საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" სანაკრებო 2025 წელი შეაფასა.

კობიაშვილის თქმით, ქართული ფეხბურთისთვის წლის პირველი ნახევარი წარმატებული იყო, თუმცა მეორე ნახევარი სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა.

"იყო 2 ნაწილი ქართული ფეხბურთისთვის: წლის პირველი ნახევარი, რომელიც კარგად დავიწყეთ და მეორე ნახევარი სრული იმედგაცრუება. მოგვიწევს რაღაცებზე ფიქრი, რაღაცების შეცვლა.

თუ ვინმეს სურს, გარედან სიტუაციის დაძაბვა, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რა ურთიერთობაა შეკრებაზე, გასახდელში... არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ცხადია ისმის კითხვა: მაშინ რა არის პრობლემა? პრობლემა ბევრი რამეა.

გასაგებია, რომ ძლიერ ჯგუფში ვიყავით, თუმცა ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდი ვართ. თამაში შეიძლება წააგო, თუმცა ის, რაც ჩვენ მოედანზე ვაჩვენეთ, ეს არ არის ჩვენი გუნდი და ის, რითაც ვამაყობთ. ყველა წაგება მტკივნეულია, თუმცა განსაკუთრებული ტკივილი იყო ესპანეთში რომ წავაგეთ. ასეთი უსუსური ჩვენი ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს. სამწუხაროდ, მართლა. ეს არ იყო ის გუნდი, რომელიც 1 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე იგივე ესპანეთს ეთამაშა.

ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, მშიერები რომ ვართ, აღარ ჩანდა. მშიერები შედეგის, წარმატების მიმართ. ზოგიერთ მოთამაშეს ბრძოლა ჰქონდა საკუთარი თავის პრობლემებთან, იგივე თავიანთ კლუბებში, რაც ავტომატურად გადმოდის მოედანზე, ცეცხლანთებული არ იყვნენ.

ბოლო წლებში რა გზაც გამოვიარეთ, ერთ-ერთი მთავარი რგოლი ამ წარმატებაში ჩემთვის დაცვის ხაზი იყო, ფუნდამენტი კარგი შედეგის. შეტევაში რომ საოცარი ხარისხი გვაქვს ინდივიდუალური, ეგ ვიცით, მაგრამ მაგ დროსაც ჩემთვის მთავარი იყო დაცვაში სტაბილურობა. მოგებების ფონზე, შეიძლება გულშემატკივრები ამ პოზიციას ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ წლის მეორე ნახევარში დაცვის ხაზი ჩვენი სიძლიერე აღარ იყო. ასეთ დროს ანგარიშში სულ ჩამორჩენაში ხარ და გატანილი გოლები საკმარისი არაა.

ეს შედეგი დადგა იმიტომ, რომ რაღაცები არასწორად გავაკეთეთ, არ ვიშრომეთ ისე, როგორც მანამდე ვაკეთებდით. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სვანსკი
აზაროვს ან სიმაღლე ქონდეს ან ფიზიკურობა თვალი დახუჭული გაქვს? ერთი საახალწლო ინდაურის წონა ან იქნება ან არა
კოლხი გიორგი
არ შეიძლება წარუმატებლობის მარტო ფეხბურთელებზე გადაბრალება. კობიაშვილს ფედერაციაში არსებულ პრობლემებზეც უნდა ესაუბრა პარალელურად. ასე უფრო დამაჯერებლად იჟღერებდა მისი კომენტარი ჩემი აზრით.
მამუკ ჯანს
მამუკ ჯან მაშინ გადავცეთ პასუხისმგებლობა ფეხბურთის ამბავში წყალსაცავის სამმართველოს,ან კომუნალური განყოფილების კომიტეტს, ისინი გააკეთებენ რეფორმებს,და ფეხბურთის ფედერაციაში ყველა კარგი ხალხი იქნება,
მამუკას
ბედნიერი ხარ ალბათ იმით რომ შენი ქვეყანის ფეხბურთი, ევროპაში მხოლოდ 2 ჯუჯა სახელმწიფოს უსწრებს რეიტინგში, სხვა შემთხვევაში ამას არ დაწერდი.
555
რა ვქნათ, არ დავაკომენტაროთ, არ გამოვთქვათ გულისტკივილი და უბრალოდ ვიკითხოთ სტატიები და მორჩა? ფეხბურთი პირველ რიგში გულშემატკივარს ეკუთვნის და შესაბამისად მათი აზრი გასათვალისწინებელია.აქ კომენტართა 80% უარყოფითად აფასებს ფედერაციის მუშაობას და რა გამოდის ? კიდე კაი რომ შენისთანები აბსოლუტურ უმცირესობაში ხართ, ვისაც დღევანდელი ფედერაციის მუშაობა მოსწონს.დარწმუნებული ვარ, ისიც კი მასაღები და ნორმალურია შენთვის, უეფას 55 წევს ქვეყანაში 52-ე ადგილზე რომ ვართ.
tedo
კარგი ,ხო , მაგრამ ვისი ბრალია ეგ ყველაფერი და ვინ აგებს და რითი პასუხს ?მე უნდა დამებარებინა სამწვრთნელო შტაბი , შედეგი მომეხოვა და დისციპლინა მომეგვარებინა ? ვისაც ეგ ყველაფერი მოგეთხოვებათ , იმათ არაფერი გააკეთეთ და ჩვენ , გულშემატკივარმა მივიღეთ ეგ ყველაფერი , რაზეც საუბრობთ . დავიმსახურეთ ფიქრობ? თქვენ და თქვენმა გუნდმა დაიმსახურეთ, გეთანხმებით (გიგრძვნიათ, აღიარებ , მიხარია ). მერე , რას აპირებთ აწი , რით მოიწონებთ თავს , ისევ სანიოლის ,,ტაქტიკით" და უპასუხისამგებლო ვითომ თვითკრიტიკით მორიგი ჩაგდებული შესარჩევის შემდეგ?
მამუკა
კობიი მაგარი კაციხარ , და მაგარი გუნდი გყავს ,გენაცვალე გულშიი, წარმატებებიი შენ.
არადა კარგი საიტია
ვაკვირდები კომენტარებს...ნელ-ნელა იმატებს აგრესია და შეურაცხყოფა. სხვა საიტების გამოცდილებიდან მახსოვს,თუ როგორ სამწუხაროდ მთავრდება საიტების არსებობა. ადმინ-ბატონო, ამ აგრესიული ხალხის კომენტარებს თუ არ გაცხრილავთ,ეს საიტიც გაიზიარებს აწ გარდაცვლილ საიტთა ბედს... ყველაფერი გადავა მარაზმში და იძულებული გახდებით,გამორთოთ კომენტარების ფუნქცია. აზრიანი კომენტარების დამწერების ადგილი აქ თუ არ იქნა,შედეგი იქნება სავალალო. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
ვაჟა
ვაა როგორ მოხდა წერტილას კომენტარს ვერ ვხედავ. ფედერაციის მეხოტბეს, რომელმაც ვითომ სტადიონები ააშენა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ჰო კიდევ მისმა წინამორბედმა თურმე 16 სტადიონი დაანგრია. ვაი რა გვეშველება
მოკლედ
კაი რაა, რაებს იგინებ.
ერიჰაა
სად ნახე აზაროვისგან ნაფრენი კვარა? გველესიანი თუ ეგრე ბრდღვიდა პირველად გავიგე. ეტყობა სხვა გველესიანია და გვიმალავენ.
Levani
ბორის წიფურიას ნაწილობრივ ვეთანხმები. ერთი ეგაა-სად არიან ეს ახალგაზრდები რომლებსაც გზა უნდა გავუხსნათ? სამარცხვინოა- ალბანეთი,ერი ალბანეთი რომელსაც საფეხბურთო გაკვეთილის ატარებდა ქეცბაიას თაობა ფეხბურთელებით ამარაგებს 4 ნაკრებს. შვეიცარიას,მაკედონიას,კოსოვოს და თვითონ ალბანეთს.ნუთუ ჩვენზე ნიჭიერები არიან,როგორ დავიჯერო. არადა ადრე რო აპელირებდნენ "ცუდი მსაჯობაა,მინდვრები არა გვაქვს,სიგარეტის ფული არა გვაქვს" ყველაფერი ხო მოგვარებულია- გადი და ითამაშე ბიძიკო. არადა რამდენი წელია თავდამსხმელი ვერ გავზარდეთ. ჟოჟი და ბუდუ უკვე ეს დუეტი 5წელია გვყავს და ახალი არავინ მოდის. კარში დარტყმას რაც შეეხება მართალია.ვუყურებ რა ფეხბურთებს საკლუბო თუ სანაკრებო თამაშებს გოლები არ გადის მეტოქის განადგურებით- შენ არავინ არ მოგცემს საშუალებას შეხვიდე საჯარიმოში კომბინაციით თუ პასით სამი კაცი და ცარიელ კარში შეაგორო. გოლები გადის ძირითადად საჯარიმოს ხაზი-საპენალტე ამ ადგილზე როგორც აღმოჩნდება ბურთი არტყავენ და გააქვთ. ანუ 100% მომენტს არ ამზადებენ,უბრალოდ მიაქვთ ბურთი "სათოფე" ადგილზე და მერე როგორც გამოვა. ჩვენ ნაკრებს კიდე გონია მეტოქე მიგვიშვებს "უეჭველ მომენტამდე" და მერე იმ უეჭველებსაც საკმაოდ ვანიავებთ. ყველაფრის თავი და თავი თვითონ კლუბებია-რატო ვერ ამზადებენ ფეხბურთელს ამდენი წელია მარტო დინამოს აკადემია რო ათრევს ქართულ ფეხბურთს. თითო კლუბს ერთი საინტერესო ფეხბურთელი მაინც მიეცა ნაკრებისთვის ამდენი წელია. უნდა შეიკრიბონ მწვრთნელები და ითათბირონ რა ხდება-აშკარად რაღაცაშია საქმე.

ნამდვილად დაიმსახურეთ!
უცხო
გარედან არავინ არ ურევს დაცვაში უნდა გამოიძახოს მცველები ვინც თამაშობენ ნორმალურად აზაროვს რომ არ ათამაშებ და კვარას დაარბენინებ ზევით ქვევით არც დაცვა გეყოლება და არც თავდასხმა არადა როცა აზაროვი მოედანზეა კვარას ისე ამარაგებს პასებით დაფრინავს კვარა თქვენ ფეხბურთელების გამოძახება არ გინდათ მთავარია ახლიბლები ათამაშოთ მოვიგებთ თუ წავაგებთ თქვენთვის სულ ერთია გველესიანი და აზაროვი დააყენეთ დაცვაში და ნახავთ როგორ ითამაშებს ნაკრები.
ზურა
მე და სხვა რიგითმა გულშემატკივრებმა რატომ დავიმსახურეთ? ჩვენ რა დავაკელით? ისე ლაპარაკობს თითქოს საკუთარი გუნდია და პირადი ანგარიშიდან ინახავს. ამას სიბრიყვე ჰქვია. ნორმალურ ქვეყანაში მინისტრი გადადგება ხოლმე რიგითი თანამშრომლის შეცდომის გამო. თუ ხედავ შენს შეცდომას პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. ჩარჩების ქვეყანა ვართ.
ბორია წიფურია
შეცდომა პირველი: უნდა დააყენოთ მწვრთნელი რომელიც საქართველოში იცხოვრებს და ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივ ჩემპიონატს. შეცდომა მეორე: ბლატებით და ვიღაც ვიღაცის ბიძაშვილ მამადაშვილია ან ცნობილი ფეხბურთელის შვილიშვილი ან შვილი არ უნდა წყვეტდეს მათ ნაკრებში მოხვედრას, და ფედერაციის მიე ნაკრებში მათი სასურველი ფეხბურთელების ნახვას ანუ ნეპოტიზმი უნდა აღმოიფხვრას. შეცდომა მესამე:შა ხაზი ჯუჯებით არის დაკომპლექტებულის და ფიზიკურად ვერ ქაჩავენ, არც სწორი სირბილი იციან, არც დროული პასი, არც ბურთის შენარჩუნების კულტურა გააჩნიათ, როდესაც სწრაფი წინა ხაზი გყავს და ბურთს არ აწვდიან მათ დროულად და პასის მიცემის შემდგომ მისეირნობენ ეგ უნდა აღმოიფხვრას. შეცდომა მოეთხე: გუდში ფეხბურთელი არ გვყავს რომელიც საჯარიმოს გარედან კარში არტყამდეს, სულ დამკაში გასვლაზე შეტევა არ უნდა იყოს აგებული. მაგალითისათვის გადახედეთ ყველაზე წარმატებულ ქართულ გუნდს დინამო თბილისს, ყველას შეეძლო კარებში დარტყმა საჯარიმოს გარედან, დაცვიდან დაწყებული შემტევებით დამთავრებული, შენგელიას და გუცაევის გარდა. ამას ვარჯიში უნდა და არც საჯარიმოს დამრტყმელი გვყავს რადგან არაბიძიე ხასიათს უწუნებენ და არის კიდევ ერთი ორი მის გარდა მაგრამ ფედერაციას არ ევასება ანდ მშობლები არ ჰყავთ სათანადო:) მოკლედ აზრზე უნდა მო0ვიდეს ფედერაცია და მაქედან იწყება ყველაფერი. და ბოლო შეცდომა, თუ ფეხბურთელი ფორმაში არ არის, ტრამვა მოშუშებული არ აქვს და მარტო გვარის გამო იძახეხბენ ნაკრებში ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. გაუხსენით გზა ახალგაზრდებს და რამოდენიმეს დღესვე შეუძლია წვლილის შეტანა ასაკის მიუხედავად, მაგალითად ბართიაშვილს... ნუ ამყაყებთ ტალანტებს ასაკობრივ ნაკრებებში რადგან ვიღაც რომელიც ფორმაში არ არის უკვე 4-5 წელი ნაკრებში ზის და გაუტკბა...
გიორგი
'ჩვენში' ვის გულისხმობს ნეტავ, უნდა ვიმარჩიელოთ?
saxeli
ტალანტებს მიეცით შანსი !
სვანსკი
ფედერაცია უკვე უნდა იჯდეს. ჩვენ რასაც ვიმსახურებთ მანდ წერია
პური და სანახაობა
სათანადოდ არიან დაპურებულნი თქვენს მიერ ჩამოთვლილები ქალბატონო ლამარა, მაძღარისთვის კიდევ ყოველთვის ყველაფერი კარგადაა.
Gomako
რომელი საქართველოს ჩემპიონატიდან გამოვიძახოთ?!უსირცხვილო იბერია რო 2 წელია ჩემპიონი ხდება და ნებისმიერ უსახელო გუნდთან სამარცხვინოდ აგებს?!
ირაყლის
ვაი შენს პატრონს, წადი იმკურნალე, მკურნალობა უფასოა,
გიორგი გორგაძე
როდის გასდის ზე-კაცს ვადა თუ უვადოდ არის არჩეული? გააჯვით ძმაო და ვილიც გაიყოლეთ ჯერ ვაისმა გვიშალა ნერვები თავისი დაგვიანებული შეცვლებით და ქვეშაჯვია ტაქტიკით, ეხლა ეს კვერცხი აგვეკიდა.
ზურა
ლევან, სანიოლის წასვლაზე ხმას რატომ არ იღებ??? ვერ ატყობ, რომ დღევანდელ ფეხბურთელებს, რომლებიდანაც, ევროპის ტოპ 5 ლიგაში, თუ არ ვცდები 10 ფეხბურთელი თამაშობს, გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლიათ კარგი მწვრთნელის(მაგ. ცხადაძის, რომლის ნაკრებიდან გაშვებაც 21-ე საუკუნის პარადოქსი იყო) თავკაცობით.
Თომა
Მოდით შევხედოთ სწორად პრობლემებს. 1, კორუფცია ყვავის ფედერაციაში თან როგორი. 2, დაცვის ხაზს უნდა გაახალგაზრდავება, სამწუხაროდ კაშო, კვირკვეც, უკვე ვერ თამაშობენ იმ დონეს. 3, სანიოლს წარმატებებს ვუსრვებ მაგრამ ნაკრებში უფრო ძლიერ მრწვთნელს ვისურვებდი.
ირაკლი
როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს სტაბილურად კარგი ნაკრები, როცა მისი საკლუბო ფეხბურთი ნულოვან დონეზეა? ვფიქრობ, თუ მართლა გვინდა ქართული ფეხბურთის განვითარება (არადა უკვე ძალიან ჩამოვრჩებით თითქმის ყველას), რადიკალური ზომებია მისაღები - ნაკრებში მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები უნდა იყვნენ. ცხადია, თავიდან გაჭირდება, მაგრამ, მჯერა, მერე წამოვა ბევრი ნიჭი. მადლობა სიომინს, სლუცკის და სპალეტის კვარაცხელიას თამაში რომ ასწავლეს, მაგრამ ქართული ფეხბურთი რა შუაშია?
ეგ რო იყო მაშინ იყო ტო
ლეო ძმაო ძალიან არასწორათ ხსნი პრობლემას. ერთი კითხვა არ დაგისვა ვინმემ რო სანიოლმა იქნებ ამოწურა თავის თავიო. ევრო ძლიერი ყოფილიყო ბაიერნში თანაშემწეობიდან გამოუშვეს, ბორდოდან გამოაგდეს და რაც შეძლო ჩვენთან, ამ ბიჭების ჩვენი ოქროს თაობის ბიჭებმა შეაძლებინა
თომა
კომენტარებიდანც ჩანს უკვე გულშემატკივართა განწყობა, უჭირს ქართულ ფეხბურთს და მას მიხედვა ჭირდება და რაც შეიძლება მალე. ან და ეს ტოტალიზატორის სახელის დარქმევა ეროვნულ ჩემპიონატზე რა უბედურებაა, სად ნახეთ დედას გაფიცებთ,დავიჯერო რომელიმე ქვეყანაში დედამიწის ზურგზე, სადაც ეროვნულ ჩემპიონატს ატარებენ ფეხბურთში, მსგავსი რამ არსებობს? ეს არის მარაზმი და მეტი არაფერი. და კიდევ, შეცვალეთ ჩემპიონატის ჩატარების ფორმატი, გადადით შემოდგომა-გაზაფხულზე და ამაზე უარეს დღეში არ ვიქნებით ყოველშემთხვევაში, ვიდრე დღეს გვაქვს საკლუბო ფეხბურთში.
ტონი მონტანა
კრისტალბეთი რა ორგანიზაცია, იცის ვინმემ, გამაგებინეთ თუ ხალხი ხართ.
დიფსთეით გლობალუროვი
ლევან, გარეჯი საქართველოა?)))))))) უფასო ფული მალე გვექნება?
"ნაცარქექია-ს"-ს
"მართალი" ხარ, ყველას სახელით არ შეიძლება საუბარი და არც თქვენი "განზოფოებული მსჯელობა" მგონია გამართლებული... ჰოდა, "ზიზღი" და ა.შ. რა მოსატანია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრის(ხალხის!) დამოკიდებულება რომ ვერაა სახარბიელო ფედერაციის დღევანდელი - უკვე კაი ხანია მოქმედი ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, მათი პოლიტიკური დატვირთვებით, უამრავი შეთავსებებით - პარლამენტარობიდან დაწყებული, სხვა ე.წ. საერთაშორისო ასპარეზზე დატვირთვებით(!), თქვენი კომენტარის შეფასების პროპორციიდანაც ნათელია. პ.ს. თქვენც თვლით, რომ ადგილობრივი ჩემპიონატის ლლუნების შედეგები და "უფრო მეტი რომ აღარ შეიძლება" ვარდნა, მხოლოდ კლუბების მესვეურთა პასუხისმგებლობაა და ფედერაცია არაფერ შუაშია ?!
Skorp
მაფიოზები საკლუბო ფეხბურთი ფულის გათეთრების საშუალებად აქციეს. სრულ ფსკერამდე დაიყვანეს
ლამარა ძებისაშვილს
გუცაევის გარდა თითქმის ყველა ვეტერანი ნაყიდი ყავთ ან დასაქმებული მსუყე ხელფასებით. ვინ გამოვა, რას ბრძანებთ? მუჯირი ხომ არ გამოვა და თავის შვილზე აუგს იტყვის? )))))
Lexd
და ხო იცით ვის რა პრობლემა აქვს ოჯახიდსნ გუნდის ჩათვილით და გსმოიძახეთ შედსრებით უპრობლემო ხალხი და იქნებ აჯობოს?!
