14 დეკემბერს, UFC-ის წლის ბოლო ღონისძიების ძირითად ბადეში გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ არგენტინელმა ქართველის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და გიგას "ლეგენდა" უწოდა.

"გიგა ჭიკაძე ლეგენდაა. მას UFC-ში ზედიზედ შვიდი გამარჯვება ჰქონდა. ამის გარდა, ცხოვრებაშიც გამარჯვებულია. ის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

ძალიან მინდა, რომ ჩემი ჰონორარის ნაწილი მის ორგანიზაციას გადავურიცხო. ის არის ადამიანი, რომელთან ბრძოლაც ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ.

გიგა, მითხარი, როგორ დაგიკავშირდე შენი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის თანხის შესაწირად", - განაცხადა ვალეხოსმა.

თავად ჭიკაძემ გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა:

"კაი დრამა იქით იყოს და ყველაფერი კარგად მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ, ბრმა დარტყმა გავუშვი და ეგ იყო და ეგ, მანამდე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.

P.S. იმ 1%-ს ვისაც ძალიან გაგიხარდათ გილოცავთ (რავი სხვა რა "გითხრათ") და ჩემ საყვარელ ხალხს ვისაც გული შეგტკივათ კი მინდა გითხრათ რომ ძაან მაგრა მიყვარხართ, ყველაფერი კარგად მაქვს, ცოტას დავისვენებ და დაგიბრუნდებით 2026-ში! უფალი გფარავდეთ", - წერს ჭიკაძე.

შეგახსენებთ, ჭიკაძის ანგარიშზე MMA-ში 15 მოგება და 6 მარცხია. გიგამ ბოლო 4 ბრძოლიდან 3 ბრძოლა დათმო, ბოლო 2-დან კი ორივეში დამარცხდა.

მახმუდა
ჯერ რატომ უნდა გაუხარდეს იმ 1% ამის დამარცხება,და მეორეც გოდემაც ახსნა ქცევის წესები,რაც შეეხება გოდეს მომყოლს კაი გასაჟიმი ხარ ესეთი კომენტარებისთვის.
ადამიანი
გოდე შე კლავიატურის ლომი,ზუსტად შენნაირებზე თქვა 1%-იო,ხართ და რა ქნას?! ისე,როდესაც ჩამოვა, პირისპირ უთხარი, ლომო ,აქ ქალივით ენის ტლიკინი რა საქმეა?!
გოდე
აი ეგეთი იაზვა ლაპარაკის გამო ღირსი ხარ რაც მიიღე, ჯერ რატო უნდა გაუხარდეს და მეორე შენი საქმე აკეთე მოიქეცი პროფესიონლრად 37 წლის ხარ!
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
ჭიკაძის მარცხი - მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს