საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში პსჟ სახლში „პარიზთან“ 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მარჯვენა ფლანგიდან კვარაცხელია უტევდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე ნკამბადომ მოიგერია. მერე „კვარამ“ ვარდნაში ბურთი ჩაჭრა, გადაცემა რამუშს გაუკეთა, რომელსაც ნკამბადომ არ გაატანინა. ქართველი 64-ე წუთზე დემბელემ შეცვალა. „პარიზმა“ კი კონტრშეტევისას შანსი გამოიყენა და იკონეს გოლით გაიმარჯვა.

„პარი სენ ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 17 იანვარს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში „ლილს“ უმასპინძლებს და გალიდერებას შეეცდება. თუმცა ფაქტია, ლუის ენრიკეს გუნდი ჩვეულად დამაჯერებელი ვერაა და ასეთი ასპარეზობით გასული სეზონის შედეგების გამეორება გაუჭირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - პარიზი 0:1

გოლი: იკონე (74)

სტრატეგს
სტრატეგიაო,შენ უნდა დაიტრაბახო!ასე განაგრძე,მაგრამ მეგობრებმაც თუ გაიგეს შენი სტრატეგია,მერე სად გარბიხარ?თუმცა შენისთანები ძალიან მალე იშოფრებიან.
ნუ ხართ მიკერძოებული
გამოაქვეყნეთ ჩემი პასუხის პასუხი
zura222
პასუხას--დარწმუნებული ხარ რომ საფონოვის გარდა არავის ეკონტაქტება ? ბოლოს როდის ელაპარაკე დემბელეს ან ვიტინიას ? ან ბოლოს როდის იყავი პსჟ-ს გასახდელში?? რა ხართ ეს პრაძვინუწი აკაცუკებიიი საკუთარი ზღაპრების თვითონვე რომ გჯერათ @ მაინც როგორ წარმოგიდგენია ხვიჩა მუდოსავით არავისთან არ კონტაქტობს და მარტო საფონოვთან "ძმაკაცობს" ასეთ შემთხვევაში ერთი კვირაც არ გააჩერებდნენ გუნდში
სიმართლე
ასეა, მარა უფრო მეტად კლუბში არსებული დისციპლინაა. შარშან ლივერპულიც კარგ ფორმაში იყო, არსენალიც, ინტერიც და ბარსელონაც.
პარადოქსი
მაგ ლოგიკით შარშან არსენალს უნდა მოეგო ლიგა. ყველაზე კარგ ფორმაში იყო.
პასუხი
რუსი მეკარის გარდა არავის ეკონტაქტება გუნდში და მეკარე საგოლე პასს ვერ გაუკეთებს. ასე რომ უნდა თუ არ უნდა მოუწევს ხვიჩას რუსული კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ევროპელებთან დამეგობრება. პუტინი არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში.
გეგი
სწორი ქნა რომ შეცვალა.ენრიკეს ხვიჩას კარგ ფორმაში გატრავმა არ აწყობს ახლა არანაირად, თუნდაც ამ საფრანგეთის თასის ფასად და მაგიტომაც შეცვალა.
ბადრი
დიდ ტურნირს იგებს ის, ვინც საუკეთესო ფორმაში ხვდება გაზაფხულს, სხვა ყველაფერი სისულელეა.
zura222
აჰაა ამოიხსნა სამწლიანი საიდუმლო თუ რატომ არ აძლევდნენ პასებს ხვიჩას ნაპოლიში და რატომ არ აძლევენ პსჟ-ში---რუსეთი და რუსიი !!! თურმე რუსეთში რომ თამაშობდა და რუს მეკარესთან რომ "მეგობრობს" !!! არა ძმაო რაა 100% ავად არიან ეს ნაც სექტანტები ასე როგორ უნდა გამოთაყვანდეს ადამიანი და გამოსაქონლდეეს ??? ოეეე სექტაააა უკვე თქვენი დასავლელი შეფებიც მიხვდნენ რომ რუსთთან მტრობა ვერაფერს ვერ მოუტანს და უკვე ცდილობენ პუტინს შეეტენონ--მაკრონი "მიხვდა" რომ პუტინი არ ყოფილა მლად სისხლისმსმელი დათვი და შეხვედრა უნდა პუტინთან ! იმ პუტინთან ვისი დასანქცირების პირველი მოთავეც თვითონ იყო და დასავლეთში უფრო და უფრო ხშირად ისმის აზრი რომ მოუხსნან პუტინს "ნასამართლეობა" ყოველ შემთხვევაში ამერიკასავით გრენლანდიას მაინც არ წაგვართმევსოDD და მიხვდნენ რომ რუსეთთან მტრობა კარგს არაფერს მოუტანს და ისევ "მეგობრობას" აპირებენ P.S.ხოო მართლაა ჩვენი მაგალითი გავიხსენოთ--როცა რუსეთთან ვმეგობრობდით დაკარგული აჭარა ჯავახეთი და გურია დავიბრუნეთ და როცა მტრობა დავუწყეთ დავკარგეთ აფხაზეთი და შიდა ქართლი !