omega
ესაა ქვეყანა სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს თანამდებობაზე. სადაც ხალხის აზრს და სურვილს ჩალის ფასი აქვს. სანიოლმა პირწმინდად ჩააგდო 2 შესარჩევი და ეს კაცი ისევ მწვრთნელია. საოცარი ისაა თან იძახია არ ვიცი რა ვქნაო. :) მაინტერესებს რა ევალება ფედერაციას და მის პრეზიდენტს. როცა ხედავს განადგურებულ ნაკრებს და მწვრთნელის შეცვლასაც ვერ ახერხებს. გავიგეთ უკვე რომ კრისტალბეთ ლიგა მისი საქმე არაა. ეგ ხო არ აამაღლებს კლუბების დონეს. და ნაკრები? აქაც არაფერი ეხება? :)
მერაბი 61
მეგობრებო ნება მომეცით, მივულოცო დაბადების დღე, ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელს, საქართველოს საამაყო შვილს ბატონ ვოვა გუცაევს, ათასი წელი ჯანმრთელობას გისურვებთ ბატონო ვოვა თქვენ და თქვენს ოჯახს,
ლამარა ძებისაშვილი
ვეტერანებისგან ხმა არ ისმის გულშემატკივრებო,სად არის რევაზ ძოძუაშვილი,ალექსანდრე ჩივაძე,მურთაზ ხურცილავა,ვოვა გუცაევი,ოთარ გაბელია,ზვიად ენდელაძე,ძმები არველაძეები,მათ შეუძლიათ მნიშვნელივანი სიტყვის თქმა გასაჭირში მყოფი ქართული ფეხბურთის გადასარჩენად.
მერაბი 61
ბატონო ლევან თქვენი გუნდი რომ მოვიდა ფედერაციაში, გამიხარდა ძალიან, ვიფიქრე ახალი თაობა მოვიდა და თანაც პროფესიონალები , კარგად წაიყვანენ საქმეს მეთქი, კრიტიკა და ლანძღვა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ დღეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი არის კატასტროფის წინაშე, გასაგებია რომ მარტო ლოზუნგებით საქმე არ გაკეთდება, დავიწყოთ 1, შევცვალოთ ფორმატი , გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, 2, დაწესდეს ლიმიტი ლეგიონერებზე, ითამაშონ ბევრმა ჩვენმა ახალგაზრდა ტალანტებმა,შევეკითხოთ ფარერის მეთევზეებს როგორ ახერხებენ ასე თამაშს, შევეკითხოთ გიბლარტარის ფოჩტალიონებს როგორ გააკეთეს ასეთი კარგი გუნდი, ახლა იბერიიდან უკვე წავიდა სამი ფეხბურთელი,სამგურალიდანაც , როგორ უნდა შეავსო გუნდი ხუთ თვეში შეათამაშო რომ ევროპის საკლუბო მატჩებში კარგად ითამაშო, ფორმატს რომ გამოვცვლით ჩემპიონი გამოვლინდება მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში კი გუნდის ხელმძღვანელობა შეინარჩუნებს იმ შეთამაშებულ ჩემპიონი გუნდს , ძალიან გთხოვთ ფედერაციას მოვიწვიოთ პროფესიონალები, პატივცემული ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტის ჟურნალისტები, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, ახლანდელ ფორმატმა ცხადია არ გაამართლა, ცოტა დარჩა ბოლო ადგილამდე რეიტინგში, ძალიან გთხოვთ გავაკეთოთ პროფესიონალური ლიგა,რა გვიშლის ხელს, ლიგა 2 ი გავზარდოთ 16 ე,ამით ბევრი რეგიონში მივა ფეხბურთი, ჩვენთვის პატარა ქვეყნისთვის კარგი იქნება ავსტრიის, სლოვაკეთის, დანიის , მოდელი, მადლობა,
კახა
მართალი ხარ ლევან ბატონო. რაც მთავარია თქვენი ბრალი არაა არაფერი, ჩვენი ბრალია, აქ კომენტარებს ვინც ვტოვებთ, მე მაგალითად პასებს ვაგვიანებ და ვერ გააქვთ ბიჭებს, სპორტალის საიტი ვერ მიხვდა რომ რაღაც უნდა შეცვალოს მენეჯმენტში და აგერ შედეგიც… მაგრამ რაც მთავარია შენი ბრალი არაა, მშვიდად შეგიძლია იყო და ყველას და ყველაფერს დააბრალო წარუმატებლობა.
თვითონ ხართ ნაცებიც და ქოცებიც.
ამათი კრიტიკა ნიშნავს ნაცობას და აზრი ერთი აქვს კრიტიკასაც, გაჩუმებასაც. სულ კიდია ყველას ქართული ფეხბურთიც და ქართველი ხალხიც.(ქვეყანა) საერთოდ რა წარმატებაზე ლაპარაკობ არსწორო მატყუარა? სან-მარინოზე და მგონი გიბრალტარზე წინ ვართ მხოლოდ, საკლუბო ფეხბურთში. ეს თურმე ფედერაციის საქმე და ბრალი სულაც არაა. ასე როგორ გეზიზღებათ საკუთარი სამშობლო, თქვე უსამშობლოებო? ვერასოდეს გაძღებით ფულით , რას დაემსგავსეთ სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარი ფეხბურთელობა მაინც მოიგონეთ. ალბათ დამბლოკავენ, უფრო მეტსაც დავწერდი მაგრამ აზრიც აღარა აქვს უკვე არაფერს.

პირველი ნახევარი კი არა მთელი წელი შეგიძლია მაშინ ჩათვალო წარმატებულად. სომხეთის არ არსებულ ნაკრებთან მოგებებს, ფარერებთათ 1:0 და კაბო -ვერდესთან 1:1, თუ წარმატებად თვლი, ბულვარეთს ხომ ერთი მაინც მოვუგეთ შემოდგომაზე და თურქეთთან და ესპანეთთან კარგი თამაშის პრეტენზიაც კი არ უნდა გვქონდეს მაშინ.
ABARA
რაც დაიმსახურე ის რომ მიგეღო, ეხლა უკვე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაში აღარ უნდა საუბრობდე.
უცხო მოყმე ვინმე
რაღაცები არასწორად გავაკეთეთეთო?! ეგ რაღაცეები ლევან ჩემო არის - სანიოლის დატოვება ნაკრებში, თანაც ისე რომ ძე ხორციელმა არ უწყის ხელშეკრულების პირობები, ხიზანიშვილის ასისტენტი მწვრთნელის ამპლუაში მუშაობა, კაშიას ძირითადში დაუსრულებლად თამაში, მექვაბიშვილის "უალტერნატივობა", მრავალი საინტერესო ფეხბურთელის არგამოძახება და გამოძახებულთათვის შანსის არ მიცემა, მაშინაც კი, როცა დასაკარგი აღარაფერი იყო. მეტსაც გეტყვი - შენ და იაშვილიც მაგ "რაღაცეები" -ს ნაწილი ხართ, რადგან პარტიული სიით ხართ დასაქმებულნი ფედერაციაში "ჩერეზ კალა" "ჯიგრულ ქართულ პონტში", ამიტომ "რაღაცეების" მთელი კორიანტელი სანამ არ შეიცვლება, სულ უფრო და უფრო უკან წავა საქმე. P.s სუპიჭამიები და 37.5 მანეთიანები ნუ გამოხტებით კომენტარებში. ნაცებიც მაგრად მახატია, ქოცებიც და ყველა სხვა ჯიშისა თუ ჯურის პოლიტიკოსი, აი ქართული ფეხბურთის მომავალი კი ნამდვილად მადარდებს!
Gogi
ეს ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება იყო თუ სპორტული კომენტატორის მიმოხილვა? ქმედებებია მთავარი და არა ლაპარაკი…. პ.ს ერთ ადგილას დიდ ხანს ხანს ყოფნას სიკეთე არავისთვის მოუტანია
მთვარისა შავგულიძე
როგორი ომახიანი განცხადებებით,პროგრამებით,გეგმებით მოდიოდა ეს ბიჭი ფედერაციის სათავეში,მერე რაღა ეტაკა ნეტავი,დასახულ მიზანს რომ გადაუხვია

და პასუხისმგებლობა ? ვინაა პასუხიგებელი: ნაკრების ჩავადნაზე(რბილად მათქვამია !), ჩემპიონატის იდაბლეს დონეზე და ევროტურნირებზე კლუბების შედეგებით, რეიტონგის ფსკერზე დაშვებაზე ? რა სარგებლობა მოაქვს საერათაშორისო ფედერაციების სტრუქტურებში ყოფნას, გარდა დამატებითი "კერძო შემოსავლისა" და ევროპაში ცხოვრების პრივილეგიებისა ? მოკლედ, მიხედეთ ბიძიკოებო რა ვალდებულებაც აიღეთ და პასუხიც აგეთ შედეგებზე, ოღონდ ქმედებით და არა, ერთგვარი სპორტული მიმომხილველის სადარი მსკელობებითა და სიტყვების ეკვილიბრისტიკით !
