მიხეილ ვართანოვი გახლავთ პირველი არბიტრი, რომელმაც საქართველოდან მსაჯთა ინსტრუქტორის საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა. 22-25 იანვარს საბერძნეთის ქალაქმა სალონიკმა ფიბა-ს FRIP (Fiba Referee Instructor Programme) პროგრამის პირველი დონის (Level 1) სემინარს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოდან წარგზავნილმა არბიტრმა პირველად მიიღო მონაწილეობა და ტესტირება წარმატებით დააგვირგვინა.

თუმცა სალონიკში გამართულ სამდღიან ტესტირებებს წინ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი უძღოდა. FRIP-ის პირველი დონის მისაღებად საჭირო სწავლება 9 კვირას გაგრძელდა. საბერძნეთში ჩასვლასა და გამოცდების ჩაბარებამდე ვართანოვს ონლაინ უწევდა სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება. მთლიანობაში მან 9 სასწავლო კურსი გაიარა, რომლებიც სამსაჯო საქმიანობის ყოველ დეტალს მოიცავდა. ეს ხდებოდა ონლაინ, დეკემბერსა და იანვრის თვეში, რისი საშუალებითაც ინსტრუქტორობის კანდიდატები ნაბიჯ-ნაბიჯ გადიოდნენ ყველა წვრილმან თუ მნიშვნელოვან დეტალს და ეს ყველაფერი სალონიკში, გასულ უქმეებზე დაგვირგვინდა.

ვართანოვმა მოიპოვა მსაჯთა ინსტრუქტორის საერთაშორისო ლიცენზია და მას საშუალება ეძლევა, ამ მიმართულებით ევროპის მასშტაბით იმუშაოს. ბრიტანეთიდან მოწვეული რიჩარდ სტოკსისგან სწორედ მიხეილ ვართანოვმა გადაიბარა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ეროვნული ინსტრუქტორის ფუნქცია და მსაჯობასთან ერთად ის ქართველი კოლეგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ზოგადად მსაჯთა კორპუსის გამართულად მუშაობაზე ზრუნავს.

ამ საქმეში ვართანოვს დიდად დაეხმარება FRIP-ის პროგრამის ლიცენზია და ევროპაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად სამსაჯო სიახლეებსა და თანამედროვე სტანდარტებს ქართველ არბიტრებს გაუზიარებს.

2026 წლის სუპერლიგის ოლ სტარს რუსთავმა უმასპინძლა | ლეგიონერებმა ადგილობრივებს 148:134 აჯობეს
თასის გათამაშებაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ
სუპერლიგის ოლ სტარისთვის სასტარტო ხუთეულები შეირჩა | მწვრთნელები სათადარიგოებს დაასახელებენ
"კრისტალ პალასი" მატეტას შემცვლელს "ვულვზიდან" 50 მილიონ ევროდ იმატებს
მიხეილ ვართანოვმა საქართველოდან პირველმა მიიღო ფიბა-ს მსაჯთა ინსტრუქტორის ლიცენზია
[VIDEO] ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი და ვიტინიას ულამაზესი გოლი - პსჟ "ნიუკასლს" ამარცხებს
ლუის ენრიკემ "ნიუკასლთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ჩელსიმ" სტერლინგი თავიდან მოიცილა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
"ბორნმუთმა" სემენიოს შემცვლელი ბრაზილიის ჩემპიონატიდან დაიმატა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს
"ლივერპულის" მეკარე კარიერას MLS-ში განაგრძობს
პსჟ-ისთან ერთად ლიგა 1-ის 5 გზის გამარჯვებული ინდონეზიურ კლუბში გადავიდა
Le Parisien-მა ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ენრიკეს პარიზულ მომავალზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა
ქოჩორაშვილი შესაძლოა, ლა ლიგაში დაბრუნდეს და ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდში ითამაშოს
მამაცაშვილი კარიერას "ჟალგირისში" გააგრძელებს
Le Parisien: დემბელე და კვარაცხელია გარანტირებული ადგილით სასტარტოში და სწრაფი შეტევებით "ნიუკასლთან"
ინსინიემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
ხვიჩა და პსჟ "ნიუკასლთან" მოსაგებად! - ბოლო ტური ლიგის ფაზაზე