123
შარშანდელი ამ დროს პსჟ 24 ადგილზე იყო, წელს მე_3 ლიგაზე. დასკვნები გააკეთეთ ზაფხულში. სისწრაფეებზე და გოლებზე. შარშან პსჟ 10_ჯერ მაინც გააგდეს ლიგიდან გულშემატკივრებმა. ისე ხო ხედავთ ვერ იცნობთ და დასკვნებს თავი დაანებეთ რა. სუ უკუღმა ამოდის გულშემატკივრების დასკვნები.
მალხაზ ჯობავა
რაღა მაინცდამაინც მეთხუტმეტე ადგილზე მყოფ პარიზთან უნდა დაიკიდო. არამგონია, მე უფრო არასწორად, კვარას შეცვლა მგონია წაგების მიზეზი და ეს აშკარად გამოჩნდა. ორივე გუნდში საუკეთესოს რო შეცვლი, წააგებ აბა რას იზამ. უჯოკეროდ რომ ჯოკერს თამაშობ, უმაღლეს ქულებს ვერ აიღებ.
aburjga
მალე იმასაც იტყვი ხვიჩამ გადაიყვანა რუსი საფონოვი პსჟ -ში რომ მასთან ემეგობრაო! ისე რომ იცოდე თუ ვინმესთან შეიძლება მეგობრობა ეს რუსი კაცია, ნამდვილი რუსი კაცი! ოღონ არა ევროპეიზებული გაპეტუხებული!
ამატაკს
სახელში ერთი ასო გამოგრჩა. "რ" უნდა იყოს, მგონია.
იკა
13_ში ითამაშა პარიზთან, 16 ლილისთან და 20 სპორტინგთან ითამაშებს. 8 დღეში 3 თამაში. საშინელებაა.

მგონი ყველა დამეთანხმება,რომ შარშანდელი და წლევანდელი პსჟ,ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება.გუნდს აღარ ჰკმარა სისწრაფეები,შემართება,გოლის შიმშილი და ამ ყველაფრის მიზეზი,ზაფხულში ბოლომდე ნათამაშები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია.კლუბს საიმისო დრო აღარ დარჩა,რომ არათუ ნორმალურად დაესვენა,არამედ თუნდაც სრულფასოვანი წინასასეზონო,მოსამზადებელი შეკრება ჩაეტარებინა.ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გადაღლას უამრავი ტრავმაც მოჰყვა და ლუის ენრიკე ახლა იმას ცდილობს,ფეხბურთელები როგორმე გაზაფხულის პლეი ოფებისთვის მაინც მოიყვანოს სრულ წესრიგში.თასიდან გამოვარდა,სხვა მატჩებსაც დიდი დაძაბვით იგებს და გუნდში შარშანდელი ცეცხლი აღარ იგრძნობა.შარშან გუნდი თამაშობდა,წელს კი მუშაობს და მოყირჭებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.ენრკე ცდილობს,ყველა ფეხბურთელს მეტნაკლებად თანაბრად გაუნაწილოს დატვირთვები და ამით თან ტონუსი შეუნარჩუნოს,თანაც არ გადაღალოს ძირითადის ფეხბურთელები.ამას წინათ ალექსანდრე ჩივაძესთან საუბარს ვუყურე,სადაც მოჰყვა,რომ ოტმარ ჰიტცფელდმა შესთავაზა თავის გუნდში გადასვლა,მაგრამ ბურთი ისე მქონდა მოყირჭებული,დანახვა აღარ მინდოდა და კარიერა დავასრულეო!მაშინდელი და დღევანდელი დატვირთვები შეადარეთ ერთმანეთს და მიხვდებით,რამხელა წნეხს უძლებენ,დღევანდელი ვარსკვლავები.გასაგებია,რომ აღდგენოს საშუალებები დღევანდელობაში გაცილებით უკეთესია,მაგრამ თვითონ ადამიანის შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო.კვარას,ფეხის უკანა ნაწილის კუნთის დაჭიმვის პრობლემა აწუხებს,სექტემბრიდან მოყოლებული და დღევანდლამდე ახსენებს თავს.გადაიღლება?-ტრავმა რეციდივს მისცემს.ალბათ სხვებიც მსგავს მდგომარეობაში არიან და ენრიკე ექიმების რეკომენდაციების მკაცრი დაცვით ინარჩუნებს ფეხბურთელების ქმედუნარიანობას.ეს არის წინა სეზონის დიდი გამარჯვებების ფასი და მისი გადახდა,ჯერ კიდევ არ დასრულებულა.ის მთელი სეზონი გაჰყვებათ ფეხბურთელებს.ზაფხულში,მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება,ისევ გახანგრძლივებული სეზონი და სრულფასოვანი დასვენების შეუძლებლობა.როდემდე გაუძლებენ?ეს არის დღევანდელი ფეხბურთის მთავარი პრობლემა,დიდ ფეხბურთელს ბოლომდე რომ გამოწოვს და გვერდზე მიაგდებს.მხოლოდ ერთეულები უძლებენ,მსგავს დატვირთვას,დიდი ხნის განმავლობაში.ისინი,ვინც ყველაფერს სწირავენ ფეხბურთს და ყველაფერ დანარჩენზე უარს ამბობენ.
სტრატეგი
ხვიჩამ თავი უნდა დაანებოს თანაგუნდელების მისამართით ხელების შლა და პარჭყვას. არავის სიამოვნებს ეგ და ამიტომაც აღარ აძლევენ პასებს. თუ უნდა რომ პასები მისცენ,დაუმეგობრდეს ფრანგების და პორტუგალიელების ჯგუფს. ხვიჩამ კი პარიზშიც რუსი საფონოვი მონახა და იმასთან ძმაკაცობს. რუსთან მეგობრობა ვის გამოდგომია ხვიჩას რომ გამოადგეს.
321
კვირაში 3 თამაში გამოსდის პსჟ_ს. კატასტროფაა იმენა. არაა გამორიცხული ეს თასები დაიკიდა და აქცენტი ლიგაზე გააკეთოს.
ამბაკო
პსჟ დეგრადაციას განიცდის.გუნდს აკლია შარშანდელი სულისკვეთება და მოძრაობს დუნედ,რაც მოწინააღმდეგეს თავდაცვას უადვილებს.მთავარ დამნაშავეებად გუშინდელ თამაშში და საერთოდ----ენრიკე და მისი ფავორიტი ვიტინია მიმაჩნია.გუშინ ,ვიტინია მომენტებში, პირდაპირ კლავდა თამაშს.რამდენი "რიოკი" ჩაუყარა წყალში ხვიჩას? ფორვარდს ბურთი უნდა "ხოდში" მიაწვდინო,რომ ხიფათი შექმნას და არა როცა დგას და მის წინ გაუვალი კედელია აღმართული.
მალხაზ ჯობავა
აბა რაა, მასე არ ასვენებენ უკვე მერამდენე ათეული წელია მესის და რონალდოს? დაასვენეს კიარა მგონი გამოჩერჩეტდა ენრიკე, ორივე გუნდში საუკეთესო კვარა გამოცვალა და ბარკოლა დატოვა. იფიქრა ალბათ, მარსელთან რო გაუვარდა ისე გაუვარდება აქაცო და ქე გაუვარდათ ორივეს, გავარდნაააააა
დავით 67
წელს ძალიან უსახურ ფეხბურთს თამაშობს პსჟ. თუ მართლა ტრავმიანობის საშიშროება არ არის ხვიჩაზე, რას გადაეკიდა ენრიკე? ის ნაპოლიში რომ მოიყვანეს ცოტა ხნით მწვთნელად გარსია, ის გამახსენდა. მას უყვარდა უაზროდ ხვიჩას შეცვლა. არ ვიცი სხვა რას უნდა მიაწერო. ფაქტი ისაა რომ ესეთი თამაშით ბარსელონასთან ბავარიასთან არსენალთან უბრალოდ განადგურდებიან.
რეზო
დროზე გადაი ამ საბანძეთიდან, სანამ როგორც სიომინმა ასათიანი , ისე ამანაც მცველად არ გაქცია! ასეთი შემტები გყავდეს და ფიხაროდეს, დაცვაში მაგრად თამშობსო, რა უბედურებაა? მაგისთვის მცველები არიან
ვოოტ
მე მაინც ვფიქრობ, რომ ხვიჩას უფრთხილდება და იმიტომაც გაიყვანა - მეორე ტაიმის შუაწელისკენ უკვე დაღლა ეტყობა და ისეთი პროდუქტიულიც ვეღარ არის ხოლმე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მცველის ფუნქციებიც შეუთავსეს, თორემ ბარკოლასავით მხოლოდ საყვარელ ფლანგზე კუნტრუში რომ ევალებოდეს, ორს კი არა, ოთხ ტაიმსაც გაქაჩავდა. ამ წინდაუკან სირბილს ემატება ყველა კუთხურის ჩაწოდება - ზოგჯერ კუთხურის ერთი ალამიდან მეორემდე უწევს სირბილი, ამას ემატება ის ათიდან ცხრა "ხალასტოი" ჩარბენა ფლანგზე, როცა თვითონაც იცის, რომ პასს არ მისცემენ, მაგრამ ამით პარტნიორებს უთავისუფლებს სივრცეებს და ამას ემატება ისიც, რომ უსიტყვოდ უნდა აიტანოს პარტნიორების ღორობა, მეტოქის მცველების უხეშობა და ხშირად მსაჯების წაყრუება-წაბრმავებებიც, რაც ემოციურადაც ღლის - ბოლო-ბოლო ხვიჩა კვარაცხელიაა, მერაბ დვალიშვილი ხომ არ არის?!... ვფიქრობ, ლუის ენრიკეს სეზონის ბოლოსკენ ისევ ის ხვიჩა ეიმედება, მოგებულ ლიგის ფინალში რომ ბოლო წუთებზეც საკუთარ საჯარიმომდე მისდევდა ინტერის ფეხბურთელებს და სავარაუდოდ, დღევანდელი შეცვლაც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ - პირადად მე, ვერ დავიჯერებ, რომ ლუის ენრიკე ვერ ხვდებოდეს, რა და რამდენი აკლდება მის გუნდს კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩას გასვლით - ეს მარსელთანაც კარგად გამოჩნდა და დღესაც დადასტურდა...
zura222
კარგია რომ შეცვალეს არავინ არ იცის რა ხდება გუნდში შიგნით უახლესი აპარატურით ყოველდღე ამოწმებენ ფეხბურთელის მდგომარეობას და ხვიჩა უკვე ორი წელია შეუსვენებლად თანაშიბს და ვარჯიშობს და ალბათ რაღაცა პრობლემების დასაწყისს აჩვენებს ის აპარატურა. ვიღაცა იტყვის რომ სხვა ფეხბურთელებსაც ხო არ დაუსვენიათ ზაფხულშიო მაგრამ ყველამ დაისვენა მერე და მანამდეც--ზოგმა ტრავმის გამო ზოგმა კი ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს--ზოგი უქეიფოდ ბრძანდებოდა და ზოგი საქეიფოდ.მოკლედ ლუის ენრიკენ და პსჟ-ს ექიმებმა უკეთ იციან ვინ ათამაშონ და ვინ არა და ვინ შეცვალონ ! სეზონის ბოლომდე კიდევ ნახევარი წელია და 2.5 წელი ასე შეუსვენებლად რომ გაუძლო ალბათ უცხოპლანეტელი უნდა იყო მოდრიჩივით ან რონალდუს ორგანიზმი უნდა გქონდეს !
ხვიჩა მაგარია!
იფიქრა ენრიკემ, ჩემს პალოჩკი-ვირუჩალოჩკებს დავტოვებ, აქედან დუესა და დემბელეს მივაშველებ და ისევ გამიმართლებენ ბარკოლა-რამუშიო. როდის იყო, რომ კოკას ყოველთვის მოჰქონდა წყალი? ეხლა მაინც ასწავლე ხვიჩა ენრიკეს ეს ძველი მოზამბიკური ანდაზა.)))
ამატაკი
100%
ამატაკი
ნაპოლის არ იყოს, ამათიდან ბოლობოლო რაღაცა რომ გამოითალა, მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად დაიწყეს ერთი ადგილის თამაში. ერთსეზონა ბარკოლა-დემბელეები კი არა, ფეხბურთის მართლა ჯადოქრებმა ვერ მოუხერხეს ვერაფერი ამათ უხერხემლობას. კვარას გარეშე ესენი ლიგის თასს ისე დაინახავდნენ როგორც საკუთარ ყურებს.არაფრისდიდებით ამის გათავისება არ უნდათ და ყველა მისკენ ექაჩება საბანს. შარშანდელს უკვე ვეღარ გაიმეორებენ. ის კი არა, თუ დროზე არ ჩამოქაჩავენ და ვინაც ხალხად აქცია, შესაბამისად არ დააფასებენ, საფრანგეთის ჩემპიონობაც უკან დარჩებათ. პარადოქსი თუ გინდა ეს იყო: მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკამზე დასვეს და საზიზღრად მოთამაშე რუის-ბარკოლას ბოლომდე მიენდნენ. მარსელთან გადარჩნენ, მაგრამ როგორც ჩანს ჭკუა ვერ ისწავლეს. ამითაა მაგარი ფეხბურთი; სიყეყეჩეს თავის ადგილს მიუჩენს აუცილებლად.
ნაცარქექია
ერთადერთ მიზეზად ხვიჩას შეცვლისა დავასახელებდი ლილთან პრინციპულ თამაშს 17-ში. თუ ასე არაა, მაშინ ნამუსი არ ქონია ენრიკეს. ან უბრალოდ შიბაქი ყოფილა. ბიჭი ხატავდა თამაშს, მაგის გაყვანა იქნებოდა?
გიგო პაპა
ძალიან გამიხარდა რომ წააგეს. ღირსი იყო ენრიკე. ერთადერთი მოაზროვნე და შემოქმედი, თუ ვინმე რამეს ცდილობდა, ხვიჩა იყო. ადგა და პირველი გაიყვანა. არადა ჯერ მარტო რაც მაგან პასები არიგა. თანაც უჩვეულო მხარეს ათამაშა, მაგრამ იქაც მშვენიერი იყო. აქაოდა სუპერთასი ბარკოლამ და რამუშმა მომაგებინესო, ორივეს პატივი სცა და ბოლომდე ათამაშა. ჰოდა, კაი ჩიტიც დაიჭირა. ვერც ვიტინიას ცანცარმა უშველა და ვეღარც დუე-დემბელეს ფაფხურმა. ეს მაილუ ხომ ცალკე ღადაობაა, ნაცნობობითაა მგონი მოხვედრილი გუნდში. ნოლი იყო ნაპოლი ხვიჩამდე, მივიდა და ჩემპიონები გახადა. იგივეს თქმა შეიძლება პსჟ-ზეც. ალბათ მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატს თუ მოიგებენ. ხვიჩას წასვლის დროა, ტყუილად დაკარგავს დროს, როგორც ნაპოლიში მოუვიდა მეორე წელს. ენრიკეს ტიკი-ტაკა დამთავრებულია.
ენძო
ალბად ხვიჩას ტრამვის მიღების რისკი ჰქონდა და ამიტომ შეცვალეს.ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა მწვრთნელის გადაწყვეტილებისა.სხვა მხრივ ბავშვიც კი დაინახავდა,რომ კვარა საუკეთესო იყო თავის გუნდში.
კლინტ ისტვუდი
რას ერჩოდა ხვიჩას??? გუნდში აშკარად ჯობდა ყველას. თან ყველაზე ჭკვიანია აშკარად. არც დაღლა ეტყობოდა. ჰოდა, შედეგიც ეგაა.
იკა
ხვიჩა საქართვრლოში რომ ჩამოხვალ, მოგვიყევი "ყომარი" როგორ ხდება ისე რომ ამას ვერავინ იგებს. ტყუილია რომ რომელიმე ფეხბურთელი მოსყიდულია, ასეც რომ იყოს ერთი ფეხბურთელი ვერ გადაწყვიტავს მატჩს. ნუთუ მწვრთნელების მაფიაა, ათამაშენ ფეხბურთს იმ ტაქტიკით როდესაც მოგება შეუძლებელი იქნება.
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
"მას ფასი არ გააჩნია" - პსჟ-მ "რეალს" ფეხბურთელის მიყიდვაზე უარი უთხრა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ხვიჩას გარეშე - საფონოვის მოგერიებული პენალტი, ჰაკიმის გაძევება და მძიმე მატჩში პსჟ-ს გამარჯვება
"შევალიეს ეს არ გააჩნია, რაც შეეხება საფონოვს..." - როტენმა პსჟ-ს მეკარეები ერთმანეთს შეადარა
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ცნობილია, როდის დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია მოედანს
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"რა შემთხვევაში გახდება საფონოვი პსჟ-ს ძირითადის მეკარე?" - ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება