ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე "მარსელს" მოუგო - კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა

[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე "მარსელს" მოუგო - კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა

საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-მ „მარსელი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მცირე ტრავმის გამო „პარიზთან“ მატჩის გამოტოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ის კარგად გაისარჯა, თამაშსაც ამწვავებდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და პარიზულ გუნდში მეექვესე ტიტული მოიპოვა.

დედაქალაქელები მეცამეტე წუთზე ვიტინიას პასით დემბელემ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, გადაცემა მენდეშს გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე რულიმ არ დაანება. მეტოქემ შეტევებით უპასუხა, სამი კარგი მომენტი ჰქონდა, ორჯერ პარიზელები მეკარე შევალიემ გადაარჩინა, ერთხელ კი ბურთი მიზანს ვეამ ააცილა.

მეორე ტაიმშიც თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო შევალიე, რულიც. დუემ ბურთი ძელს გაარტყა. 71-ე წუთზე ხვიჩა ბარკოლამ შეცვალა. მერე შევალიემ საჯარიმოში გრინვუდი წააქცია და ინგლისელმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში პაჩომ ჩაჭრა. "მარსელი" გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რამუშმა თანაფარდობა აღადგინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზელებმა გაიმარჯვეს. შევალიემ ორი პენალტი მოიგერია.

პსჟ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ჩაატარებს - თასის 1/16-ფინალში „პარიზს“ უმასპინძლებს.

ელ-ქუვეითი „ჯაბერ ალ აჰმედ ინტერნაციონალი“

პსჟ - მარსელი 2:2 (პენ 4:1)

გოლები: 1:0 დემბელე (13), 1:1 გრინვუდი (76, პენ), 1:2 პაჩო (87, საკ. კარში), 2:2 რამუში (90+5)

• გიორგი

ხვიჩას რასაც ვუწუნებ, რომ ცოტას ურტყამს კარში და მეტი უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. ორივეს აქვს თავისი ფესვები და უკავშირდება სპალეტის. ნაკლები რისკი და ხვიჩაც მიეჩვია, თან სამი კაცი აზღვევს მის წინსვლას. რაც შეეხება ესტეტურობას, ახლა სხვა ფეხბურთია და მითხარით ასე ლამაზად ვინ ქმნის შედევრებს, თუ არა ხვიჩა. დავით ყიფიანი იყო და იქნება ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი, მაგრამ ცნობისთვის, სტაბილურად და პროფესორულად თამაში დაიწყო 26 წლის ასაკში.

• ამბაკო

ეს თამაში ,სადაც სამართალია ,მარსელს უნდა მოეგო.მომენტებში მათი უპირატესობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა(ზედიზედ ჩაწოდებული რამოდენიმე კუთხური და ბურთის კონტროლი,თითქმის ყვეალა ბურთზე დასწრება და სხვა).რაც შეეხება ხვიჩას,ის ,თითქოს,თანდათან კარგავს კრეატულ თვისებებს შეტევისას და იძენს მცველის უნარებს,რაც დიდად სასიამოვნო არ არის მისი გულშემატკივრებისათვის. მარტივ სიტუაციებში გულუბრყვილოდ მოქმედებს(როდესაც მარცხენა ფრთაზე კარგად გაიხსნა და პასიც მიიღო,....და- ბურთი პირდაპირ მეკარეს მიცა ხელებში.ასეთი რამ არათუ უმაღლესი კლასის პროფესიონალს,მოყვარულსაც არ ეკადრება.ბურთი ,რომ მეკარის მოქმედების არეალს უნდა აარიდო,ამას მასწავლებლები ბავშვებს,პირველ გაკვეთილზევე უნდა ასწავლიდნენ.თავისუფალ სივრჩეში გახსნილს,რომ პასს არ აძლევენ,ეს სალაპარაკოც აღარ არის,მაგრამ ,გარდა ეგოიზმისა პარტნიორების მხრიდან,აქ უნდობლობაც ხომ არ მუშაობს?( როცა ზემოთხსენებულ მომენტს გავიხსენებთ,ეს აზრიც არსებობის უფლებას იძენს).

• nikas და მისნაირებს

რას ბოდიალობ ჩერჩეტო? რაღა დროს რუსეთია და რა დროს 21 წელში გაწყვეტილი ხალხი.მაშინ შენნაირ ჭკუათხელებს და მოღალატეებს იშორებდნენ,რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.კონსტანტინე გამსახურდია,ირაკლი აბაშიძე,გალაქტიონ ტაბიძე,სერგო ზაქარიაძე,აკაკი ხორავა,ვერიკო ანჯაფარიძე,ბერიტაშვილი,ვეკუა,მუსხელიშვილი და სხვა მრავალი გენიოსი და გიგანტი წარმოშვა და შექმნა იმ დრომ,რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა.ახალმა კი შენნაირებს მისცა გასაქანი და მიტომაც ვართ" გადასარევად".თავს ქართველობაზე დებ და სახელს ინგლისური ასოებით წერ.აი ეგ არის შენი დონე.

