13 დეკემბერი ქართული ფეხბურთისთვის ტრაგიკული დღეა. ზუსტად 43 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა ვიტალი დარასელია ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

მკითხველს გავახსენებთ ძალიან საინტერესო წერილს, რომელიც "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა ჩვენი ფეხბურთის გამორჩეულ წარმომადგენელზე, იმ დროის ნამდვილ ვარსკვლავზე...

..."საქართველოდან ერთი კვირის წინ დავბრუნდი. ყველა შვებულება საუკეთესო მგონია ცხოვრებაში და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს შვებულება კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. მე მგონია, რომ საქართველოს კარგად ვიცნობ, მაგრამ ასეთი ის მე არასოდეს მინახავს.

ცხრაჯვრის მთა თავისი ჯაჭვებით - იქ ასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ალპინისტის თვისებებით ხართ დაჯილდოვებული. მე ავედი და "სპორტ-ექსპრესის" მკითხველთა გასახარად, მშვიდობითაც დავეშვი - 47 წლის ასაკში მნიშვნელოვანია, როცა ამტკიცებ, რომ კარგ სპორტულ ფორმაში ხარ...

მესხეთის უღელტეხილი - ეს ის ადგილია, სადაც შენს ზემოთ მხოლოდ ღრუბლებია, ველური ყვავილები - განსაკუთრებული სილამაზით. "აი, ასეთია ზუსტად მთის ლავანდა", - გავიფიქრე მე მაშინ. ერთი მოუქნელი მოძრაობა და მარადისობად იქცევი. იქვე ახლოს მწყემსების მიტოვებული სადგომებია...

დიახ, მე არასოდეს მინახავს ასეთი საქართველო. არადა, ადრე, სვანეთში ყოფნის შემდეგ, მზად ვიყავი სასწაულების ხილვისთვის. სომხეთის საზღვრამდე შორი არ არის, პეიზაჟი კი ისლანდიურს ჰყავს. დილა თენდება. ნამქერი. ეძებ სითბოს და მალევე ხვდები იქ, სადაც... ტემპერატურა 24 გრადუსს აღწევს.

მესამე დღეს უკვე გეჩვენება, რომ შთაბეჭდილებებისთვის აღარ გეყოფა ადგილი, მაგრამ ხვდები აბასთუმანში, ხვდები სასწაულში, სამოთხეში, იქვეა ალექსანდრ ნეველის ეკლესია. ვპოულობ მოხუცის სახლს, სადაც ინახება გასაღები. ეს ეკლესია მოხატა დიდმა მხატვარმა მიხაილ ნესტეროვმა...

როცა გავიგე, რომ ახლოს იყო მიტოვებული მონასტერი, წამსვე გადავწყვიტე იქ ასვლა. მეორე დღეს ახალი სასწაული - ქალაქი ბოლნისი. თავის დროზე მას "ქართული ლუქსემბურგი" ერქვა. სადღაც გერმანული წარწერებიცაა შემონახული. გერმანელები დღეს იქ აღარ არიან - 1941 წელს ყაზახეთში გადაასახლეს. არქიტექტურა? სუფთა კიოლნია! როგორ გინდა, თვალებს დაუჯერო?!.

...ვარჩევ სურათებს. მჯერა და თან - არ მჯერა. აგერ - წყალტუბო. საბჭოთა კავშირის სიამაყე. დიდი სანატორიუმი. ძალა და სიდიადე. იქ ახლა ლტოლვილები ცხოვრობენ.

- დიდხანს ცხოვრობთ აქ? - ვეკითხები ერთს.

- ზუსტად 30 წელია! მას შემდეგ, რაც გაგრიდან გამოვიქეცით. თქვენ მოსკოვიდან ხართ? გადაიღეთ, ნუ გრცხვენიათ, ღმერთი გფარავდეთ!

...ეს კაცი აქ 40 წლისა ჩამოვიდა და მას მერე მთელმა ცხოვრებამ გაიარა...

ყველა ქართველს ძალიან უყვარს სამშობლო. ისინი ყოველთვის ბრუნდებიან შინ. ვლადიმერ გუცაევს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეეძლო ცხოვრება და მან აირჩია თბილისი. არც კახა კალაძე დარჩა მილანში ცხოვრებლად. ქალაქმა მას სიყვარულით უპასუხა - ის დღეს თბილისის მერია. რატომ არის, რომ დიდი ტექნიკური არსენალის მქონე გიორგი ქინქლაძე იშვიათად იღიმება მოსკოვში, ჩვენ ერთმანეთს ადრე შევხვდით. თბილისში ის სრულიად განსხვავებულია: ადამიანი-მზე!

ცოცხლები არიან 80-იანი წლების "დინამოს" გმირები. აუცილებლად წავალ კიდევ ერთხელ საქართველოში მათთან სასაუბროდ. თენგიზ სულაქველიძესაც დაველაპარაკები. თარჯიმანი გამოჩნდება. სულაქველიძეს საბჭოთა დროშიც კი უჭირდა რუსულად ლაპარაკი. ახლა კი, ალბათ, ის ხუთი სიტყვაც დაავიწყდა.

მე მახსოვს, რას ჰყვებოდა გენადი ლოგოფეტი, როცა ტკბილად ეწეოდა სიგარეტს "სპარტაკის" ბაზაზე. ის იმ დროის ამბავს იხსენებდა, როცა კონსტანტინ ბესკოვს ეხმარებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

"ვეთამაშებით უნგრულ "ტატაბანიას". სერიოჟა ანდრეევმა სისხლი გაგვიშრო - 6 აშკარა მომენტი გააფუჭა. 20 წუთი რჩება თამაშის ბოლომდე და სულაქველიძეს ჩვენს კარში გააქვს - ვაგებთ 0:1-ს. არ შეიძლება, ქართველი ყველას თანდასწრებით გაკიცხო! თამაში სრულდება. სულაქველიძესთან მივდივარ და ყურში ჩუმად ვეკითხები: "ეს როგორ მოგივიდა?!

"ოლეგიჩ, მე ვაძლევ, ის (ამბობს "OHA" - მდედრობით სქესს) გამოდის და"... "მოიცა, ვერ გავიგე, ეს როგორ?" - ისევ ვეკითხები მე. მე ამ დროს მგონია, რომ ტრიბუნაზე შეიძლება ვიღაც გოგონამ გაიარა და თვალი გაექცა, ამ დროს კი, თურმე, რინატ დასაევზე მეუბნება. "ის" (OHA) დასაევია.

...ისინი კი, ვისთანაც უკვე ვეღარ ილაპარაკებ, საბურთალოს სასაფლაოზე შეგვიძლია "მოვინახულოთ". ჩემი ორი საყვარელი ფეხბურთელი ერთმანეთისგან შორს არის დაკრძალული. კეთილი ხალხის გარეშე რთულია მათი საფლავების პოვნა.

საქართველოში კეთილი ხალხი კი ყოველ ნაბიჯზეა. ხელის გულზე მატარებენ. ისინი ბედნიერები არიან, რომ მოსკოველი ასეთ სიყვარულს ავლენს თბილისის "დინამოსა" და ზოგადად ფეხბურთის მიმართ.

სასაფლაოს ერთ თავში რამაზ შენგელიას საფლავია, ვინც მოულოდნელად გარდაიცვალა 55 წლის ასაკში. მომეჩვენა, რომ სასაფლაო შორსაა ცენტრიდან, მაგრამ ქართველებს ახსოვთ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები - სასაფლაოზე სულ ახალი ყვავილებია. რამაზის ბოლო ფოტო - სიცოცხლეში. დიდებულად გამოიყურება. რატომ "იჩქარა წასვლა"?..

აქედან დავით ყიფიანის საფლავამდე გვარიანი მანძილია. თუ შენგელიას საფლავზე არის მისი პორტრეტი და იცნობ, ვინც არის, რუს კაცს ყიფიანის საფლავის მოძებნა გაუჭირდება. საფლავზე მუქი გრანიტი. ყველა წარწერა ქართულია - გამოსახულების გარეშე.

მიახლოვდება მღვდელი და მეუბნება, რომ დიდი დავითის ერთ-ერთი შვილი ან გალობს, ან მსახურობს იქვე ახლოს მდებარე ეკლესიაში - შეიძლება, კვირას ნახო კიდეცო.

ერთხელ ამისთვის აუცილებლად ჩამოვალ და ვნახავ. ვისაუბრებთ. ყოველი შემთვევისთვის ვიწერ ტელეფონის ნომერს...

ათასი რამ გამიგონია იმის თაობაზე, თუ როგორ დაიღუპა თავის დროზე ვიტალი დარასელია. თბილისის "დინამოს" ისტორიაში უმთავრესი გოლის ავტორი - გოლისა, რომელიც მან თასების მფლობელთა თასის ფინალში შეაგდო. დარასელიამ მოასწრო, 25 წლისა გამხდარიყო დიდი ფეხბურთელი.

გამიგონია ერთ მთიან გზაზე. ისიც, რომ ვიტალიმ მაინცდამაინც კარგად არ იცოდა ავტომანქანის მართვა. გამიგია ისიც, რომ მთიან მდინარეში იპოვეს დაზიანებული ავტომობილი, გვამი კი შორს წაიღო დინებამ. გვამს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. აი, რას ნიშნავს სისხლის ყივილი - გვამი ვიტალის ბიძამ ნახა! ამბობენ, ტრაგედიის ადგილიდან 7 კილომეტრი იყო, 13-საც ასახელებენ...

ეს ამბები თავის დროზე დავით ყიფიანმა მომიყვა. არა მხოლოდ მან. ვცდილობ, თავში რაღაც სურათი გამოვკვეთო. მგონი, გამომდის კიდეც. მოვდივარ ზესტაფონიდან, თითქოს, გზის ნაპირას რაღაც მოზრდილ ქვას გავცდით. თავში გამიელვა - უნდა გავჩერდეთ... გამახსენდა მახსოვს წარსულში გაგონილი: "ეს ზესტაფონთან ახლოს მოხდა"...

თავის დროზე, რაღაც ძეგლისმაგვარს ვეძებდი ინტერნეტში. ვერაფერი ვნახე. ვფიქრობდი, როგორ არ იქნება-მეთქი?! ახლა მახსენდება. აი, ისიც - წარწერა ქვაზე - ასო "დ", რომელსაც ვერაფერში აურევ. იქვე ახლოს კაცი ზის. "დარასელიაა"? - ვეკითხები მე. თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

არ არის ახლოს ის კაფე, სადაც ვიტალიმ ისადილა. აღარ არის მწვადის სურნელი. და მე მახსენდება 90-იანი წლების ისტორია, როცა კიევის "დინამოს" ფეხბურთელებს ერთიანად დაურიგეს "მერსედესები". თითქმის ყველა ავარიაში მოჰყვა. ზოგი, მაგალითად, მეკარე ჟიდკოვი ძლივს გადარჩა. მანქანები დაამტვრიეს იურანმა, ლუჟნიმ, კოლოტოვმა... რაღაც არსებობს - როგორ გინდა, არ დაიჯერო?!

მახსოვს, თავის დროზე ოჩამჩირემდე ჩავედი. ომისგან გატეხილი ქალაქი. ავტობუსის გაჩერებაზე არის წარწერა "ოჩამჩირე 2500". არის საბჭოთა დროის წარწერაც: "მძღოლო, ოჩამჩირეში დასაშვები სიჩქარეა 50 კილომეტრი საათში".

ვიცი, რომ აქ არის დაკრძალული ვიტალი დარასელია. ვამჩნევ ძველ სასაფლაოს. სასაფლაოზე დიდი მემორიალია. საძმო საფლავი მეგონა. ახლოს მივედი და დავინახე ვიტალის ოქროს პროფილი.

