2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაიკავებს.

41 წლის გიორგი ნემსაძემ რაგბის თამაში 15 წლის ასაკში ქუთაისის ‘აიაში’ დაიწყო. 2007 წლიდან ის საფრანგეთში გადავიდა სხვადასხვა დროს ‘დომონის’, ‘მასის’, ‘მონტობანის’, ‘აჟენისა’ და ‘ტარბის’ ღირსებას იცავდა. 2016 წლიდან მან ბრიტანეთს მიაშურა და სამი წლის განმავლობაში ინგლისურ ‘ ბრისტოლში’, ხოლო 2018-2019 წლებში უელსურ ‘ოსფრიზში’ თამაშობდა.

მეორე-მესამე ხაზში მოთამაშე ნემსაძის სანაკრებო დებიუტი 2005 წელს ჩილეს წინააღმდეგ შედგა. 14 წლის განმავლობაში ის ბორჯღალოსნების შეუცვლელი მოთამაშე იყო და ჯამში 95 კეპი მოიხვეჭა, რომლებშიც 14 ლელო გაიტანა. ის 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა. გუნდთან ერთად 10-ჯერ გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის მშობლიურ კლუბს, ‘აიას’ დაუბრუნდა და კაცთა გუნდის ასისტენტ-მწვრთნელობასთან ერთად, ჭაბუკთა ბ ლიგასაც ავარჯიშებდა. ამის შემდეგ გახდა ქუთაისის სარაგბო სკოლის ხელმძღვანელი და ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მთავარი მწვრთნელი, ბოლო ორი წელი კი ‘აიას’ კაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

2025 წლის ზაფხულიდან, გიორგი ნემსაძე პარალელურად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში შერკინების მწვრთნელად მუშაობდა. 1 იანვრიდან ის 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.

„საქართველოს ნაკრებში მუშაობა საინტერესო, საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეა.საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველა ასაკობრივ გუნდთან ვიმუშავე, რადგან მსურდა ჩემი თვალით მეხილა სპეციფიკა. ზოგადად, ბავშვთა რაგბში მუშაობა საინტერესო პროცესია. მწვრთნელის ფუნქციაა დაეხმაროს მოთამაშეებს, რათა ისინი უკეთესები გახდნენ და ბავშვთა რაგბში ეს ფუნქცია ორმაგდება“.

„ოფიციალური დებიუტი გაზაფხულზე, ექვსი ერის ფესტივალზე მექნება. რაც შეეხება თაობას, ის ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ კიდევ უფრო უკეთესი. ჩემი მთავარი მიზანია მათ განვითარებას სწორი მიმართულება მივცე და მეტი ხარისხიანი მოთამაშეები აღვუზარდო როგორც 20-წლამდელთა, ასევე ეროვნულ ნაკრებს. მთავარი აქცენტი უკეთესი თამაშის ხარისხზე გაკეთდება“ - ამბობს გიორგი ნემსაძე.

წყარო: Rugby.ge

ჭოლა
ნიჭიერი და გულიანი ადამიანია. წარმატებები!!!

ვულოცავ გიას,ახალ თანამდებობას.უკვე ცხადია,რომ ახალგაზრდების მომზადებაში აქცენტები შესაცვლელი გვაქვს.კარგია რომ რაც საქართველოში დაბრუნდა,თითქმის ყველა ასაკობრივ თანრიგში იმუშავა და მათ პრობლემატიკას,კარგად იცნობს.მგონია,რომ რაკი 18 წლამდელებთან ამ ზაფხულიდან მუშაობს,სანაკრებო სპეციფიკისთვისაც უკვე მომზადებული იქნება და საქმეში გასარკვევად,დროის დაკარგვა არ დასჭირდება.იცის,ქვეყანაში რა მდგომარეობაა და ვფიქრობ,რომ მისი მუშაობა,წარმატებული იქნება.სწორედ დიდ წარმატებებს და პირველი ნაკრებისათვის სრულფასოვანი შევსების მომზადებას ვუსურვებ.ასაკობრივი ნაკრების მუშაობა,ხომ სწორედაც პირველი ნაკრებისთვის შევსების მომზადების ხარისხით ფასდება.
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ბლოკიუმ B12 - მიღების წესი და დოზირება უსაფრთხო გამოყენებისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "შტურმი" ავსტრიის თასიდან "ალტახმა" გამოაგდო
ქართველების "მეცმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
გრასია წავიდა - ჩაკვეტაძეს "უოტფორდში" ახალი მწვრთნელი ეყოლება
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ლივერპულს" "ფეიენოორდის" განაპირა მცველის შეძენა სურს
უარი ესპანურ კლუბებს - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" დარჩენა გადაწყვიტა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
Give me Sport: "არსენალი" არტეტას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაათავისუფლებს
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]