საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ-მ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „ფლამენგო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

"პარი სენ ჟერმენმა" ერთ კალენდარულ წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო და "ბარსელონას" და "ბაიერნის" რეკორდი გაიმეორა.

როგორც მოსალოდნელი იყო პარიზული გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ნევეშმა ორჯერ ვერ უწია მიზანს, ფაბიან რუისმა გაიტანა, მაგრამ იქამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. აქედან მოყოლებული პსჟ-ს შეტევები მინავლდა, ტრავმირებული ლი მეილიუმ შეცვალა. 38-ე წუთზე დუეს ჩაწოდებული ბურთი მეკარე როსიმ მოიგერია, კვარაცხელიამ კი პსჟ დააწინაურა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ისევ დომინირებდა და ბრაზილიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, როდესაც ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას მარკინიოსმა საჯარიმოში არასკაეტა წააქცია და ჟორჟინიომ პენალტი გაიტანა. პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეილიუს ნაცვლად მოედანზე ბარკოლა შეუშვა, ევროპოლებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩას პასი ნევეშმა მიიღო, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი კარის ხაზიდან ორტისმა გამოიტანა. მერე დუე დემბელემ შეცვალა. ბოლოს მარკინიოსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

მცირე შესვენებისას „კვარა“ მბაიემ შეცვალა, ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში პარიზელებმა გაიმარჯვეს - საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

მომდევნო მატჩს პსჟ 21 დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში გასვლაზე სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. „ახმედ ბინ ალი“

პსჟ - ფლამენგო ძირ. დრო 1:1 (ექსტრა ტაიმები 1:1, პენ 2:1)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (38), 1:1 ჟორჟინიო (62, პენ)

გიორგი 3
ვულოცავ ჩვენს ოქროს ბიჭს ერთ სეზონში 5 ტიტულის მოპოვებას!!!! ეს მარტო ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია!
დავით სალუქვაძე
რუსი მეკარეა და მეკარეები,ყოველთვის ყავდათ. შევალიე მე პსჟ ში მინდოდა და გადმოვიდა. საფონოვის ძირითადში მოხვედრა ვისურვე, რადგან ხალხმა მისი დაბანძება დაიწყო და ერთი კვირის მერე ძირითადში გამოჩნდა. ფლამენგოსთან, ვისურვე, პენალტში ემარჯვა და თავი გამოეჩინა, მაგრამ იოლად რომ გაუტანეს, მეგონა სურვილი ჩამიფლავდა, მაგრამ არა, უმეტესი მელოდა. პსჟ ს ფანი ვარ კვარას გამო, - ძალიან მინდოდა გადასულიყო, თანაც ზაფხულამდე ვერ ვითმენდი და გადავიდა, მაგრამ ეხლა, მე4/5 მატჩია კარგად ვხედავ, პასებს უხუთავენ, დღეს, ძირითადშივე მოკუმავდნენ ფლამენგოს,-რეალზე დიდი რომ ჰვონია თავი,-მაგრამ კვარას არ მისცენ პასები, ასე რომ მინდა კვარამ პსჟ დატოვოს. ძალიან მინდა.
ნიკი
Ჩემი აზრით ამ ახალგაზრდებს, მბაეს, Ჟანტუს და მაილუს იმიტომ აᲗამაᲨებენ, რომ Თავის აკადემიის აᲦზრდილები არიან და სარფიანად, რომ გაყიდონ. ანა ესენი ეხლა სხვა გუნდᲨი რომ იყვნენ პსᲟ არავიᲗარ ᲨემᲗხვევაᲨი არ იყიდიდა ან სულ რომ ეყიდათ ასე ახალგაზრდებს და ამ დონის ᲗამაᲨიᲗ ᲫირიᲗად გუნდს არ გააკარებდა. პსᲟს ფინანსური ᲨესაᲫლებლობის გუნდმა უკვე Შემდგარი ვარსკვლავები უნდა იყიდოს, ეს ვარსკვლავები კი Ღარიბ გუნდებმა უნდა გაზარდონ, გაყიდონ და ფული გამოიმუᲨაონ
Ქართველი
Დონარუმასთან ნაღდად ვერ მივა საფონოვი მარა ვაღიაროთ რა ამ სეზონში მინიმუმ შევალიეს ათასჯერ ჯობია საფონოვი. Საერთოდ საფონოვს თავი დავანებოთ ეს შევალი მარლა ვინ მოათრია გეხვეწები ყველაფერ სიკეთესთან ერთად სიმაღლეც არ აქვს რა პატრონი ყავს ასეთი ან რა ვიცი ძმაო ერთი დასამახსოვრებელი მომენტი გახსკვთ მაგის?
ქობულეთიდან
ვულოცავ კვარას ამ პრესტიჟული თასის მოგებას, ყოჩაღ ძალიან მაგარი მიღწევა აქვს, ერთ სეზონზე 6 ტიტული! მსოფლიო საკლუბო რომ არ შემოეღოთ, უკვე ყველაფერი ექნებოდა მოგებული საკლუბო დონეზე.პსჟ უკეთესი გუნდი იყო, კლასში სხვაობა აშკარა იყო და ეს მატჩი რომ ფლამენგოს მოეგო, დიდი უსამართლობა იქნებოდა.
თემური
თუ ვინმემ იცით დაწერეთ: მსგავს პელტებიან ფინალში 5 დარტყმული პენალტიდან ვინმეს მოუგერიებია 4 ?
GOMAKO-ს
წყალი მარკინიოსს უფრო აქვს შემდგარი და მაგის ადგილას სწორედაც რომ ზაბარნის გაამწესებენ. შევალიეზე დაგეთანხმებოდი. აი ბარკოლას კი ვერაფერი გავუგე რა ყაიდის ფეხბურთელია. ლეაოს მაგონებს მილანიდან, უფრო ხასიათის ბიჭი მგონია. რაც კარგი აქვთ და გამოსარჩევი - ეს სასტარტო სისწრაფეა.
zura222
თქვენ კი არ გიყვართ რუსები მაგრამ ხო ნახეთ რა გმირობის ჩადენა შეძლებიათ? არცერთ ქართველ მეკარეს არ გაუკეთებია ასეთი სასწაული არაზდროს.
aburjga
ვინ არიან და ნაგვები, ამას რა კითხვა უნდა!
ხვიჩა მაგარია!
საფონოვს არ ვუკარგავ რა თქმა უნდა, მაგრამ ნამეტანი პრიმიტიულად და უსუსურად ურტყამდნენ ბრაზილიელები, ალბათ ღელავდნენ. მეც კი ვხდებოდი წინასწარ რომელ კუთხეში გაუშვებდნენ და საფონოვი ვერ მიხვდებოდა? ვფიქრობ შევალიეს ძალიან შეუყენა წყალი რუსმა და არ გამოვრიცხავ რომ პირველი მეკარეობაც ჩააბარონ. ისე ნაღდად ალალია, 4 პენლის აღება არაა სახუმარო ამბავი, შეიძლება ისტორიაშიც იშვიათი იყოს. ვულოცავ ხვიჩას მორიგ თასს და დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოსთან ერთად!!!!
GOMAKO
კვარას ვულოცავ ტიტულს,შევალიეს,ზარბაზნას და ბარკოლას წყალი შეუდგათ მგონი
გიგო პაპა
ვულოცავ ხვიჩას! მინი ქანთარია-ეგოროვი ჩაატარეს ყატარში. )) ხვიჩა რომ მოსიარულე იღბალია - ეგ ყველამ დიდი ხანია ვიცით. ოღონდ პირველ წელს რომელ გუნდშიც გადადის. მაგიტომაც ვურჩევ ხოლმე რეალს, დროზე წაიყვანოს, სულ არ ჭირდება ვინისიუსი და მბაპე, ისე გახდება ჩემპიონი და ლიგის თასსაც გამოკრავს ხელს. ოსიმენი ათრია ხვიჩამ და საუკეთესო გახადა, მერე დემბელე აგულავა, მეტი რა ქნას ამ პატარა ბიჭმა. დღეს ლამის ნახევარ ფლამენგოს აჰკიდა ყვითლები. ენრიკე არ მომწონს თავის ბარკოლათი. როგორც კი შემოიყვანა, ეგრევე გადაიყვანა ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე. რომ დაეტოვა შეიძლება მეორეც გაეტანა. ბარკოლამ კი ვერც ხვიჩას ადგილას ივარგა და პენალტიც უსუსურად შეასრულა. დემბელეს ჩელებაძე ხომ საერთოდ. აჩრდილიც არაა დარჩენილი ძველი დემბელესგან. დუეს ყოჩაღ, დროულად რომ გაუკეთა ხვიჩას პასი. ნამდვილად არ მოველოდი. საწყენია რომ დაჯილდოება არ გვაყურებინეს, იმედია ჩანაწერს მაინც გვაჩვენებენ.
მალხაზ ჯობავა
გენაცვალე კვარა! არ შემოუქროლა ქორივიით მთელ მსოფლიოში, ამ ოქროს ფასის მქონე თასებს? არ ასწია თავის თავზე ზემოოთ? არა ბიჭოდა მოსკოვს დაეკითხებოდა!

კვარამ გოლთან ერთად,მაგრად იმუშავა,მაგრამ მეკარემ სასწაული მოახდინა და დარწმუნებული ვარ,საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადებენ.საფონოვი გუნდის ფოტოსურათიდან ამოშალა,მავანმა ჟურნალისტმა.საფონოვმა ისტორიიდან ვერ ამომშლითო და 4 პენალტი მოიგერია.დონარუმა ფინალის გმირი იყო და ძალით გაყიდეს,ამის გაყიდვასაც აპირებდნენ,უფრო სწორად წასვლას სთხოვდნენ და დავიჯერო,მეორე ფინალის გმირსაც ძალით გაუშვებენ?მცირე შეცდომები მასაც აქვს,მაგრამ წინა თამაშებშიც კარგი იყო და ახლა ხომ მატჩის გმირად გადაიქცა.ვფიქრობ შევალიეს მეორე მეკარედ გადააკვალიფიცირებენ.არც უშეცდომოა და საფონოვმაც დაიმსახურა,პირველობა. პსჟ,უფრო კლასიან გუნდად მოჩანდა,მაგრამ ნახევარდაცვა პრესინგზე საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა და თამაშის გამწვავება უჭირდა.ვულოცავ კვარას და პსჟს,კიდევ ერთ დიდ ტიტულს და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ. პ.ს.ბრაზილიაში,მოსახლეობის დიდი ნაწილი,მუქკანიანია და ბუნებრივია ფეხბურთელებიც ,მაგრამ მოედანზე პსჟ გაცილებით უფრო მუქი ფეხბურთელებით ჩანდა,ვიდრე ფლამენგოსი.
zaza
ვულოცავ კვარას, რომელმაც დღეს მშვენივრად ითამაშა. საფონოვმა კი პირადად მოაგებინა ფინალი პსჟს. მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს პსჟ, ვიტინია ნევეში რუისი დიდი ვერაფერი გააკეთეს. მარკინიოზს როდის მოაშორებენ მერამდენე უაზრო შეცდომას უშვებს. დემბელე აჩრდილია წინა წლის, ბარკოლა ემზადება წასასვლალად. ვერ დუე ვერაა ფორმაში. მთლიანობაში პსჟ წინა წელთან შედარებით ბევრად სუსტად გამოიყურება. იმედია ეხლა შესვენება დაეხმარება გუნდს და შემტევები შევლენ ფორმაში.
ჟორა
წაგება საცოდაობა იქნებოდა, არადა პენალტების სერიაში ყველაფერი ხდება. საფონოვმა პარიზს საკონტინენთა შორისო თასი აჩუქა და მე მგონი საფონოვს კი არა, მაგ უკრაინელს გაყიდიან ზამთარში.
zura222
გადამწყვეტი გოლი ხვიჩამ გაიტანა საფონოვმა ოთხი პენალი აიღო და საუკეთესოს პრიზი ვიტინიას მისცეეს ? @@@
ვაჟა მასწავლებელი
კვარაზე რამდენი ყვითელი აიკიდეს ბრაზილიელებმა - და საერთოდ ეს სტატისტიკა სადმე ფიქსირდება? დაუმსახურებელმა აღიარებამ იცის მაგალითად პენალტის კარზე გადაცილება (დემბელე), ან კვარას რომ პასს არ მისცემ მერე მეკარისთვის ხელში პასის მიცემა (ბარკოლა). Safonov is Matrosov - სერგო კორტიკაძე გამახსენა პენალტების აღებამ.
საფონოვია გმირი. ბრავო.
რა ქნა მატვეიმ? ყველას მოგვაკეტინა. 😁😂 კვარა რატომ შეცვალა ვერ მივხვდი, მაიკაზე ეკიდრბოდნენ რომ შეეჩერებინათ და დაღლა სად დაინახა ენრიკემ? ვულოცავ კვარას და წარმატებას ვუსურვებ.
საბას
პირწავარდნილო დებილო,---"ფაშისტი" საფონოვი მატჩის გმირი გახდა,ხოლო კვარა ერთადერთი გოლის ავტორი პსჟ-ს მხრიდან.
zaza
თერთმეტმეტრიანები ორივე გუნდმა ძალიან ცუდად დაარტყა კვარაცხელიას გარდა მთელი გუნდი ინერტული იყო ძალიან ცუდი საყურებელი დამატებითი დრო და თამაშის ხარისხი აი ისეთი წინასწარ დადგმულს როგავს მთავარია კვარაცხელია გამორჩეული იყო და კიდე ერთი ტიტული მოიგო.
დდდ
ახლა იმ ფოტოდან ამოჭრილი საფონოვის ფოტოს თუ დადებენ მთლიანი გუნდის ფოტოს ნაცვლად, ჩვენ მაინც არაფერს ვკარგავთ - წინ ხვიჩა უდგას...
უფროსი
კარგია. იანვარში საპონოვის გაყიდვა უფრო ადვილი იქნება.
ენძო
ფეხბურთს თამაშობდა ერთი გუნდი,მეორე კი ხელს უშლიდა."ფლამენგო"-ს "ფეხბურთმა"საბჭოური გუნდები გამახსენა"დინამო"-ს ფეხბურთის თამაშს რომ არ აცლიდნენ.აფსუს ბრაზილიურო ფეხბურთო!ხვიჩა ალბად დაიღალა,თორემ რა ჰქონდა შესაცვლელი?! ვინც მის მაგივრად შემოვიდა იმას კვარა გაჩერებული ჯობია.მალადეც საფონოვს-ასეთი დამრტყმელების პენალტი კი უნდა მოიგერიო ნორმალურმა მეკარემ.ვულოცავ ხვიჩას მორიგ დიდ ტიტულს!ქართველებსაც გვყავს საკონტინენთაშორისო თასის მფლობელი!გაიხარე ხვიჩა,ბარბარობას გილოცავ კარგო ადამიანო და შენი თამადობით მთელ საქართველოს!
მალხაზ ჯობავა
ვინაა ეს ჯოჯოები, საფონოვმა კვარასთან ერთად თასი მოაპოვებინა პსჟ-ს და საფონოვს 6.5 შეფასება დაუწერეს, კვარას 7.3 და მენდეშს რომელმაც პირველი დარტყმით პენალტი ვერ გაიტანა 8,3.
ლევანი
რუსია და გააგდეთო, არაა? ტიპმა ოთხი პენალი აიღო, ეს რა ვნახე, საღოლ
ზურა
კვარას ეს ტიტული აკლდა და მიიღო კიდეც
მალხაზ ჯობავა
გაიგონეთ და ირწმუნეთ ხალხოოო! სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა, იქ ყოველთვის წარმატებაა. რასაც კი შეეხება, ოქრო ხდება. პირველი კოლხი-ქართველი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი! ჯერ სადაა.... კინო მომავალი წლიდან იწყება. სი ქუგგალე კვარააა
ვასილიჩი
საფონოვი ყოფილა ნადირი
ზურა
კვარას ერთი ეს თასი აკლდა და ისიც მოიგი
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს
რა სჭირს "ვილიარეალს"? - მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
გასაკვირია, ნამდვილად - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ფლამენგოსთან" მატჩში?
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს
ლუის ენრიკემ "ფლამენგოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
კუბარსის მეწყვილე - "ბარსელონა" პაუ ტორესის ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რა ხდება ბათუმის "დინამოში"?
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
შრომა დაუფასდა - "მილანმა" ალექსის კონტრაქტიც გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
იაროშს "ლივერპულის" პირველი მეკარის სტატუსის მოპოვების იმედი აქვს
მტრობაც ასეთი უნდა - ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ "ფლამენგოსთან" მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
დღეს ხვიჩა და პსჟ კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულისთვის კატარში ითამაშებენ
ხვიჩას ჟურნალისტმა მოულოდნელი კითხვა დაუსვა - როგორი იქნება "ფლამენგოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
მოგებული სასამართლო - პსჟ-ის მბაპესთვის სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
ლუის ენრიკემ "ფლამენგოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ფლამენგოს" გაუტანა
გასაკვირია, ნამდვილად - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ფლამენგოსთან" მატჩში?
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს