დღეს თბილისი არენაზე 22-წლამდელთა ჩემპიონატის 2 შეხვედრა გაიმართა, ხოლო დიღომში ერთმანეთს სვიში და სოხუმის კოლხა 2 დაუპირისპირდნენ. ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი – რუსთავი ჰიუნდაის შეხვდა და გვარიანად ინერვიულა. ჰიუნდაი ამ შეხვედრამდე 9 მოგებითა და 5 მარცხით იყო, ქვემო ქართლელებს კი 14-დან ყველა გამარჯვება ჰქონდათ. მოპოვებულ ქულებში ამხელა სხვაობის მიუხედავად, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და რუსთაველები ახლოს იყვნენ, მიმდინარე სეზონში მარცხის გემო პირველად ეწვნიათ.

ჰიუნდაი მატჩის უმეტეს დროს იგებდა. პირველი პერიოდი ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა 24:14 მოიგეს, მეორეში კი უპირატესობა 14 ქულამდეც კი გაზარდეს. მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, რუსთაველთა მწვრთნელი მიხეილ ჭოჭუა მოვლენებს არ უსწრებდა და თამაშის დინებას მიჰყვებოდა – არ ცდილობდა პრესინგით, ან რამე რადიკალური სათამაშო სქემით ვითარების შეცვლას. რუსთაველები ნელ-ნელა, მეთოდურად ამცირებდნენ ანგარიშს, მთავარი იერიში კი მეტოქეზე მესამე პერიოდში მიიტანეს.

აღნიშნული პერიოდი რუსთაველებმა 26:11 მოიგეს და დაწინაურდნენ. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, მაგრამ სტუმრებს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ 84:77 გაიმარჯვეს. რუსთავში 19 ქულით და 20 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ჯანგველაძე. 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ნიკოლოზ ჩქოტუამ მოაგროვა. ჰიუნდაიში 16 ქულით ნიკოლოზ კუპატაძე გამოირჩა.

ეს რუსთაველთა ზედიზედ მე-15 გამარჯვება გახლდათ და ამ შედეგით ჭოჭუას გუნდი A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ამავე ჯგუფის შეხვედრაში თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მართვე. ეს გუნდებიც ლიდერთა შორის არიან – თსუ მეორეზეა, როლი მათვე პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში შესვლას ცდილობს. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ უნივერსიტეტელებს 12 მოგების წილ 3 მარცხი აქვთ, მართვე კი 8 მოგებითა და 7 მარცხით მე-6 ადგილზეა (იხილეთ გათამაშების ცხრილი).

თსუ-მ მართვე მესამე პერიოდში გატეხა და საბოლოოდ 74:61 (სტატისტიკა) დაამარცხა. გამარჯვებულთაგან 33 ქულით საუკეთესო იყო ამირან აროშიძე, მართვეში კი თავი ლუკა თოდუამ გამოიჩინა – 23 ქულა მიითვალა.

დიღმის არენაზე გამართულ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. A ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა სვიშმა 97:90 დაამარცხა სოხუმის კოლხა 2, რომელიც მე-3 ადგილზეა. სოხუმელებმა ვერაფერი მოუხერხეს სვიშის ლიდერ კონსტანტინე ჯანჯულიას, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო.

ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი