5 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკ-პოინტის გარეშე გაიარეს, ტაი-ბრეიკზე კი მასპინძელმა ბრწყინვალე ჩოგბურთი შემოგვთავაზა, დაწინაურდა და საკუთარ კედლებში დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

მეორე სეტი რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა, პირველივე გეიმში დაბრეიკების შემდეგ, თითქოს და ესპანელმა მატჩის რიტმი დაიჭირა, თუმცა მე-6 და მე-12 გეიმებში მოპოვებული მეტოქის ჩაწოდებით სინერმა 2025 წელს მე-6 ტურნირი მოიგო.

აღსანიშნი ფაქტია, რომ იშვიათია ჩოგბურთელები, რომლებსაც 1-ზე მეტჯერ აქვთ საკუთარ კედლებში მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი, ბოლოს 2016 წელს ლონდონში, ენდი მარიმ გაიმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ სინერმა ATP-სთან ინტერვიუში მოკლედაც ისაუბრა:

"ინდივიდუალური ათლეტი ხარ, მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი შენს გუნდთან ერთად ხდება. არ არსებობს ჩემთვის სეზონის ამაზე უკეთესი დასასრული, ახლო დაპირისპირება იყო, განსაკუთრებით პირველი სეტი. ძალიან ბედნიერი ვარ თუ როგორც დასრულდა მატჩი. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იყო, მომენტებში კარგად ვაწვდიდი, თვითონ კარლოსი კი ერთ-ერთი საუკეთესო მიმღები მოთამაშეა. ძალიან რთული მატჩი იყო და ბედნიერი ვარ, მინდოდა სეზონი ასე დასრულებულიყო".

რაც შეეხება კარლოსს, მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, წელი 11050 ქულით 1-ელ ადგილზე დაასრულა, სინერი კი 10 000 ქულით მე-2 ადგილზეა. საჩოგბურთო წელიწადი დასრულებულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი" - გველესიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა მონტე კარლოს მასტერსი მოიგო
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო