საოცარი მატჩი შედგა ბათუმში, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალურ სერიაში. 2-მატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ბათუმმა ქუთაისს უმასპინძლა და ბოლო წამზე მიღებული სამქულიანით 70:72 დამარცხდა. არადა, ბათუმელები მატჩის 24-ე წუთისთვის 22 ქულით იგებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 14 წუთით ადრე ანგარიში მასპინძლებს 60:38 მიჰყავდათ, მაგრამ ქუთაისი რისი გუნდია, ასეთი, თითქოს გამოუვალი სიტუაციიდან არ გამომძვრალიყო.

ხსენებული მომენტიდან ზუსტად 9 წუთში, თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში უკვე თანაბარი იყო – 65:65. ქუთაისელებმა ეს მონაკვეთი 26:5 მოუგეს მასპინძლებს და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ხან იმერული კლუბი გალიდერდებოდა, ხანაც – აჭარული, ბოლო მომენტში კი დრამა გათამაშდა. 2 ქულით მოლიდერე ქუთაისელებმა შეტევა გააცუდეს და სწრაფ შეტევაში ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, მაირინ ტომასმა ბურთი საბა სალაძეს გადააწოდა. საბამ ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა და პლუს მასზე დაჯარიმდნენ კიდეც.

სალაძემ ბონუს-საჯარიმოც ჩააგდო და ბათუმი 70:69 დააწინაურა. დასრულებამდე 5 წამი რჩებოდა და ცხადია, კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო, რათა სტუმართა ბოლო შეტევა დაეგეგმა. გვერდიდან შემოტანილი ბურთი დეტრეკ ბრაუნინგმა მიიღო, 2-3 წამი დაამუშავა, სასროლად საჭირო სივრცე მონახა და… ამერიკელი ლეგიონერის სამქულიანი ბათუმელთა კალათში ჩაეშვა და დროც ამოიწურა. ქუთაისელებმა 72:70 მოიგეს და მეორე მატჩის წინ 2-ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს. 2-მატჩიან სერიაში მოგებას პირობითი მნიშვნელობა აქვს. ბრაუნინგს რომ არ ჩაეგდო, ქუთაისი მეორე მატჩის წინ მხოლოდ იმას დაკარგავდა, რომ 2-ქულიანი უპირატესობის ნაცვლად 1-ქულიანი ჩამორჩენა ექნებოდა.

მატჩის გმირი ბრაუნინგი გახდა, რომელმაც გამარჯვების სამქულიანიანად 26 ქულა ჩააგდო. ამასთან, მან 7 პასი და 8 მოხსნაც მიითვალა. 11 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს და 10 – დეტრეკ ბრაუნინგს. ბათუმელთაგან საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 22 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა დააგროვა, მაიკინ ტომასმა შეხვედრა 15 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა.

თასის გათამაშების მეოთხედფინალის ბოლო წყვილი ზესტაფონის მარგვეთი და თბილისის რაშია. მოედნის უპირატესობა ზესტაფონელებს აქვთ და ამიტომ ისინი საპასუხო მატჩს შინ 24 მარტს ითამაშებენ, პირველი შეხვედრა კი დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. ბრძოლა არ შედგა. მარგვეთმა რაშს პერიმეტრიდან მოუთავა საქმე: 32 ცდიდან 16 სამქულიანი ჩააგდო და ასეთ დროს მეტოქე უძლურია, რაოდენ დიდი უპირატესობაც არ უნდა ჰქონდეს სამწამიანში.

არადა, ფარქვეშ რაში აშკარად ყოჩაღობდა. ანდრე უეირის შემჩერებელი მარგვეთში ვერ მოინახა, თუმცა სხვადასხვა ხერხებით სტუმრები უფრო გადიოდნენ ფონს და მთავარ საქმე, ბურთი მეტოქის კალათში ჩაგდებას მეტი წარმატებით ახერხებდნენ. ზესტაფონმა მოიგო ყველა პერიოდი – განსაკუთრებით დამაჯერებლად კი პირველი – 28:15. დიჯეი დევისმა 9-დან 6 სამიანი ჩააგდო, გიორგი კობახიძემ კი 9-დან 5. რაშის მოთამაშეები ცდას არ აკლებდნენ, შეცვლაზე შესულმა ცენტრმა – გიორგი მესხმა 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, მაგრამ ამან ეფექტი ვერ მოახდინა. ზესტაფონელებმა მეტოქე სათოფეზე აღარ გაიკარეს და 2-მატჩიანი სერიის პირველი ნახევრის შემდეგ 23-ქულიან ჰანდიკაპს დაეპატრონნენ – 111:88.

თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები 23 და 24 მარტს გაიმართება.

შაქრო პაპა
ქართველი მარტო სუდია იყო მოედანზე?)))
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
მიხეილ ვართანოვმა საქართველოდან პირველმა მიიღო ფიბა-ს მსაჯთა ინსტრუქტორის ლიცენზია
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!