თორნიკე შენგელიას ეროვნულ ნაკრებთან მიმართებით არაერთხელ ისეთი თავგანწირვა გამოუვლენია, მისგან თითქოს აღარაფერია გასაკვირი, მაგრამ რასაც თოკო ამჯერად აკეთებს, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. 27 და 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი ელის მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელთაგან პირველი შეხვედრა, უკრაინასთან აუცილებლად მოსაგებია. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ 26 ნოემბერს თბილისიდან 4500 კილომეტრით დაშორებულ ბარსელონაში უნდა ითამაშოს, ის უკრაინასთან მატჩში მოედანზე იქნება და საქართველოს უკრაინასთან მატჩში დაეხმარება.

შეხვედრა ბარსელონაში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და რომ დამთავრდება, საქართველოში უკვე 27 ნოემბერი იქნება. გამოდის, შენგელიამ ერთი დღის განმავლობაში 2 მატჩი უნდა ითამაშოს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა ბავშვთა და ასაკობრივ ლიგებში, ასევე იყო შემთხვევები როცა კალათბურთელმა ჯერ ნბა-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და შემდეგ ნბა-ს ძირითად გუნდშიც მოუწია მოედანზე გასვლა, მაგრამ ასეთი რამ ისტორიაში ძალიან იშვიათად, ფაქტობრივად რამდენჯერმე მომხდარა. ამ შემთხვევებში მატჩები ერთ ქალაქში, უარეს შემთხვევაში, ერთ ქვეყანაში ტარდებოდა, თორნიკეს ამბავი კი სრულიად განსხვავებულია:

ვილერბანთან ევროლიგის მატჩის შემდეგ ის ბარსელონაში, თავის სახლში დაბრუნდება და გამოიძინებს, რადგან შემდეგ მას ამის დრო და პირობები უკრაინასთან მატჩამდე აღარ ექნება. ამიტომაც, თორნიკეს თბილისში ჩამოსვლა ასე დაიგეგმა: დილის 6:30 საათზე ის სახლიდან ბარსელონას ხოსეპ ტარადელასის სახელობის აეროპორტისკენ დაიძვრება და 8 საათზე, როცა დროის სხვაობის გამო საქართველოში 11:00 საათი იქნება, პირდაპირი რეისით სამშობლოში გამოფრინდება. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვება 15:50 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ჩამოფრენიდან დაახლოებით ერთ საათში თორნიკე უკრაინასთან მატჩზე გასასვლელად გამზადებულ საქართველოს ნაკრებს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” შეუერთდება.

ნაკრების კაპიტანს დასვენების დრო არ ექნება – ის ისადილებს, სასტუმროში გუნდის მატჩისწინა თათბირს დაესწრება და 18:45 საათზე ნაკრებთან ერთად თბილისი არენისკენ დაიძვრება, სადაც საქართველო – უკრაინის მატჩი 20:50 საათზე დაიწყება. ეს გახლავთ საქართველოს ნაკრების კაპიტნის კიდევ ერთი გმირობისა და ყველაზე დაუჯერებელი ქმედების ქრონოლოგია, რაც მოკლედ რომ ვთქვათ, ასე ჟღერს: ევროლიგაში მატჩს რომ დაასრულებს, 19 საათის შემდეგ, ბარსელონიდან 4500 კილომეტრით დაშორებულ თბილისში უკრაინის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა. ასეთი რამ არათუ კალათბურთში, არც ერთ გუნდური სპორტის სახეობაში არ მომხდარა.

როგორც თავში აღვნიშნეთ, შენგელიამ არაერთხელ გამოავლინა თავგანწირვა ნაკრებთან მიმართებით. მან დაარღვია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ნაკრებში არ მიდიოდნენ. მან ჯერ კიდევ 11 წლის წინ, "ჩიკაგო ბულსიდან" ესპანურ "ბასკონიაში" გადასვლის დროს კლუბს კონტრაქტში შეატანინა პუნქტი, რომლის ძალითაც ის ეროვნულ ნაკრებში თამაშებზე უნდა წასულიყო. მას ნაკრების არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია იმის გამო, რომ ევროლიგაში მის კლუბს თამაში ჰქონდა.