ლიოვას
უეფა უკვე ააყვავე? პარლამენტი? ეხლა რომელ კანონპროექტზე მუშაობ? არ გიჭირს ამდენ სამსახურში სიარული? ღამე მაინც გძინავს? მინისტრობასაც ხომ არ შეითავსებდი? არ მოგერიდოს, დაგნიშნავთ სადმე კიდევ? ხიზანა როგორაა, შრომობს მუხლჩაუხრელად? კვეკვე? ))
555
ცოტა ადეკვატური კომენტარი კი გააკეთა კობიმ, ალბათ აეხილა ცალი თვალი, კარგია. ახლა საკლუბო ფეხბურთის მიმართ აქვს ასახელი მეორე თვალი და იქნებ რაიმე შეიცვალოს, რა იცი რა ხდება.იქნებ იქამდე მაინც, ვიდრე უეფას 55 წევრი ქვეყნიდან,ბოლო 55-ზე არ დავეშვებით.
ლელა კაკულია
ჯერ არაფერი მიგიღიათ, მაგრამ მალე მიიღებთ რაც დაიმსახურეთ.
Porto
ლეილა დეიდა :)))))))))))
ნაცარქექიას!
ნაცარქაქიავ! ყველას სახელით ნუ ბჟუტურებ. ეგ შენაირ, მართლა ნაცარქაქიებს გეზიზღებათ, რადგანაც ერთი უსაქმური მახათისტები ხართ. პუტინს როცა დაგჭირდებათ,კარგად იშველიებთ?!
ლეილა ანდღულაძე
ლევან რატომ უთხრი ძირს ქართულ ფეხბურთს?..ნუთუ,შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ფულის შოვნაა?..
ამატაკი
ძლივს არ ვეღირსეთ! როგორც იქნა ფედერაციას თვალები აეხილა და მიწაზე დაეშვა. ამაში ჩვენი - გულშემატკივრის წვლილიც არის, შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც არის. შექმნილი სიტუაციის ადექვატურად აღქმა აუცილებელია, მხოლოდ ასე შეიძლება მათი გადაჭრის გზების სწორად დასახვა და ეს ძალიან კარგი ამბავია. არავის სურს ჯიბრში დგომა და მუდამ კრიტიკა, მითუმეტეს ეს ბიჭები იყვნენ არცთუ დიდი ხნის წინ, მათი თამაშით რომ გვახარებდნენ. მაგრამ თითოეული ჩვენთაგანისათვის მაინც უპირველესი - ქართული ფეხბურთია. ვერანაირი წარსულის დამსახურება მას ვერ გადაფარავს. ვინც ქართული ფეხბურთის აწმყოსათვის არაადექვატურ ქმედებას მისდევს (ნებსით თუ უნებლიედ) ყოველთვის იქნება გულშემატკივრის კრიტიკის ობიექტი. არ ვიცი, მე ეს ინტერვიუ ძალიან გამიხარდა, იქნება რაღაც ქმედითი ნაბიჯებიც მოყვეს. პირველ რიგში ნაკრებშია უამრავი გასაკეთებელი და ჩემპიონატში ხომ სულ სავალალო სიტუაცია გვაქვს. ყოფილიყოს ეს ახალი წელი - წელი შემობრუნების, წინსვლის და წარმატებების! გფარავდეთ უფალი თითოეულს და თქვენ ოჯახებს, მთლიანად საქართველოს!
ნაცარქექია
აქამდე უნდა გეფიქრათ, ვინმემ დაგიშალათ? მაგრამ რითი უნდა იფიქროთ, რაც არა გაქვთ? ))) ვერ ხედავთ რომ ხალხს ეზიზღებით და ყველა დაგცინით?))) მაინცდამაინც პუტინმა უნდა გითხრათ რომ წახვიდეთ?
Rudiger
didi xania mshivrebi ar xart, sakmarisze met xans xravt qveybnis biujets sazmakaco. unda gaajvat mousavletshi!
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა" - ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია
"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
[VIDEO] უსახური მატჩი "ემირეითსზე" - "არსენალმა" და "ლივერპულმა" ქულები გაიყვეს
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა