24 დეკემბერს საქართველოს 7-კაცა ეროვნულ ნაკრებსა და ქართულ კლუბებში მოთამაშე ფიჯელი და სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ გუნდს შორის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ამხანაგური თამაშები გაიმართა რაგბიში.

მას შემდეგ რაც 2025 წლის ივლისში ქართული 7-კაცას განვითარებაზეპასუხისმგებლობა გიორგი ნოზაძემ აიღო, კაცთა თუ ასაკობრივ ჯგუფებში, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, არაერთი აქტივობა გაიმართა. სწორედ განვლილი 5 თვის ერთგვარი შეჯამება იყო „შევარდენზე“ გამართული თამაშები, რომელმაც ხალისიან ატმოსფეროში ჩაიარა.

„საქართველოში მყოფი ფიჯელი და სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერები ერთ გუნდად გავაერთიანეთ და საქართველოს 7-კაცა ნაკრების კანდიდატებით ვეთამაშეთ. ჩვენი მოთამაშეები უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოდან იყვნენ წარმოდგენილი, რადგან დასავლეთიდან ყველამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ამ თამაშებს სასარგებლოსთან ერთად გასართობი სახეც ქონდა. ვცადეთ სხვადასხვა ფორმატით თამაში, რაც საბოლოოდ დავასრულეთ 7-კაცა თაჩ-რაგბით“ - ამბობს გიორგი ნოზაძე და განაგრძობს:

„სამხრეთაფრიკელები მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონები არიან, ფიჯელებმა კი ორჯერ მოიგეს ოლიმპიური თამაშები სწორედ 7-კაცა რაგბში. ისინი ამ სპორტის უბადლო ოსტატები არიან და როგორც მათი, ასევე სამხრეთ აფრიკელების სათამაშო კულტურა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. ფიჯელებიც ბედნიერები იყვნენ ერთად თამაშის შესაძლებლობა რომ მიეცათ და ამისათვის დიდი მადლობა გადაგვიხადეს“.

„რასაკვირველია ფიჯელებისა და აფრიკელების თამაშის სილაღე გვაძლევს დიდ გამოცდილებას. ის ასევე შეგვახსენებს, რომ ესაა თამაში და მისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენმა ბიჭებმა ამ მისიას თავი ძალიან კარგად გაართვეს. ეს იყო გაცნობითი და გასართობი შეხვედრა. გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კვლავ გავაკეთოთ ლეგიონერების ნაკრები და ვითამაშოთ უკვე სრულფასოვანი 7-კაცა რაგბი“.

კლუბებთან ურთიერთობა

ნოზაძის თქმით, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართულ კლუბებთან ურთიერთობა. განვლილი 5 თვის განმავლობაში, როგორც ის ითვალისწინებდა კლუბების ინტერესებს, ასევე კლუბები ითვალისწინებდნენ 7-კაცა ნაკრების ინტერესს, რამაც ვარჯიშების პროცესი კიდევ უფრო პროდუქტიული გახადა:

„არ შეიძლება არ ავღნიშნო კლუბებთან და მწვრთნელებთან კომუნიკაცია. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა კლუბის მოსაზრებას და გვჭირდება მათი მაქსიმალური ჩართულობა ნებისმიერ საკითხში. სასიამოვნოა, რომ მათგანაც ზუსტად იგივეს ვგრძნობთ“.

„ასე გაგრძელდება მომავალშიც და რადგან იანვარში კლუბებს აქტიური მოსამზადებელი პერიოდი აქვთ, რასაც კლიმატური პირობებიც ემატება, იანვარში 7-კაცას ვარჯიშის დაწყება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. კარგად გვესმის, რომ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე კლუბებზე უფრო მეტი წნეხი მოდის და ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს“.

„ამიტომ, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, თებერვალ-მარტში მსუბუქი ვარჯიშები გვექნება (კვირაში ერთხელ) და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილზე გაკეთდება აქცენტი. აპრილის მეორე ნახევრიდან, როდესაც გუნდები საფლეიოფო განაცხადს მიღმა აღმოჩნდებიან, დავიწყებთ ვარჯიშების აქტიურ ფაზას, რათა ივლისის ტურნირებს მომზადებული შევხვდეთ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს გუნდების მწვრთნელებთან, ფიზ, მომზადების მწვრთნელებთან და თავად მოთამაშეებთან, რათა სრულად იყოს გათვალისწინებული მათი მოთხოვნები და საჭიროებები“.

„მთლიანობაში, ოფიციალურ ტურნირებამდე 6 თვე გვაქვს მოსამზადებლად. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, კავშირის დახმარებით, აპრილი-ივნისი დახუნძლული იქნება როგორც ვარჯიშებით, ასევე მოსამზადებელი ტურნირებით და თამაშებით“.

„როგორც ვახსენეთ, ევროპის ჩემპიონატი ივლისში გვექნება, შესაბამისად, ეს პერიოდი შეიძლება საინტერესო იყოს ქართველი ლეგიონერებისთვის, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ თამაშობენ და ივლისში, თუკი ისინი იქნებიან თავისუფალი და ექნებათ სურვილი, მათი ინეტერესებიდან გამომდინარე, ჩვენც გავითვალისწინებთ მათ შესაძლო კანდიდატებად“.

კაცთა და ჭაბუკთა განვითარებისთვის

7-კაცას მწვრთნელად გიორგი ნოზაძის დანიშვნის შემდეგ, რაგბის ეს მიმდევრობა უფრო აქტუალური გახდა როგორც კაცთა, ასევე ჭაბუკთა და უფროსი საფესტივალო ასაკის მოთამაშეებისთვის. მთავარი მწვრთნელის მიზანია, რომ ივლისამდე აღდგეს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები და ის რაგბი ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს დაუბრუნდეს:

„7-კაცას პროექტს ორი მხარე აქვს - ახალგაზრდული და ეროვნული. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, ამ პროექტს ივლისში გასამართ 18-წლამდელთა ჭრილშიც ვუყურებ. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ 14 და 16-წლამდელთა ტურნირები როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ამით გუნდებს, მათ მწვრთნელებს და რა თქმა უნდა თავად მოთამაშეებს, 7-კაცა რაგბში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალება მივეცით. გაზაფხულზე ჭაბუკთა და საფესტივალო ასაკში კიდევ გვექნება 7-კაცა ტურნირები“.

„ამავდროულად, კაცებში აქტიური სავარჯიშო 4 თვე გვქონდა. ვარჯიშებს ვატარებდით თბილისში, ქუთასსა და ფოთში, რათა თითოეულ პოზიციაზე გავაჩინოთ კონკურენცია, შევქმნათ სიღრმეები. ამან შედეგი გამოიღო, რადგან მხოლოდ იმერეთსა და ზღვისპირეთში გვყავს დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფი, რომელიც აღმოსავლეთის ჯგუფთან ერთად, გააჩენს ჯანსაღ კონკურენციას, რაც საბოლოოდ კვალიფიციურ მოთამაშეებს მოგვცემს, როგორც 7-კაცა, ასევე 15-კაცა ნაკრებისთვის და ზოგადად რაგბისთვის“.

„განვლილი ვარჯიშების შეჯამების სახით, ნოემბერში გვქონდა თამაშები. ფოთში ვათამაშეთ დასავლეთ საქართველოს ჯგუფი, ხოლო აღმოსავლეთის ჯგუფმა „შევარდენზე“ ითამაშა. შედეგად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ჯგუფი, რომელთაც უყვართ და მზად არიან ყველაზე გუნდურ, ინტენსიურ სათამაშო სახეობაში, რასაც 7-კაცა რაგბი ქვია, ჩაებან და ყველაფერი გააკეთონ, რათა მისი ნაწილი იყვნენ“.

Rugby.ge

სამხრეთ ნახევარსფეროელ რაგბისტებთან თანაში,ძალიან კარგად მოგიფიქრებიათ და სისტემატურს თუ გახდით,ძალიან სასარგებლო იქნება.ლეგიონერებიც გაიხარებენ ერთად ყოფნით და ჩვენებსაც, მათ ფონზე თავის გამოცდა შეეძლებათ.საერთოდაც სამხრეთელი ბიჭების გამოყენებას,იმ მხრივაც უნდა ეცადოთ,რომ შესაძლოა ბავშვებთანაც ჩაატარებინოთ მასტერკლასები და საბავშვო რაგბში,ძირითად დისციპლინად,7 კაცა რაგბი თუ ვაქციეთ,აქ ჩამოსული სამხრეთელების მწვრთნელებად დატოვებას თუ დავიწყებთ,ტექნიკური ჩამორჩენის აღმოფხვრა,ვფიქრობ რომ საგრძნობლად დაჩქარდება.რა თქმა უნდა შერჩევა მანდაც საჭირო იქნება და ყველას ხელის ერთი მოსმით ვერ დავიტოვებთ,მაგრამ ამ ფორმაზე მგონი ფიქრი შეიძლება.
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ინგლისურ კლუბს 107:5 მოუგეს
ზაალ რუხაძე - სამხრეთაფრიკული რაგბის ახალგაზრდა ქართველი ტალანტი
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | მე-11 ადგილი პირველ ეტაპზე
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის