მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე საბერძნეთი 92:88 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, რიდი, ჯინჭარაძე, შენგელია, ტურძილაძე. პირველი მეოთხედი ბერძენთა უპირატესობით წარიმართა, მასპინძლები განსაკუთრებით დომინანტურად ფარზე გამოიყურებოდნენ და პირველ მეოთხედში, შეტევაში, ბურთი 8-ჯერ მოგვიხსნეს. მატჩის საწყის 5 წუთში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი ტურძილაძემ 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო, რის გამოც იგი ალექსანდრ ჯიკიჩმა გიორგი კორსანტიათი ჩაანაცვლა.

პირველ მეოთხედში 20:27 დავმარცხდით. მეორე მეოთხედში ჯიკიჩის გუნდმა თამაში გამოასწორა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. საბერძნეთის ნაკრებმა მეორე მეოთხედში მხოლოდ 11 ქულა ჩაგვიგდო და პირველი ტაიმი 41:38 მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ მარკის რიდის ჯერი დადგა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მესამე მეოთხედში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და არაერთი რთული ბურთი ჩააგდო.

მეოთხე მეოთხედის განმავლობაში მთელი შეხვედრა თითქმის თანაბრად მიმდინარეობდა, მარკის რიდმა თავი არამხოლოდ შეტევაში შედეგიანი თამაშით, არამედ დაცვაშიც გამოიჩინა. ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ორჯერ უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა განახორციელა, ერთხელ შეტევა წარმატებით თავად დაასრულა, მეორედ კი თორნიკე შენგელიამ საქართველოს ნაკრები წინ 4-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.

მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე, საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტაილერ დორსიმ 2 საჯარიმო ტყორცნიდან კალათში 1 მოათავსა. შემდეგ ბერძნებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და გიორგი კორსანტიამ ასევე 2-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 75:73 იყო და შეტევა ბერძნებს ჰქონდათ. სამწუხაროდ, შეხვედრის დასრულებამდე წამითა და ორი მეათედით ადრე, როდესაც ტაილერ დორსიმ ბურთი ფარისკენ უბრალოდ გადააგდო, რატი ანდრონიკაშვილი მასზე დაჯარიმდა და 3 ტყორცნის უფლება მიიღო, საიდანაც გამოცდილმა კალათბურთელმა ერთი სროლა კვლავ გააცუდა და მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

დამატებით დროში საქართველოს ნაკრებს პერსონალური ჯარიმების გამო რატი ანდრონიკაშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე ვეღარ ეხმარებოდნენ. ოვერტაიმის დაწყებიდან 2 წუთში საბერძნეთის ნაკრები წინ 6-ქულიანი სხვაობით გავიდა. გიორგი კორსანტიამ სამქულიანის ჩაგდება უმნიშვნელოვანეს მომენტში მოახერხა. იანის ანტეტოკუნმპოს ძმამ, კოსტას ანტეტოკუნმპომ, თორნიკე შენგელიას სახეში იდაყვი ჩაარტყა და საბერძნეთის ნაკრები არასპორტული ჯარიმით დასაჯეს, კაპიტანმა კი 2-დან 2 ჯარიმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ საჯარიმო ხაზზე რიდი დადგა, რომელმაც ერთი ჯარიმა გამოიყენა, მეორეს გაცუდების შემდეგ კი ბურთი ჩაჭრა და საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

30 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარკის რიდი იყო (პლუს 3 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა), საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 23 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ალექსანდრე მერკვილაძემ 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, დუდა სანაძემ 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, 19:30 საათზე გამართავს.

რიგითი
შენგელიასთან ერთად მეც ვტიროდი.. დღეს საოცარი დღე გამოვიდა ქართული სპორტისთვის.. ყველას ვულოცავ.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
საოცარი დღე გამოვიდა ქართული სპორტისთვის,არ შეიძლება სულ 26 რიცხვში ვითამაშოთ ხოლმე?😂იღბლიანი რიცხვია!
aleko
yochag sauketeso tamashi chveni nakrebis istoriashi chemis azrit
ანი
ქართველ ფეხბურთელებს აყურებინეთ ეს თამაში!
სურგულა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს გაუმარჯოოოს👌🏻❤️
Ardiles78
ამას ჰქვია სასწაული,თითქმის უიმედო მატჩის ბოლო წამებზე შემოტრიალება და მოგება- თან სად, თან ვისთან?!მადლობა ბიჭებს,რომ ეს სასწაული გვაჩუქეს!!!იბერიამაც დაგლიჯა!დაუვიწყარი საღამოა!
მაგარი
გიჟი მწვრთნელია ჯიკიჩი ამდენი ბალასტით რა გუნდები დადო ბეჭებზე თორნიკეს ცრემლები ხო საერთოდ ცალკე თემაა და რიდი ხო მაგარია და მაგარია. ერთი სიტყვით იქეთ ხეტაფე აქეთ საბერძნეთი.ისტორიული დღე იყო ნაღდად.
შაკო
ვტირივარ ბიჭო, თქვენ გენაცვალეთ სიტყვები უძლურია!
რეზო
რიდი უმაგრესი შენაძენია, უკრაინასაც მოვუგებდით ის პროვოკაცია რომ არა. თოკოზე აღარ ვიცი რა ვთქვა, სამაგალითო ქართველია, ჯიკიჩი ყოჩაღ, და ყველას მადლობა
სუპერ თოკო
არც კი ვიცი რა დავწერო… ემოციების კასკადი! უდიდესი მადლობა ამ თავდადებისთვის! თოკო, შეუდარებელი ხარ 👏👏👏
Porto
დიდი კაცი და დიდი ქართველია თორნიკე შენგელია!!! ესეთი გამარჯვებები გაიძულებს შენც უკეთესი გახდე!!!! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს ყველას უკლებლივ!!!!!!! თქვენ გენაცვალეთ მადლობა სიამაყისთვის!!!! მადლობა თავდადებისთვის მადლობა ქართველობისთვის!!!! განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელ ჯიკიჩს!!!! საქართველოს გაუმარჯოოოოოოოს…!!!!!!!!!!!!!
თბილისელი
თოკოს და რიდს უდიდესი მადლობა.თანაც თოკო დღეს ჩაფრინდა. ამას ჰქვია სპორტსმენი და ნამდვილი პატრიოტი.
გია
საოცარი დღეა ჯერ ფეხბურთელებმა მერე კალათბურთელებმა
ლევანი
არ ვიცი, რა დავწერო ისიც არ ვიცი, ვეღარც ვაზროვნებ, ეს რა იყო? მოდი და ნუ დააფასებ ამ ბიჭებს, აი ბრძოლა, აი სამშობლოს სიყვარული, ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ და მადლობა ამ თავდადებისთვის! ნეტა ფეხბურთელები თუ უყურებდნენ?
კოკა
ისტორიული დღეა ფეხბურთელებმაც და ნუ თოკო და კამპანია სუპერ
სვანი
ასეთი კაპიტანი არ გვყოლოა არცერთ სახეობაში... მადლობა თოკო!!!
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი - ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა