ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „რენი“ 5:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზულ გუნდში ჩატარებულ 50-ე მატჩში თავი გამოიჩინა და კრიტიკოსებს პასუხი გასცა.

კვარაცხელია თავიდანვე აქტიური იყო, ორჯერ გაექცა თავის მეურვე ბუდალს, განივი გადაცემები გააკეთა, მაგრამ პარტნიორები ვერ გამოეხმაურენ. შემდეგ ხვიჩა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და სამბას კარი დალაშქრა. მერე მეილიუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ დომინირებდა და მომენტებს ქმნიდა: კვარაცხელიას პასი მეილიუმ მიიღო და ბურთი ხარიხას გაარტყა, ქართველს სამბამ არ გაატანინა, შანსი ბარკოლამ ვერ გამოიყენა და ხვიჩა ტრავმას გადაურჩა, როდესაც საჯარიმოში შეიჭრა და დარტყმის მომენტში კოჭში ფრანკოვსკიმ ჩაარტყა. მართალია, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მაგრამ მან მალე დუბლი მაინც შეასრულა, თავისი საქმე გააკეთა და შეცვალეს. დარჩენილ დროში "რენის" მცველი ჟაკე გააძევეს, შეცვლაზე შესულმა მბაიემ და რამუშმა გაიტანეს და პსჟ-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

“კვარას“ ანგარიშზე მიმდინარე სეზონში კლუბში 18 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

პსჟ 33 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლანსს“ 1 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოში „ატლეტიკთან“ ჩაატარებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - რენი 5:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (28), 2:0 მეილიუ (39), 3:0 კვარაცხელია (67), 4:0 მბაიე (88), 5:0 რამუში (90+1)

გაძევება: ჟაკე (74, რენი)

ეეჰ,ქალბატონო მინადორა,ისეთ რამეზე ცდილობთ ლაპარაკს,რაშიც მართლაც ნული ხართ და ფეხბურთის დიდოსტატს განიკითხავთ,ნულიაო!ასე რადიკალურ დასკვნას,ან ძალიან ჭკვიანი ადამიანი გააკეთებს,ან ძალიან სულელი.ჭკვიანი გაითვალისწინებდა,რომ ბოლო სამ წელიწადში ხვიჩა კვარაცხელია,ორჯერ იყო დასახელებული,მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში და ასეთი ფეხბურთელი,ნული ვერანაირად ვერ იქნება.რჩება პასუხის მეორე ვარიანტი,ამ საკითხში,ძალიან სულელი ბრძანდებით.არსებობს სიძულვილიც,ყოველივე იმის და იმათ მიმართ,ვინც და რაც ქართველ ადამიანს ახარებს და ამ საიტზე ასეთები,სამწუხაროდ საკმაოზე გაცილებით მეტნი არიან,მაგრამ თქვენ პირველად შემოხვედით ამ საიტზე და პირდაპირ პირველივე ცდაზე,მაგ დასკვნას ვერ გამოვიტან,თუმცა აშკარად მაგეთკენ ხართ მიდრეკილი.ხვიჩა კვარაცხელია,ის ადამანია,ვინც ქართველ,საქართველოს მოყვარულ ადამიანს ახარებს,ვისი წინამძღოლობითაც საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემიონატზე გავიდა.ეს ასე რომ არ იყოს,ათასობით ქართველი,მის მატჩებზე დასასწრებად სპეცრეისებით არ იფრენდა,ნეაპოლში.ჰოდა დაფიქრდით,სად ხართ და ვისთან.
ზურა
გაიხარე და გაგვახარე ხვიჩა.
დათო
წარმატებები კვარა ასე გააგრძელე
DVB
ფეხბურთში, (ისევე როგორც ყველა სხვა სპორტში) ხდება ჩავარდნები, ყოველთვის ერთნაირ ფორმაში ვერ იქნება სპორტსმენი. მიხარია რომ ახლა უბრუნდება ჩვეულ ფორმას, კიდევ მოუმატებს ხვიჩა დარწმუნებული ვარ. წარმატებები მინდა ვუსურვო ხვიჩას და ყველა ქართველ სპორტსმენს!
შალვა კვარაცხელია
ხვიჩას სათანადო პარტნიორობას რომ უწევდნენ გუნდში,იგი ოქროს ბურთის უდაო მფლობელი გახდებოდა!..
ედიკა
პორტო შენ სვაბოდაზე ხარ?
მერაბი ჩხოროწყუ
ხვიჩა მადლობა ძალიან გაგვახარე, გენაცვალეთ ჯანმრთელობას გისურვებთ, მთელ თქვენს ოჯახს, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ნაკიფუს,ირო გომორძგუა,
გიგო პაპა
ხვიჩამ "ატალანტა" ჩაუტარა რენს.)) არ აცლის ეს ენრიკე ამ ბიჭს რომ ჰეთ-რიკები შეასრულოს და რა უნდა ქნა. ბარკოლას ღორობას გამოვარჩევდი. რაც ხვიჩა მაგას იდეალურ პასებს უკეთებს ყოველთვის და ერთხელ ვერ გაიმეტა საგოლე პასი ხვიჩასთვის. ეგ ფლანგი უდავოდ ხვიჩასია! მაგაზე შედეგიანად ვერავინ თამაშობს. თუ დუე დაბრუნდა, მგონი მოუწევს ბარკოლას სკამის ხეხვა. მიაწექი ხვიჩა, არ გაჩერდე!!!!
GIGA
გილოცავ, ხვიჩა! გეხარ ჯიმა!
ვოოტ
გამოდის, რომ თუ ლიდერი არ ხარ, რაც უნდა კარგი ფეხბურთელი იყო, მაინც ნული ყოფილხარ?!... ბრწყინვალე ლოღიკაა, ვერაფერს დავუწუნებთ... და თან ნაკრებსაც აბუჩად იგდებს თურმე?!... მერწმუნეთ, ქალბატონო, არათუ საქართველოს ნაკრებს, აქ რომ თავებს იმასხარავებენ ღვარძლიანი კომენტარებით, იმ მართლაც კომიკურ ვაი ექსპერტებსაც არ აიგდებს აბუჩად - ეგრე ჰყავთ გაზრდილი მის მშობლებს... ის ფაქტი, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავს საშუალება არ ეძლევა მუნდიალზეც გაიბრწყინოს, ჯერ ხვიჩას ჯვარია და მერე ყველა დანარჩენი ნამდვილი გულშემატკივრის...
leqso
აბა რაღა გვიჭირს, როგორც იქნა გაუვარდა ყარაულის თოფივით ამ საახალწლოდ და რაღა გიჭირთ,ატრიალეთ ახლა ეგ გოლები ყველა ბრუნვაში მომავალ გასროლამდე,რომელიმე უსახურ გუნდთან, საფრანგეთის ყანა ლიგიდან.... ლოდინი კი მინიმუმ ნახევარი წელი მოგიწევთ.....
jo
შენს მთავრობას თვითონ კიდია ერთ ადგილას შენი ქვეყანა და შენი ქვე-ყანის მოსახლეობა. შენ გინდა ერთეულებმა თავი გაწირონ ამ ჩიტებისთვის და მერე სხვისი თავგანწირვა თქვენ მიიწეროთ? არა ბაბაია ასე არ გამოვა. როცა ერი და ბერი ერთი მთლიანი იქნება, ე, მაშინ შეიძლება გორის გადადგმა.
minadora
ხვიჩა არის სუპერი უცხოურ გუნდებში და ნოლი სანაკრებო საქმეში და ნუ ცმუკავთ ზოგიერთები, როცა მართალს გეუბნებიან. კაცს არ შეუძლია ლიდერი იყოს და სხვები აიყოლიოს, სხვები რა, ცუდები გვყვანან? მაგრამ კიდია ყველას ქვეყნის სახელი და არავინაა ეს დააძლევინოს. სანამ ეროვნულ ნაკრებს აბუჩად იგდებს, თქვენი ხვიჩა არის ნული.
დავით 67
მრავლობითში ვის გულისხმობ? ერთი ფეხბურთელი გვყავს ტოპ კლასის და რა უნდა ქნას მარტომ?

სექტანტები იღრიალეთ ეხლა სამ წელში ორი გოლი
Თეიმურაზი
კი მაგარია, გასაოცარია საქ. ნაკრებ გუნდᲨი რა ᲭირᲗ
თემური
განმეორებაზე ჩანს, რომ პირველ გოლზე ირგვლივ 9 მოწინააღმდე ახვევია! მადლობა ხვიჩა მაგარ სტიმულს რომ აძლევ ბავშვებს, რომ სპორტით/ფეხბურთიდ დაკავდნენ!
Porto
ხვიჩას ისეთი ხალხი ასწავლის ფეხბურთის თამაშს ეზოში მარტოები რომ ვერ ჩადიან :))))))))))) ტაშიიიი :)))))))) ძირითადად ლიბერდებილები და პროფესორა ტიპები:))))))
ნიკოლოზი
ხვიჩამ გააცოცხლა ქართული ფეხბურთი
ხუ ინდრავა
საოცარი გოლი თავის სტილში, ბრავო ბრავო
დდდ
არა რა, ძმებო, ვინც რა უნდა თქვას, მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები - დიდად სასარგებლო საქმეს აკეთებენ ხვიჩას კრიტიკოსები, განსაკუთრებით კი ჩვენებურები - ზოგი დარტყმას ასწავლიდა, ზოგი - ბურთის აჭრას, ზოგი - "პრიცელის" გასწორებას, ზოგიც - ყველაფერს ერთად და აჰა, შედეგიც სახეზეა... ახლა ერთიცაა - ეგ ბიჭი კვარაცხელიაა მაინც, სამჭკუაშვილი ხომ არ არის, ყველა თამაშს ერთი ამოსუნთქვით ვერ ჩაატარებს და გაფრთხილებთ - ამაზე დაბლა "პლანკა" არ დააწევინოთ, დასცხეთ, არ შეგეცოდოთ, ხომ ხედავთ, როგორ გულისყურით კითხულობს თქვენს კეთილმო..... სურნე რჩევებსა და დირექტივებს...
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული