ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში პსჟ გასვლაზე „რენთან“ 1:3 დამარცხდა და შეიძლება ლიდერობა დაკარგოს.

უნდა ითქვას, „რენმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, „მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ კი პარიზული გუნდის უგერგილო ასპარეზობა შემაშფოთებელია.

მასპინძლებმა მატჩი გასაკვირად აქტიურად დაიწყეს და კინაღამ გაიტანეს, როდესაც ლეპოლმა შორიდან ბურთი ძელს გაარტყა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულმა დუემ სამბას ვერ აჯობა. “პარი სენ ჟერმენი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ კვარაცხელიას და მისი პარტნიორების შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო, „რენმა“ კი სწრაფი კონტრიერიშისას დაწინაურება ალ-ტამარის ლამაზი გოლით მოახერხა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ ზაბარნის შეცდომით ნორდენმა ვერ ისარგებლა. პარიზელები ზეწოლას აგრძელებდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მე-60 წუთზე ხვიჩა და დუე ლითი და ბარკოლათი შეცვალა, ხოლო ლეპოლმა საფონოვის კარი დალაშქრა. მალე დემბელემ ანგარიში შეამცირა. მოედანზე ნევეშის და დემბელეს ნაცვლად ფერნანდესი და რამუში შევიდნენ. შეცვლაზე შესულმა ემბოლომ კი საფონოვს გაუტანა და „რენმა“ გაიმარჯვა.

პსჟ 51 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ 15 თებერვალს „ლანსმა“ „პარიზს“ სძლია, გალიდერდება კიდეც.

შემდეგ შეხვედრას პსჟ 18 თებერვალს გამართავს - ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

რენი. „როაზონი“

რენი - პსჟ 3:1

გოლები: 1:0 ალ-ტამარი (34), 2:0 ლეპოლი (69), 2:1 დემბელე (72), 3:1 ემბოლო (81)

რა არის გაუგებარი?ენრიკე ცდილობს,ყველა ფეხბურთელი ტონუსში ჰყავდეს და საამისოდ,ყველას აძლევს სათამაშო დროს.გადამწყვეტი თამაშების დრო მოდის და ყველა ფეხბურთელი ფორმაში,ჯანმრთელი და არგადაღლილი სჭირდება.თუ ლიგას მოიგებენ,სამაგისოდ,ჩემპიონობასაც დათმობს,თუმცა იმედი აქვს,რომ ჩემპიონობისთვისაც საკმარის ქულებს დააგროვებს და ლიგაზეც იბრძოლებს.ორი სეზონის გადაბმით მოგება,უძნელესი საქმეა,მაგრამ ცდა არ დააკლებენ.
გიო
სანამ გაიყვანდენ ხვიჩა ყველას ჯობდა მარტო ის ერთი პასი რად ღირდა საკუთარი მოედნიდან ერთი ერთზე რომ გაიყვანა. რატომ გაიყვანა მოედნიდან მწვრთნელამ საერთოდ ვერ გამიგია თან ისე ადრე
მალხაზ ჯობავა
ეს არის იმის შედეგი, რაც მაისურებზე გუნდებს უმრავლესობას აწერიათ. ეს-ბეტი, ის-ბეტი, ამის-ბეტი, იმის-ბეტი და ა.შ. და ა.შ. ყველამ გაიგეთ ხომ. ჰოდა მე წავედი, სუფრაზე ვარ წასასვლელი.
ზურა
ტოტალიზატორმა გააფუჭა ფეხბურთი.
გიგო პაპა
ძალიან ღორი ბიჭია ეს დუე რააა. ხვიჩამ კიდევ რაც შეეძლო იმაზე მეტი პასები არიგა. მაინც იმ აზრზე ვრჩები რომ სანამ გახსნილია არ აძლევენ პასს. ვიტინიას თამაში(უფრო ფაფხურს დავარქმევდი) უკვე აუტანელი ხდება. ყველა შეტევას ეგ იწყებს და ძალიან ნელ ტემპში. ცოცხალი თავით არ უკეთებს ხვიჩას გრძელ გადაცემას სანამ თავისუფალია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველა დემბელე-დუეზე თამაშობენ უფრო. ეს პაჩო რომ სუსტი მცველია როდისღა უნდა მიხვდეს ენრიკე. 10-15 წუთი კიდევ უნდა მიეცა ხვიჩასთვის, უეჭველი რამეს მოიფიქრებდა. სახეზეც ეტყობოდა ბიჭს წყენა პირველი რომ გაიყვანა. მაგიტომაც დაიჭირა კაი ჩიტი, ბარკოლა და რამუში ყოველთვის ვერ გაგიმართლებს. მოკლედ ამათი ტიკი-ტაკა ძალიან დამღლელი საყურებელი ხდება უკვე. იმედია ხვიჩა ლიგაზე გაიბრწყინებს. ეგ რომ არა, ამ გუნდის თამაშს ალბათ არასდროს ვუყურებდი....
გოგა
სადმე უნდა წაეგოთ და წაგეს, კვარა რატომ გაიყვანა ვერ მოვხვდი, დემბელემ გაიტანა და ეგრევე შეცვალეს, ნუნუნდა წაეგოთ ეს თამაში ალბათ
ზაზა
დღევანდელ თამაშს ტოტალიზატორის სუნი ასდიოდა. პსჟს ნახევარდაცვა დაბალ ტეპში ბურთს დაათრევდა.
Gio
Ertti xuti kacis garda gasayrekebi arian mandedan. Xvichas ro kidev ligistvis iprtxildeba eg ukve tvalshi sacemia
Rigiti
წაგებასაც ცოდნა უნდა!!! ნამდვილი მასტერკლასი იყო!

უკვე მერამდენედ გამოჩნდა,რომ მარკინიოსის გარეშე,პსჟ-ს დაცვა,ბევრ შეცდომას უშვებს.დაცვას ის ხელმძღვანელობს.საგრძნობლად თუ არ მოუმატა,ზაბარნის ნაცვლად,ვინმე სხვას მიიყვანენ.დუეს ნიჭიერებაზე ყველა ვთანხმდებით,მაგრამ ძალიან ხშირად,არასწორ მოქმედებას ვხედავთ მის თამაშში და ეს გუნდს, საკმაოდ ძვირად უჯდება ხოლმე.პსჟ თითქოს ძალიან აქტიური იყო პრესინგის დროს,მაგრამ ორგანიზება აშკარად საკმარისი არ იყო და რენი დაცვიდან საკმაოდ ადვილად გამოდიოდა.საბოლოო ჯამში,რენმა დაახლოებით 10 კილომეტრით მეტი გაირბინა და ესეც სიმპტომია,თუმცა შარშანაც,მეტოქეები გაცილებით მეტს დარბოდნენ,მაგრამ პსჟს სწრაფი პრესინგი,ძალიან ეფექტური იყო,ახლანდელისაგან განსხვავებით.
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
გადავა თუ არა "რეალში"? - ვიტინიამ კითხვაზე უპასუხა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
გურგენიძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზეა
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა
კვერნაძის 77 წუთი - "ფროზინონე" აუტსაიდერთან წაგებას გადაურჩა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
[VIDEO] პსჟ-ის მცველის საოცრება - ვიდეო ვირუსულად ვრცელდება
ახალი წესი ფეხბურთში - პრემიერ ლიგაში VAR-ზე ცვლილებებია მოსალოდნელი
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
[VIDEO] აუტსაიდერმა ალისონს ორი გაუტანა - "ლივერპული" დამარცხდა
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
რომელ თანაგუნდელზე მიანიშნებს დემბელე? - "რენთან" მარცხის შემდეგ, ფრანგმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
გადავა თუ არა "რეალში"? - ვიტინიამ კითხვაზე უპასუხა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] პსჟ-ის მცველის საოცრება - ვიდეო ვირუსულად ვრცელდება
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"კვარა" და დემბელე "ჩელსის" ერთად შეუტევენ? - პსჟ-ს ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ხვიჩა საყვარელ მეტოქესთან, მეტი დრო "ჩელსისთვის" და ბრძოლა გადარჩენისთვის