ასეთი ფორსმაჟორული მოგზაურობა-თამაშების ამბავი მრავალია, თუმცა კიდევ ერთს გავიხსენებთ, რომელიც 3 წლის წინ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკნით ფანჯარაში მოხდა. მაშინ 3 დღის ინტერვალით საქართველოს ნაკრები ჯერ ჰოლანდიაში თამაშობდა, შემდეგ კი ისლანდიას თბილისში მასპინძლობდა. ამ მატჩებს შორის თორნიკეს იტალიურ კლუბ ვირტუსს ევროლიგაში თამაში ჰქონდა. სტანდარტული რეისებით ამ სამივე მატჩზე დასწრება შეუძლებელი იყო, რის გამოც მან ჩარტერული რეისით 4 დღის მანძილზე 3 ქვეყანა (ჰოლანდია, იტალია, საქართველო) მოიარა, თითოეულში უმაღლესი დონის მატჩები ჩაატარა და საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა განსაზღვრა. (იხილეთ ამ ამბავთან დაკავშირებული მაშინდელი სტატია.)

საქართველოს ნაკრები ამჯერად მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე გასავლელად იწყებს ბრძოლას და საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ შეხვედრას 27 ნოემბერს თბილისში უკრაინასთან გამართავს. თორნიკე შენგელია ესპანეთიდან თამაშის დღეს გამოფრინდება და უკრაინასთან დიდი მნიშვნელობის მატჩში საქართველოს კვლავ უკაპიტნებს.

GBF

ნაცების დედაც
უეჭველი ვიგებთ სამაგიერო გვაქ გადასახდელი ბაგაცკისის უმზგავსო საქციელის გამო.
გიორგი
კაცია კაცი
თბილისელი-ს
ღარიბას თვითმფრინავით ჩამოვა, შვილი რო სასწავლებლად წაიყვანა.))))))))))))))))))))))
fani-ს
გევასება გაჭირვებულებისგან და საწყალი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ხორციანი კერძების თქვლეფა? გემრიელია?))))
ქოცების დედაც-ს
ამინ!
alexandre
ვიღაცის კომენტარზე ასე დავწერე: "ბიუჯეტის ფულით, რა თქმა უნდა, უგულავასავით, ჯობია საროსკიპეში დახარჯო, ან მიხუილივით მილანში გაფრინდე საშოპინგეთ!". ბოდიში, თოკო! არავინ არ იფიქროს (ზოგი სატირას და ხუმრობას ვერ ხვდება), რომ შენით არ ვარ აღფრთოვანებული. არასდროს დამავიწყდება შენი მეუღლის სიტყვები: არავინ იცის, როგორ გიყვარს სამშობლო და კალათბურთის ნაკრებიო! ჰო და გაიხარე საქართველოს ღირსეულო შვილო შენ ოჯახში, შენ ქვეყანაში და გაახარე შენი სამშობლო
alexandre
ბიუჯეტის ფულით, რა თქმა უნდა, უგულავასავით, ჯობია საროსკიპეში დახარჯო, ან მიხუილივით მილანში გაფრინდე საშოპინგეთ!
ქოცების დედაც
გაუმარგოს ღირსეულ ქართველს
ზაკო
საინტერესოა თოკოს რომ ლანძღავდით ცსკ-ში გადასვლის გამო, როცა პირველ ადგილზე ნაკრების ინტერესები დააყენა მაშინ და იგივეს აკეთებს ეხლაც და ისევ ილანძღებით, თქვენ რის მაქნისები ან ქვეყნის ან თუნდაც თქვენი პატარა ოჯახების მიმართ, უბრალოდ პატარა კაცები ხართ, თუ საერთოდ ხართ კაცები!!! თქვენ ვახო სანაიები და მერაბა მეტრეველის სექტაში ხართ და არა საქართველოს დამცველები, ბოგანოები ხართ რომლები თოკოს თამაში რომ არ წაუვიდეს კი არ გაამხნევებთ არამედ დაუსტვენთ და ქოქოლას დააყრით, მაგრამ თოკო თქვენგან განსხვავებით ამ ქვეყნის ღირსეული შვილია თქვე არარაობებო
Kaxa
გენაცვალე თოკო, მაგარი კაცი ხარ და დაგიფასებს სამშობლო. რაც დრო გავა ეს გმირობა უფრო დაფასდება. წარმატება ნაკრებს.
fani
შე მართლა ხუ ინდრავა, სხვადასხვა ნიკებით - "იკა", "თბილისელი" და ა.შ. - რომ შემოდიხარ და ჰაერს აფუჭებ: წადი, გაიარე, უსუპო ტომატი ჭამე ან უტომატო სუპი (როგორც არის რა)
ხუ ინდრავა
კომენტარს დევხვდი, ალბათ ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა, შენ მაგაზე არ ინერვიულოო, ფედერაციამ იზრუნა ალბათო.... და ფედერაციას ფული ციდან აცვივა, თუ ბიუჯეტს ხარჯავს. რა მაგარი გულკეთილი კომენტარია, ხოდა იმიტომაც ვცხოვრობთ ნეხ@@ში
სიმართლე
გენაცვალე თოკო, ოქრო ადამიანი ხარ! განსაკუთრებით იმიტომ მიხარია, რომ თითქოს ჩემი მიმართვა წაიკითხა წინა სტატიაში (იგივე ნიკით - "სიმართლე" - ვწერდი), სადაც მას ყველა ქომაგის სახელით ვთხოვე ჩამოსვლა. ასეც რომ არ იყოს, თოკო არის ჭეშმარიტი მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვისა! სწორედ ასეთ პიროვნებებზე დგას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მომავალი. თორნიკე, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს შენს საყვარელ ოჯახთან ერთად!!!
თბილისელს
შენ მაგაზე არ ინერვიულო, სავარაუდოდ ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება - ანუ, მაგ საკითხზე ალბათ ფედერაციამ იზრუნა თოკოსთან კოორდინაციის საფუძველზე
თბილისელი
გამაგებინეთ ერთი რამ,რომელიც რეისით მოფრინავს ბარსელონასთან თბილისში? პირდაპირი რეისები არ არის,ხოდა თუ კიდევ ემატება გადაჯდომა... ნამდვილად მძიმე გზა ელის
მზია
საქარველოსთვის..
მადლობა კაპიტანო. 🙏
ადრეც გააკეთა თოკომ იგივე. ერთ დღეს იქ ევროპაში ითამაშა მეორე დღეს ნაკრებში. ეს არის საკუთარი დროშის და ქცეყნის პატივისცემა, სიყვარულმა თავგანწირვაც იცის. რასაც სპორტული თვალსაზრისით თოკოსგან პირველად არ ვხედავთ.
Კეკე
Ა დ ა მ ი ა ნ ი
ბიძინის მშიერ მუცელა ქოფაკები
მადლობას რატომ უხდით, კაპიტანი რომ ნაკრებში გამოცხადდა უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში?
იკა
მართალია რომ ამბობენ თოკოს დეველოპერულ კომპანია არქიში ბიზნეს წილი აქვსო? და რამდენი ახერხებთ არქიში ბინის შეძენას? ეროვნული გუნდის კაპიტანს აქვს ბიზნესი, რომლის პროდილუქტს ქართველების უდიდესი უმრავლესობა ვერ შეიძენს. მაგრამ სიმართლის მთქმელი მაინც არაკაცი ვარ, ხოდა იყავით ნეხ@@@ში! ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვალდებულია ნაკრებში იყოს როცა ეს გამსაკუყრებით ჭირდება ნაკრებს, მარტივი ჭეშმარიტებაა და აჰა აიყვანეთ დისლაიქებზე ჩემი კემონენტარი მაგაზე არ ვიდარდო ათასი წელი:))
გიორგი
დიდი მადლობა სასახელო კაპიტანო!!!
ქართველი
ფეხბურთელებმა დაინახონ ეს და გადაიღონ მაგალითი. ყოჩაღ თოკო.
სტუმარი
თოკო მოქმედი სპორტსმენია და უკვე გახდა ქართული და ევროპული კალათბურთის ლეგენდა. უმაგრესი კალათბურთელია და კიდევ უფრო მაგარი ადამიანია. ბავშვობიდან ვაჟკაცობის, თავმდაბლობის და პატრიოტიზმის მაგალითი იყო და ესეთი დარჩა ბოლომდე. თოკო, ბევრი გამარჯვება და სიხარული მოგცეს ღმერთმა!
Roma
სანიკიძემ დაურეკა ალბათ
მერაბი ჩხოროწყუ
ჯიგარი კაცი, კარგი ადამიანი, გუნდის დიდი მოურავი, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახს ათასი წელი,
bokinio
მაგალითი , ერთგულებისა, სიყვარულისა და პატრიოტიზმისა!!! წარმატებები და ჯანმრთელობა კაპიტანო!!!
Beto
TOKOMAN მოდის! წარმატებები ნაკრებს ! გამარჯვებები
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 32 წუთი - "ტორონტო" "მინესოტასთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
[VIDEO] შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - "ბარსელონამ" "ლიონ-ვილერბანი" დაამარცხა
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
[VIDEO] შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე - ქართველმა "ბარსელონას" "მაქაბისთან" ულიდერა
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა