ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ლივერპული" პსვ-სთან 1:4 განადგურდა.

მიმდინარე სეზონში არნე სლოტის გუნდი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა. მასპინძელთა რიგებში გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, მან ალისონი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-6 წუთზე მერსისაიდელთა კაპიტანს, ვირჯილ ვან დეიკს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ივან პერიშიჩმა აქცია.

"ლივერპული" გააქტიურდა და მე-16 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა დაცვა საშინლად მოქმედებდა, რითაც ნიდერლანდურმა გუნდმა კარგად ისარგებლა. 56-ე წუთზე ტილმა გაიტანა, 73-ე და 90+1 წუთზე კი დრიუშმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-13 ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს, მილანში "ინტერთან" გამართავს.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - პსვ 1:4

გოლები: 0:1 პერიშიჩი (6, პენ), 1:1 სობოსლაი (16), 1:2 ტილი (56), 1:3 დრიუში (73), 1:4 დრიუში (90+1).

ამბაკო
მამარდაშვილი ისეთ ბურთებს უშვებს თითქოსდა მისი ბრალი არ არის,მაგრამ რასაც ჰქვია გუნდის გადარჩენა ამას,რომ ვერ აკეთებს ცხადია.რაც შეეხება დანარცენებს,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს წაგებას შეგნებულად იჩალიჩებენ.ვან დეიკის ხელით თამაშს ახსნა არ მოეძებნება.სალაჰი ისე ატყუებიებს თავს ვიღაც თინეიჯერს,პატარა ბავშვს,რომ კაცი თავს მოატყუებიებს რათა გაახაროს.შემდეგ კეთდება გადაცემა მარჯვენა მხარეს სიღრმისკენ,თამაშგარე არ არის,ლივერპულის მარცხენა მცველი უფრო წინ არის თავისი კარის მიმართულებით ვიდრე მოწინააღმდეგე,მაგრამ ბურთზე მაინც ის მიასწრებს და ახლო მანძილიდან გააქვს გოლი.ხოლო რაც შეეხება კონატეს ხაიას,ასეთი რამ ამ დონის მატჩებში ძალიან იშვიათად მინახავს.და კიდევ-ორი ათლეტური აღნაგობის მცველი,კონატე და ვან დეიკი,"ახერხებენ " იმდენს,რომ ტანმორჩილ მეტოქეს კარში გამიზნულად არტყმევინებენ.შეთქმულების თეორიების დიდად არ მჯერა ,მაგრამ ზემოთ მოყვანილმა ფაქტებმა ეჭვები გამიჩინა.
Achi
Konate xom saertod sad darbis da reebs aketens magram arc vandeikia sauketoso pormashi TU daberda ver gaigeb
Კეკე
Თავისი შრომით გამომუშავებული ფული ადამიანმა თუ რამე ბიზნესში ჩადო ეგ საღადაო თემაა? Ახლა რა გგონია მამარდა ზის და ბიზნესის საქმეებს აკონტროლებს? Ჰყავს მშბლები და სხვა სანდო ადამიანები რომლებიც მიხედავენ მაგ საქმეს. Არ შეიძლება ასეთი სიბოროტე და ბოღმუს ნთხევა.
ზურა
ათამაშონ კოტრიკაძე, კარგი მეკარეა.
უფროსი
მამარდაშვილის ბრალი არ იყო. აუღებელი გოლები გაუშვა. დაცვა არ ვარგა. ანტიქართული კომენტარები დაბლოკეთ.
SOS
მამარდ, ახლა ლივერპულის გულშემატკივრებს დაუწუნე გულშემატკივრობა ერთი ვნახოთ რა პასუხს მიიღებ!!
ზურა
კაცი სამშენებლო კოეფიციენტებზე ფიქრობდა და ამიტომ გაუშვა, თორეეეემ.....
ვაჟა მასწავლებელი
ეჰ მამარდ, მამარდ, სამწუხაროდ არ ყოფილხარ ქართველი "ვეფხვების" სერგო კოტრიკაძის, რამაზ ურუშაძის, ანზორ კავაზაშვილის, ოთარ გაბელიას დონის. ეს 4 ბურთის გაშვება სავალდებულოა? ერთი დარტყმული ბურთი მაინც გადაარჩინე რომლის მოგერიება დაცვამ ვერ შეძლო. ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი მეკარეები ბურთებს კი არ იგერიებდნენ - თამაშებს იგებდნენ!
ვაჟა
ძალიან სუსტია არქმამარდა. მეტი შანსი აღარ მიეცემა
თემური
ეხლა კი რთულ მდგომარეობაშია მამარდა! ასეთი დაცვის იმედზე ვერ იქნება და მაგაზე უკვე, რომ იტყვიან დიდი წნეხია! ამ თამაშზე კი იტყვიან ვერც ერთი ბურთი ვერ გადაარჩინაო, მაგრამ რო დაუკვირდე მაგის ბრალი იყო რონელიმე? კარგია მხოლოდ ის, რომ ინგლისის ჩემპიონატში დიდ გამოცდილებას ღებულობს. წარმატებები მამარდას!
toti
ეჰ ეს ის გაუვალი მამარდა აღარაა.. სამწუხაროდ
ხვიჩა
გასაგებია რომ ლივერპულის მცველები ძალიან სცოდავენ და გაშვებული გოლების უდიდესი ნაწილი მათი ბრალია, მაგრამ ასეთ დროს ათასში ერთხელ მეკარემაც უნდა გადაარჩინოს გუნდი. ძალიან აქვს მოკლებული მამარდას. ქართველი ფეხბურთელების ავადმყოფობა ხო არ დაემართა - შრომობენ და თავს რომ არ ზოგავენ პირველ ბეემვეს ყიდვამდე და პირველი მილიონის დაგროვებამდე
Liver
Mamarda arunda aexvanat racial gamohta arastabiluri rogorc nakrebhi aseve mand
გელა
სლოტთან ერთად მცველი კონატეც უნდა გააგდონ. ჩვენი ნაკრების მცველებიც კი უფრო უკეთესად თამაშობენ.მასთან შედარებით
ოეე მანდ ლიცერპულში რა გჭირთ, თქვე თავგასიებულებო 😁😂
სლოტია, სანიოლი ხომ არაა, გაუშვით რა სისხლი გაგვიშრეთ თქვენი მაზახისტობით.
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
"არ მესმის, ხმა ჩაიკმინდე, დემბელე" - რას ნიშნავდა დუეს აღნიშვნის ჟესტი?
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
"ჩემი ქვეყნით ვამაყობ" - ანასტატია გუბანოვა საქართველოზე
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
ჩემპიონთა ლიგა. III ტური. D ჯგუფი: "ატლეტიკო" და "ბაიერნი" მერვედფინალსკენ [VIDEO]
მარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: შედგება პეპის შურისძიება "ბარსელონაზე"?
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ეს უკვე მეტისმეტია. მამარდაშვილი თასზეც არ ათამაშეს - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" უპრობლემოდ სძლია
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "სიტი" მერვედფინალში [VIDEO]
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
[VIDEO] შემდეგ მატჩს მამარდაშვილი ჩაატარებს? - "ლივერპულმა" "სანდერლენდს" ვან დეიკის გოლით მოუგო
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ომი "ეშტადიუ და ლუშზე"