• კონსერვატორი

ძალიან არაესთეტიურ ფეხბურთს თამაშობს ხვიჩა. კი ბატონო დაცვაში მაგრად ირჯება, ჯაგლაგი მცველია. მაგრამ შეტევაში აკლია ის სილამაზე და დახვეწილობა რაც თუნდაც ქინქლაძეს ჰქონდა, აღარაფერს ვამბობ ყიფიანზე და მიშა მესხზე .

• კონსერვატორი

ძალიან არაესთეტიურ ფეხბურთს თამაშობს ხვიჩა. კი ბატონო დაცვაში მაგრად ირჯება, ჯაგლაგი მცველია. მაგრამ შეტევაში აკლია ის სილამაზე და დახვეწილობა რაც თუნდაც ქინქლაძეს ჰქონდა, აღარაფერს ვამბობ ყიფიანზე და მიშა მესხზე .

• გიგო პაპა

აქ კითხულობთ თუ რატომ შეცვალა ენრიკემ ხვიჩა? თუ კარგად დააკვირდებოდით, ადვილი მისახვედრი იყო. ორი რამით იყო განპირობებული: ჯერ ის ერთი, რომ პირველ ტაიმში მაგრად ირბინა(ძალიან იყო მოტივირებული) და გარდა წინ პრესინგისა, უკანაც ბლომად ირბინა. ჯერ კიდევ რუბინში თამაშისას ვატყობდი რომ ხვიჩა არ 70-ის წუთზე მეტი მოთამაშე, ისიც თუ ისაჩკავებდა. აი სამაგიეროდ წინ სუპერშემტევი იყო ხოლმე ხშირად. ხომ გახსოვთ? ზოგჯერ თამაშში 10-15 ჯერაც კი ურტყამდა კარში. რამდენჯერ დაარტყა გუშინ? მგონი ერთხელ სცადა და ისიც მენდეში გაებლანდა ფეხებში. რასაც პატიობდნენ ხვიჩას, იმას ვერ აპატიებენ პსჟ-ში, იმიტომ რომ თითქმის ყველა სუპერვარსკვლავია და ყველას უნდა თავის გამოჩენა. ხომ ვნახეთ როგორ არ გაიყვანეს ერთი-ერთზე? სამაგიეროდ ხვიჩა ამუშავდა დაცვაში და სწორედ მაგიტომაც დააყენა ენრიკემ ძირითადში. ხვიჩას დაღლა უკვე ეტყობოდა პირველი ტაიმის ბოლოსვე. 55-60 წუთზე გამოსაცვლელი იყო. უყურა ბატონო ამ ჩვენმა ენრიკემ, ვერც წინ გამოიჩინა თავი, ადგა და გამოცვალა. ერთხელ აქ თქვეს, ხვიჩა თამაშის 89-ე წუთზე რო გამოეკიდა მოწინააღმდეგეს, მთელი მინდორი სდია და მაინც წაართვა ბურთიო. კი ბატონო, მაგრამ მთელი თამაში ირბინა მაგ ტემპში? ეხლა დააკირდით დემბელეს, როგორ მოძრაობს, ოსიმენის პრესინგები მახსენდება ხოლმე. ვვიტინიაზე და ნევეშზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ტიპები უბრალოდ არ ჩერდებიან. აი სწორედ ასეთ თამაშს ითხოვს ენრიკე. სულ სხვა სისწრაფეებზეა ფეხბურთი ასული. ასე რომ ხვიჩას გადასაწყეტია, ბარკოლასავით ისაჩკაოს და უკან არ ჩამოვიდეს, იღოროს ხოლმე და სამაგიეროდ წინ იყოს შედეგიანი, თუ უკანაც დაეხმაროს გუნდს და ენრიკეს ყურადღება დაიმსახუროს ძირითადის დაყენებისას. სხვათა შორის, გუნდში მაინც იგრძნობა ერთმანეთისადმი სიმპათია თუ ვინ რომელი ქვეყნიდანაა და ხვიჩაზე არ მიცემულ პასებზე ხშირად ესაც შეიმჩნევა თამაშისას. პორტუგალიურ და აფრო(ფრანგულ) დაჯგუფებებს გამოვყოფდი. მოკლედ, არ უწყობს ხვიჩას ხელს თავისი ფიზიკა და თავს ზემოთ ძალა არაა, სულ ამის თქმა მინდოდა და სიტყვა გამიმგრძელდა.

რეებს ბოდიალობ. მთვრალმა უყურე?

• ivan

ხვიჩას რატომ ცვლის პირველს, თორე არ გვკიდია საფონოვი და ზაბარნი?

• nika

ეჰ, ნეტა აგენტურა იყოს, ნეტა. სამწუხაროდ, საბჭოთა გამოზრდილი ხალხია, რუსზე აქვთ გონება მიბმული. 1921 წელს შემოსვლისთანავე რომ გაწყვიტეს მოაზროვნე ქართველობა, სანაცვლოდ ხომ უნდა შეევსოთ? ჰოდა ეგაა რა. ხვიჩა რომ შეცვალეს იმის მერე პსჟ-ს შეტევაში არაფერი შეუქმნია, მაგრამ ბოლოს ბარკოლას ფიზიკურობა გამოადგათ

• დავით 67

ზოგმა ეიფორიაში ჩავარდნილმა გულშემატკივართა არმიამ ( არა ჯარი) ამ რამსენიმე დღეების უკან საფონოვი გააღმერთეს, ლამის იაშინს შეადარეს. შევალიე რა მეკარეაო მატვეი უნდა იყოს პირველი მეკარეო.ჰა დაგიმტკიცათ ყველა რუსმადიდებლებს თუ ვინაა პირველი? მე პირადად არაფერი პრეტენზია არ მაქვს საფონოვთან, ფლამეგოსთან მატჩის დასრულების შემდეგაც ვამბობდი, რომ ის პსჟეში N1 ვერ გახდებოდა, მაგრამ აქ აგენტურის შემოსევა იყო, არიქა რუსი რომაა იმიტომ ჩაგრავდნენო. მისი ხათრით ზაბარნის რა აღარ უწოდეს. ეს სამარცხვინო კომენტატორები, როდის უნდა მოაცილონ ტელევიზიას. ის რომ ფეხბურთის მსვლელობისას რაღაც სისულელეებს ბაზრობენ ეს ცალკე თემაა, დღეს კადრში რომ აჩვენეს ქუვეითის მაღალი იერარქიის პირი, მისი სახელის წარმოთქმის შემდეგ მას დასცინეს. ეს მოგეწონათ? მე შემრცხვა მაგათ მაგივრად. პ.ს ხვიჩა რატომ შეცვალა ენრიკემ ეს ვერ გავიგე. წაგების შემთხვევაში აუცილებლად მისი კრიტიკა იქნებოდა,რაც სრულიად შესაძლებელი იყო.

• zura222

პორტუგალიურ ეპორტ ტვ1-ზე ვუყურეთამაშს და სულ სუპერთასს ამბობდნენ კომენტატორები ანუ პორტუგალიურადაც თასი თასია

• 321

თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი გუნდი დამტვრეული იყო და ფორმაში ეხლა შედიან ცუდი არ იყო. ზოგი ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული.

• სიმართლე

ჩვენთან ტიტულების თვლა როგორც ჩანს მართლა სერიოზულად უჭირთ და კვარას 1 კალენდარულ წელში 7 ტიტული აქვს მოგებული, ხოლო 2026 წელს პირველი. ტიტულები: 1) სერია ა 2) ლიგა 1 3) საფრანგეთის თასი 4) ჩემპიონთა ლიგა 5) ევროპის სუპერ თასი 6) საკონტინენტთაშორისო თასი 7) საფრანგეთის სუპერ თასი.

• სიმართლე

შარშან ამ დროს პსჟ_მ ფინალში მონაკო დაამარცხა ტანჯვით 1-0 92 წუთზე გატანილი გოლით.იმის მერე რაც მოხდა გვახსოვს.

• გიორგი

ხვიჩია მარტო დგას, მცველები დაბრუნებული არ არიან და ნაბიჭვარი თანაგუნდელები ბურთს უკან აბრუნებენ. დემბელემ და დღემდე ბევრჯერ მიმართეს.

• ჯიმა

არმომწონს პესეჟე, მასე ვერ გაფრინდებიან. საჭირო დროს და ადგილას არ აძლევენ კვარას პასს. ერთი 3 პასი მინიმუმ უნდა მიეცათ სადაც ერთ-ერთზე რჩებოდა.

მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?

ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მორჩილაძე ხორვატიული გუნდის ფეხბურთელი გახდა

"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს

"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა

იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი

"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი

"როცა ყველაფერი კარგად მიდის, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან და ტყუილებს საუბრობენ" - რომერომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

[VIDEO] რაფინიამ "ბარსელონა" გააბრწყინა - იქნება ფინალში "ელ კლასიკო"?

[VIDEO] ზურაბ მუსელიანმა "პარალიმნის" სათასო მატჩი მოაგებინა!

[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში

ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება

კვარაცხელია სრული კომპლექტისთვის! - კიდევ ერთი აზიური ფინალი

ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს

"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი

იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა

მტრობაც ასეთი უნდა - ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ "ფლამენგოსთან" მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა

"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა

მეექვსე ტიტულისთვის - "კვარამ" ივარჯიშა და ქუვეითში გაემგზავრა

ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?

60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან - ქუვეითში გასამართი პსჟ "მარსელის" სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები

"მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა" - ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია

მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია

კვარაცხელია სრული კომპლექტისთვის! - კიდევ ერთი აზიური ფინალი