იქვე ახლოს ვკითხულობ - არის თუ არა ამ ქალაქში ვინმე ვიტალის ნათესავებიდან? მეუბნებიან, რომ დედა ჯანმრთელია და იქვე, შესახვევში ცხოვრებს.

დედა მოხუცია. სასწაული მოხუცი! შევთანხმდით, რომ ორი დღის შემდეგ დავბრუნდებოდი. იქამდე კი შევადგენდი კითხვარს და შევეცდებოდი, დიქტოფონი მეპოვა სოხუმის უნივერმაღში.

ეს ინტერვიუ არასოდეს დამავიწყდება. მეორე დღეს, ზღვაში ბანაობისას, ვირუსი ავიკიდე, თავს საშინლად ვგრძნობდი. მაღალი ტემპერატურა მქონდა... მაგრამ პირობას ვასრულებ.

ოჩამჩირეში მივდივარ მას შემდეგ, რაც ტაბლეტებს ვიღებ. გავაფრთხილებ მაინც ვიტალის დედას, რომ რამდენიმე დღით გადავდოთ ინტერვიუ. მივდივარ სახლში. მოხუცი მზადაა - გამორჩეული კაბა აცვია, ალბომები გამოუტანია...

პირველი სასწაული - 2 საათის განმავლობაში შესანიშნავად ვიყავი, არაფერს შევუწუხებივარ. მოვრჩით. მაცილებენ. ვიტალის დედა ცხვირსახოცს მიქნევს. კიდევ ერთი სასწაული - პირველივე მოსახვევში ძლივს ვასწრებ მანქანიდან გადასვლას, გული მერევა... ინტერვიუ კი აღმოჩენა გამოვიდა - მე წარმოდგენილი არ მქონდა ვიტალის გარდაცვალების ასეთი დეტალები:

- დასაფლავებას თან გვარიანი სკანდალი ახლდა. შევარდნაძე ითხოვდა, რომ ვიტალი თბილისში დაგვეკრძალა, ყველა პატივით, პანთეონში, სადაც დიდი ხალხი მარხია. ქართველები მას თავისად თვლიდნენ. ჩვენ კი გვინდოდა, რომ ოჩამჩირეში დამარხულიყო. ძალით წამოვიყვანე აქ შვილი. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა კამათი.

- ქართულ "ცეკას" (კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი - რედ) როგორ აჯობეთ?

- ჩვენ ჩვენი მკვდრები მიგვყავს ხოლმე. ეს ტრადიციაა. ვიტალის გარდაცვალების დღეს ცუდი სიზმარი ვნახე. თითქოს, ვაღებ გარაჟის კარს და იქ ორი გვირგვინია, თეთრი ყვავილების... ორივე გვირგვინი წაიქცა... ცუდად გავხდი! იმ ღამით ვიტალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეორე დღეს უნდა წამოსულიყო აქ თბილისიდან. ჩვენ მას ველოდით, სუფრაც გაშლილი იყო. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ ზღვის ნაპირას ვცხოვრობდით...

- ...და მერე გაიგეთ, რაც მოხდა...

- ვიღაცამ თქვა, ავარიააო... მთელი ქალაქი ეძებდა ვიტალის, სახლები დაცარიელებული იყო... 13 დღე ვერ ნახეს გვამი. საშინელი დრო იყო, წამითაც კი არ მიძინია. ნათესავებიდანაც არავის დაუძინია. ვფიქრობდით, ვერ ვიპოვიდით. მე საერთოდ ცოცხალი მეგონა...

- "ვოლგაზე" იჯდა, როცა ავარია მოხდა?

- არა, "ჟიგულიზე". ავარიის შემდეგ ავტოინსპექციამ წაიყვანა მანქანა და იქვე დარჩა. 40 მეტრიდან გადავარდა. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იქნებოდა?! ეს მისი პირველი მანქანა იყო. გაჭიანურებული მოსახვევი, 10 მეტრი ტრასა, ორმეტრიანი გზის კიდე და უფსკრული. ოდნავ გადავიდა საწინააღმდეგო მხარეს. ავტომობილი დაინახა. მისთვის გვერდის ავლა მოინდომა. ჰაერშივე გაუსკდა გული...

- გვამი მდინარემ წაიღო?

- რაღაც სასწაულით იპოვეს ვიტალის ბიძამ და ერთმა ობოლმა ბიჭმა მისი სოფლიდან... გვამი სულ სილაში იყო, ამოწეული ხელი შენიშნეს...

- ...და მაინც, თავახდილი სასახლით დაკრძალეთ...

- ასეთია ჩვენი ტრადიცია. მიცვალებულსაც დიდხანს ვაჩერებთ დაკრძალვამდე, ხალხს სურს ნახვა... მას შემდეგ, რაც იპოვეს, ვიტალი ორი დღე ესვენა თბილისში, კიდევ ორი დღე - აქ, ოჩამჩირეში... ჩვენ ისიც გვაქვს ტრადიციაში, რომ თუ ვინმე მოკვდება, ოჯახს არაფერს ახარჯინებენ. ხალხი ამას არ დაუშვებს! ერთი გეუბნება - "მე მეგობარი ვარ, კუბოს ვყიდულობ"... მეორე - "სუფრა ჩემგან არის"...

- ვიტალის კუბოში ვიღაცამ ბუცები ჩადო...

- მგონი, მოგვიანებით ამოიღეს. ბევრი რამ დადეს და ბევრი რამ ამოიღეს. ეს ზოგადად მიღებულია ჩვენს ქვეყანაში...

ალეკო კაკაურიძე,

"ლელო"

llcl
ღმერთმა ნათელში ამყოფოს! რამდენი რამე მოასწრო 25 წლის ასაკში!
ნანო
უკვე ქართველების სიყვარულისაც აღარ მჯერა ისეთ კომენტარებს ვკითხულობ ამ საიტზე რუსებს რა უნდა მოსთხოვ
გაიოზ ჯურხაძე
გაუმარჯოს"ღრუზიას"და"ნაროდ ღრუზიის"!
Გენა
"საქართველოს სიყვარულში" გაგიჟებული Მოსკოვის და Მოსკოველების თუ გჯერათ აბა თქვენ იცით.
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
"რეალის" შესახებ საუბარი არ მსურს" - ფლიკი ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე
"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
რა შემთხვევაში შევლენ "მეცთან" კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე - Le Parisien-ი განმარტავს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
სომხური გუნდი ევროტურნირზე სომეხი ფეხბურთელების გარეშე თამაშობს
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
რატომ არის სმარტ საათი სპორტსმენის საუკეთესო მეგობარი
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
მის სკანდალებს ბოლო არ უჩანს - მუდრიკს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაეკისრა
ბოლო შანსი "ალავესთან" - "რეალში" ალონსოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს
თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა
საშინელი ამბავი - 35 წლის რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა
ეგვიპტის სასამართლომ პორტ-საიდის ტრაგედიის საქმეზე 11 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
ავტოავარიის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა და "კოლხეთის" 5 ფეხბურთელი დაშავდა
ანდრეა პირლოს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ველორბოლის დროს სპორტსმენთა კოლონა ლამის მატარებელმა გაიტანა [VIDEO]
სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
"ინტერის" ფორვარდი ავტოავარიაში მოყვა, დაშავებულია ქალი
Sky Sport Italia: იტალიაში ფანმა მეტოქე გუნდის ქომაგი მოკლა
ესპანური საფეხბურთო კლუბი ავტოავარიაში მოყვა
მარიო ბალოტელი ავტოკატასტროფაში მოყვა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ცნობილი MMA-ს მებრძოლის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა
კევინ დურანტმა ემოციები ვერ შეიკავა, როცა გრეგ პოპოვიჩის ტრაგედიის შესახებ გაიგო [VIDEO]
საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა
დავეხმაროთ ნიკა სიხარულიძეს!