“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. თბილისი არენაზე გამართული 2 შეხვედრიდან ერთში დიდი ბრძოლა გაიმართა, მეორეში დაძაბულობა არ ყოფილა. “პირატებმა”115:61 გაანადგურეს “სქუად x”. ამ უკანასკნელმა საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობა დაასრულა, რადგან ჯგუფის ორივე შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა. B ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს პირატები და არესი გაითამაშებენ. ეს გუნდები უკვე ნახევარფინალში არიან და ბოლო ტურში ერთმანეთს პირველი ადგილისთვის შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ნახევარფინალშია, რადგან ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.

მეორე მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა “ვინგსსა” და “ბლექ სქუადს” შორის. ამ უკანასკნელმა პირველ ტურში “ვერა” დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. დღესაც რომ მოეგო, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა, თუმცა “ვინგსმა” იმარჯვა. პირველი პერიოდის 33:21 მოგების შემდეგ ვინგსმა უპირატესობა 17 ქულამდეც გაზარდა, თუმცა ბლექ სქუადის კალათბურთელებმა შეძლეს გათანაბრება.

დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა და შემდეგ ბლექს სქუადი წინაც გავიდა, თუმცა თანაბარ ბოლო წუთებზე ვინგსმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ბლექ სქუადი 84:83 იგებდა, თუმცა ანდრია მდინარაძისა და იერემია ჯონსის ორქულიანებით 87:84 დაწინაურდა. დასრულებამდე 3 წამით ადრე ლავარ მილერის გამთანაბრებელ სამქულიანს ჯეიდენ უოკერმა დააფარა და ვინგზმა გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 მატჩი 12 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში დაწყვილდება. შეგახსენებთ, რომ 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ფინალში დამარცხებული კიდევ ერთი საგზურისთვის “სოხუმი-საქართველოს” შეხვდება, რომელმაც წინა სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

GBF

ტიჯანი ბაბანგიდა
სურათზე ვალიკო სებისკვერაძეა?
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია