27 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.

წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციაში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეაფასა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის მთავარ მიღწევებზე, მათ შორის, ისტორიულ ევრო 2024-ზე, ახალგაზრდული, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების პროგრესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებებზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სფფ-ის გუნდი ახალი წარმატებებისთვის აგრძელებს მუშაობას.

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე.

GFF Awards 2025-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.

გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს - 50 ათასი ლარი.

2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია

2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე

2025 წლის საუკეთესო მსაჯი - გოგა კიკაჩეიშვილი

2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე

2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17

ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ლუკა შარიქაძე (დინამო თბ), საბა ავდოევი (იბერია 1999)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

საბა ხარებაშვილი (დინამო თბ), გიორგი გვასალია (დინამო თბ), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999)

GFF.GE

გიორგი
საშინელი წელი იყო,როგორც ფეხბურთისთვის,ისე საქართველოსთვის!!
Niko
ხვიჩა რომ საუკეთესოა, ეს უდავოა, სხვა ფეხბურთელებიც დამსახურებულად მოხვდნენ დაჯილდოებულთა შორის, მაგრამ მინდა გამოვყო ანდრია ბართიშვილი - ეს ბიჭი არის სასწაული ნიჭისა და ტალანტის პატრონი. იგი ახლავე ჯობია ძალიან ბევრ ტოპ.ლიგებში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მის თამაშებს რომ ვუყურებ, თითქოს ყველა ჩვენი ფეხბურთელების საუკეთესო თვისებებია მასში გაერთიანებლიო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ხვიჩას საკლუბო ფეხბურთში უფრო წარმატებული წელი ჰქონდა ვიდრე სანაკრებო,მაგრამ საფრანგეთში ლიგა ერთმა სიმბოლურ ნაკრებშიც კი არ შეიყვანა,არეულ დარეულია ყველაფერი!🤷
SOS
ძალიან ცუდი წელი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი ფეხბურთელებისთვის!!
jo
უცნაურია შენისთანა ხალხის არსებობა, თან საქართველოში.
დავით 67
ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და არა 1.მასზე უკეთესი გეგულება ვინმე?

ყველა გამარჯვებულს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ კიდევ უფრო წარმატებულ 2026 წელს.
ვახო
ხვიჩასთვის წარმატებული წელი აღმოჩნდა,ქართული ფეხბურთისთვის კი ცუდი!!

ნაკრებში ვერაფერი შედეგი ვერ დადო და საუკეთესოდ დასახელება, ცოტა უცნაური ხომ არ არის?
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს