სუპერლიგის მე-8 ტურის 3 მატჩი საქართველოს სამ სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. დედაქალაქ თბილისში გამართული შეხვედრა ვერ გამოდგა დაძაბული, ხოლო რეგიონებში – ტყიბულსა და რუსთავში ჩატარებული მატჩები ერთიმეორეზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

თბილისი არენაზე ერთმანეთს თსუ და გურჯაანის დელტა შეხვდნენ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაკარგული ქულებით (მხოლოდ 1 წაგება) სუპერლიგის ლიდერია, გურჯაანელებს კი მიმდინარე სუპერლიგაში გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებიათ. ცხრილის პოლუსებზე მდებარე გუნდების მატჩი ისეთი გამოვიდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ლიდერმა დიდი სხვაობით – 97:68 დაამარცხა დელტა და ლიდერობა გაიმყარა.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, თსუ თავიდანვე რომ დაწინაურდა, მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა. გურჯაანელები აგრძელებენ როტაციას – ამერიკელ კალათბურთელებს უშვებენ და მათ ნაცვლად ახალი უცხოელი ჩამოჰყავთ, თუმცა ეს ჯერ არ ამართლებს. დელტამ ზედიზედ მე-8 მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე იმყოფება.

უაღრესად დაძაბული გამოდგა მატჩი ტყიბულში, რომელშიც ორბმა “ვსა-ბასკეტბოლს” უმასპინძლა. დაკარგული ქულებით ამ მატჩამდე ვსა სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა მეორე დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. უფრო კონკრეტულად, შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე ლარი ოსტინმა გარღვევა ჩააგდო, ორბი 84:83 დააწინაურა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ოსტინი გახდა მატჩის გმირი, რომელმაც მანამდეც ჩააგდო, როცა 80:80 ანგარიშზე ტყიბულელები დააწინაურა, მის წინა შეტევაში კი ილია ლონდარიძეს საორქულედ მიაწოდა. საბოლოოდ ოსტინმა 24 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

მესამე შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც მასპინძელთა გუნდი მეორე პერიოდში 20 ქულით უგებდა კსუ-კავკასიას, მაგრამ საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში – 79:82 (სტატისტიკა) წააგო. გამარჯვება განაპირობა ლუკა მაზიაშვილის შედეგიანობამ, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. აქედან 3 ბოლო პერიოდში, რითაც რუსთაველებს მოგების საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ მაზიაშვილმა 29 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო გახდა.

მე-8 ტურის ბოლო შეხვედრა კვირას, გორში გაიმართება, სადაც ივერიონი კიდევ ერთ აუტსაიდერ “რაშს” უმასპინძლებს.

GBF

“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" სძლია