GBF.GE-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე თორნიკე შენგელია ხვალ შეუერთდება, სანდრო მამუკელაშვილის შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება:

"საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იურმალაში მოსამზადებელ ციკლს აქტიურ ფაზაში აგრძელებს. პირველი ვარჯიშიდან ოთხი დღე გავიდა, რომლის განმავლობაშიც ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მუშაობის ინტენსივობას უმატა და დაგეგმილი პირველი ამხანაგური შეხვედრაც გამართა.

ჩვენი გუნდი დახურულ ფორმატში აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ანგოლის ნაკრებს დაუპირისპირდა. ამ სპარინგ-მატჩმა მწვრთნელებს კარგი შესაძლებლობა მისცა სხვადასხვა ტაქტიკური სქემებისა და კომბინაციების საქმეში გამოსაცდელად. აშკარაა, რომ კალათბურთელები თანდათან სასურველ კონდიციებს უბრუნდებიან, სათამაშო რიტმს იჭერენ და ოფიციალური მატჩებისთვის ფორმაში შედიან.

საწვრთნელ ბანაკში სიახლეებია როგორც სამწვრთნელო შტაბში, ისე მოთამაშეთა შემადგენლობაში. დღეს იურმალაში დიდებულ განწყობაზე მყოფ მანუჩარ მარკოიშვილს ელიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სულ რაღაც ორი დღის წინ საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა - მისმა გაწვრთნილმა „მონაკომ“ სეზონი ტრიუმფით დაასრულა და მარკოიშვილიც ოქროს მედლით ხელში პირდაპირ ეროვნული გუნდის შტაბს უერთდება.

რაც შეეხება შემადგენლობას, გუნდის კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია იურმალაში 27 ივნისს ჩავა. თოკომ მძიმე და ხანგრძლივი საკლუბო სეზონი გუშინწინ დაასრულა და ხვალიდან უკვე ნაკრებთან ერთად ჩაებმება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩების სამზადისში.

ჩვენი გუნდის გეოგრაფია მალე შეიცვლება. იურმალაში მუშაობის დასრულების შემდეგ, 29 ივნისს, ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაბარგდება. იქამდე კი, 28 ივნისს, რიგაშივე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი გველის - ამჯერად მასპინძელ ლატვიის ძლიერ ნაკრებთან, რაც ოფიციალური შეხვედრების წინ ძალების მოსინჯვის საუკეთესო რეპეტიცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი 2027 წლის მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის ფინიშს ემსახურება. ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს ორი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის: 2 ივლისს რიგაში უკრაინასთან, ხოლო 5 ივლისს თბილისში, მშობლიური პუბლიკის წინაშე, ესპანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური საქართველოსა და ესპანეთს უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს ოქროს ფასი აქვს - აქ მოპოვებული ქულები მომდევნო რაუნდში გადაგვყვება, სადაც კიდევ 6 მატჩი იქნება სათამაშო. შესაბამისად, ყოველ მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საგზურის მოსაპოვებლად".

Დათო
Ანგოლასთან რა ანგარიშით წავაგეთ?
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება